ნაწარმოებები



ავტორი: თაკო წულაია.
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2019


არაფრისმთქმელი

ფანჯრებიანი ოთახი.
სივრცეა თითქმის უჰაერო.
სახურავს წუთის წინ ვერტმფრენი
ხმაურიანად გადაევლო.
ვუყურებ შენს თვალებს.
ისინი -
უცქერენ კვამლიან კვალს. მჯერა
რომ ამოიკითხავ ჩემს ცხოვრებაში
შენს თავს. ამჯერად
მხოლოდ ეს სურვილი მაწუხებს.
ბნედის წინ - გარდამავალი წამი.
როცა ვსხედვართ ერთ სახლში,
იქნებ გვერდი-გვერდ
და არაფერია ნათქვამი ამით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები