| ავტორი: გულიანა ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2019 |
დამნაშავე ვარ, რომ ვარსებობ დღემდე უფალო; თუმცა არსობა, ნება შენით გამითავისდდა. სასიცოცხლო ჰანგს ლექსებს შინა გულით ვუგალობ; წუთისოფელი მიუყვება ასე თავის გზას. დამნაშავე ვარ ყველა ხიბლის, ყველა ზმანების; ყველა ღიმილის და ქმედითის თუნდაც კარგისა,- დამნაშავე ვარ , რომ ვარსებობ ლაღი ღიმილით, შურს რომ ჰბუდებს და რომ აღვივებს ბოღმას ავისას. დამნაშავე ვარ და შემინდე ძალაშეწევნით,- მზეც თუ ალიონს ამოწვერავს სხივებს თავისას;-
დამნაშავე ვარ, რომ ვარსებობ დღემდე უფალო; თუმცა არსობა, ნება შენით გამითავისდდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|