ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივლისი, 2019


32 წლის შევსრულდი ამასობაში

წლები მიჰქრიან... ვბერდები,
თუმც არ მეშინის სიბერის.
ხატად მყავს ჩემი ედემი
ჯიშ - ჯილაგს პეტრე იბერის.

თუმც მემატება ასაკი,
სიმღერა მესმის ხმალისა.
გზებს კვლავ მინათებს ვარსკვლავი,
შუქი მზისა და მთვარისა.

რა ბედენაა სიბერე,
დრო ვერასოდეს გამომცვლის.
ვარ შვილი ამერ - იმერის,
ქვეყნიდან  „ვეფხისტყაოსნის“.

2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები