ვიშ! ეს ბეშუმია, ცამდე აწვდენილი მხრებით, აქ სულ სიცივეა და ამ სისადავით ვლხვებით.
აჰა, ბეშუმია, - ნისლი დაეშვება როცა, დილა - საღამოს და მინდვრებს ეფინება კოცნად.
დღისით - მზისპირამდე ორთქლი ლანქერნისა ივლის, თუმცა რამდენიმე ჯერაც გადაურჩა ივლისს.
ეჭვით - მარტოობის, აქა - იქ სოჭები თრთიან, შინ შეიფარებენ მრავალ კლანჭიანს და ფრთიანს.
აისს - საბალახოდ ძროხის მიმოდენა აღებს, ასე ეღვიძებათ ციცქნა, ცხვირგადაფრცქვნილ ბალღებს.
წყარო - მოჩუხჩუხე, ცივი, ანკარა თუ სუფთა, რთავს და თავისთავში ამ მთის სინარნარეს ფუთავს.
სულში აირია, - ეს მთის ჰაერია, - სუნთქვა, მას ეს სიხასხასე ბევრჯერ უთქმელადაც უთქვამს.
ხალხიც... - ჩამოთვლილი ,,ფრთების\\\" აღმაფრენას ამხელს: ,,ჩვენსა მობრძანდითო, ნეტა გვესტუმროთო ახლა;
რძე და ნაღბიბორა, ყველი და ნაღები, მოდით, გხვდებით ხალისით და ძველი, მოხდენილი ოდით\\\".
დაე, დამსვენებელს ცრემლი ასველებდეს ოდეს, მათ უბრალოებას ენა, დროც რომ ვერ ამბობდეს...
- აქ სულ სიცივეა და ამ სისადავით ვლხვებით. მაშ, ეს ბეშუმია, ცამდე აწვდენილი მხრებით.
ავტორი: მუხრან აბაშიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბეშუმში მინდა! :) ბეშუმში მინდა! :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|