ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2019


გმინვა ევური

ნინო დარბაისელი

გმინვა ევური
- - - -

ეს რა წყევლაა,
რა ოხრობა, -
დინდგელითა და ყვავილების ფერად-ფერადი მტვრის გრანულებით,
აქა-იქ ფიჭის ჩანარჩენებით პირთამდე სავსე,
გაუფილტრავი დედაშვილობის სავსე გობში -
გარდაუვალი წვეთი  ნაღველი -
ეს უცნაური,
ცნობიერი თუ ქვეცნობიერი დანაშაულის გრძნობა
ჩვენივე  პირმშოსადმი!
მუდმივი ქენჯნა!
რა შეგვეშალა,
როდის,
რატომ
ანდა რამდენჯერ
ყოველ ჩვენგანს
ან ყველას ერთად?
რა ჩავიდინეთ იმისთანა,
რასაც ვერასდროს გამოვისყიდით,
არც უფლისაგან შეგვენდობა
და არც კაცთაგან
არასოდეს გვეპატიება?

.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები