ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
22 ივლისი, 2019


გაუმარჯოს ურაკპარაკს (სალაღობო სადღეგრძელო)

გაუმარჯოს ურაკპარაკს
(სალაღობო სადღეგრძელო)

გამოვაღებ მწვანე სარკმელს
და ვკითხულობ ყველას ამბავს ...
ზოგიერთი ისე დაწერს,
თავს და ბოლოს ვეღარ აბამს.
ზოგის თხრობა ისეთია,
სიბილწეში ტოლი არ ჰყავს.
ზოგი ისე ჩუმად დაწერს,
ვერ გაიგებ მის ლაპარაკს.
ზოგი ხმაურიანია,
განიხილავს ყველას ავ–კარგს,
ზოგი რძეში ჩავარდნილს ჰგავს,
უეჭველად ადღვებს კარაქს.
ზოგის ნაწერი კიაფობს,
მოგაგონებს ცისკრის ვარსკვლავს.
ზოგის ლექსი, დრო გადის და,
თავდაპირველ ხიბლს არ კარგავს.
ზოგიერთი ისე გიპყრობს,
წაგაკითხებს თავის არაკს.

ჰოდა, ყველას გაუმარჯოს!
გაუმარჯოს ურაკპარაკს!


2019 წლის 22 ივლისი

განთავსდა 2019 წლის ივლისის თვის თავფურცელზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები