ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2008


გამოზღარბული ამბავი

ზღარბებზე გაიგე ამბავი?სილამაზის სალონი გაუხსნიათ. ჩვენც გვინდა მოწესრიგებაო. ხოდა, როგორ იყო ეს ამბავი ეხლავე მოგიყვებით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი სალონო, სახელწოდებით “პაპაიკო” რატომ "პაპაოკო" არავინ იცოდა. ამ “პაპაიკოში” ჰაესტანელი ანჟელიკა მუშაობდა. მუშაობდა და მუშაობდა, ერთი წუთითაც არ ჩერდებოდა. უი, სულ დამავიწყდა მეთქვა მისი საქმიანობის შესახებ, მოკლედ რა მოხელე ნაჩალნიკიც იყო ისეთ “პრიჩოებს” ქმნიდა. ქმნიდა და ისეთ ჰაესტანურ ისტორიებს ყვებოდაა, რომ ზოგს თავისით უხუჭუჭდებოდა, თუ უსწორდებოდა თმა. ერთხელაც ანჟელიკას ნათესავი ფლორა ეწვია. აი, ქალი კი იყო გულიანი.
__ ანჟიკ, სლუში, ისეთი ლავა ინფორმაცია მაქვს, სულ მანათიანები უნდა ჩამიჯიბო.
__ ჰო, გენაცვალეეე, მაზალო ინფორნაცია არ იყოს და...მანათიანები იქით მაიტა.
მოკლედ ისინი ყვებოდნენ და იმდენ ხანს ლაპარაკობდნენ , რომ ერთ-ერთ კლიენტს ჩაეძინა.
__ ვა, ანჟიკ სმატრი, ნაროდნი იავნანასავით ჩაესმა რა ჩვენი ინფარმაცია.
__ხოდა მანათს კიდევ მოვუმატებ მომსახურებაა, აბა, როგორ გინდა?აქეთ კომფორტიო, იქით პრიჩოსკაო.
მერე მძინარა კლიენტთან ანჟიკა მივიდა და რაღაც, უცნაური ქუდი ჩამოაცვა.
__ფლორაა, სიჩას სმატრი რა
ცილინდრის ფორმა ჰქონდა და რატომღაც საცერივით ვიღაცას დაეხვრიტა. სტილისტმა ანჟიკამ წვრილი ჩხირი უჯრიდან ამოიღო და ქუდის ნაჩვრეტებიდან თმის ამოწევა დაიწყო. ცოტახანში კლიენტი ზღარბს დაემსგავსა, ოღონდ რბილი, რბილი, ეკლებით. შეხედა ანჟიკამ, უტრიალა, უტრიალა და თქვა:
__სლუში , ფლორა ჯან რაღაც აკლია ხო?
მერე აიღო პატარა საინი, სადაც უცნაური სითხე ჩაასხა, ააქაფა და მთელი ოთახი ფერადი ბუშტებით დაიფარა. “პაპაიკო” აქაფთა და ცოტა ხანში ეს სითხე ისე გამკვრივდა , რომ მძინარე კლიენტს ქუდიდან ამოწეწილი თმა ეკლებს დაემსგავსა. გაეღვიძა და სარკეში თავისი თავი, რომ დაინახა ძალიან კმაყოფილი დარჩა.
__ მე ნამდვილი ჰიპი ზღარბი ვარ!
მას შემდეგ, “პაპაიკოში”, ჰაესტანელ ანჟიკასთან ბევრი კლიენტი მოჰყავდა და იქიდან გამოზღარბულები გამოდიოდნენ.
გავიდა წლები და “პაპაიკო” დახურეს. დარჩა ჩვენი ანჟიკა უმუშევარი. გამოზღარბულ ხალხს კი წესრიგი უყვარდა. ხოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ახალი სალონი დაეარსებინათ ჯანზღურპელის ქუჩაზე და დაარქვეს მას “გამოიზღარბე”მერე იპოვეს ანჟიკა, დააწყებინეს მუშაობა. მას შემდეგ ჯანზღურპელის ქუჩა ფერადი ბუშტებით ივსება და პატარა ზღარბები დასეირნობენ. ასე იყო ეს ამბავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები