ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ივლისი, 2019


მიხეილ ზაქარიაშვილის შესახებ

26 ივლისი კომპოზიტორ მიხეილ ზაქარიაშვილის დაბადების დღეა, 53 წლის შესრულდა.

უნიჭიერესი კომპოზიტორი და მომღერალი - მიხეილ ზაქარიაშვილი, რომლის სიმღერებზეც მე პირადად გავიზარდე, უნიჭიერესი პოეტის - ედუარდ უგულავას ლექსების კრებულის წარდგინებაზე გავიცანი 2016 წლის 30 სექტემბერს, იმ დღიდან იგი ჩემთვის მიშა ძია გახდა, ძალიან უშუალო და კეთილშობილი პიროვნებაა.

გარდა იმისა, რომ კარგი შემოქმედია, იგი ასევე კარგად ერკვევა პოლიტიკაშიც. რაც მთავარია, მიშა ძია დღემდე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გზას ადგას, გზას, საქართველოს გადარჩენა რომ ჰქვია! სანამ ასეთი ადამიანები გვეყოლება ქართველ ერს, არ გადავშენდებით!

2017 წლის 22 ივნისს მიშა ძია ჩემი ლექსების კრებულის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, სიტყვითაც გამოვიდა და როგორც თვითონ თქვა, უკვე შერჩეული აქვს სასიმღეროდ ჩემი წიგნიდან ლექსი. :) :) :)

https://www.youtube.com/watch?v=81guFqXte5g&list=PLdvmaueOfJW6T52MaW6pH6kNlxdce2gMt&index=22

მისი სიმღერებიდან განსაკუთრებით მიყვარდა და მიყვარს „პაპა ნიკალა“, ფიროსმანზე შექმნილი სიმღერა. ჩემი ეს ლექსი სწორედ მიშა ძიას და ფიროსმანს ეძღვნება, რომელიც ასევე ჩემს კრებულში შევიტანე:

მიხეილ ზაქარიაშვილს

უნდა იმღერო - როგორც მღეროდი,
რომ სულ ცოცხლობდეს ერში ნიკალა.
„მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა“.

უნდა იმღერო - როგორც მღეროდი,
ვიდრე ღუღუნიც გესმის მტრედების...
და ფიროსმანის საქართველოსთვის
კიდეც რომ გსურდეს, არ დაბერდები.


ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები