ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2019


ამ სახლში

ყველაზე შინაური ქოთნის ყვავილია ფანჯრის რაფაზე.
ყველაზე მიამიტი - ბავშვობის ფოტო ბამბუკის ჩარჩოში.
ყველაზე მტირალა საოჯახო ალბომი.
ყველაზე მძიმე - საწოლი, რომელზეც დედა იწვა...
ყველაზე მსუბუქი - სასანთლე.
ყველაზე ალალი - მეგობრის ნაჩუქარი ფაიანსის შველი.
ყველაზე მოწყენილი - ჩემი საწერი მაგიდა.
ყველაზე ბუტია - ფორტეპიანო ოთახის კუთხეში.
ყველაზე ყურებადი  ჭერია,
ყველაზე გამბედავი - ქუჩაში გამავალი აივანი.
ყველაზე ცნობისმოყვარე მზეა -
რომელიც  ყოველდღე შემოდის.

2010 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები