ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
30 ივლისი, 2019


ჩემი პროფესია

                              იყავი გამორჩეული!!!
  ვხედავ ქალს, რომელაც ჩემზე  თვალები  აქვს მობჯენილი. ცდილობს, სუნთქვა შეიკრას,  არ ისუნთქოს, მაგრამ რატო? რა აკლია? აცვია ისე თითქოს დედოფალია და თავზე გვირგვინი ადგას. ,, ვაიმე ეს რა ჩაუცვამსთქო“ გულში ნათქვამი სიტყვები ხმამაღლა წარმოვთქვი და როცა გავაცნობიერე, მოულოდნელად უკან დავიხიე. ჩანთიდან ნივთს ვიღებ და ქალბატონს მოწიწებით ვაწვდი. ის კი კვლავ ცდილობს ჩემზე დაკვირვებას. აკვირდება ყველაფერს, ჩემს ჩანთას და ალბათ ფიქრობს. ,,საწყალიო“ ,თუმცა მე ეს არ მადარდებს. ეხლა მადარდებს ის, რომ ქალი გაქვავდა, არაფერს ამბობს. ცოტახნის წინ გონება დაკარგა ეხლა კი გაყუჩდა. გაწვდილი ხელი ეგრე დამრჩა. ნივთი არ გამომართვა და იქვე მაგიდაზე დავუტოვე. ,,კარგად ბრძანდებოდეთ!“ დავემშვიდობე და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ როგორც კი, ნაბიჯების გადადგმა ვცადე ქალი,  ხმამაღლა იწყებს ყვირილს.
- შეჩერდი!
- თქვენი ნივთი მაგიდაზეა, კიდევ გნებავთ რამე?
- ვინ ხარ და ჩემს სახლში რატომ მოხვედი?
- რას ქვია რატომ? გვითხარით, რომ ნივთი მოგვეტანა და ჩვენც მოგიტანეთ.
- აი, ნივთი!
- რა ქენით? რატომ გადააგდეთ?
- ნივთი ჩემია და ჩემი გადასაწყვეტია რას ვიზამ. შენი დავალება შესრულებულია ახლა კი შეგიძლია წახდვიდე.
- ღმერთო ჩემო! შეშლილი ხარ? მაგ წყეული ტუჩსარცხის გამო ადრე ავდექი, დიდი გზა გამოვიარე...
- რა გინდა? ფული გინდა? აი, აიღე 100$ ია. საკმარისია თუ კიდევ დაგიმატო?
- თქვენ ვინ გგონივართ?! ფულით ყველაფერს ვერ იყიდით. მე თქვენი ფული არაფერში  მჭირდება.
- ჯერ საკუთარ თავს შეხედე და მერე მე შემომხედე. არ გაქვს უფლება მასე მოიქცე. მშობლებს ზრდილობა შენთვის არ უსწავლიათ?
- მე კი, მაგრამ მგონი თქვენთვის არა...
- როგორ ბედავ და მასე მელაპარაკები!!!
- შვილო, წამოდი მე გამომყევია.
- აქ, როგორ მუშაობთ? ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.
- შვილო, არ გინდა. ქალბატოს ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს.
- რა რთულ პერიოდზე მელაპარაკებით. ჩემს უბანში, ბავშვები ჯამებით,  კარდაკარ დადიან მეზობლებთან  და თქვენ,  მეუბნებით, რომ ამას აქვს რთული პერიოდი?
- შვილო, შენ ყველაფერი არ იცი.
- ხო, არ ვიცი და არაფრის მოსმენა არ მინდა.
*  *  *
    ჯერ ხმას საერთოდ არ იღებდა. წამოსვლისას ხმამაღლა მიბრძანა, რომ ადგილზე უნდა გავჩერებულიყავი. მოულოდნელად ისვრით იმ ნივთს, რომლის გამოც ამხელა გზა გამოვიარე. მომაყენა შეურაწყობა, ჩემს მშობლებს, მიაყენა შეურაწყოფა. ზუსტად ვიცოდი, რომ ამხელა ჭიშკრის მიღმა ყოველთვის იყო ამხლა აგრესია. 100$-იანი სახეში ვესროლე და წამოვედი. ჩემი გამოყვანა სახლის მზარეულმა სცადა. ყველაზე ნორმარული, იმ სახლში, მგონი მზარეული და ძაღლი იყო, რომელიც ყველაზე თბილად შემხვდა. ისევ გავდივარ იმ გრძელ გზას ჭიშკრამდე და ზუსტად ვიცი, რომ აქ, აღარასოდეს დავბრუნდები. აი, უკვე სახლის ტერიტორია დავტოვე და შვებით ამოვისუნთქე. სვლას ნელი ნაბიჯებით ვაგრძელებს. ვეძებ ტრასპორტს, რომ სახლში დავბრუნდე. ირგვლივ მიმოვიხედე და მხოლო სიცარიელეს ვხედავ. საკუთარ თავს დავუწყე საუბარი. ,,რა მინდოდა? საერთდა აქ, რატომ მოვდიოდი?“ ვუსმევ ჩემს თავს ამ შეკითხვებს და გზას ბუზღუნით ვაგრძელებ. მზემ უკვე კარგა ხანია ამოანათა. სიცხეც თანდათან ძალიან მაწუხებს, მაგრამ უკან აუცილებლად უნდა დავბრუნდე. სახლში თუ არა სამსახურს, მაინც უნდა მუვუსწრო. არ უყვარს შეფს, როდესაც ვაგვიანებს. ,,სად ვარ? ეს რა ადგილია?“ ისევ ვუგრძელებ ჩემს თავს კითხვების დასმას და ვგრძნობ, რომ უკნიდან მანქანა მომადგა. გააჩერა და დამისიგნალა. ვიხედები უკან და ვხედავ. შავ დიდი მანქანას, რომელსაც შუშებიც კი შავი აქვს. მანქანიდან გადმოდის დიდი ღიპიანი კაცი, რომელსაც ძალიან სოლიდურად აცვია. მიახლოვდება და თავაზიანად მთავაზობს სახლამდე წაყვანას. ეტყობოდა, რომ დადებითი აურის მატარებელი კაცია.
*  *  *
-  შვილო, ჩაჯექი მე წაგიყვან. სმენა ახლახანს დავასრულე. მანქანის არ შეგეშინდეს უფროსის მანქანაა.
- გმადლობთ, მაგრამ მირჩევნია ჩემით წავიდე.
- შვილო, მე გავიგე ქალბატონს, როგორ ეწინაღმდეგებოდი. შენ გამარჩეული ხარ, რადგან ვერავინ ბედავს მასთან ასეთ საუბარს.
- ყოველთვის ვერ ვიტანდი მდიდრებს. ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე.
- ძალიან კარგად მესმის შენი. მეც ზუსტად შენი ტოლი შვილი მყავს და მასაც არ მოსწონს ჩემი სამსახური.
- მართლა? სად ცხოვრობთ?
- წამოდი და დანარჩენი გზაში გავაგრძელოთ.
- კარგით, მაგრამ მხოლოდ გაჩერებამდე გამოგყვებით იქიდან ჩემით წავალ.
- კარგი მაშინ არ დაგაძალებ.
*  *  *
  მანქანაც ისეთია, როგორც სახლი. ამ მანქანაში, ადამიანს, თავისუფლად შეუძლია იცხოვროს. ჯერ მარტო ასვლა გამიჭირდა იმხელა ასასვლელი აქვს მანქანას. მძღოლის მანქანის უკანა სავარძლი დავიკავე. ცოტახანს ასე გავირინდე სანამ თავი მოხერხებულად არ ვიგძენი. თავიდან გამიჭირდა შეგუება. ვაკვირდები მანქანას და მგონი ჩემი პატარა სამზარეულოს ტოლი უნდა იყოს. შიგნით ყველაფერი შავია, არაფერი დამატებითი ფერი. ქალბატონი რომ ნახო ცისარტყელასავით იყო აცმული და ეს შავი მანქანა სად ნახა. ,,განა რა ჩემი საქმეა?“ ეს შეკითხვა დავუსვი საკუთარ თავს და ისევ სიჩუმეს ვაგრძელებ. მინებიც დაბურულია, გარეთ ვერაფერს ვხედავ. არადა არ მიყვარს ეს სიშავე. განწყობას, სიცოცხლის ხალისს მიკარგავს. ,, გინდა ფანჯარას ჩაუწიო?“ გამიხარდა ეს შეკითხვა მძღოლისგან. უთქმელად თავი დავაქნიე თუ არა მძღოლმა, ფანჯარას ჩაუწია.
*  *  *
- სად ცხოვრობ?
- ქალაქის ყველაზე პატარა უბანში. ყველაზე ღარიბ უბნად მიიჩნევენ, თუმცა საუკეთესო რესტორანი უბანთან ძალიან ახლოს არის.
- კი ვიცი ეგ ადგილი. გუშინ ქორწილი მანდ იყო და თუ არ ვცდები ჩემი შვილის მეგობრებიც მანდ ცხოვრობენ.
- ჩემს უბანში, ყვლაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მართალია ქარბატონივით დიდი ჭიშკარი არ გვაქვს, თუმცა ადამიანობას არ ვკარგავთ.
- ვხედავ შვილო, ეს შენს ხასიათებშიც გამოიკვეთა. შენ ძალიან გამორჩეული ხარ.
- გმადლობთ. აი, მოვედით. მადლობა აქედან ჩემით წავალ.
- კარგად შვილო, წარმატებებს გისურვებ!
*  *  *
  მართალია პირველად ვიმგზავრე ასეთი მანქანით, თუმცა მშვიდად ვიყავი. 07:35 წუთია და ზუსტად 8 საათზე მე სამსახურში უნდა ვიყო. ვაგვიანებ და ყველაზე მეტად ეხლა ეს არ მინდა. მოვიდა ავტობუსი, ძალიან ბევრი ხალხია. ასეთ დროს ძნელია ავტობუსში შეაღწიო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. უნდა ვიდე ავტობუსში და მოვისმინო ხალხის მოულოდნელი ყვირილი, უხამსი სიტყვები.  აი, დაიძრა ჩემი ავტობუსი და მძღოლი ყვირილს იწყებს. ,, უკან გადაიწიეთ რა, გზას ვერ ვხედავ!“ გვერდით მდგომი ქალს, რომელსაც ორო ჩანთით სავსე რძის პროდუქტები აქვს  და რომელიც მაღაზიას უნდა ჩააბაროს მძღოლს პასუხობს:_ ,,ბატონო სად გადავდე? ისედაც რძე მიფუჭდება ამ სიცხეში“ მძღოლს გაეცინა და ხმადამლა ჩაიბურტყუნა. ,,თითქოს და ეგაც ჩემი პრობლემა იყოს.“ გავბრაზდი, მინდოდა მძღოლისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ სიტუაციამ ამის საშუალება არ მომცა.
    აი, უკვე 10 წუთია დარჩენილი და ძლივს ჩამოვაღწე ავტობუსიდან. ვხედავ სამსახურის კარებს და ცხოვრებაში პირველად მიხარია აქ მოსვლა. ვნერვიულობდი დაგვიანებას და ყველაზე პირველი მე მოვედი. რესტორნის კარგი უკვე ღიაა, თუმცა შიგით არავინ დამხვდა. გავიარე ეზო,  ვხედავს სისუფთავეს და მსიამოვნებს. ახლა შევდივარ პირველ დარბაზში იქაც ყველაფერი კარგად არის. გავიარე მეორე დარბაზი და უნდა შევიდე სამზარეულოში. ჩემი მწვავე ჩვევა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობიდან შემომრჩა. თვალებს მჭიდროს ვხუჭავ და მივემართები ჭურჭლით სავსე დაღისკენ. მინდა თვალების გახელა, მაგრამ წარმოვიდგენ არაფერს. არაფერს სისუფთავის გარდა. ასე ვდგავარ უკვე რამოდენიმე წამია და შეფი მოულოდნელას სვამს კითხვას:_ ,,რას აკეთებ? “ ავტომატურად ვპასუხობ ,,არაფერს შეფ!“ თვალებს ვახელ და არ მჯერა! გუშინ აქაურობა თავდაყირა იდგა. ეხლა კი ვხედავ სისუფთავეს და არაფერს სისუფთავის გარდა. ,,დაღი თავისუფალია... ეს როგორ? რამე ხუმრობაა?“ ქვაბებიც სუფრთა და ყველაფერი თავის თაროებზეა განაწილებული. ისევ მგონია, რომ თვალები მაქვს დახუჭული და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა, მაგრა არა!
*  *  *
- შეფ ეს როგორ მოხდა?
- რაზე მეკითხები?
- როგორ? არაფერია გასარეცხი?
- ნია, კარგად ხარ? როგორ ვერ ხედავ, რამდენი ჭურჭელი გაქვს გასარეცხი. მიდი წინსაფარი გაიკეთე და საქმეს შეუდექი.
- ეს რამე ხუმრობაა... მე... მე ვხედავ, რომ...
- კარგი ხო. დილით დამლაგებელი მოვიდა და შენი საქმე მას დავავალე.
- სერიოზულად? მადლობა შეფ!
- რას აკეთებ?
- უკაცრავად სიხარულისგან არ ვიცოდი რა უნდა გამკეთებინა.
- ასე ძალიან არ გიყვარს შენი საქმე?
- არა, მიყვარს.
- სანამ დანარჩენები მოვლენ. გარეთ გადი და ბოსტნეული ჩაიბარე.
- ახლავე შეფ.
*  *  *
    დილა სამსახურში იმაზე კარგად დაიწყო ვიდრე მე წარმომედგინა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქალაქიან გასვლა იმ უმადური ქალს გამო მომიწია. ახლა ვცდილობ ყველაფერი ცუდი დავივიწყო და სამსახურს დავუბრუნდე. კიდე ვერ ვიჯეებ, რომ სამსახურში მოვედი და ჩემი გასაკეთებელი საქმე სხვამ გააკეთა. ეს ისეთი დაუჯერებელია, როგორც ჩემი თავი მზარეულად. ხშირად მიფიქრია შეფის წინსაფარის მორგება და ჩემი მომზადებული კერძების, სტუმრებთან გატანა, მაგრამ ეს მხოლოდ  და მხოლოდ ჩემი ოცნებაა. უკვე ჩავიბარე ბოსტნეული და დატვირთული ყუთების შეზიდვა სამზარეულოში დავიწყე. ძალიან მძიმეა, თუმცა ეს არაერთხელ გამიკეთებია. ყოველთვის, როცა ამ ყუთებს ვწევდი წარმოვიდგენდი იმ ხალხს, ვისაც დიდი ვილა აქვთ და ფულიანი მამიკოები, ან ქმრები ჰყავთ. თავიდან ვერ ვიგდებ იმ მზარეულის სიტყვებს. ,,რთული პერიოდი აქვს.“ და განა ეს არ არის რთული?რასაც ჩვენ ყოველდღე გავდივართ? მამას დაავადება არ არის რთული? მთელი დღე წევს და სიცოცხლის ხალისი აქვს დაკარგული. ვწევ მზიმე ყუთს და წარმოვიდგენ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე წარსული აქვთ და ამის ტარება უწევთ მთელი ცხოვრება. აი, მაგალითად შეფი, როგორც კი ერთ ჭიქა არკოჰოლს დალევს ეგრევი მის გარდაცვლილ მეუღლეზე იწყებს ბოდვას, ისტერიკულ ტირილს. კაცია, მამისტოლა კაცია, მაგრამ მასაც აქვს გრძნობები, მასაც აქვს მძიმე წარსული. არა! ადამიანებო, არ არის მძიმე ეს ხილით დატვირთული ყუთები. მძიმეა მათი ცხოვრება და მათი წარსული. უკვე დავასრულე, ყუთები მაცივარში დავაწყე და ამასოაში დანარჩენებიც მოვიდნენ. ყველაზე ბოლოს მარიამი მოდის სამსახურში. ძალიან უჭირს ადრე ადგომა და ყოველთვის აგვიანდებს. როგორც კი გახდება დილის 9 საათი შეფი, თავის კაბინეტიდან გამოდის და დღევანდელი დღის გეგმას გვაცნობს. ჩვენც წინსაფრები გავიკეთეთ, დავდექით მწკრივად და ველოდებით შეფის მითითებებს. აი, შეფის მოდის თავისი ამბოხებული და დამაჯერებელი ხმით და გვესალმება.
*  *  *
- ყურადღებით მისმინეთ!
- დიახ შეფ!!!
- დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვეყოლება და შესაბამისად უნდა მოვემზადოთ?
- ვინ შეფ?
- რა ცნობისმოყვარე ხარ მარიამ. ეგ შენი საქმე არაა.
- უკეთესი იქნებოდა ეგ შეკითხვა არ დაგესვა...
- მოკეტე...
- გიორგი, მარიამ მორჩით ჩურჩულს და მე მომისმინეთ. ნია, დღეიდან ბარში იმუშავებ.
- მეე?
- კი შენ. დამლაგებელი მიხედავს შენს საქმეს. იცოდე ამჯერად გადაწყვეტილება საბოლოოა, რაც არ უნდა მოხდეს შიგნით არ შემოხვალ. გიორგისთან ერთად ბარში იქნები და კლიანტებს მოემსახურები.
- გასაგებია შეფ!
- ნია, გიორგის გაყევი დანარჩენები კი აქ დარჩით და მაცივარს მიხედეთ. დღეს შევამოწმე და არეულობაა, რაც ძალიან არ მომეწონა.
- დღეს შეფი შენს მიმართ ძალიან კეთილია. მოხდა რამე?
- არ ვიცი, მაგრამ დილით, რომ მოვედი ჭურჭელის გარეცხილი დამხვდა.
- კარგია დღეიდან ერთად ვიმუშავებთ.
- და აქამდე არ ვმუშაობდით?
- კი, მაგრამ თითქმის სულ სამზარეულოში იყავი და  ნეორმარულად ვერ ვახერხებდი შენს ნახვას.
- ბარში რა უნდა გავაკეთო? არაფერი ვიცი.
- არაუშავს დამშვიდდი მე გასწავლი ყველაფერს.
- მადლობა.
*  *  *
  გავიღვიძე და სრულიად სხვაგან, სხვა ადგილას აღმოვჩნდი. აქამდე თუ სამზარეულოს სისუფთავეზე ვღელავდი ეხლა ბარში ვდგევარ გიორგისთან ერთად და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. გიორგი პატარა წიგნაკს და კალამს მაწვდის და მუბნება, რომ კლიანტების შეკვეთები უნდა ჩავიწერო და შემდეგ გიორგისთან მივიდე.  ერთად მოვამზადებთ იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა ბევრი იქნება. აქ ძირითადად გამაგრილებელი სასმელებია. ეს აქაამდეც გამიკეთებია, როცა მარიამს ვცვლიდი, მაგრამ მაშინ სამზარეულოში ხშირად შევდიოდი და თავს მშვიდად ვგრძნობდი. ახლა კი სულ დარბაზში მიწევს ყოფნა და ცოტა არ იყოს ნერვიულობა უკვე დავიწე. ბარი საღამოს 8_იდან იხსნება. იქამდე ამ დარბაზში ცოტა ხალხია თითქმის სულაც არ არის. ეხლა ერთი მაგიდაა მხოლოდ დაკავებული. მაგიდაზე ზურგს შეტრიალებით, ქალი ზის და წიგნს კითხულობს. გიორგიმ ქალბატონს შეკვეთა უკვე მიუტანა. მინდა მივიდე ვკითხი დამატებით რამო ხომ არ უნდა, მაგრამ ისეა ჩართული წიგნის კითხვაში, რომ არ მინდა მყუდროობა დავურღვიო. ბართან ახლოს ვტრიალებ, ვერ ვისვენებ გიორგინ მითხრა მოდი შიგნით შევიდე და ბარი დავათვალიერო. ისეთი მოუხერხებელი ვარ შესასვლელში, თაროს თავი ავარტყი. ძალიან მწარე იყო, მაგრამ არ შევიმჩნიე. გიორგიმ ეგრევე ყინულები თავზე დამადო და ასე ვიდექი რამოდენიმე წუთი, სანამ შეფმა ჩემი სახელი არ დაიძახა. იმის მაგივრად, რომ პასუხი გამეცა, ან მისკენ წავსულიყავი ასე ყინულებთან ერთად გავშეშდი. შეფი მოდის და მეკითხება:_ თავზე რა დაგემართა? უკვე მივხვდი, რომ თავიდან ყინულები უნდა მომეშორებინა და ღიმილით ვუპასუხე:_ არაფერია შეფ უბრალოდ აქურბას ჯერ ვერ შევეჩვიე.  ბარის  თაროს  თავი ავარტყი. შეფმა ჩემს სიტყვებზე გულიანად იცინა მომიბრუნდა და მეუბნება.:_ აიღე ეს შენი დამატებითი ანაზღაურებაა. მაღაზიებში წაადი და შესაფერისი ტანსაცმელი იყიდე. ასე ბარში ვერ დადგები. შემცხვა და ეგრევე ჩემს ტანსაცმელს დავხედე. მივხვდი, რომ ბარის შესაფერისად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი. ფეხზე დიდი ხნის ნაყიდი კეტი მაცვია, რომელმაც უკვე დაკარგა ადრინდელი ფერი. ეს კეტი, მამამ მიყიდა და განსაკუთრებულად მიყვას. ჯინსიც გაცვეთილია და არც ჩემი პერანგი უხდება აქაურობას. შემცხვა და შეფს უარი განვუცხადე. შეფს არ უყვარს, როდესაც უარს ეუბნებიან მითუმეტეს მაშინ, როცა კეთილ საქმეს აკეთებს და ეს ძალიან იშვიათად ხდება. ფული გამოვართვი, მაგრამ იმ პირობით, რომ ხელფასიდად გამომიკლებს.  ხელში მიჭირავს 200$ და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო? ამენი ფული მგონი არასდროს მჭერია. თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებს, რომ ისე უნდა გავთვალო ყველაფერი, რომ მამას წამლები მოვუმარაგო. მაღაზიებში გიორგი გამომყვა. გიორგი ყველას მეგობარია, იმ დღიდან, რაც ჩვენთან რესტორანში მოვიდა. ის ყველაზე უფროსია ჩვენს სამსახურში. 20 წლისაა და თანას სტუდენდი. მას ჩემგან განსხვავებით ოჯახი ჰყავს. მშობლები, უნივერსიტეტის ფულს ურიცხავენ, მაგრამ გიორგიმ დამოუკიდებლობა აირჩია და მუშაობა დაიწყო. მე და გიორგი ქალაქის მაღაზიები დავიარეთ თან ვიხსენებთ იმ დღეს, როცა  შეფმა პირველად შეგვკრიბა. ჩვენს რესტორანში 15 მიმტანია და ყველა ბავშვებია, როგორც წეღან ავღნიშნე ყველაზე უფროსი გიორგია, დანარჩენების ასაკი კი 20 წლის ქვემოთ არის. შეფს რესტორნის გახსნამდე გათვლილი ჰქონდა, რომ მხოლოდ ახალგაზრდებს დაასაქმებდა და ასეც მოხდა. კვირაში ორი დღე გვაქვს გამოყოფილი. ,,უქმე ორშაბათი“ შეფი ასე მოიხსენიებს, რადგან მაგ დღეს ძალიან ცოტა ხალხია და მეორე ასეთია პარასკევი, რადგან სამუშაო კვირის ბოლო დღეა და ხალხს სახლში დასვენება ურჩევნია. ამ ორ დღეს შეფი კურინარიულ გაკვეთილებს გვიტარებს. პირველ რიგში გვასწავლის წესრისგს, სისუფთავეს და შემდეგ სხვა დანარჩენს. ბოლო გაკვეთილზე ვისწავლეთ, რო ბოსტნეულს ძალიან ბევრი რეცხვა სჭირდება დ მათი სწორად შენახვა მაცივარში ისე, რომ არ გაფუჭდეს. შორიდან თითქოს ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანდა, მაგრამ არა! ყველაფერს დაკვირვება  და სწორად გათვლა სჭირდება. გიორგიმ პირველივე შემხვედრ მაგაზიაში სწრაფად გამაქანა. შევედით ყველაფერი ფერადს ვხედავ. კი, მიყვარს ფერები, ოღონდ ერთმანეთთან შეხამებულად. აბა რა იყო ის, დღეს ,,თავქარიან ქალს“ , რომ ეცვა.
*  *  *
- რა გაცინებს?
- არაფერია ვიღაც გამახსენდა და გამეცინა.
- მიდი ესენი მოისინჯე და გამოდი დამენახე.
- რა ამბავია... ესენი სულ მე უნდა ჩავიცვა?
- კი, მიდი ნუ გეზარება.
- არ მეზარება. აი, შევედი!
- ესე კარგია?
- ეს რა არის? ისევ ისე გამოიყურები, როგორც აქამდე. კაბა ნია, კაბა მოისინჯე. სად ამოქექე შარვალი მაგდენ ტანსაცმელში?
- კარგი რა...
- მიდი ის ფერადი კაბა ჩაიცვი პირველად, რომ მოგაწოდე.
- ეს რა არის? რანაირი ვარ?
- ეგ არის!
- რა გაყვირებს?
- გიხდება, თანაც ძალიან. გადაწყვეტილია ამას ვყიდულობთ.
- მოიცა იქნებ სხვა ვნახოთ.
- დრო არ გვაქვს. შეფი გაბრზადება უკან უნდა დავბრუნდეთ.
- მოიცა გამოვიცვლი.
- არ გაბედო! ეგრე წამოდი, როგორც ხარ.
- სერიოზულად? ასე თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. კაბა მეტისმეტად მოკლე ხომ არ არის?
- არა, საერთოდ არ არის მოკლე. ისე სულ ასეთი გაწეწილი რატომ დადიხარ?
- კარგი რა. მე მომწონს.
- წამოდი თმასაც უნდა მოვხედოთ.
- შანსი არაა!
- ნუ გეშინია არაფერი არ მოხდება. თმას ოდნავ მოგიწესრიგებენ. ასეთი წითელი თმა, როგორ გაქვს? ვის დაემსგავსე?
- დედას... დედაჩემს ქონდა ბავშობაში ძალიან წითელი თმა.
- რატო არასდროს საუბრობ დედაზე?
- საუბრადაც არ ღირს და იმიტომ...
- იქნებ, როცა ილაპარაკებ განთავისუფლდე კიდეც.
- გეუბნები არ მინდა მაგ თემაზე საუბარი!
- კარგი ხო. ნუ მეჩხუბები. აი, მოვედით.
- ეს რა ადგილია?
- აქ დეიდაჩემის სალონია. ის მიხედავს შენს თმას.
*  *  *
  ვიხედები სარკეში და ვხედავ ჩემს დაუვარხნელ თმას. ის ნამდვილად გაწეწილი და ძალიან წითელია. ყოველთვის მაკომპლექსებდა ჩემი გარეგნობა, რადგან ძალიან რიჟა და ჭორფლიანი ვარ. საკუთარი თავის მოვლისთვის დრო საერთოდ არ მრჩებოდა. ახლა კი ვზივარ და თავს სრულიად სხვა მბანს. ასე ბოლოს მამამ დამბანა პატარა, რომ ვიყავი. თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენდი, რადგან ამას სხვა, სრულიად უცხო ადამიანი აკეთებდა. არადა ძალიან ვისიამოვნე გიორგის დეიდამ, იმხელა სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო, რომ ეს დაძაბულობაც მალე გამიქრა. რამოდენიმე წუთში სარკესთან მდგომ სკამზე გადავჩექი და საშრობი სრულიად მოულედნელად ჩაირთო. თავიდან შევხტი, შემეშინდა. დეიდა მეკითხება:_ სალონში პირველად ხარ? მეც თავდაჯერებულმა ვუპასუხე:_ არა, პირველად არ ვარ მამას ხშრად დავყავდი მეგობრის სალონში, მაგრამ იქ, მხოლოდ მამაკაცები იჭრიდნენ თმას. დეიდას ჩაეცინა და ჩემი თმის დავარცხნა განაგრძო. ჩემი თმა, ისეთი ხუწუჭაა დეიდას ძალიან გაუჭირდა მისი მორჯულება. დაახლოებით 30 წუთია, რაც ჩემს თავს სარკეში ვუყურებ და თავში ერთდროულად უამრავმა ფიქრმა გამიელვა. ისევ შეკითხვების დასმა დავუწყე საკუთარ თავს. როგორი ვიყავი აქამდე? ნეტა დედას თუ დავყავდი პატარაობისას სალონში? არადა მსგავსი, რამ არ მახსენდება. ამ ფიქრებში გართულს, კვლავ სევდამ შემიპყრო. გავჩუმდი და ჩუმად ველოდები დეიდას სიტყვას და აი, მითხრა კიდეც, რომ დასრულდა. თმა უკან გადამიწია და სარკეში ჩავიხედე. ჩემს თავს ვერ ვცნობ. მგონია, რომ სარკიდან სრულიად სხვა ადამიანი მიყურებს. თმა სხვანაირია და სახეზეც სხვანაირად აისახა. სკამიდან წამოვდექი. გიორგი კმაყოფილი სახით კარგა ხანს მიყურა და მოულოდნელად მეუბნება:_ ეგრე რა გოგო, ძლივს ადამიანს დაემსგავსე. გიორგი ასეთია კომპლიმენტებით არასდრს გვანებივრებდა სამსახურში გოგოებს, მაგრამ თუ მართლა განსხვავებულად გამოვიყურებით აუცილებლად იცის ამის აღნიშვნა. დეიდას მადლობა გადავუხადე და სალონი დავტოვეთ. კიდევ 20 წუთი გვაქვს დრო, გზაში ნაყინები ვიყიდეთ და ასე გავაგრძელეთ სამსახურამდე გზა. გიორგი მამჩნევს, რომ კაბას გამუდმებით ქვემოდ ვიწევ ის კი მეუბნება:_ ნუ გეშნია... ყველაფერი რიგზეა. ეს დრო ისე გავიდა თითქოს გაფრინდაო. ჩემს სიმორცხვეს საზღვარი არ ჰქონდა და ეგრევე რესტორნის გასახდელში შევედი, რათა ჩემი ნივთები ჩემს კარადაში შემენახა. დიდ ხანს ვფიქრობდი უნდა გავსულიყავი თუ არა ასე დარბაზში და ცოტახანს რესტორნის უკანა ეზოში გასვლა დავაპირე. ამ დროის განმავლობაში გახდა კიდეც 5 საათი და შეფი 6_ზე მნიშვნელოვან სტუმრებს ელოდება, როგორც ეს თვითონ თქვა. უკანა ეზოში, პატარა მაგიდა და ხის სკამი გვაქვს. ეს ბავშვებმა, ერთობლივად გავაკეთეთ. სულის მოსათქმელად გამოვდივართ აქ. ეხლა კი აქ, ჩემს გარდა არავინაა. ასეთ დროს იშვიათია ვინმე გამოვა. ყველა მუშაობს. აქამდე საერთოდ კი არადა თითქმის ვერ ვახერხებდი გამოსვლას. ეხლა მშვიდად ჩამოვჯეი ხის სკამზე და ვცდილობ ის ჟანგბადი ჩავისუნთქო, რაც გარეთ არის. ვიღაცან მანქანა გაუჩერებია. ეს ადგილი დისტრიბუციის მანქანისთვის არის განკვთნული ვიღაცას კი ცუდად მიუყენებია. ეტყობა, როგორც მანქანა გაჩერებული ისეთი უტაქტოა თვითონას. ვხედავ ვიღაც ბიჭი გადმოდის მანქანიდან თეთრი პერანგი და შოლტი აცვია. ვის გაუგია ასეთ ადგილებში ასე დადიონენ? მაგრამ ამ მდიდრებისას რას გაიგებ. ოდნავ მომიახლოვდა თუ არა ვიცანი. ისევ ის ტუტუცი ბიჭია. გუშინდელი ქორწილიდა.
*  *  *
- ისევ შენ? შენ იცი, რომ მანდ მანქანის გაჩერება არ შეიძლება?
- გოგონი, ჩამომეცალე  მელოდებიან.
- მოიცადე სად გარბიხარ? ეს რესტორნის უკანა შესასვლელია.
- მერე რა.
- ჯერ გუშინდელი არ გეყო, როგორ ბედავ და მასე მელაპარაკები?
- გოგონი, არ ვიცი ვინ ხარ და რაზე მესაუბრები, მაგრამ უნდა წავიდე მეჩქარება.
- ჯერ მანქანა გადააყენე და მერე შეგიშვებ.
- ვერ გადავაყენებ.
- რატომ?
- მანქანა ჩემი არ არის.
- აბა ვისია? დავინახე იმ მანქანიდან, როგორ გადმოხვედი.
- გოგონი შარს ეძებთ?
- ამოყავი თავი ტელეფონიდან და ისე მელაპარაკე.
- რატოო? ძალიან ლამაზი ხარ და უნდა გიყურო? ოჰოო.... აი, ეს უკვე სხვა საქმეა...
- ვერ გავიგე რას გულისხმობ.
- თავიდანვე გეთქვა, რომ ჩემს შებმას ცდილობდი.
- თავხედო!
- ო, ძალიან ლამაზი კი ხარ, მაგრამ მწარე ხელი გაქვს.
- დამეკარგე სანამ მეორედ არ დაგარტყი.
*  *  *
  არა რა, ხომ ვამბობდი ყველა მდიდარი ხეპრე და გაუნათლებელია. საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ. ისე იქცევიან თითქოს აქაურობის ბატონები იყვნენ. იდიოტი... ყველაფერი ისე გაიგო, როგორც თვითონ აწყობდა. მოგვიანებით გიორგი, მოვიდა და მითხრა, რომ შეფის ხალხი ჩვენს დარბაზში დასხდებიან და ჩვენ უნდა მოვემსახუროთ. როგორც იქნა გავბედე და დარბაზისკენ გავემართე. შევეცადე თავი მაღლა ამეწია და ისე გამევლო დერეფანი, თუმცა სიმორცხვის შეგრძნება მაინც თან მსდევს. პირველივე შემხვედრმა თინამ მითხრა, რომ არაჩვეულებდივად გამოვიყურები და ასე უნდა გავაგრძელო, შემდეგ მარიამი შემხვდა და ეგრევე მითხრა:_ შენ ძალიან გიმართლებს. ვერ ხედავ შეფმა ჩაგაცვა და დედოფალივით ბარში დაგსვა. ჩვენ ვიკითხოთ სულ მუშაობა, რომ გვიწევს. მთლი დღეა სული ამომხდა უკვე. ძალიან გავბრაზდი მარიამის სიტყვებზე. არ მეგონა, თუ ჩემი საუკეთესო მეგობარი ამას ოდესმე მეტყოდა, მაგრამ მაინც ღიმილით ვუპასუხე:_ არაუშავს, ეს დროებითია მეც მალე დავბრუნდები თქვენთან. ბიჭებმაც გამანებივრეს კომპლიმენტებით აი, როგორც იქნა ბარამდეც მივედი. ეგრევე გიორგისთან ბარში შევედი. იქიდან ჩემი კაბა ნაკლებად ჩანს და თავსაც მშვიდად ვგრძნობ, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე? ადრე თუ გვიან ხომ, მომიწევს კლიანტებთან მომსახურეობა. ეხლა ყველაზე მეტად შეფის შეფასება მაინტერესებს ჩემს ახალ იმიჯზე.  აქეთ-იქით ვიხედები, თუმცა შეფს ვერ ხედავ. მოგვიანებით გიორგიმ მითხრა, რომ შეფი სამზარულოშია და სტუმრებისთვის კერძებს ამზადებს. აი, უკვე ერთი კლიანტი ეძახის მიმტანს. ჩემი პატარა წიგნაკი მოვიმარჯვე და სტუმრისკენ თავაწეული გავეშურე. მაგიდას, როგორც კი მივუახლოვდი თავხედი... ისევ იმ ბიჭს ვხედავ. რაღა მაინცდა მაინც ეს? პირველია და ეს? მინდა უკან გავბრუნდე, ან თავში ჩავარტყა რამე მარტო იმის გამო, რას შესასვლელში  მითხრა.
*  *  *
- რა გნებავთ?
- ვაა, ლამაზო შენ აქ მუშაობ?
- ბატონო გნებავთ რამე თუ უკან გავბრუნდე?
- რა უხეში ხარ.
- მივდივარ...
- მოიცა, მოიცა წყალი მინდა ლიმონით და რაც შეიძლება ბევრი ყინულით.
- დარწმუნებული ხართ?
- გოგონი გეუბნებით წყალი მინდა ლიმონით და ესეიგი მართლა ეგ მინდა.
- თქვენ რა მართლა არ გახსოვთ? გუშინ...
- მოიცა გუშინ ჩვენს შორის რამე მოხდა და დამავიწყდა?
- არა! პირველად გხედავთ.
- მოიცა პირველად, როგორ მხედავ. წეღან შესასვლელში არ შევხვდით ერთმანეთს?
- წყალს ახლავე მოგიტანთ.
*  *  *
  ნასვამიც და ფხიზელიც ერთიდაიგივეა. ორივე შემთხვევაში, მაინც უზრდელია. წყალი მუვუტანე და მე გასახდელში გავიქეცი. მამას ნემსი ისევ უწევს და სახლში უნდა გავიქცე. ასე სახლში კი ვერ წავალ უნდა გამოვიცვალო. ისევ ის ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც აქამდე მეცვა თმა შევიკარი და სახლამდე სირბილით ავედი. მამა ეზოში დამხვდა. ეს გამიხარდა, ესეიგი ნემსები შველის და უკეთესადაა.
*  *  *
- შვილო, ეს რა არის? თმას რა უქენი?
- მამა სახლში შევიდეთ და მოგიყვები.
- მიდი აბა გისმენ რა მოხდა?
- მამა შეფმა დამაწინაურა. ბარში გადავედი სამუსაოდ. ხელფასიც წინასწარ მომცა. აი, გამომართვი. შენ შეინახე თორე მე დამეხარჯება.
- შვილო, რა არის ეს? ამდენი ფული საიდან გაქვს?
- მამა ხომ გითხარი შეფმა ხელფასი წინასწარ გადამიხადა. ბინის მეპატრონეს, ქირის ფული ცოტა, მაინც მივცეთ თორე მალე  აქედანაც გაგვაგდებენ.
- კარგი შვილო ამოისუნთქე. ეხლა სად გარბიხარ?
- სამსახურში მამა, აიღე ეს შეჭამე და საღამოს კიდევ მოვიტან რამეს.
- მოიცა შემომხედე, შვილო კარგად ხარ?
- კი მამა, ასე კარგად ჯერ არასდროს ვყოფილვარ. მიყვარხარ მამა!
- მეც მიყვარხარ შვილო. თავს გაუფთხილდი!
*  *  *
  გამოვედი სახლიდან და აქედან უფრო სწრაფად ვცდილობ  სირბილის. 30 წუთია დაჩენილი სტუმრების მოსვლამდე. ეხლა დაგვიანება გამორიცხლია. უცებ შევირბინე გასახდელში, ჩავიცვი ჩემთვის ცოტა ძვირიანი კაბა, თმა გავიშალე და ბარისკენ გავიქეცი. სულის მოუთქმენლად ბართან მივირბინედ და გიორგი მეუბნება, რომ მოვასწარი. შვებით ამოვისუნთქე, ის თავხედი ბიჭიც წასულა ახალა უკვე მშვიდად ვარ და მზად ვართ ახალი სტუმრები მივიღოთ. მამა ყოველთვის მაფთხილებდა, რომ აჩქარებულ გულზე წყალს ნუ სვავ, მაგრამ არასდროს ვუჯერებ და მაინც ვსვავ.
*  *  *
- გიო, შენც არ იცი შეფი ვის ელოდება?
- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ცოლთან დაკავშირებით, რაღაცის გარკვევას ცდილობს.
- რა უცნაურია არა? შეფმა თითქოს მიივიწყა ეს ამბავი და ისევ იგივე, იწყება.
- ხო, შეფისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
*  *  *
  სტუმრების მოსვლამდე ზუსტად დარჩენილია 20 წუთი. ეხლა ღელვამ ჩემში, უფრო მოიმატა. ადგილს ვერ ვპოულობ. ჩემთვის ეს პირველი და მნიშვნელოვანი დავალეებაა, რომელსაც თავი კარგად უნდა გავართვა. შეფს კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ ტყუილად არ გადმომიყვანდა ამ პოზიციაზე. ის მე მცდის, მაკვირდება სხვა მხრიდან. პირველივე დღიდან დღემდე შეფი, ასეა განწყობილი ჩემს მიმართ და არამარტო ჩემს მიმართ. ყველას განსაკუთრებულ დავალებებს გვაძლევს. ჩვენც ვცდილობთ მოვირგოთ ეს როლი და სხვანაირად დავინახოთ ჩვენი თავი. აი, მე მაგალითად. დღეს, როცა დეიდასთან ვიყავი. სარკეში ჩემს თავს ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ სრულიად სხვაგან ვიყავი, სრულიად სხვა კუთხით დავინახე საკუთარი თავი. მართალია ჯერ რაღაც 16 წლის ვარ, მაგრამ უკვე ბევრი გამოცდილება შემძინა ამ სამსახურმა. სტუმრების მოსვლამდე ისევ ბარში ჩავიკეტე. სანამ დანარჩენებიც მოვლენ, თავს  ბარში ცოტახნით შევაფარებ.
*  *  *
- კარგი რა ანა, რას აკეთებ ამდენი ხან? ვაგვიანებთ უკვე!
- გაბრიელ, სულ რატომ მაჩქარებ?
- გურამის არ უყვარს, როცა ვაგვიანებთ და არც მე ცნობისთვის ჩემო ძვირფასო ცოლო.
- მამა! მამაა! დედა პაემანზე ყოველთვის აგვიანებდა?
- გოგოებო, აგვიანებდა რომელია. საათობით ველოდებოდი ბარში. თქვენ, რომ გაიზრდებით ამაში დედაშენს არ მიბაძოთ კარგით?
- ბავშვებს რეებს ასწავლი? გოგოებო, დაიმახსოვრეთ ბიჭი, რაც უფრო გელოდებათ მით უფრო შეძლებთ მის მოხიბვლას.
- აი, შენ რეებს ასწავლი? ისინი  ხო ჯერ ბავშვები არიან.
- ჩემო ძვირფასო ქმარო, აბა ერთხელ კიდევ შემომხედე.
- კარგი რა ანა, უკვე მერამდენედ დამატრიალე.
- გოგოებო რა არის ეს? ახლახან არ დაგიუთოვეთ კაბები?
- ჩემი ბრალი არაა. ალისამ ყელში წამიჭირა და მახჩობდა. მეორე ჩემნაირი არ უნდა არსებობდესო.
- ალისა, სესილიას ყელში რატომ წაუჭირე? ასე არ შეიძლება თქვენ უკვე დიდი გოგოები ხართ.
- თქვენი ვერაფერი გაგვიგია რა... მამა ამბოს, რომ ბავშვები ვართ შენ კიდე ამბობ, რომ დიდი გოგოები ვართ.
- მე დამიჯერეთ მე...
- ეხლა შენ...
- კარგი რა. ძვირფასო, შენ მაინცა გეყოფა.
- თომა გაბრიელთან ერთად რესტრანშია  და ჩვენ გველოდება.
- და მარი სადა?
- სალონში სად იქნება.
- ძვირფასო, როგორ ფიქრობ გურამის ცოლის ამბავი მართალია თუ ვიღაც აშანტაჯებს, რადგან ასეთი პრესტიჟული რესტორანი აქვს.
- არ ვიცი ძვირფასო, მაგას მერე გავიგებთ მის საქმეს ოფიციალურად, რომ მოვკიდებთ ხელს. ეხლა მიდი ჩაჯექი მანქანაში.
- მოდით გოგონებო. ღვედი გავიკეთოთ და წავედით!
- გული მიგრძნობს, რომ მთავარი თავგადასავალი ახლა იწყება.
- მაგას რატომ ამბობ?
- გაჩუმდი და მუსიკა აუწიე...
*  *  *
  შეფი არსად ჩანს. სამზარეულოში მინდა შესვლა. ახლა პირიქითა, მაინტერესებს შიგნით რა ხდება? სტუმრის მაგიდაზე ისევ ის თავხედი ბიჭი დაჯდა. მივედი და მისი წამოყენება ვცადე. რა თავხედია ვითომ ჩემი არ ესმის ტელეფოს ჩაჰყურებს და გაყუჩულია. მოგვიანებით დავინახე, რომ ყურსასმენები უკეთია. ყურიდან ყურსასმენები გამოვაძრე და მაღალი ტონით ვეუბნები.
*  *  *
- გადაჯექით ეს ადგილი დაკავებულია.
- რატო უნდა გადავჯდე?
- კიდე მეკითხება რატომ უნდა გადავჯდეო. მნიშვნელოვან სტუმრებს ველოდებით. დაკავებულია ეს მაგიდა. დაკავებული! ახლა გაიგე?
- არა ვერ გავიგე.
- შენ რა შეუგნებელი ხარ?
- არა.
- გადაჯექი.
- არ გადავჯდები.
- რატო?
- იმიტომ, რომ  ეს მაგიდა შეკვეთილი გვაქვს.
- მოიცა შენ...
- კარგია, რომ მაგ ლამაზმა ტვინმაც გაიგო, რომ აქედან არ გადავჯდები.
- შვილო, რა ხდება? რამე პრობლემაა?
- მე არა, მაგრამ მგონი ეგ გოგო ეძებს პრობლემას, რაც მოვედი გვერდიდან არ მშორდება.
- უკაცრავად. ბოდიშს გიხდით მე მეგონა, რომ...
- არ ვიცი შენ რა გეგონა, მაგრამ მალე მენიუ მოგვიტანეთ.
- შვილო, გოგოს როგორ ელაპარაკები?
- მამა უკვე დამღალა ამ გოგომ. მალე დამთავრდება ეს ვახშამი ბავშვები, წვეულებას მართავენ და იქ უნდა წავიდე.
- ნუ შემარცხვენ. ცოტახანი მოითმინე და მალე გაგიშვებ. აი, ისინიც.
- ძმაო სად ხართ აქამდე?
- ძმაო ხო იცი ამ ქალების ამბები. ერთი საათი არჩევდა, რომელი საყურე გავიკეთოვო. მე და ბავშვები ლოდინით ჩამოვდნით უკვე.
- მარი როგორ ხარ?
- გოგო, თმა შევიღებე კარგია?
- კი ძალიან. სად გაიკეთე?
- გოგო, ლოლიტასთან ვიყავი. ნამდვილი პროფესიონალია ეგ ქალი.
- კი ვიცი ძალიან აქებენ.
- ყველას მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
- როგორ ხართ ბატონო გურამ?
- კარგად ვარ გმადლობთ, ოღონდ ძალიან გთხოვთ ოფიციალურად ნუ ვისაუბრებს.
- გეთანხმებით. მგონი ასე აჯობებს.
- დავსხედ ხო?
- დავსხდეთ.
- გოგონები ცოტა ცელქები არიან. იმედია რამე პრობლემა არ იქნება.
- არა, როგორ გეკადრებათ ჩემი პერსონალი მიხედავს. გოგონებო, ბართან გოგონა დაგხვდებათ სახელად ნია. მასთან მიდით და უთხარით, რომ გემრიელი ნაყინი გაგიკეთოთ.
- მოიცა რა ქვია? იმ გოგოს ნია ქვია?
- კი შვილო, ცოტა უცნაური ბავშვია, მაგრამ ძალიან გამორჩეული.
- ხოო, ნამეტანი...
- შვილო, ასე არ შეძლება...
- გიორგი მოდი აქ. გადი სამზარეულოში და კერძები იმ მიმდევრობით გამოიტანეთ, როგორც გოგოებს დავავალე.
- ახლავე შეფ!
*  *  *
  მეგონა, რომ მთელი საღამო მაგიდებთან მომსახურეობა მომიწევდა მაგრამ არა! მაგიდასთან მისვლა არც დამჭირდა შეფმა, ეგრევე მარტივი და სასიამოვნო დავალება მომცა. უნდა მიმეხედა ორი ძალიან ლამაზი გოგოებისთივის, რომლებიც ტყუპები არიან. ისე გვანან ერთმანეთს ვერც გაარჩევ. გოგონები, სიხარულით გამოქანდნენ ჩემსკენ და პატარა სამზარეულოში წავედით. შეფს, ეს სამზარეულო ცალკე აქვს გამოყოფილი სასწავლებლად. მგონი, რაც ყველაზე კარგად გამომსდის ეს არის ნაყინი. ეს შედეგი მე შეფთან ერთად მივიღე. როცა შეფს, პირველად გავაშინჯე  მოეწონა. მაშინ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლა ეს ნაყინი.  ორ არაჩვეულებრივ გოგონას უნდა გავასინჯო. ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი საუბარი გამოგვივიდა.
*  *  *
- შენ აკეთებ საჭმელებს?
- მე არა, მაგრამ ჩვენი უფროსი, აქ ყველაზე გემრიელ საჭმელებს აკეთებს.
- დედა სახლში საჭმლს, რომ აკეთებს სულ წვავს და მერე ტირილს იწყებს.
- საყვარელო... საჭმელი ყოველთვის ისეთი არ გამოგვივა, როგორიც გვინდა.
- მამა ყველაზე გემრიელ ჩიფსებს აკეთებს.
- თქვენ ასაკში ჩიფსები, რომ არ შეიძლება.
- ვიცი დედა სულ ეჩხუბება, მაგრამ მამა ჩუმად მაინც გვაჭმევს.
- ასეთი ერთნაირები და ლამაზები, როგორ ხართ?
- დედა ამბობს, რომ ყველაზე ლამაზი მე ვარ.
- მამა კიდე ამბობს, რო მე ვარ ყველაზე ლამაზი!
- გოგონებო! არა ასე არ შეიძლება. ნუ ჩხუბობთ. თქვენ ხომ დები ხართ. ჩხუბი არ შეიძლება. აი, მე ყოველთვის ვოცნებობდი და ან ძმა მყოლოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოდით ამოხტით აქ. აი ასე!
- ეხლა შენზე მაღლები ვართ.
- ეხლა სარკეში ჩაიხედეთ. ნახე ორივე რა ლამაზები ხართ. თქვენ ერთნაირები ხართ გოგოებო, ერთნი ხართ. თქვენ ერმანეთი სულ უნდა დაიცვათ, უნდა მოეფეროთ.
- ალისა რო წაიქცა მე სულს ვუბერავდი. აი ასეე...
- სესილია გაციებული, რომ იყო ტილოებს შუბლზე ვადებდი.
- ძალიან კარგი. ასე გააგრძელეთ გოგოებო. აი, თქვენი ნაყინიც მზად არის.
- ნაყინი ჩემთვისაც დარჩა?
- შენ აქ რას აკეთებ?
- უფროსებთან ჯდომა ძალიან მოსაწყენია. აქ მირჩევნია თქვნს გვერდით.
- აიღე მხოლოდ ესაა, რომ მცოდნოდა უფრო მეტს მოვამზადებდი.
- ცალკე, რომ მოგემზადებინა შიგნით ალბათ საწამლავს ჩაყრიდი ხო?
- ეჭვიც არ შეგეპაროს.
- გოგოებო, წავედით დედიკო გელოდებათ. ნახვამდის დესერტების პრინცესა.
- იმედია აღარასდროს შევხვდებით ერთმანეთს.
- მეც მაგის იმედი მაქვს.
*  *  *
  ისე გამითბო ორი ულამაზესი გოგონების საუბარმა გული, რომ ალბათ ერთი კვირა გამყვება მათი დადებითი  ემორციები. ისინი ძალიან სუფრთა გულის ბავშვები არიან. ძალიან მოვლილები. ეტყობოდათ კიდეც, რომ დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახის შვილები არიან. წასვლისას ორივე მათგანმა ძლიერ ჩამიკრა გულში. იმ წუთებში თითქოს ვიგრძენი, რომ ძალიან ახლობელს ვიკრავდი გულში. თითქმის საღამოს 8 საათია და სამუშაო დღე სრულდება. შეფის შეფასებას მაინც ვერ მოვუსმინე. ჩემს ახალ გარეგნობასთან დაკავშირებით. პატარა სამზარეულო მივალაგე და ცოტახანს ეზოში გავედი. იქ ჩემი მეგობრები იჯდნენ, სულს მოითქვამდნენ რთული სამუშაო დღის შემდეგ. თითოეულ მათგანს ეტობოდათ, რომ ძალიან დაღლილები იყვნენ და საუბრისთვის ძალაც კი აღარ შეშწევდათ. მეც მათთან ერთად დავდექი. ვხედავ, რომ ყველა ჩემს მიმართ ცივად არიან განწყობილები. გარდა გიორგისა. მხოლოდ მან მიიღო შეფის გადაწყვეტილება დადებითად.
*  *  *
- აი, შეფის პრინცესას მოვიდა.
- კარგი რა მარიამ, ამას რატომ ამბობ?
- ნია თავს ნუ იტყუება. ყველანი ვხედავთ, რომ შეფი შენ განსაკუთრებულად გეპყრობა.
- თინა, იქნებ იმიტომ, რომ არცერთი მათგანი არ ასრულებთ ისე, მის დავალებებს, როგორც მას უნდა.
- ოჰ, ჩვენ ბოდიში თუ ქვაბებს ერთი საათი არ ვხეხავთ და იატაკს არ ვწმენდ.
- ეგ შენ მარიამ... არცერთ თქვენგანს თავი არ შეგიწუხებით მაშინ, როცა მე 12 საათამდე ვრჩებოდი და ჭურჭელს ვრეცხდი. მიუხედავად იმისა, რომ იცოდით მამა ავადაა. აი, შენ მარიამ რამდენჯერ დაგტოვე ჩემს შემცვლელას, მაგრამ არასდროს ჩემი საქმე არ გაგიკეთებია. შენ კი, როცა შეცვლა გინდოდა არცერთ შენს კლიანტს უკმაყოფილო არ ვტოვებდი.
- საკმარისია ნუ იჩხუბებთ.
- არა გიორგი, დააცადე გადმოამსხვრიოს ის, რისი თქმაც უნდა.
- ჯანდაბა! ჭირსაც წაუღია ეს კაბა და დავარცხნილი თმა. მარიამ, შენ სალონში ყოველ შაბათ-კვირას დადიხარ, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. არასდროა არ მოვსულვარ და ხალხის თანდასწრებით შენთვის კრიტიკა არ დამიწყია. ახლა რა მოხდა? აქ ერთად არ მოვედით? შეფმა არ შეგვკრიბა? აქ ჩვენ ყველა უბრალო ხალხი ვართ, თავდამბლები უნდა ვიყოთ, ერთმანეთის არ უნდა გვშურდეს. პირიქით ერთმანეთის წარმატება უნდა გვიხაროდეს.
- გიორგი რას აკეთებ?
- ნიას გამოსვლას ტაშს ვუკრავს. ის მართალია! მარიამ, მის მაგივრად შენ, რომ ყოფილიყავი დარწმუნებული ვარ ნიას ძალიან გაუხარდებოდა.
- ბავშვებო, ჩვენ შეფის შვილები ვართ. ის ჩვენზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდ და ჩვენ არ გვაქვს უფლება იმედი გავუცრუოთ. აქ წლებია ვმუშაობთ. აქაურობას ისე შევეჩვია სხვაგან ჩემი თავი არც წარმომიდგენია...
- მე მივდივარ!
- მარიამ სად მიდიხარ?
- გაუშვი წავიდეს. დაფიქრდება და მიხვდება.
*  *  *
  სამუშაო დღე დასრულდა.  სახლში წასვლამდე ყველანი, მზად ვართ შეფის საბოლოო სიტყვას მოვუსმინოთ. შეფი გამოდის. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. ხელები უკან დააწყო და საუბარი დაიწყო.:_ ბარში მუშაობით კმაყოფილი ვარ. სტუმრებიც ძალიან კმაყოფილები წავიდნენ. განსაკუთრებით ტყუპები. ნია მადლობ, რომ ბავშვებს ყურადღება მიაქციე. თავი თავმდაბლად დავხადე და ბედნიერებისგან გამეღიმა. პატარა პაუზის შემდეგ საუბარს აგრძელებს:_მეორე დარბაზის კლიანტი, დღეს პრეტენზიებით მოვიდა ჩემთან. მარიამ, იქნემ შენ მაინც ამიხსნა რა მოხდა? მარიამი თავს ზემოთ წევს და შეფს, პირდაპირ სახეში უყურებს. მარიამის სახეზე ისეთი გაბრაზება აირეკლება, რომ მეშინია შეფს, ზედმეტი არ უთხრას და უცებ პასუხობს:_ მაპატიეთ შეფ, გაუგებრობა მოხდა. შეფს, არ უყვარს, როცა გაუგებრობის მომსწრე ხდება. შეფს სახე შეეცვალა და საუბარს ისევ აგრძელებს:_ მსგავსი რამეს მეორედ არ დაუშვებ. კარგით დაიშალეთ! აქაურობას დამლაგებელი მიხედავს. ხვალ უქმე დღეა. ყველას გელოდებით პატარა სამზარეულოში 10 საათზე. 10 საათი? ასე გვიან? შეფი ასე გვიან გაკვეთილზე არასდროს გვიბარებს. ყველა სახიდან ბედნიერების ნაპერწკლებს ყრის. ამ სიტყვების დასრულების შემდეგ დავიშალეთ. გრძელი და რთული ღამის შემდეგ უკვე სახლებში ვბრუნდებით. დავრჩით მხოლოდ მე მარიამი და გიორგი. მე უკვე სახლისკენ დავადექი გზას და მოულოდნელად მეძახის გიორგი.
- მოიცადეთ გოგოებო! სინამდვილეში, რაღაც მინდა, რომ გთხოვოთ.
- რა ხდება გიორგი?
- ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეა დღეს. ეწყინება, რომ არ წავიდე. მარტოც არ მინდა წასვლა.
- გინდა, რომ ჩვენ ორნი გამოგყვეთ?
- სწორად მიხვდი. გთხოვთ მარტო ნუ გამიშვებთ, ისედაც არავს არ ვიცნობ იქ.
- თქვენ წადით. მე სახლში მამა მელოდება.
- კარგი რა ნია, შენც წამოდი გთხოვ, თანაც ხვალ ადრე არ ვდგებით და გამოძინებასაც მოასწრებ.
- ხო რა. წამოდი გთხოვ,თანაც ჩემი საქციელის გამო ბოდიში მაქვს მოსახდელი.
- სერიოზულად მარია? და აქ ვერ მომიხდი ბოდიშს?
- წამოდი და გზაში მოგიხდი.
- კარაგი ხო, წამოვალ ოღონდ ერთი პირობით. თუ სიტუაცი არ მომეწონება მალე წამოვალთ.
- შევთანხმდით...
- მოიცადეთ! ამ კაბით, ვერ წამოვალ.
- აუ, დაიწყო ისევ. მიდი გამოადგი ფეხი. ასე ძალიან ლამაზი ხარ.
*  *  *
  გიორგის მანქანით, ბიძაშვილმა მოგვაკითხა და მის სახლში წავედით. გზაში ძალიან დიდი მხიარულება იყო. მუსიკას ხმამაღლა ჰქონდა აწეული და ასე მივედით სახლამდეც. სახლი, არც ისეთი დიდი იყო, თუმცა პატარა და მყუდროა. ეზოც მომეწონა. უამრავი სტუმარი იყო ეზო თითქმის გადავსებული იყო. ჩვემ სამნი გვერდიგვერდ ვიდექით, სიტუაციას ვაკვირდებოთ. მარიამ, მგონი ძალიან მოეწონა და აქედან წასვლას არ აპირებს. გიორგი ბიძაშვილმა გაიყვანა, მეგობრები უნდა გააცნოს. მარიამმაც საჭმელი და სასმელი იპოვა. ისე ჭამს ბურგერებს თითქოს 100 წლის უნახავი იყოსო. შეფი, სწრაფ კვებას გვიკრძალავს და მართლაც იშვიათად ვჭამთ ასეთ საკვებს. ეზოში უამრავი განათებაა. ცოტა ფეხით გავიარე და უკანა ეზოშიც გავედი. შორიდან ერთი გოგო მომესალმა, რამოდენიმე წუთში ჩემთანაც მოვიდა.
*  *  *
- გამარჯობა. საიდან ხარ?
- მე აქაური არ ვარ მეგობრს გამოვყევი.
- არც მე. აქ შეყვარებულთან ერთად ვარ მოსული. მარტო რატომ დადიხარ? სად არიან შენი მეგობრები?
- ზოგი სად ზოგი სად. მგონი მათი კვალი დავკარგე.
- გინდა დაგეხმარო?
- კი გიორგის ვეძებ იუბილარის ბიძაშვილია.
- სამზარეულოში ვიღაც გოგო, ძალიან ბევრს სვავს მგონი სანაძლეო მოიგო.
- ღმერთო ეს ჩემი მეგობარია.
- არაუშავს ნუ გეშინია. მალე კარგად გახდება.
- მარიამ რას აკეთებ? წამოდი წავიდეთ.
- ცუდად ვარ... გული მერევა.
- მოიცადე. სააბაზანო საით არის?
- აი, იქით დერეფანიდან ხელმარცხნივ.
- კარგით მადლობა. ამდენი რატომ დალიე?
- 100$ მოვიგე. წამოდი ფული უნდა ავიღო.
- მოიცადე რადროს ფულია. შეხედე შენს თავს რა ცუდად ხარ.
- ოთახში შემიყვანე. აი, აქ შევიდეთ.
- მარიამ არ შეიძლება. ეს სხვისი სახლია.
- კარგი რა ნია. ცოტახანს წამოვწვები და მალე კარგად გავხდები.
- იცოდე აქედან არსად არ წახვიდე. მალე მოვალ და შეგამოწმებ.
*  *  *
მარიამი ასეთი მთვრალი არასდროს მახსოვს. საწოლზე დადო თავი თუ არა გაითიშა. მე გარეთ გავედი გიორგის ვეძებ, რომ უკვე გვიანია და სახლში უნდა წავიდეთ. მარიამი ისეთი გათიშულია მარტო ამის წაყვანას ვერ შევძლებ. რამოდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ უკან ოთახში დავბრუნდი და მარიამი ოთახში არ დამხვდა.
*  *  *
- ისევ შენ?
- არ არსებობს!
- შენ რა მითვართვალებ?
- ხო, მომავალში შენი ცოლად მოყვანა მაქვს გადაწყვეტილი.
- სერიოზულად?
- დაიჯერე? შენნაირ შეშლილს ცოლად, როგორ მოვიყვან.
- გამატარე ჩემი მეგობები უნდა მოვძებნო.
- იქნებ ეს ბედია? დღეს უკვე მესამედ გადაიკვეთა ჩვენი გზები. შეხედე ეხლა სად ვართ?
- სად?
- საძინებელში, თანაც საკმაოდ კომფორტული საწოლია.
- იდიოტო!
- დღეს უკვე მეორე გარტყმაა. ისე კიდე მოგიწევს ჩემი დარტყმა, გაითვალისწინე მეორე მხარეს იყოს.
- რა გააკეთე? რატომ მაკოცე?
- ხომ გაგაფთხილე, რომ მეორე მხარეს იყოსთქო.
- საყვარელო სად ხარ? ყველგან შენ გეძებ?
- უკაცრავად მე გავალ.
- მოიცადე ნია ხო? იპოვე შენი მეგობრები?
- დიახ ნია მქვია.
- ნია რა გვარი ხარ?
- შენ ეს რაში გაინტერესებს?
- მიპასუხე!
- საყვარელო რა გაყვირება? ნია აპატიე ჩემი შეყვარებულს, ცოტა ნასვამია.
- და ცოტა გარყვნილიც.
- ნუ მაგიჟებ! მიპასუხე რა გვარი ხარ?
- ღმერთო ჩემო... თუ ეს დაგამშვიდებ გიპასუხებ. ჩემი გვარი კანდელაკია...
- საყვარელო კარგად ხარ?
- კარგად ვარ კარგად...
- ასე რატომ მიყურებს?


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები