ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 აგვისტო, 2019


* * * * *

სამყარო ყველაზე უცნაური ფენომენია იმ ფენომენებს შორის, რომელიც კი არსებობს. მე არც მეტი, არც ნაკლები იმ თამაშის მონაწილე გავხდი, რომელზეც არც კი  მიოცნებია. ჩემი სურვილები და ოცნებები ერთმანეთში ირეოდა და საკუთარი თავის აგენტად ქცეული ამ სამყაროსი ვერა გამეგო რა. ან იქნებ კიდეც გამერკვია, მაგრამ ამის არც უფლება და არც ძალა  გამაჩნდა.
საკუთარი თავი შენ თვითონ თუ არ გეკუთვნის მაშინ რაა ამ წყეული აწმყოს დევნა და მომავლის უკიდეგანოდ განჭვრეტა. ბოლოს ისიც კი არ მახსოვს რა ვითხოვე, ან საერთოდაც რა შევთხოვე იქ, სულ ზევით და მაღლა.
დაბმული არასდროს ვყოფილვარ, შებოჭილი ყოველთვის.
დახრჩობით არასდროს ვიხრჩბოდი, სუნთქვით კი ვერასდროს ვსუნთქავდი.
სარკეში ჩახვედა და ჩემი საკუთარი მე-ს დანახვა მინდოდა, მაგრამ ყოველდღე სხვას ვხედავდი.
დაბრუნება მინდოდა, მაგრამ სულ სადღაც გავრბოდი.
შეცდომების დაშვება არასდროს მაშინებდა, მაგრამ ვიცოდი რომ ისინი არ უნდა დამეშვა.
მკაცრი დისციპლინა და უფრო მკაცრი მზერა ირგვლივ ყველაფერს ამკაცრებდა და საბოლოოდ მხოლოდ მე ვრჩებოდი.
ნუ ესწრაფვი შენს ცხოვრებასო, როცა მითხრეს მეგონა დროს ვჩქარობდი. მერე მივხვდი, რომ ეს უფრო მეტად შესამჩნევი იყო ვიდრე აღსაქმელი. საბოლოოდ კი დროის ცვლილების ერთადერთ ხერხს მივაგენი. ,,არ შემჩნევის’’ და ვითომ მისი ტემპით ცხოვრების.
ყველაზე მეტად ეს განშორების მომენტი ჭირდა, არადა მე ხომ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთნებოდი, რომელსაც უფლება არ ჰქონდა მონატრების.
ხანდახან მგონია, რომ უუფლებო ადამიანზე ცოდო არა და ვერავინ იქნება ამ ქვეყანაზე.
მონატრება ? ეს ხომ მშვენიერი გრძნობა უნდა ყოფილიყო. არადა, მე თავად ვხედავდი აეროპორტში გულამოვარდნილ მშობლებს, რომლებიც დიდხნიანი ლოდინით მონატრებულები ელოდებოდნენ შვილებს. შეყვარებულებს, რომლებსაც საზღვრები ვერა და ვერ აბრკოლებდათ. მაგრამ რას იზამ, როცა მონატრების უფლება არ გაქვს ძნელია გენატრებოდეს.
როცა სიყვარულის უფლება არ გაქვს, არ უნდა გიყვარდეს. არადა თვით მეც ხომ ძლიერ მიყვარდა, როცა სიყვარულზე ვწერდი ან როცა მათ ვხედავდი შეყვარებულებს.
როცა შიშის უფლებასაც გართმევენ, აქ რაღაც არასტანდარტული ხდება შენს ცნობიერებაში. მშიშარაზე კარგი არავის უთქვამს, მაგრამ მათზე ვინც ამ შიშების გამაქარწყლებლად გვევლინება  ლეგენდებს წერენ.  თუმცა, შიშის უფლებასაც, ხომ უფლება უნდა.
ახლა, ამდენი წლის მერე რომ მკითხო, ალექს, და მერე რა-ო ? გეტყვი, რომ წყეულიც იყოს ყველა და ყველაფერი თუ შენი თავი შენადვე არ გეკუთვნის, მაგრამ მაშინ  პატარა ვიყავი და ამის არა გამეგებოდა რა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს