ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2019


ღმერთობის შიში (ნაწილი 4) (დასასრული)

დიდი რკინის ჭრიალის ხმა ისმის, კარი იღება, იქედან ვიღაც ზობა კაცი  გამოდის, ხელებს გვხვევს და შიგ შევყავართ.
ლამაზი და სუფთა არის შენობები და მიწა სწორი და მკვრივი, ღიმილიანი სახე აქვს დამხვედრს.
_ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება _ გვეუბნება გახარებული _ ჩვენთან ყველაფერია რასაც ჩვენს დროში ვერც კი იოცნებებს სხვაგან ადამიანი, სისუფთავე, საჭმელი, სიმშვიდე, და თუ სიმშვიდეს არ დაარღვევთ თქვენს მიიღებთ ამ ყველაფერს კეთილო ხალხო, ახლა კი წამომყევით, დღეს თქვენი მოსვლის პირველი დღეა, ჯერ გაგასუფთავებთ, მერე გაჭმევთ და ამის შემდეგ თავად უნდა გამოიმუშაოთ ყველაფერი.
_ ეგ როგორ? _ ვპასუხობ ეჭვით, თითქოს და რამე ცუდი ეთქვას ზორბას ჩვენთვის.
_ რამეს იპოვნით, აქ ყველა პოულობს რამეს _ ამბობს და ხელებს არ გვაცილებს მხრებისგან, სადღაც მიგვათრევს, გზად გავლილი შენობები ერთმანეთს არ გვანან, სხვა და სხვა ზომისა და ფორმის არის ყველა, თუმცა ყველა სუფთა და გალამაზებული, ირგვლივ ბალახები აქვს გარშემორტყმული ზოგს. ადამიანები, რომლებიც გვხვდებიან მშვიდი და აუღელვებელი სახეებით მოძრაობენ, სუფთად აცვიათ მათაც და არ გიყურებენ ისე როგორც საკვებს, მხოლოდ გაკვირება ჩანს მათ სახეებზე ჩვენი ვიზუალის გამო, რადგან დრომ და მგზავრობამ საკმაოდ დაგვღალა ორივე, რამდენიმე დღეც საკმარისი იყო ამისთვის, ტანსაცმელი სულ დამეძონძა, სახე და ხელები დამესვარა და რაც ყველაზე ცუდი და აუტანელია, გაგვაოფლიანა. ახლა მათ თვალში ალბათ ჩვენ გავხდით ნაწილი იმ საზოგადოებისა, რომელიც რკინის კარს გარეთ ცხოვრობს და ყველაფერს კადრულობს, რისი ჩადენაც უნდა შეგრცხვეს ყოველმიზეზგარეშე ადამიანს.
რაღაც შენობასთან მივყავართ ზორბას. მერე შიგ შევყავართ. კართან პატარა მაგიდა დგას, მაგიდასთან ქალი ზის რომელსაც ხელში რამოდენიმე სუფთა ფურცელი და საწერი უჭირავს, რაღაცას წერს, შევდივართ თუ არა ჩენკენ ამოიხედავს, იღიმება,
_ ახლები არიან? _ ეკითხება ზორბას
_დიახ, ახლები.
_ მიხარია თქვენი მოსვლა _ გვიღიმის და ფეხზე დგება, მერე ზორბასკენ ტრიალდება და მასაც უღიმის. _ მეოთხეში წაიყვანე _ ამბობს ბოლოს და სკამსა და ქაღალდებს უბრუნდება. ჩვენ მივდივართ, ნესტიანი შენობა არის, დიდი დერეფნითა და დერეფანში ჩამწკრივებული კარებით, ჩვენ მეოთხე კარში შევყავართ ზორბას.
_  აუზი _ ეღიმება მუსიკოსს.
_ დიახ, აუზი, თქვენ აქ იბანავებთ, მე კი სუფთა ტანსაცმელს მოგიტანთ, თქვენი ტანსაცმელი  _ჩემკენ იხედება _ არ გეწყინოთ მაგრამ უნდა გადავყარო, თქვენ კი მეგობარო _ მუსიკოსისკენ ტრიალდება, თქვენ კი _ და ამ დროს ისტერიული, ბოხი სიცილი უვარდება ზორბას.
_ რა მე კი? _  ეკითხება შეშფოთებული.
_ თქვენ კი ისედაც არ გაცვიათ არაფერი, შესაბამისად ვერაფერს გადავყრით _ ხარხარს აგრძელებს, იკეცება კიდეც ბევრი სიცილისგან მკერდში მუჭს იცემს და იცინის, მერე ნელ-ნელა დგება, ოთახიდან გადის და ნელ ნელა წყდება მისი სიცილის ხმაც.
ოთახში მარტო დარჩენილები ერთმანეთს ვუყურებთ, მერე ჩვენც გვეცინება ზორბა კაცის მსგავს არასერიოზულობაზე, ბოლოს კი აუზში ჩავდივართ და ვიბანთ, მალე ტანსაცმელიც მოაქვთ, ახალი, თეთრი ტანსაცმელი, ამასთან ერთად პური და სუფთა წყალიც შემოაქვთ
_გემრიელად მიირთვით _ ამბობს ზორბა _ ჩვენ გვიხარია ახალი მაცხოვრებლები.
აუზის ოთახშივე ვუსხდებით სუფრას მე და მუსიკოსი. იგი ჩემს წინ ზის, ჯერ ყურადღებით უყურებს საჭმელს, მერე წყლის ბიდონს იღებს და ფანჯარას მიუშვერს, თითქოს ამოწმებს სუფთა არის თუ არა, ეშინია რამე ხომ არ ჩაუყარეს შიგ. მერე პურის ნატეხს იღებს, იმასაც ჰაერში ატრიალებს და ისევ იმ ლანგარზე დებს რომლიდანაც აიღო.
_ საეჭვოდ არაფერი გეჩვენება? _ მეკითხება ბოლოს, და ცხადია მართალიც არის აქ რაღაც საეჭვო, ეგეც რომ არა, მუსიკოსმა არ იცის ამბავი ბავშვების შესახებ, რომლლებიც აქაურობას გამოექცნენ, რომლებიდანაც გზა ვისწავლე, სანაცვლოდ კი ჩემი სახლი მივეცი.
_რისკად მიღირს, _ ვპასუხობ მე _ თუმცა ახლავე რომ დასახოცად შემოგვიცვივდნენ, შამანთან მაინც უნდა მივიდე.
_წადი, მე კი ამასობაში ქუჩაში დავუკრავ, ვინ იცის იქნებ ამით ხვალინდელი საკვები მოვიპოვოთ.
_ კარგი აზრი უნდა იყოს, _ ვპასუხობ და აუზიანი ოთახიდან გავდივარ, მეგობარიც მომყვება, ოთახს მიღმა ზორბა კაცი გველოდება რომელიც ჩვენს დანახვაზე ბუნებრივი ღიმილით დგება ფეხზე და ჩვენკენ მოდის.
_ ძალიან გიხდებათ ახალი ტანსაცმელი _ ამბობს ღიმილითვე და ელოდება თუ რას ვეტყვით.
_ გმადლობთ _ ვპასუხობთ თავაზიანად და ჩვენც მომლოდინე მზერას ვუპირისპირებთ.
_ კარგი, მომყევით _ ამბობს ბოლოს და ოთახიდან გავდივართ.
_ როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო _ გზად საუბარი გაგვიბა ზორბამ _ ჩვენ გადავწყვიტეთ შეძლებისდაგვარად შეგვექნმა ახალი ცივილიზაცია.
_ რა ყველაფერი? _ დავინტერესდი მიუხედავად იმისა, რომ წარსულის ჩაძიებას აღარასოდეს ვგეგმავდი.
_ ის რაც მსოფლიოში ხდება, მეტი პასუხი არავის აქვს, ალბათ არც თქვენ, მხოლოდ მსაჯულს აქვს პასუხები, თუმცა ამაზე ლაპარაკი იკრძალება. ერთი სიტყვით ჩვენ შევქმენით შედარებით ნორმალური საცხოვრებელი პირობები აქ, ამ მშვენიერ, საარსებო რესუსრსით მდიდარ მიწაზე და ნებისმიერ მომსვლელს ვთავაზობთ მას. ცხადია ასევე მოვითხოვთ მათგნ ზომიერი კანონების დაცვას, თუმცა ამაზე მოგვიანებით, ახლა კი _ ამასობაში ერთ პატარა სახლთან მივედით, სწორედ ამ სახლისკენ გაიშვირა ხელი ზორბამ _ აქ შებრძანდით და დაბინავდით, დღეიდან თქვენი სახლი იქნება.
_ გმადლობთ, გმადლობთ _ ემოციებს ვერ იკავებს მუსიკოსი და ზორბას ეხვევა.
_ არაფერია, _ პასუხობს ის _ როგორც ჩანს ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთი დაგვრჩა და არ ღირს ზურგის შექცევა, იმ შემთხვევაში თუ არსებობა ჯერ კიდევ გვინდა.
_ მსაჯული ვინ არის? _ სახლის ემოციასაც კი ფარავს ჩემი ინტერესი და ვეკითხები ზორბას.
_ ჩვენი ხელისუფალია. მკაცრი, სამართლიანი და კარგი მმართველია, ყველანი პატივს ვცემთ, რადგან ეს ყველაფერი სწორედ მან მოგვცა, ვინ იცის სად და როგორ ვიქნებოდით ახლა მის გარეშე. ის არის ჩვენთვის მრჩეველიც, დამრიგებელიც და მოსამართლეც. ახლა კი დროებით კითხვების დასმის ნაცვლად თქვენი ალაგი დაათვალიერეთ, მე დაგტოვებთ, სხვა ყველა ინტერესსაც დაიკმაყოფილებთ დასვენების შემდეგ, მთავარი კი ის არის, რაც მინდა გთხოვოთ რომ არ შეგეპაროთ ეჭვი ჩვენს გულწრფელობაში, ჩვენი მიზანი მაღალი წრის საზოგადოების შექმნა, და მათთვის საცხოვრებელი ადგილებისა და რესურსების გაუნჯობესება არის. ნუ გაქვთ გაოცებული სახეები, თქვენ უკვე ჩვენი ნაწილი ხართ, აქ კი ღიმილი ყველაზე სასიამოვნო მოვალეობაა რასაც მსაჯული გვაკისრებს. ახლა კი დროებით, იმედია თავს გაართმევთ ყველაფერს. დროებით _ ამბობს ზორბა და მიდის, ჩვენ კი ვუჯერებთ და ღიმილიანი სახეებით შედივართ სახლში.
საწოლები გვხვდება და ტუალეტი, ასევე ონკანი სუფთა წყლისთვის, თუმცა ზორბამ გვითრა რომ წყალს გრაფიკით მივიღებდით.
_ დარწმუნებული ვარ მსაჯულის ონკანში უწყვეტად მიედინება წყალი _ იწყებს საუბარს მუსიკოსი.
_ არ მინდა მაგ სიტყვებმა პრობლემები შეგვიქმნას, _ ვპასუხობ და ჩანთის ამოლაგებას ვიწყებ.
_ სულელი კი არ ვარ რომ ეგ სხვებთან ვთქვა, ჯერ ჯერობით მაინც დავამაგრებ ენაზე, თუმცა ამ გარემოს მიუხედავად კარგი აურისა, დიქტატურის დაღი ეტყობა და ეს ყველაფერი, ჩემი როგორც მუსიკოსის შანსია, ვინ იცის, იქნებ კიდევ ერთხელ დავიმკვიდრო სახელი.
_ კიდევ ერთხელ? _ ვეკითხები წამსვე, თუმცა ის უკვე ტრიალებს და ხმადაბლა მღერის ღარიბთა დასახლებაზე რაღაც სიმღერას.
ვლაგდებით, სახლში ყველაფერია რაც შეიძლება საარსებოდ დაგჭირდეს ადამიანს, ისეთი ნივთებიც კი, რომლის გამოყენება და მნიშვნელობა ჯერ არ ვიცით, ცხადია მოგვწონს ეს ყველაფერი, საშინაო საქმეს მალე ვილევთ და გარეთ გამოვდივართ, მუსიკოსი ქალაქის ცენტრისკენ მიდის, მე გეზი შამანთან მაქვს. გზას პირველივე შემხვედრი მასწავლის, ადვილად ვაგნებ, მივდივარ მასთან, შინ მიპატიჟებს ბნელ ოთახში, დაბალი, მოხუცი ქალია, წელში მოხრილი და ხელები უკანკალებს.
_ ახალი ხარ? _ მეკითხება როდესაც მგვრალ მაგიდასთან მაჯენს და გვერდით მიჯდება.
_ დღეს მოვედით _ ვპასუხობ ღიმილით, თუმცა ზორბა კაცისაგან განსხვავებით შამანისაგან სანაცვლოო ღიმილს ტყუილად ვეელი, ჯმუხი ქალია, ბებერი, ალბათ სიცოცხლემ დაღალა კიდეცთქო, ვფიქრობ ჩემთვის.
_ მომეცი ხელი _ ამბობს და თავად ორივე ხელს ჩემკენ იწვდის. ვემორჩილები, მარჯვენა ხელს ხელებში ვუდებ, ისიც მკიდებს, თვალებს ხუჭავს და მაღლა იხედება. ასე გრძელდება რამდენიმე წუთი, შემდეგ კი, უცებ მიშვებს ხელს და გასაოცარი სისწრაფით დგება სკამიდან, კედელს ეკვრება ისე, თითქოს ხელის გულებით კედლის უკან დახევა და ჩემგან გაქცევა უნდა, თუმცა რაღა თითქოს? შეშინებული თვალებით მიყურებს და ძალიან ნელა მიიწევს გასასვლელი კარისკენ, თან მზერას არ მაშორებს.
_ კი მაგრამ რა მოხდა? _ მაშინებს მისი საქციელი.
_ აქ რა გინდა? _ მეკითხება აკანკალებული ხმით, _ რისთვის დაბრუნდი?
_ დავბრუნდი? საიდან დავბრუნდი? ადერე აქ ვიყავი? რა დაინახეთ, მითხარით გთხოვთ.
_ შეუძლებელია, შეუძებელია _ იმეორებს ჭკუაზე შეშლილივით და უცებ, ახალგაზრდა გოგოსავით გარბის კარიდან.
რა ჯანდაბა მოხდა აქ? ვეკითხები ჩემს თავს, თუმცა პასუხი არ მაქვს და ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ დავივიწყო ეს ამბავი წარსუკლის ინტერესივით, რომ მომავალზე არ იქონიოს გავლენა.
შამანის სახლიდან გამოვდივარ, გარეთ მოსაღამოვება არის დაწყებული, გრილა და ეს მომწონს, ღრუბელიც კი არის მაღლა, რუხი ფერის.
მუსიკოსის პოვნა მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა შამანის სახლიდან ასიოდ ნაბიჯში, ზორბა კაცის ხმა მესმის, უკან ვიხედები, ის ჩემკენ მოდის ძალიან სწრაფაად, უკან შამანი მოჩანჩალებს
_ საღამომშვიდ... _ სიტყვის თქმასაც ვერ ვასწრებ, ისე უცებ ვგრძნობ თავში ტკივილს და თვალებში დაბნელებას, ზორბა კაცი რაღაც რინის საგანს მირტყამს თავში. ვითიშები.
თვალს დიდ ფანჯრიან ოთახში ვახელ, ხელები შეკრული მაქვს რკინის საგანით, რომელიც კისერზეც არის მიმაგრებული თავისმხრივ. აქეთ-იქეთ ორი ვეებერთელა კაცი მიდგას, ხოლო ჩემს წინ მუსიკოსი ჰყავთ ჩემსავით შებორკილი და ჩამუხლული.
_ რა გჭირს _ ვეკითხები ჩუმად, თუმცა ჩემი ხმა ჩემს გვერდით მდგომს ესმის და მთელი ძალით მირტყამს თავში ხელს.
_გიტარა წამართვეს და დაამტვრიეს.
_ ჩუმად, _ გვიწყრება ჩემს გვერდით მდგომი ისევ, _ჩუმად, სასამართლო ბრუნდება.
წინა კარიდან ჭაღარა თმა-წვერიანი, მსუქანი კაცი შემოდის, გვერდით თანმხლები პირები ჰყავს, იშვიათია ჩვენს დროშ მსუქანი კაცი, ეს რამ გაასუქა_ ვფიქრობ მე და ვცდილობ თავის ტკივილი დავივიწყო.
_ შენი სახელია ელვისი, ძე ვერნონ პრესლისა, ასე არის არა?
_ დიახ, ასეა!
_ რამ გაგახსენა შენი სახელი?
_ უბრალოდ გამახსენდა, და იმის გამო, რომ სახელი გამახსენდა, სამყაროში არსებული უკანასკნელი გიტარა დამიმტვრიეთ?
_ რევოლუციისთვის მღერი არა?
_ მე იმას ვმღერი რაც ვიცი _ პასუხობს მუსიკოსი!
_ რაც იცი... რაც იცი... _ იმეორებს ჩუმად და სიცილს იწყებს, ხმამაღალ სიცილს, რომელიც დარბაზში მყოფებს აიძლებს რომ აჰყვნენ მას. _ ბავშვი იბადება ღარიბთა დასახლებაში, _ აგრძელებს მსაჯული _ რომლის დედაც ტირის, რადგან კიდევ ერთი ბავშვია დასაპურებელი, და საბოლოოდ, როცა არსებობის სიძნელე აწვება მის ბეჭებს, იღებს იარაღს, იპარავს მანქანას და საბოლოოდ ისევე ტრაგიკულად კვდება, როგორაც მოევლინა ამ ქვეყანას არა?
_ დიახ, ეს ჩემი სიმღერა არის, \"ღარიბთა უბანში\" ასე ქვია _ პასუხობს მუსიკოსი და სიტყვებს ეტყობა, რომ ამაყობს ამით!
_ და როგორ ფიქრობ, ჩვენი დასახლება ღარიბია იმ ყოველივეს გათვალისწინებით, რაც ჩვენს მიღმა ხდება!
_ თქვენი დასახლება ყრუ და ბრმა არის! შენ კი გაიძვერა ხარ რომელიც საზოგადოებას ატყუებს! აქამდე სადგურზე ვცხოვრობდი, საჭმლისთვის ვმათხოვრობდი და ზოგჯერ დღეები ისე გავიდოდა რომ ვერ ვშოულობდი, თუმცა ჩემს არსებობას თავისუფლება ერქვა სახელად, შენ აქ ხალხს სწორედ ამას ართმევ. შენ დიქტატორი ხარ და საბოლოოდ ისევე დაემხობა შენი მმართველობა, როგორც სხვა ყველა დიქტატორისა!
ასრულებს თუ არა საუბარს, მსაჯული ჩვენს ირგვლივ მყოფ გოლიათებს  რაღაცას ანიშნებს, ერთ-ერთი მათგანი წინ მიდის, მუსიკოსს კისერში წვდება, ხალხისაგან შორ კუთხეში მიჰყავს, ის კუთხე სისხლით არის სავსე, იქვე აქცვს, ჯიბიდან ცეცხლსასროლს იღებს და...
_ მართლმსაჯულება აღსრულდა _ ამბობს ღიმილით მსაჯული და დარბაზდანაც საპასუხოდ ტაშის ხმა ისმის.
_ გაათრიეთ _ ამბობს მერე და ჩემსგვერდით მდგომი კაცების მსგავსი გოლიათი შემოდის ოთახში, ცხედარი გააქვს და სისხლიან პოლსაც წმენდს ვიღაც ქალი.
_შემდეგი _ ამბობს მწყრალად, გვერდით მდგომები ხელს მკრავენ, მის წინ დაჩოქვას მაიძულებენ ზურგში მუშტის დარტყმით.
მსაჯული თვალებში მიყურებს, ყალბად მიღიმის, ერთს ჩაისუნთქავს და იწყებს:
_ წაგიკითხავს სამყაროს შექმნის ისტორია? _ მეკითხება მოულოდნელად.
_ არა_ ვპასუხობ მე. _ რატომ მოკალით მუსიკოსი _ ვცდილობ გამოვხატო ბრაზი, თუმცა ტკივილი იმდენად საზარელია, ემოციების გამოხატვა ძალიან მიჭრს.
_ როდესაც ღმერთმა ჩვენი სამყარო შექმნა _ არც კი მისმენს მსაჯული _ მას მთავარანგელოზი განუდგა, მეტი უფლებამოსილება უნდოდა, უნდოდა ღმერთს ტოლი მაინც ყოფილიყო, შემდეგ ის ღმერთმა დასაჯა და ჯოჯოხეთი ჩააბარა, სადაც სულები უნდა დატანჯულიყვნენ მიწაზე ჩადენილი ცოდვებისთვის. ანგელოზი, რომელიც ღმერთს აუჯანყდა ჩვენამდე სატანის სახელით არის ცდობილი, ყოველგვარი ბოროტების შემოქმედად ის ითვლება და ყველამ ასე ვიცით რომ ბოროტია, ზედმეტად ბოროტი.
ამის მერე კაცობრიობა განაგრძობს არსებობას, ადამიანებს ეშმაკის ეშინიათ, რადგან სადღაც წერია რომ თუ შესცოდავ ეშმაკი დაგწვავს კუპრში, გაწამებს, დაგსჯის და ეს იქნება უსასრულო ტანჯვა ცოდვათა გამო.
ერთი რამ მითხარი, თუ სატანა გვავალებს ბოროტებას, რატომ არ არის მადლიერი იმის გამო რომ ადამიანების გარკვეული კატეგორია მას ემხრობა და არა ღმერთს, რატომ სჯის მის მიმდევრებს ღმერთის უარყოფისთვის? შეგიძლია მიპასუხო?
_ არ ვიცი _ ვპასუხობ მე, და ვერ ვხვდები ეს რა შუაშია აქ და ახლა.
_ არ იცი? აი მე კი ვიცი, ვიცი რადგან ვიყავი ჯოჯოხეთში, ეს ყველაზე საშინელი პოლიტიკური აფიორა არის, რომელიც კაცობრიობამ ჭამა. სატანა ღმერთის საქმეს აკეთებს, სჯის ბოროტ სულებს, რომლებმაც უარყვებს ღმერთი, მისი ცნებები და კანონები, სჯის, მადლიერი კი არ არის სჯის, რადგან ისიც მორჩილია ყოვლისშემძლე ღმერთისა. იცი ეს ყველაფერი საიდან ვიცი?
_საიდან? _ ვპასუხობ გაკვირვებული.
_ საიდან და ჯოჯოხეთი ვნახე, თავად სატანაც, და ისიც, რასაც კუპრს ვეძახით. _ დარბაზში საშიში დუმილია, მსაჯული აგრძელებს _ იცი ამის მერე რა მოხდა?
_ რა მოხდა?_ ვპასუხობ ისევ იგივე გრძნობითა და ტონით.
_ ღმერთი გაქრა, დიახ ღმერთი, რომელმაც ამხელა პასუხისმგებლობა აიღო კაცობრიობაზე, გაქრა, დაიკარგა, აორთქლდა, სამყარობ დაკარგა პროსოდია და ყველაფერი აირია, გაიღო ჯოჯოხეთის კარი და სულები მიწას დავუბრუნდით, ქაოსმა მოიცვა სამყარო, ჩვენ ბავშვებით ვიკვებებით და სიმართლე ითქვას, მოგვწონს კიდეც ის ფაქტი რომ საუკუნეები გადის, ბუნებრივი სიკვდილით არ ვკვდებბით და არავინ გვთხოვს პასუხს მთელი ამ აღვირახსნილობის გამო.
ამის მერე კი, უეცრად ვიგებთ რომ ღმრთი, შემქმნელი სრულიად სამყაროსა, კი არ მოკვდა, არამედ ავად გახდა, და როცა გაეღვიძა არაფერი ახსოვდა, არც ის თუ ვინ იყო და არც ის თუ რა შეეძლო. დიახ, ამნეზირებული ღმერთი შეერია ადამიანებს და მათ შორის დაიწყო ცხოვრება.
_ არ მესმის თქვენი _ ვბედავ და ვპასუხობ.
_ არ გესმის არა? კარგი, გაგაგებინებ, შენ თვითონ ხარ ღმერთი წყეულო, და ერთად ერთი ის მაინტერესებს, თუ რატომ დაბრუნდი აქ, ჩვენს შორის, რა გინდა? გინდა ჯოჯოხეთში დაგვაბრუნო? გინდა შენი დაშვებული შეცდომა ასე გამოასწორო?
_ მე მინდა? რა მინდა ვერ მივხვდი, რას ნიშნავს რომ ღმერთი ვარ, მე მე ვარ უბრალოდ, მშვიდ ადგილს ვეძებდი საცხოვრებლად და აქ მოვედი.
_ ტყუის, ყვირის უკნიდან შამანი, _ მე არ შემიძლია მისი ზრახვების განსაზღვრა, თუმცა მისი ვინაობის ამოცნობა ძალიან მარტივია, დიახ ხალხო, მოსამართლე მართალია, ის ჩვენს ჯოჯოხეთში დასაბრუნებლად დაბრუნდა. არ მივცეთ ამის ნება.
_ არ მივცეთ, არ მივცეთ _ ხმაურობს ხალხი.
_სიჩუმე _ ყვირის მსაჯული და ჩემკენ ტრიალდება _ იცი? როდესაც დავბრუნდი, როდესაც ძალაუფლება მოვიპოვე, თხრა დავაწყებინე მადლიერ ადამიანებს, თითქმის პლანეტის შუაგულამდე ამოვთხარე მიწა.
_ ეგეც ჩემი დანაშაულია _ ვპასუხობ გაოგნებული.
_ წაიყვანეთ და იქ ჩააგდეთ _ უბრუნდება ჩემს გვერდით მდგომებს.
_ცდებით, ცდებით _ ვყვირი ბოლო ხმაზე თუმცა არავინ მისმენს, სადღაც მივყავარ გოლიათებს სადაც მიწა დალუქულია დიდი რკინით, მას ხსნიან, ახლოს მივყავარ და შიგ მაგდებენ. წუთები, ან შეიძება საათები მივფრინავ ვიწრო მიწის შვეულ დერეფანში, ბოლოს ვეცემი და ვითიშები, რომ მეღვიძება ჯერ ვყვირი, სრული სიბნელეა და სუნთქვა მიჭის, მერე კი ვჯდები მიწაზე და ფიქრს ვიწყებ ღმერთზე, რომელზეც ამბობენ რომ მე ვარ, ვიცი რომ ეს შეუძლებელია, თავად ღმერთზე კი მხოლოდ ის ვიცი რომ უკვდავია, ვეტერანისგან ვიცი, ჩემზე კი ის ვიცი რომ არაფერი მახსოვს. და მიბყრობს შიში, ნუთუ შამანი მართალია და მე ღმერთი ვარ, ანუ უკვდავი, ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ საშინელ უფსკრულში უნდა ვიყო გამოკეტილი უსასრულოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები