ნაწარმოებები



ავტორი: ვალე
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2019


ლექსი: განსაკუთრებით - ახალგაზრდობას (ბავშვებისა და მოზარდებისთვის) 2019 წ.

ისე გვებრძვიან, როგორც არსდროს:
ლანგრებით მოაქვთ დასაღუპავი...

\\\\\\\"მოწიე, ყლაპე, იჩხირე, მოკვდი,
ოღონდ გახსოვდეს - ჩუმად იყავი...
ნუ მოიგონებ, სად დაიბადე,
ვისი სისხლით და ცრემლებით ფეთქავ,
რაც დაგახვედრეს მძლე წინაპრებმა,
სხვისია უკვე, ბოლოჯერ ხედავ...
არა შეჰმატო, შენს ტკბილ სამშობლოს,
პირიქით, რაც აქვს, ის გააცალე,
და გაეცალე მერე თვითონაც,
იჩქარე თანაც, დღეს-ვე, არ-ხვალე...
დამთავრდა ის დრო, ეროვნულობის,
\\\\\\\"ბნელ განათლებით\\\\\\\" გადაითელა,
და თუ კი ერთხელც ნათელს ახსენებ,
ცრუ \\\\\\\"იარლიყებს\\\\\\\" მიიკრავ ხელად...\\\\\\\"
თავს დაგვყვირიან...მზაკვრულ ალერსით...

ვერ გვაჯერებენ...ვერა და ვერა...
ერთმანეთს უნდა დავუდგეთ მხრებში,
და ასე წარვსთქვათ ძლევის სიმღერა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები