ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2019


გამხელა

მე ვარ 10 წლის მისურელი
და ჯორჯი მქვია სახელად.
გულს უნდა ცოტა სისულელე
და მეტი ტკივილის გამხელა,

შენ აბა მე რას მისურვებდი?
სული სხვა სივრცეებს მოელტვის.
ყვავები სიკვდილთან მისულები
უკან ბრუნდებიან ყოველთვის...

მეც თეთრი ყვავი ვარ ბატონო
ათი წლის ბიჭი ვარ ვიაზრებ.
მსურს კოსმოსს რომ დავეპატრონო
და მზად ვარ მეძინოს ტყვიაზეც.

სულ რაღაც 10 წლის მისურელმა
რა გიკვირთ ქარი თუ გავხედნე.
გულს უნდა ცოტა სისულელე
და ბევრი სხვა სითავხედე.

სამყარო  \" დამპლური თამაშია\" ,
მთელ დროს ხულიგნობას ვანდომებ
და საქმეც ყოველთვის ამაშია
ჩვენ ვბერავთ გადაყრილ განდონებს...

ჩვენ ვფუთავთ ათასგვარ ნაგავს და
ვიტენით ამ ნაგვით გონებას.
დღეს ისე უბრალოდ დაღამადა
აღარ გვეშველება რომ მგონი...

სინათლე აღარსად არა ჩანს
მიწები დაიყვნენ ზონებად.
მომეცით წყეული  დამბაჩა
10 წლის ბიჭი ვარ გოგონი!

ბაფთა თუ სახელო გავისწორე
მუშტებად ვაქციე თითები.
კოსმოსში ყველანი თანასწორი
ვიყავით,ვართ და ვიქნებით.

სხეულმა დაკარგა თავის წონა
და გვაცნეს კანკალი ზარებმა
სული გვაქვს ჩვენვე განაჭორი
და მაინც არ გვეზარება

სხვისი არსებობით თამაში
სხვისი ცხოვრების გაჭორვა.
რაც მერე გადაგვდის დავაში
და ბოლოს ყველა მარტო ვართ.

მე ვარ 10 წლის მისურელი
და ჯორჯი მქვია სახელად.
გულს უნდა ცოტა სისულელე
და მეტი ტკივილის გამხელა.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები