ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2019


შენ



შენს ამოუცნობ სურვილებში, ღამისეული არაფერია,
ჟამისეული უმანკობაა, უცვლელი ჟამის,
და რაც ამდენ ხარ ვერ დაწერილ და, ამდენ ხანს ვერ თქმულ
ლექსში წერია
დღეს მომერია მკვდარი პოეტის უშრეტი ლტოლვა,
გათენებული ღამე!
* * *
თითქოს ნაწვიმარი მარტია და, თითქოს დღე კიარა ბნელია და
ბნელზე უძირესი ბნელი არი, ძნელი გზა არი და ბნელი,
თითქოს ჩემს გარშემო გველია და, ზანტად მოსრიალე გველია და
თითქოს ჩემს კისერზეც გველი არი, კაშნედ მოხვეული გველი,

თითქოს შიში ვშვა და შიში მინდა, შიშმა გასაქცევი გამიდიდა,
თითქოს გასაქცევი დამიბი და, თითქოს შიშის თვალწინ ვება,
თითქოს სულ ისეთი ამინდია, მაგრამ სულ ასეთი ამინდიდან,
ცივი, თოვლიანი ამინდიდან, ვეღარ მოვიპოვე შვება!

თითქოს შორია და ციალია, ცივი ცა არი და ციალია,
თითქოს ცუდი არი ციალი და თითქოს მეტყველია ავის,
თითქოს მთელი ძალა მიალია, თითქოს მამაჩემის ღრიალია,
მისი ხმაჩამწყდარი ღრიალია, მისი, საფლავიდან ბღავის,

თითქოს ყველაფერი ცხელია და, მიწაც არ არის რომ მელიან და,
ყველა ნაცეცხლარი მიწაა და მხოლოდ შერჩენია ალი,
თითქოს ბოლო სიტყვაც ძნელია და, ბოლო გადამწვარი კელიადან
თითქოს ბოლო სიტყვა რომ არ იყოს, იყოს ბოლო სიტყვა წყალი...

თითქოს ყველა წყალი ყინვაა და, წვეთიც არ არის და ქარია და
ქარიც აღარ არი საღაწვებე, ქარიც არ არის რომ ქროდეს,
თითქოს საკუთარ ჩრდილს დავაწვები, თითქოს ავღდგებოდე მკვდარიადან,
ინებ ბოლო წვეთი იანვარი, პეშვში შერჩენილი გქონდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები