ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2019


***

როცა სუნთქვს გიკრავს ბედი,
გულს დარდები, როცა სერავს,
ბოლო ცეკვას ცეკვავს გედი,
და ნებდება ბედისწერას.

მზის ტყვეობა როცა ვნახე,
წამი გულში ჩავიკონე,
სიყვარულის ხლართი მახე
ამ ცხოვრების საპირწონე.

ძალა ისევ წამოდგომის,
ძალა ისევ, ყოფნის ძალა
მზის ტყვეობა , როცა ვნახე,
კვლავ სიცოცხლე მომეძალა.

29.06.2019

ზ.მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები