ნაწარმოებები



ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2019


* * * /ფანტასმაგორია/

ქარი და წვიმა უტყლაშუნებდა სახეში. სახლისკენ მიიჩქაროდა, იქ სითბო და სიმყუდროვე ელოდა. ქუდი ქარმა გასტაცა. სინანულით გახედა საყვარელ კეპს, მაგრამ გეზი არ შეუცვლია. აი, სახლიც გამოჩნდა. მიუახლოვდა და ფანჯარას ახედა. ფანჯრიდან თვითონ იყურებოდა.
– სახლში ვყოფილვარ, – თქვა და გაქრა.






მზია თვალაბეიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები