ნაწარმოებები



ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2019


ჩვენი სახლი მამაჩემო


ჩვენი სახლი ქვა-ქვა ჩამოიშალა
და შიგნით რომ შეხვიდე ,
მაღლა უნდა ახვიდე , მამაჩემო .

მეზობლები ამბობენ :
არ უვლით მოგვყიდეთო .
ჩვენ გავალამაზებთო .
ჩვენ განვაახლებთო .
ჩვენო ჩვენო ...

ჩვენი სახლი ნანგრევებია , მამაჩემო .
თურმე შენ სანამ ქალებს ხატავდი ,
ხე კი არადა ქვებიც დამსკდარა .
ახლა ველოდოთ , მაგრამ სადამდე ,
იქნებ მიწაში სახლებს ხატავდე ,
მამაჩემო .

ზაფხულში შვილს ავიყვან და კარავს გავშლი   
ცეცხლს დავანთებთ და თოვლი დადნება ,
მიწას , მამაჩემო ნაკელს დავაყრით
და მთებს შევხედავთ მე და ჩემი შვილი .

დედა კარგადაა ,
ცოტას კი წვალობს
შენ ენატრები ...

კლდეები მოუტეხავთ , ის შენ რომ მოგწონდა ,
ახლა ხეებს ჭრიან აღარ უხდებაო ,
ვიღაც შემომძახებს -
სახლი აღარაა , მიწაა მარტო და მე მომყიდეო .

ჩვენი სახლი ქვა-ქვა ჩამოიშალა , მამაჩემო .
შვილი ავიყვანე , კარავი გავშალეთ .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები