ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 აგვისტო, 2019


მაიაკოვსკის შეხუმრება

                                            მაიაკოვსკის შეხუმრება

    დღეს ძალიან ლამაზი და მსუბუქი საზაფხულო კაბა ვიყიდე, შავ ფონზე წვრილი წითელი ვარდებით. უკვე თვის ბოლოა, თანხა შემოლეულია, მაგრამ მაინც არ დავინანე და ასეთი სიხარული მოვინიჭე. მაღაზიაში, რატომღაც, არ მუშაობდა ბანკ–კონტაქტი, ამან ვერ დამაბრკოლა, არ დავიზარე, გავიქეცი, გამოვიტანე ფული და სიამოვნებით ვიყიდე. ერთადერთი რაც მეზედმეტა, გულზე იმაზე მეტად ამოღებულია, ვიდრე ვისურვებდი. მოვდიოდი გზაში და ვფიქრობდი, ნეტავ, სად არის ჩემი გულსაბნევი (ბროში) – სადაფის მარაო – ძალიან მოუხდება ამ კაბას–მეთქი. მოვედი და მაშინვე მოვიძიე, მართლაც ვიპოვე სამკაულების ერთ–ერთ ყუთში და ყოველმხრივ კმაყოფილი დავრჩი.
    რაღაც დროის შემდეგ ჩავრთე კომპიუტერი, შევედი ფეისბუკში და პირველი, რაც შემომეფეთა, მაიაკოვსკის ეს ლექსი იყო:

                      Брошки — блещут... на тебе! — с платья с полуголого.
                      Эх, к такому платью бы да ещё бы... голову. ...

გამაოცა ასეთმა დამთხვევამ. თან ჩემს მეგობარს კომენტარიც დაუწერია: ზოგიერთ ქალს ხომ უჭკუო თავი აბიაო. :)))

აი, ასე გამკენწლა ამ ჩვენმა „ქართველმა“ ბიჭმა ვალოდია მაიაკოვსკიმ, მაშ! :)))



მზია თვალაბეიშვილი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები