ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2019


არვიცი

არვიცი, როდის ან მოვიდა საიდან,
უჯრაში ვიპოვე ლექსების რვეული,
მომაწვა თავისით დავადგამ ჩაიდანს,
ხო ისე, საკმაოდ ვარ გადაჩვეული.

უწყვეტად, გრძელდება კამათი ეგოსთან,
თითქოსდა დავკარგე თვისება საერთოდ,
ვიცნობდე ანარეკლს სარკეში, მენდოს თან,
იეჭვოს რომ მისით ბოროტად გავერთო.

ფიქრები ჩემივე პირველი მტერია,
ხო ალბათ ყველაა ცოტათი შიზიკი,
კმარა მეგობარო ერთი ბაქტერია,
დამითრევს... გაგრძელდა უვადოდ ვიზიტი.

მერედა ფერები, ფერ-ეიფორია,
საკუთარ თავში და სხვებთანაც, ეჭვები,
არც  ვარ და არც არ ვარ, დრამების ქარხანამ,
დამღალა.. დღესაც, და ხვალიდან ვეშვები.

ჩემს თავში მისტიკის ტრიალებს მსოფლიო,
კი, პარადოქსია  მოგწონდეს ფობია,
უაზრო ჰობია მთელ ამ უტოპიას ჯობია,
ადგილი უპარანოიო.

სარკასტი ცოტა ვარ, არ მიყვარს სოროსი,
და თუმცა ჩემ თავთან, არ ხდება თანხვედრა,
თაგვი ვარ ყველში და მე მინდა სოროში,
მინდოდა შავი და გათეთრდა კათედრა.

ფსიქოაქტივობა, სხვადასხვა ფაზები,
ჩიხი და აზრები, ერჭობა დანა ტვინს,
ინდო-სატივობა ვუყურებ ჩემ თავს და,
არ ვუშლი, როდესაც იკეთებს ხარაკირს.

ჩემივე თვალებში ვკითხულობ რეზულტატს,
ფსევდო თერაპიით მოვიბი კაუჭი,
ხო რაღაც საზღვრები აქვს ალბათ რესურსსაც,
ვუძლებდი ყოველთვის, ერთხელაც გავფუჭდი.

თუ გიყვარს თვითჭერა ჯეელო გაიგებ,
პატარა პრობლემაც დასტაში, სექციობს,
შეგეძლო სხვაგვარად, ახლა კი წაიღე,
დეპრესო-რუტინა თან უპრევენციო.

არ ვიცი, როდის ან მოვიდა საიდან,
მე ვფიქრობ შენთვითონ შექმენი ეგ შენი,
დრამები.. წუილი გაუდის ჩაიდანს,
უყვარდა შოთიას ყოველთვის ექშენი.

თქვენ კიარა, მე ვერ გავიგე ვერაფერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები