ნაწარმოებები



ავტორი: გოგი123456789--
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2019


გრძნობებით დაგიცავ

ამინდებს, ნაცრისფერს, დროისგან მოტანილს,

და ძეწნის ტოტებში დამწყვდეულ სიმშვიდეს

ოცნებებს გზაგახსნილს, ნიშნულით მომავლის,

დავითვლით ამინდებს, თავს რომ ვერ იმშვიდებს.

დაღლილი ფიქრებით მივყვები ტროტუარს,

ზედ ვუვლი ფოთლების ნაცრისფერ ხალიჩას,

გულცივი ყინვების დადგომის დრო თუა

გპირდები ყინვისგან გრძნობებით დაგიცავ

11.05.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები