ნაწარმოებები



ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2019


.....

თმას თავი სცვივა ისე, როგორც ვარსკვლავებს ზეცა,
ჟუჟუნა წვიმით კოკა პირამდე ავავსე და ვაქციე სისხლად
სულის ღრუბელსაც წვეთები სდის მუხის ყვითელი ფოთლებისავით.
როგორც დანა გულს ისე აპობს ბუხარს შეშა და
ნაპერწკლებმა კი აგონიას მიუძღვნეს თავი
წიგნი ავიღე, ალბათ ძალით, დავიწყე კითხვა,
მატლად ქცეული სიტყვები თვალებიდან თავში ძვრებიან.
მე სარტრისაგან განსხვავებით სული მერევა ხორცში და უკვე განსხვავება ძალზედ რთულია,
ტვინის ღრმულებში მეჭეჭებად მრავლდება ტკიპა
ცხოვრების სამ გზას გამოვყოფ და ორ მოკლეს შორის ერთ გრძელს ავირჩევ, დიდხანს ვიცოცხლებ
სანამ ეს გზაც არ გამრტყორცნის რომ კიდევ დაიწყოს ვინმეს ცხოვრება,
კიდევ დაიწყოს ცხოვრება და ისევ ტირილით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები