ნაწარმოებები



ავტორი: ვალე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 სექტემბერი, 2019


ახლა (მინიატურები და ლექსები: ბავშვებისა და მოზარდებისთვის) 2017-18-19 წწ.

ს ა რ ჩ ე ვ ი

მ ი ნ ი ა ტ უ რ ე ბ ი

ეზო
მასწავლებელი
გმირი
მეუღლე
სიყვარულის ახსნა
პასუხი
აიდემსამ
მასმედია
ისინი კარგები არიან
ერთსულოვნება
„თავისუფლება“
მზე
ხე
ამაგი
თანაკლასელი
მადლიერება
დაწინაურება
თავისუფალი საათის მასწავლებელი
კრედიტი
ინვესტიცია
ვანო ბაბუ
შემობრუნება
მსვლელობა
პროექტი
„ერთი საერთო მამა ნათლიის შვილები“
გასაუბრება უცნაურ საინფორმაციო-სამაუწყებლოში ასაყვანად
დედა ენავ, ჩვენო დედიკო, მუდამ დაგიცავთ
გიორგის უმცროსი ძმა ახმედი
ახალგაზრდობის საერთო მიზანი
ბებუკო, გივიკო და ელენიკო
17 მაისი - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე
მებადური გმირები

ლ ე ქ ს ე ბ ი

ფოსტა
ძღვენი სპეტაკი
ახლა
მზიანი თვალები
საუნჯე საუნჯეში
პატიება
ნაგავსაყრელზე
სინდისისფერი ლოგინი
ჩვენი ბიჭები
არ ვიცი
ქუჩა
\\\\\\\"კლავ-ია(ს)-ტურის\\\\\\\" დაზგა
შეხვედრა
ჩვენ გავბრწყინდებით
სრულყოფილი ადამიანი
ჩვენი გმირები
ბათუმი
ჩვენო სამშობლო
დედა-ენა
საბრალონი
არჩევანი
სოფელი
წერა
სუფრა
სინანული
მთავარი
ის არ იციან
ჩვენ ქართველები
23 თებერვალი
რაოდენაა სამადლობელი
რა ტკბილი არის ღმერთი...მამაო...
ჩვენი დაყოფა შავბნელ აჩრდილებს - არ ეღირესება
საქართველოა მზისა და ზეცის
და უძლევია - ქართველი ერი
კონსტიტუცია

 მ ი ნ ი ა ტ უ რ ე ბ ი 

ეზო

მწვანე ეზო.
შემოღობილი, მაგრამ თბილად.
პატარა მოცისფრო სახლი შუა ეზოში - წყნარი.
გარშემო ბაღი: ყვითელი - შემოდგომაზე, თეთრი  ლაშქარი - ზამთარში; მწიფე ტალღები - გაზაფხულზე და ზაფხულზე კი - ჟრიამულისფერი...
სახშლი ბაბუ, სახლში ბებო, სახლში მამა, სახლში დედა, სახლში შვილი: ბიჭი შვილი, გოგო შვილი, ბიჭი ჩვილი შვილი, გოგო ჩვილი შვილი...
,
ნაცრისფერი ეზო.
შემოღობილი, ესეც თბილად.
ოღონდ, პატარა ნაცრისფერი სახლი შუა ეზოში - ჩუმი.
გარშემო ბაღი: შიშველი - შემოდგომაზე, თეთრი ჭაღარა - ზამთარში, ლაპლაპა ტბა - გაზაფხულზე და ზაფხულზე კი - დამაშვრალისფერი...
სახლში ბაბუ, სახლში ბებო.
,
მწავანე-ნაცრისფერი ეზო.
შემოღობილი, უკვე ორმაგად დბილად.
პატარა მოცისფრო-ნაცრისფრო სახლი შუა ეზოში - მშვიდი.
გარშემო ბაღი: ...
...                                                                                                           
2017-03-03 23:30:48
__________________________________________________________ 
მასწავლებელი

. . .0 წლის წინ. . .
- . . .ა-ბა, მაშ ასე, დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე: “ვინ მინდა გამოვიდე”. . .
- მას!
- მას!
- მას!
- დაფიქრება არ გინდათ?
- კი, კი. . .
- . . .თიკამ ხელი იტკინა. . .
- . . .შემთხვევით დაეჯახა თაზოს. . .
- რას ამბობთ. . .როგორ ვერ შევნიშნე, თიკა. . .
- დი-ახ, მასწავლებელო. . .
- ახლავე მოვალ, ექიმს ამოვიყვან, ცოტაც გაუძელი. . .
- მე ჩავალ, თუ შეიძლება. . .
- რატო, შენც გტიკვა თაზო, რაიმე. . ?
- ა-რა. . .ჩემი ბრალია. . .
- . . .არ არი თაზო შენი ბრალი, მე დაგეჯახე და. . .
- . . .ა-რა, ჩემი ბრალია. . .
- კარგი, ჩადი თაზო ფრთხილად და მალე ამოდით. . .
- ახლავე. . .
- არა, როგორ ვერ შევნიშნე, ა? . .
,
. . .0 წლის შემდეგ. . .
- . . .ყველა შევგროვდით?
- კი, კი, ყველა აქა ვართ!
- ავედით მაშინ. . .
- აუ, რამდენი სიკთე გვახსოვს. . .
- ხო, ხო, ის, ის დღე. . .
- . . .ხო, თიკა რომ დაეჯახა შემთხვევით თაზოს. . .
- ხო, ხო, როგორ ინერვიულა. . . 
2017-03-13 17:52:38
__________________________________________________________ 
გმირი

სასწავლებელში, ანუ პატარობაში. . .
- . . . ვუა-ჰა-ჰა. . .
- . . . ჰა-ჰა. . .
- . . . ჰა-ჰა. . .
- . . . ჰა. . .
- ვა-ნოოო. . .
- . . . ვუა-ჰა. . .
- . . . ჰა-ჰა. . .
- . . . ჰა. . .
- . . . ჰა. . .
- . . . ჰა. . .
- ნახეთ, თან ტი-რის. . .
- ვუა-ჰა-ჰა. . .
- . . .
,
ნასწავლებელში, ანუ დიდობაში. . .
- . . . ვაა-ნოოო! ვა. . .
- . . . ნოოოო!. . .
- . . . ვ. . .
- . . . ა. . .
- . . . ნ. . .
- . . . ოოო. . .
- . . . ოო. . .
- . . . ო!!!
- ნახეთ, თან გადაარჩინა. . .
- ვაა-ნოოო!
- . . .
;     
2017-04-06 14:55:00
__________________________________________________________ 
მეუღლე

გამთენიისას. . .
- . . .”საროჩკა” გაგიუთოვე გი. . .
- მაა-მაა, მამი-კოო. . .
- . . .ხო, პატარა, დაიძინე, დაიძინე, მოვალ შუადღე. . .
- ცივდება გივი საუზმე. . .
- ხო წამომიღებ მაა, ხო წა. . .
- კი-კი, აბა რას ვიზამ, მიდი, დაიძ. . .
- შუადღეზე აუცილებლად მოდი გივი, ისადილე, მოძლიერ. . .
- კი, კი, ქეთის მოვუტანო უნდა თან ს. . .
- ხო, ხო გივი. . .
- გელოდები მა, ახლა ვიძინებ. . .
შუადღემდე. . .
- გი-ვიი! ა-ქეთ გი-ვიი. . .
- კი, კი, ახლავე ვაჟა. . .
- აი, გივი, დღეს ეს იქნება მხოლოდ გადასაზიდი, ხო არ დაიღ. . .
- უჰ, მეც ბევრი მეგონა. . .
- მწყობრში ხო გყავს “კაჩკა”. . .
- კი, კი, ვაჟა, არ იდარდო. . .
- არა, თუ გინდა ბიჭებს დაგახმარ, მოაწვებიან. . .
- არა, არა, შევძლებ მარტო, თან შუადღემდეც მოვასწრებ. . .
- კიი, კი, გივი და წადი სახლში დაისვენე. . .
- ხო, ქეთიკოც მელოდება, საჩუქარი მთხოვა. . .
- კი, რა თქმა უნდა გივი. . .
შუადღეზე. . .
- რა კარგია, რო მოხვედი გი. . .
- მაა-მაა, მამი-კოო, მადლო-ბააა. . .
- თან წასვლა აღარ მიწევს დღეს ნანა. . .
- ოოო, რა კარგია, გივი, დაისვენებ. . .
- რა კარგია მააა. . .
                                                2017-04-19 01:55:16
__________________________________________________________ 
სიყვარულის ახსნა

სკოლის შემდეგ, გზაში. . .
- ლელა, ლე. . .
- ხო, გივი. . .
- ეს გამომართვი, გთხოვ. . .
- წერი. . ?
- ხო, აქ წერ. . .
- გიი-ვიიი. . .
- აჰ, მელოდებიან. . .
- კარგი, გი. . .
- ლე-ლაა. . .
- მჰ, მეც მელოდებიან. . .
- მჰ. . .
,
\\\\\\\"არ მიწყინო, გთხოვ, ლელა, პირისპირ რომ ვერ გითხარი, თუმცა, შენ ისედაც იცი. . .
გივი\\\\\\\"             
          2017-05-04 01:32:40                                                     
__________________________________________________________ 
პასუხი

- ...ახლა რა გამახსენდა იცი, გივი?
- რა, ლევან?
- წერილს რომ წერს მერისთვის, ზურიკელა...
- კლასელი რო აწერინებს, ხო?..
- ხო, ხო...
- ეს, რამ გაგახსენა ახლა?
- ეეჰ...
- ახლა არ მითხრა...
- არა, არა, კაცო...
- აბა?
- ისე, რატომაც არა?
- რა, რა, რა, აღარ მეტყვი?
,
- ...ეკა?
- ხო, დედა...
- წერილი მოგიტანა გივიმ...
- წე-რი-ლი...?
- ხო...ჰეჰ...
- წე...რი...ლი...ვისგან?
- მაგი თვითონ ნახე, დე...
,
\\\\\\\"რა დროს წერილობიააო, გაიფიქრე ეკა, ხო..?\\\\\\\" ლევანი.
,
- ...დეე, დედი...
- ხო, ეკა?
- რაიმე სხვა წერილიც, ხო არ იყო?
- არა, არა, დე, ეს მომცა მხოლოდ...
- მჰჰ...მომიძებნე გთხოვ დე, შენი ძველი საკონვერტეები...
- დედა, კი დედა, ახლავე...
- გივი დამელოდოს, პასუხი უნდა გავატანო...
,
- ...ახლა არ მითხრა გივი...
- კი, კიიი, კიიი, გამომატანა პასუ-ხიიიი...
- ჰაჰ...
,
\\\\\\\"ა-ბააა...\\\\\\\" ეკა.
,
- ...გიივიი, გიივი...
- ხო, ლევან..?
- რამე, სხვა წერილიც, ხო არ იყო?
- რა გჭირთ კი-მაგრამ თქვენ?
- რ-ა?
- ეკამაც ეს კითხა თინიკო დეიდას...ეს გამომატანა, მარტო...
- მჰჰჰმჰ...
- რა?
- ძმურად ერთიც წაუღე რა...
- კი ბატონო, მარა...შეიძლება მისთვის?..ხო იცი, გააგებინებს დიაგნოზი და იცის უკვე...
- ვიიცი, ვიიიცი, ზუსტად ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, გივი...
- კაი, ბატონო, გელოდები...
,
\\\\\\\"ვიცი, გაიგე ეკა...მეც მაგ დღეს მითხრა გივიმ...მიყვარხარ! იცოდე...\\\\\\\"
ლევანი.
            2017-10-30 03:32:17         
__________________________________________________________ 
აიდემსამ

- ...ვანო! ვანო...
- ჰო! ოჰ! ო...
- გაიღვიძე ბაბუ...
- რა? ა? ააჰ!?...
- რაღაც ცუდი გესიზმრება, ბაბუ..?
- ხო...ხო, ოოჰხ...
- რა ნახე ასეთი, ბა..?
- რა და...რა და...
- მოიცა, სული მოითქვი...
- რა ვნახე და...ჩვენი სოფლის მდინარეს თავში, რაღაცნაირი, დიდი ცისტერნები იდგა ბაბუ და...
- ცისტერნები?
- ხო, არ ვიცი ზუსტად, როგორ ვთქვა,  ფართე პირიანი ონკანები ქონდათ ფსკერთან და, რაღაც სითხე გამოდიოდა და პირდაპირ ჩვენს მდინარეში ჩაედინებოდა ბა-ბუუ...
- ყველა ცისტერნიდან?
- ხოო...თან სუნი ქონდა რაღაცნაირი, საშინელი, ფერიც ასეთი ბაბუ და, ცხელი იყო თან და კვამლი ადიოდა და ჩვენი სოფლის მდინარე, ბა-ბუუუ...
- კარგი ვანო, დამშვიდდი ბაა...
- რა \\\\\\\"სიზმარი დამესიზმრა\\\\\\\" ბაბუ, რა იყო ეეს..?
- ამ ცისტერნებს თუ ეწერა რამე, ბაბუ? გახსოვს?
- კი, კი, რა დამავიწყებს, ყველას სათითაოდ ეწერა, დიდი ასოებით ბაბუ, ისიც რაღაცნაირად საშინლად...
- რა, რა ეწერა, ბა, შეგიძლია დამიწერო..?
- კი, კი, ახლავე...
,
\\\\\\\"...უოშ სონავ ეზ-უოშ სინაილოჟროჟ აკუნან-უოშ იდემოკ-იბელაქად სილოც იმეჩ-ილიფორპ-ირეიჭინ-იროტქაფსქი-იბერბოგემ-უოშმიარპ-ისრუკარ ავხს-იბევალვკსრავ ნევავკეც-აბენევსეშ იდიდ...\\\\\\\"
,
- ეეხ, ვანო, ბაბუ...
- რა, ბაა?
- შენ სიზმარი კი არა - \\\\\\\"რეალობა დაგსიზმრებია\\\\\\\"...
                                                                                              2017-11-14 11:30:03
__________________________________________________________ 
მასმედია

- ...აუჰ, კაი რა, ახლა დაიწყო უნდა ისევ ყურებაა?
- ხო, ხო, მოიცა შე კაცო...
- აუ, კაი რაა, ყოველ საათშია ეს საინფორმაციო, მერე უყუ...
- აუჰ, არა, გულს უხარია, ძალა სჭირდება...
- მჰჰ...
- თან მაინტერესებს, გოგიას ამბავს იტყვიანო და...
- ვუი ხოო...
,
„ეთერშია საინფორმაციო გამოშვება...მოგესალმებით...მზიანი ამინდია...ბევრი კარგი რამ ხდება, მათ შორის...გოგისა და თავის მეუღლე ნანას მეხუთე შვვილი შეეძინათ...“
,
- უხ, შენ გენაცვალე, პირველი რო თქვეს?
- მჰჰ, აბაა...
,
„...გივი კოკას ბოსტანში მიეხმარა, არადა მეზობლებს ეგონათ ნაჩხუბრები იყვნენ ამდენი ხნის მეზობლები კი არა და - ერთი მიწის მკვიდრნი...“
,
- ტეე-ტააა, სირცხვილო ჩემს თავს, მეც ასე არ მეგონაა?
- ტიი-ტუუ, მეც, მეც...
,
„...სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ მასწავლებლებს სრულიად მოულოდნელად ყვავილები მიართვეს და იმხელა სიხარულო მოჰყვა და ისეთი ლამაზი სანახავი იყო ეს დღე კიდევ ხშირად განმეორდება და ტრადიციად იქცევა...“
,
- ვააჰხ, თქვენ გენაცვალეთ...
- ააუუჰ, დამბურძგლა, მეც დავინახე, როგორ მიდიოდნენ ჩვენები...
,
„...ბაბუმ ბებოს ფეხები დაუთბილა და ამის შემხვედვარე მამამ დედამ და ბევრბმა ბიჭ-გოგო შვილიშვილმა-შვილმა იგივე გაიმეორეს...“
,
- ა-ჰააა, აი ხო ხედავ, ხო ვამბობდი, სულ რო გვითბილავთ ფეხებს, ჩვენც ხო გითბილავთ..?
- აუჰ, რა კაი იყო...
- ა-ბაა, რაა...
,
„...ამ და სხვა, ჯერ კიდევ ბევრ, უთქმელ კარგ ამბით - ზუსტად ერთი საათით გემშვიდობებით...“
,
- უჰ, თქვენ გენაცვალეთ მე...ახლა წამოდი და თუ გინდა დილამდე ვამუშავოთ ჩვენი მიწა...
- მჰჰ, წამო...
                        2017-12-22 10:45:35
__________________________________________________________ 
ისინი კარგები არიან

- ...გაგიჟდიი?
- რატო კი მაგ...
- მაგას კაკო ქვია, იცი, რას გიზამს?..
- მერე მე გივი მქვ...
- კაი გაჩერდი გიჯობს...მაგი ისეთ წრეში ტრიალებს...
- მე წრეში ბურთს კარგა ხანია აღარ ვთამაშობ...
- ეეეჰ, შენ კიდე ხუმრობ, რა...
- მჰ...
- გეუბნები, არ გაეკარო, თორე ინ...
- უკვე შევიდა სადარბაზოში...
- ხო, აქ ცხოვრობს...წამოდი სახლში...
- მეზობლები ვყოფილვაართ...
- წამოდი, წამოდი-მეთქი...
,
- ...მოხვედი, კაკო, დედაა?
- კი, დე, ადრე დამთავრდა დღეს, გაგვიცდა ბოლო გაკვეთილი...
- სახლში ხარ, თუ წახვალ სადილის შემდეგ?
- უნდა წავიდე, დე, გელას პრობლემა აქვს, რაღაც დაემართა...
- რა? რატო?
- ეჰ, არ ვიცი, დე...უნდა ვინახულოთ ბიჭებმა...
- კარგი, კარგი, მეც გამოვალ მერე...სახლშია?
- კი, კი, დააწვინეს...
- საწყალი დედამისი, ეხ...კარგი, მიდი, მეც მოვასწრებ...
- კაი, დე...
,
- ...გაგიმარჯოს...
- გაგიმარჯოს?
- მე გივი ვარ...
- გაიხარე, გივი...
- შენ, კაკო ხარ, არა?
- კი, კაკო ვარ..?
- თიკას შეეშვი, კარგი?
- კარგი...
- კარგი?
- ხო, რა?
- არაფერი...
- გიყვარს, ხო?...
- კი...
- მჰ...თიკა ბევრს უყვარს...ეტყობა დამინახე, ბურთი როგორ ვესროლე, არა?
- ხო...დაგინახე...
- არ მიწყინო, გივი...ჩვენ ერთად ვართ გაზრდილები, მშობლები არ ყავს და...
- ვახ...
- ასეთი თამაში ვიცით ხოლმე...
- მე...მე...
- ისე, არც თვითონაა გულგრილი, მჰ...
- მართლაა? გაიხარე კა...
- ახლა უნდა გავიქცე, ბოდიში, კაი?
- კი, კი...პირიქით...მშვიდობაა?
- ჩემი მეგობარი მოიწამლა და იქ მივ...
- აუ, წამოვალ რა, მეც...
- კარგი, წამო...
,
- ...ახლა არ მითხრა, გუშინ მაინც ვნახე კაკოო...
- მჰ...კი, კი, ვნახე...
- რაა? მე-რეე?
- ისინი კარგები არიან...
- რას ამბობ, მაგენი, მაგენი...თუმცა რა, ცუდი არაფერი დამინახავს...
- მჰ...
- უბრალოდ სულ ჯგუფად რო დადიან...
- ძმაკაცობენ ბავშვობიდან და დადიან...
- ხოო?
- გუშინ ერთი მოეწამლათ, გავიცანი, კაკოს წავყევი...
- რაა?
- იქ მივდივარ ახლა ისევ, წამო, გაგაცნობ ყველას...
- რა-ოო? აა-რა, არა...ისე, რატომაც  არა? მ...
- ...ჰ...
- წა...
- ...მო.
,            2018-01-04 22:39:48
__________________________________________________________  
ერთსულოვნება

- რომელი საათია?
- ცხრა დაიწყო, ბაბუ...
- რაა? ჩქარა თიკა, ჩქარა...
- კიი, კი, ბაბუ, ნუ ნერ...
- გივიკოს მოეხმარე ჩაცმაში...ნანული, ნანუ...
- ხო, გისმენ შალვა, რა იყ...
- ცხრა დაიწყო, ნანუ...
- უიმე დედა, ახლავე...ვანოო...
- ხო, დედი?
- ლელას უთხარი გაემზადოს ჩქარა, პატარებს თბილად ჩააცვით...
- კიი, კი, დე, ნუ დარდობ, მზად ვართ უკვე...
- ჩვენც მზადა ვართ, ბაბუ...
- კოჩაღ გივიკო თქვენ...
- ჩვენ დავრჩით მარტო შალვა...
- კიი, კი, აი მეც...აი მოსასხამი გამომართვი ნანუ...
- შენც გამომართვი შალ...
- მზადა ვართ, ხო, ყველა?
- კი...
- კი...
- კი, ლელა...
- გავ-დი-ვაართ...
- ხო ყველაფერი შეამოწმე, ვანო?
- კიი, კი დე, გავედით...
- ზურამ და გვანცამ გამოგვიარეთოო, ისინიც მოდიან...
- მიდი ჩაირბინე გივიკო, დაუკაკუნე...
- კარგი ბა, ახლავე...
,
- წავიკითხოთ, ყველამ ერთად...
- დიდება შენდა...
- ღმერთო...
- დიდება...
- შენდა...
- ღმერთო...
- დიდება...
- შენდა...
- ღმერთო...
- ვისი ლიტურღია იყო?
- წმინდა იოანე ოქროპირის, ბა.
                                                          2018-03-30 16:27:59
__________________________________________________________ 
„თავისუფლება“

- ბაბუ, რა არის - თავისუფლება?
- წამოდი, ბაბუ...ნახე, აი...
- უჰ, ცოტა აცივდა...
- ...აი, მარჯვნივ ჩვენი სახლია...
- ...ხოო...
- ...მარცხნივ კი - ტყე...
- ...უუჰ...
- და აი, შენ შეგიძლია აირჩიო, მარჯვნივ წახვიდე, თუ - მარცხნივ...
- და, ეს არის, ბაბუ, თავისუფლება?
- არა, ბაბუ, მაგას - თავისუფალი არჩევანის უფლება ქვია...
- ა-ბა, თავის...
- აი, თავისუფლება კი, რა არის და...
- რა, რა, ბაბუ..?
- აი, მარცხნივ წასვლას რომ აირჩევ და მე არ ჩაგერევი, ესაა თავისუფლება...
- რატო არ ჩამერევი, ბაბუუ, იქ მგლებია და ტურები, მელიებია ბაბუ და დათევები, გველებია ბაბუ და ქვეწარმავლები, რა, იქ გამიშვებ?
- აბა, რომ არ გაგიშვა, იტყვიან, თავისუფლება შეუზღუდაო და...
- ანდა, მე ვიტყვი, ხო, თავისუფლება წამართვა ბაბუმო, მჰ...
- ხოო, ხო, ბაბუ, ესეც არაა გამორიცხული...
- ხიი, რანაირი ყოფილია ეს თავისუფლება, ბაბუ...
- ხოო, ასეთია...
- მე არ მინდა ბაბუ, მასეთი თავისუფლება...წავედით რა, სახლში, ბებო გველოდება, ინერვიულებს...
- მჰჰმ...ვიცი, ბაბუ, შენ რომ არ გინდა...ხო, ხო წავედით...
- რა მაინტერესებს, იცი, ბაბუ?
- რა, აბა..?
- რომ მითხარი წეღან, იტყვიან, თავისუფლება  შეუზღუდაო...
- ხო, მერე, ბა?
- რას იტყვიან მაგენი, მარცხნივ წასვლა რომ არ დამიშალო..?
- ჰეეჰ...მთავარია მაგათთვის, ბაბუ, თავისუფლება არ შეილახოს, თორე, შენ გინდა ვეფხვს შეუჭამიხარ და გინდა ნიანგს...
- აუ, რა გულიანად გამაცინე, ბა...
- ეეჰ, ბაბუ, ახლა ვერ ხვდები, თორე...
- ვიცი, ვიცი, ბაბუ...
- რა, ბა?
- სატირალია.
- ხო...
- და, და, და, კიდევ ერთი, რა ბაბუ?
- გისმენ, მკითხე...
- რა არის - ნამდვილი თავისუფლება?
- მაგაზე, ბაბუ, სახლში ვილაპარაკოთ გემრიელად...
- რა კარგია, ბაა...
                                              2018-05-14 17:51:33
__________________________________________________________  
მზე

- გამარჯობათ. ჩვენ...
- ...მოოიიი...
- ...ცაააა...
- ჩვენ...
- ...ნეეე...
- ...ლააა...
- ჩვენ...
- დროზე, დროზე...
- აქეთ...აქ...
- ...ეთ...
- პირველი - მზეში იშვას...
- მეორე - მზე უყვარდეს...
- მესამე - მზე დაჰქონდეს...
- დაუჩქა...
- ...რეთ...ჩქარა...
- მეოთხე - მზეს ჰჩუქნიდეს...
- მეხუთე - მზეს იღებდეს...
- კარგია...
- კარგი...
- მეექვსე - მზეზე ზრდილი, მხოლოდ მზისთვის, მზეზე ზრდიდეს...
- მეშვიდე - თვის სიცოცხლეს მზეს უძღვნიდეს...
- მერვე - აქედანვე მზეს შეერთოს.
- დასრულდა...
- აღსრულ...
- ...და.
- მომავალ შეხვედრამდე...
                                                      2018-05-17 03:35:24
__________________________________________________________  
ხე

- გამარჯობათ...იცით, პირველად მიწევს ამ მოხსენებით გამოსვლა, ასეთი დამსწრე საზოგადოების წინაშე და, იმედი მაქვს...
,
- ე-ბიჩო, ჩქარა, ჩქა-რა, ვაგვიანებთ, და...
- ...იწყებოდა?
- კიი, კი, აბა, ჩვენ დაგველოდებიან, ხო იცი...
- მერე, რატომაც არა, ვერ გავიგე..?
- წამოდი, წა-მო...
- მოვდივარ, ბატონო, მოვდივარ...
,
- მოგვეხსენება, ეს თემა თითოეულ ჩვენგანს ყოველ წამს გვეხება, თანაც ნებსით და უნებლიეთაც, რადგანაც ვსუნთაქვთ, ვსუნთქვთ ამ ჰაერს, რაც საერთოა და ყველასია მიუკერძოებლად, თანაც ფულს არ ვიხდით ამაში და, მაშ, აბა, რით ვართ დავალებულნი ჰაერთან?..
,
- ჰა-ფიჩო, მოვაღწიეთ...
- წამო, ბარეღამ ფეხით ავირბინოთ...
- შენის არ იყოს, შეგვიშვებენ?
- ა-ბა, რას იზამენ, წამოდი...წა...
- ...მოდი...
,
- ასევე მოგვეხსენება, რომ...
- ისა-და, უკაცრავად-და...
- არაუშავს, გისმენთ...
- ახლა მოვიდა ის დარჩენილი ორი ადამიანი, ვისზეც გვთხოვეთ, დავლოდებოდით...
- ძალიან კარგი, მადლობა...
- არაფრის, არაფრის...
- ესე იგი, ყველა ადგილზეა, ხო?
- კი, კი, ახლა უკვე თქვენს გამოსვლას ელიან...
- ახლავე, ახლავე...ცოტა ვირეპეტიციე...მჰ...
- მაშ, მთლად უკეთესი, მჰ...
,
- აი, ხო გეუბნებოდი, უჩვენოდ არ დაიწყებოდა...
- ჰე-ჰ, შენ რა გითხარი...
- აი, აი, გამოვიდა...ეს არის, ალბათ, ხო?
- ხო, ხო, მგონი, მოვუსმინოთ...
- მოვუსმინოთ...
,
- მოგესალმებით...მადლობა, რომ დამელოდეთ...იცით, წეღან ვრეპეტიციობდი ჩემს სათქმელს და ახლა დავრწმუნდი, რომ ტყუილად, რადგან...გულწ...
- არაუშვს, არაუშავს, ბრძანეთ...
- დიახ...მოდით, პირდაპირ სათქმელზე გადავიდეთ, მაშ, ასე...დავიწყოთ თავიდან...როდესაც მუცელშია ბავშვი, როგორც ვიცით, დედის გაფიქრებაც კი ესმის, ხოლო მამის - საუბარი, და, წარმოვიდგინოთ, როგორი სიფაქიზე სჭირდება, სიმყუდროვე, სიმშვიდე, ანუ თავიდანვე დიდ პასუხისმგებლობაში არიან მშობლები...შემდეგ, ახალი სიცოცხლე მოევლინება უკვე დედამიწას, თორემ  მუცელშივე სრულფასოვნად ცოცხალი პიროვნებაა, ადამიანია, შვილია...დიდი სიხარულია...ეს მოვლენა დღე-ღამის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ხდება მთელს დედამიწაზე...
- უკაცრავად და, მთავარ სათქმელზე რომ გადახვიდეთ?
- ხო, ხო, ვიცით ყველამ...
- კარგით, კარგი...მართალია...რა ხდება დღეს, ჩვენს სამშობლოში - საქართველოში, ჯერ ოჯახში, სანამ ჩვი...უჰ, ისევ დავიწყე...შემდეგ ბაგა-ბაღში - სკოლაში - უმაღლეს სასწავლებელში - სამსახურებში - დაწესებულებებში?
- ეს, ჩვენც გვაინტერსებს, ბატონო...
- კარგი, მოვყვეთ თავიდან...ოჯახში - რა სჯობს, როდესაც მამა, თავისი მეუღლის ერთგულია, შვილის მოსიყვარულე, რაც არა მოფერებაში ვლინდება და არც მაღალანაზღაურებიან სამსახურით, არამედ - „ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის“ სიყვარულში...განა, ასეთ ოჯახში, შეიძლება, მშვიდობა არ იყოს? აი, ასევე ბაგა-ბაღში, როცა ოჯახს ამ იდეის განხორციელებაში ეხმარებიან თავდადებული აღმზრდელები და თავიანთ წილ მადლმოსილ მარცვალს სთესავენ ოჯახის მამა-პაპურ ნიადაგში - პატარების სულებში...ან, როდესაც უკვე სკოლაში, ამ ნაზად ამოზიდულ, ნორჩ განათლების ხეს, ისევ და ისევ ზემოთხსენებულ, შეუფასებელ ღირებულებებით განზავებულ ოფლს უსხამენ, სამშობლოს კეთილდღეობის სადარაჯოზე მდგარნი - გმირი მასწავლებლები...და, ანდაც, როცა უკვე, ამ მაჯის მსისხო და გულის სიმაღლე შემეცნების ხეს, პროფესორ-მასწავლებლები, როგორც ომის წინა ხაზზე მდგომი გენერალ-მაიორები, უსხამენ ცრემლნაზავ ოფლს...განა, შეიძლება, ასეთ სამშობლოში, მშვიდობა არ იყოს?
- ომს, სად ხედავ, ბატონო?
- ე-კაცო, ეს სხვანაირ მშვიოდბაზე საუბრობს...
- ჩუმად. კაცო, თქვემ გისმინოთ?
- გააგრძელეთ...
- ...გააგრძელეთ, ბატონო...
- კარგით...აი, რა სჯობს ასევე, როცა სამსახურებიც ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს შაბათ-კვირას ტაძარში წასვლა და წირვა-ლოცვაზე დასწრება შეუძლია..?
- ერთი, ეს გვითხარით, ბატონო...
- სუ, კაცო, სუ...
- აცალე ლაპარაკი...
- აარა, ახლავე უნდა ვკითხო...
- კი, კი, მკითხეთ, გისმენთ...
- რომ აღგვიწერეთ აქ ხატოვნად, ბავშვის აღზრდა-განათლება და აღმზედელ-მასწავლებელ-პროფესორების თავდადება და მერე კიდევ, სამსახურების სამუშაო განრიგს ეხებით, ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე და მათ როლზე, რატომ არაფერს გვეუბნებით? რას გვეტყვით, ბატონო?
- შეხედე, შენ?
- უუყურე, ამას?
- სად არიან, ამ ომის დროს, სასულიერო პირები და, სადაა ეკლესია?
- გააჩერდი, შე-კაცო, წამდაუწუმ რომ ახსენებ ამ წმინდა სახელებს...
- ტი-ტუ, ეს ვინ ყოფილა?
- კარგით, კარგით, არ აღელდეთ, ახლავე გიპასუხებთ...
- გისმენთ, გისმენთ...
- სასულიერო პირები მტრის შუაგულში იბრძვიან ჩვენი და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის და, ეკლესია კი იქაა, სადაც ის ნაზი, ნორჩი, მაჯისმსისხო და გულის სიმაღლე - განათლების და შემეცნების ხე...უფრო სწორად, ეს ხე, ეკლესიის შუაგულშია დარგული...
- და, უკაცრავად-და, მეტი არ იზრდება ეს ხე, ან, ნაყოფს არ იძლევა?
- კი, როგორ არა...ყველაზე მსისხო იზრდება და ყველაზე ტკბილ - სულიერ ნაყოფს იძლევა...
- და...სულიერი, რანაერია?
- მარადიული...
- მარადიულია შე-კაცო...
- მ ა რ ა დ ი უ ლ ი...გასაგებია...
- დიახ, თქვენ მართალი ხართ...
,
- ტეე-ტაჰ, ეს, სად მომიყვანე კაცო?
- მჰჰ...
- გარემოს დაცვაზე იქნება, აბა, ლაპარაკიო..?
- მჰჰ...ერთი და იგივე არაა, მერე..?
- ა-რაა...უმე...
- ...ჰე-ფიჩო, ჩქარა, მოვიდა, გავყვეთ...
,
- ისა-და, უკაცრავად...ყველა წავიდა...ჩვენც უნდა ჩავკეტოთ...
- კი, კი, ახლავე, მეც მოვდივარ, მადლობა...
,
18.12.2018 წ.
__________________________________________________________  
ამაგი

- ბებო, ბებო, ბებო...
- ხო, შენ შემოგევლე - ბებია...
- ნახე, რა წერია, ბებო?
- აბა, წამიკითხე...
- გაცნობებთ, ჩვენო პატივცემულო კი არა მხოლოდ, ღრმადუსაყვარლესნო და უპატივცემულესნო მასწავლებლებო...
- მართლა ასე წერია, ბებო?
- კი, კი, ბე...
- კარგი, გააგრძელე აბა, ჩემო მერცხალო...
- ...გაცნობებთ, რომ დღეიდან კვლავ დაბრუნდებით სკოლებში, რადგან თქვენ, ჩვენს ერს - ძალიან სჭირდებით...
- მეხუმრები, ბებია?
- აარა, ბებო, არა...
- კარგი, აბა, გისმენ, გისმენ, ბები...
- ...პენსიის ასაკშიც მყოფნი და, ეს თხოვნა კი არ არის მხოლოდ, არამედ უმორჩილესი მოთხოვნა...
- დე-და, ეს, რა დღე გამითენე, ბებია...
- ნახე, ნახე ბე, კიდევ...
- კი, კი, გის...
- ...რომელ სკოლაშიც მოღვვაწეობდით, მიბრძანდით და ყოველგვარ პროვედურის გარეშე შეუდგებით საქმეს; საათების ცხრილს დირექცია გადმოგცემთ, დამუშავებულს და გამზადებულს...
- დეეე-და, ჩქარა, ჩემო ჩიტო, გაფრინდი ახლა, ვენახშია ბაბუ და წაუკითხე მასაც...
- წავუკითხე უკვე, ბე...
- მერე, რაო, ბები?
- არ მობრუნებულა სახლში, პირდაპირ საყიდლებზე წავიდა...
- რისი, ბე?
- ახალი ტანსაცმელების, შენთვის და თავისთვი, ბე, ხვალვე უნდა წავიდეთო...
- დე-და, ბებო, ეს, რა ბედნიერება გამიცხადე...
,
__________________________________________________________  
თანაკლასელი

- გივი...
- ხო, შოთა..?
- იცი გაკვეთილი?
- კი. შენ, არა?
- დედა მყავდა გუშინ შეუძლოდ და ვერ მოვასწარი...
- ახლა, როგორ არის?
- კარგად, ღმერთით, გივი...
- მადლობა უფალს. ვთხოვოთ ფისკულტურის მასწავლებელს, განგვათავსიუფლოს და ამოვიდეთ კლასში სამეცადინოდ...
- კარგი, გივი, მადლობა...
,
- ვანო მასწავლებელო...
- დიახ, ბავშვებო, გისმენთ..?
- სამეცადინო გვაქვს და, თუ ნებას მოგცემთ, არ დავესწრებით ახლა თქვენს გაკვეთილს და კლასში ავალთ...
- სანამ შესვლის ზარი დაირეკება, გაწელვა გააკეთეთ, დაგეხმარებათ მეცადინეობაში, სისხლი ამოძრავდება უკეთ; მე დირექტორთან შევალ და ვკითავ...
- კარგი, ვანო მასწავლებელო...
,
- კი, კი, ვანო, ავიდნენ, იმეცადინონ, ცოტა გაწელვა გააკეთონ მანამდე მაინც, სწავლაში დაეხმარებათ...
- კი, კი, აუცილებლად...
- და, რატო ვერ იმეცადინეს, მშვიდობა ხომ აქვთ?
- ეს, არ მიკითხავს...
- გთხოვ რა, გიკთხე უცებ და გამაგებინე...
- კარგი, კი, ახლავე, ახლავე...
,
- რაო...
- რაო, რა თქვა, დირქტორმა...
- ...ვანო მასწავლებელო..?
- კი, კიო...გაწელვა გააკეთონ ცოტა მაინც მანამდე, დაეხმარებათ სწავლაშიო...
- მადლობა დიდი...
- ...და, რატო ვერ იმეცადინეთ..?
- გივიმ იცის...
- დედა ყავდა შეუძლოდ, ვანო მასწავლებელო...
- დეე-და. როგორ არის ახლა?
- კარგად, ღმერთით...
,
- ...ვკითხე. დედა ყოლია შეუძლოდ შოთას, გუშინ და გივიმ უნდა ამეცადინოს...
- ახლა, როგორ არისო..?
- კარგადო, ღმერთით...
- მადლობა უფალს...
- მადლობა უფალს...კარგი, წავალ ახლა მე...
- მოიცა, ვანო...
- დიახ..?
- გთხოვ, მიეცი შოთას დედასთვის და გივის - გულმოდგინე მეგობრობისთვის...
- მჰ, კარგი...
,
- მადლობა, გივი, შენ რომ არა, ვერ ჩავაბარებდი გაკვეთილს, თან ასე კარგად...
- მე, რა მადლობა, შოთა...
- ნახე, ვანო მასწავლებელმა დედასთვის...
- მეც, მეც გადმომცა, აი, გამომართვი ესეც, დაუმატე...
- კარგი, რა, გივი...
- გთხოვ, რა, შოთა...
- მადლობა დიდი...
- მადლობა უფალს...
,
26.12.2018 წ.
__________________________________________________________ 
მადლიერება

- ბაა...
- ხოო, ბაბუ?
- ახლა ამ პურს ვღეჭავ და ვფიქრობ...
- რაას, ბაბუ..?- ბაა...
- ხოო, ბაბუ?
- ახლა ამ პურს ვღეჭავ და ვფიქრობ...
- რაას, ბაბუ..?
- კარგად უნდა დავღეჭო და ისე გადავყლაპო, თორ...
- კიი, კი, ბაბუ, კუჭს გაუადვილდება...
- აარა, არა, ბა, ამას არ ვგულისხმობ...
- აბა, ბაბუ?
- სინდისი შემაწუხებს, თუ ასე არ ვიზამ...
- რაატო, ბაბუ..?
- რატო და, ერთ გამთენიოს ადექით შენ და ბებიკო და მინდორში გადით მიწის დასამუშავებლად...
- უუჰ, რა ჯობია, ბაბუ, მაგას...?
- დიიდი შრომისა და ჯაფის შემდეგ, ისევ გამთენიოს გადით და პურის მარცვალი ჩათესეთ...
- უჰ, უჰ, უჰ...
- მერე, რუდუნებით მოუარეთ, გაზარდეთ მზესთან ერთად და, ისევ გათმენიოს ცელეთ და ცელეთ...
- ოხ, ოხ, ოხ, ოხ...
- მერე, დააბინავეთ...დაამუშავეთ...ფქვილად აქციეთ...ამ დილის გამთენიოს კი თონე გაახურე, მანამდე შეშა ხომ დააპე, ბა..?
- კი, კი, უჰ, უჰ...
- ბებულიმ ცომი მოზილა თავისი თბილი გულით და ჩააკარი თონეში...რამხელა სიყვარული გამოაცხვეთ, რამდენი გამთენიოს შრომისა და ჯაფის შედეგად და, მე...აი, მე, შუადღისკენ ავიზლაზნე ლოგინიდან, ცივი პური არ ვაჭამოთო, ისევ ახალი გამომიცხვეთ და...
- უჰ, მოიცა ერთი, ბაბუ...
- და, მე ახლა, სინდისი მექნება, კარგად დაუღეჭავად რომ გადავყლაპო?
- კარგი, რა, ბაბუ, გთხოვ, გულს ნუ გვატკენ ბებიას და მე, ჭამე, ჭამე გემრიელად...
,
__________________________________________________________  
დაწინაურება

- ...ოოჰ, მომილოცავს გივი, მომილოცავს...
- რაა, ოთო?
- რომ დაგაწინაურეს, ხელფასის 90%-ზე უარი თქვი და მეზობელ სოფლის მეურნეობაში დასაბანდებლად გადაამისამართებინე...
- კი, მაგრამ, თქვენ, საიდან გაიგეთ?..
- მჰ, მოიცა, რა...ძაან გაგვახარე, გივი...
- მჰჰ...წამოდი, დავლიოთ თითო ჭიქა, ოთო...
- კი, კი, აუცილებლად...და, ჩვენს სოფელში, რატომ არ დაარიცხვინე?
- ჩვენს სოფელში, სხვა მეზობელი სოფელი გადმოამისამართებს...
- ავშენდით მაშინ და იგია...წამოდი, წამოდი...
,
თავისუფალი საათის მასწავლებელი

- გამარჯობა, ბავშვებო...
- გა...
- ...მარ...
- ...ჯო...
- ...ბა...
- გაიცანით, თქვენი თავისუფალი საათის მასწავლებელი, გივი...იმედი მაქვს, კარგად მოუსმენთ, როგორც ყოველთვის ყველას და, იცოდეთ ესეც, პირვლი მერცხლები ხართ მისთვის, აბა, თქვენ იცით...
- კარ...
- ...გი...
- ...მას...
- ...წავ...
- ...ლე....
- ...ბე...
- ...ლო...
არ ნერვიულობდა გივი. ამ დღეზე ძალიან დიდი ხანი ოცნებობდა და, ჰა, მოვიდა...მიესალმა პატარა ჩიტებს, გაუღიმა, შეტრიალდა დაფისკენ, ცარცი აიღო და დასწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება“ - შემდეგ მის ქვემოთ - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - და კიდევ ქვემოთ კი - „მშობელი, მოძღვარი, მასწავლებელი“...
__________________________________________________________ 
კრედიტი

- აჰა, გასაგებია, ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ შეძლებთ...
- დიახ, დიახ, აი ამონაწერები...
- კი, კი, გავეცანით...თქვენთვისაც ცნობილია ჩვენი წეს...
- დიახ, კი, კი, რა თქმა უნდა...
- მაშ, ასე...აი, აქ მოაწერეთ ხელი...
- აჰა,..
- გისურვებთ წარმატებას...
- მადლობა, მადლობა, გაიხარეთ...
,
- ჰა, რაო, გივი, დაგიმტკიცეს?
- უჰ, გაახარებთ ღმერთი, აბა, რა ქნეს...
- მართლა უპროცენტოა?
- კი, კი და, თან, პირობა ხო იცი?
- შემახსენე მაინც...
- ესე იგი, ადრე, თუ სესხის მიღებისას განცდა გქონდა, ვაი, რა მეშველება, თუ ვერ შევასრულე გეგმა, სახლ-კარს დავკარგავო...
- ახლა?..
- ახლა გეუბნებიან, აგერ ტექნიკა, აგერ სასუქი და აგერ კიდევ ყველა პირობა, ოღონდ იმუშავოო... და, თუ გულზე დაიკრეფ ხელებს და ამ ყველაფერს ტყუილად მოაცდენ, მოვა წარმომადგენელი და ჩამოგაწერს ყველაფერსო...
- რას, კაცო...?
- არა, რაიმეს კი არ წაგართმევს შენსას...
- აბა?
- რაც დაგიმტკიცა სამუშაოდ, იმას წაიღებს, მაგრამ, მანამდე შეისწავლის გარემოებას, ავად ხომ არ ხარ, ან, რაიმე ხომ არ გიჭირს...
- ვახ, რა კარგია...
- ა-ბაა...
- და, სად წაიღებს?
- სხვას მისცემს, ვისაც შრომა უნდა და უფრო მეტიც...
- რა, აბა...?
- შეგთავაზებს, თუ იქნები თანახმა, დამხმარე ძალს მოგიყვანს, ოღონდ, უნდა აცხოვრო დამუშავების დროს შენთან და, როცა მოსავალი მოვა, ნახევარი გაუნაწილო....
- დეე-დაა...
- შენთვის ხომ ხეირია, მიწა არ მოცდება, თან ნახევარი მოსავალი ხომ დაგრჩება, ის დამხმარეც ხომ მოგებას ნახავს, თუნდაც საკუთარი მეურნეობა ქონდეს თავის მიწაზე...
- ხო, იქნება ერჩის მუხლი და მკლავი...
- ხო, კი, ასეთი კონტიგენტი ყავთ შერჩეული...
- თან, სამშობლოსთვის რამხელა წინსვლაა..?
- კი, ხო...
- და, უპროცენტოთ, შენატანის გარეშე, როგორ იძლევიან? ფულს, რა გზით ატრიალებენ?
- მჰ...გადაწყვიტეს, რაც წინა დროებში ფული დაუგროვდათ, ამგვარად, უშურველად ჩასდონ სამშობლოს კეთილი მომავლის საქმეში...
- თავიანთი ფული?
- ხო...ნუ, ბრუნვა არ იქნება...ამოიწურება და დამთავრდება ეს პროცესი...
- მერე, გასწვდებიან ყველა სოფელს?
- ფიქრობენ, რომ კი და მერე...
- ხო, ხო, მერე?..
- იცი, რაა? ხალხი, როცა დაინახავს, რამხელა სიკეთე ეყოთ და იმაშიც დარწმუნდება, რომ ის მმართველები „ჩვეულებრივ ადამიანებად“ არიან ქცეულნი, თავიანთი შემოსალიდან შეიტანენ ფულს ამავე საქმის გასაგრძელებლად და ფაქტიურად...
- ხო, ხო, მთელი საშობლო დააფინანსებს შემდგომი განვითარების გეგმას...
- ყოჩაღ შენ...
- მჰჰ...აუჰ, აუუჰ...
- ა-ბაა...
,
__________________________________________________________  
ინვესტიცია

- იცით, უნდა გითხრათ ამჯერად, რომ სხვა მდგომარეობაა...ჩვენი მიწის თითოეული გოჯი, ჩვენი დიდი წინაპრების სისხლითა და ცრემლითაა გაჟღენთილი...ეს, ის მიწაა, რასაც ამ ფასად იცავდნენ ისინი, სხვათა შორის, თქვენი წინაპრებისგან და, თავადაც რომ დაფიქრდეთ, მიხვდებით, რომ უბრალოდ, წარმოუდგენელია. მოგყიდოთ? რა მოგყიდოთ? უბრალოდ, გენეტიკურად შეუძლებელია და არ გაგიკვირდებათ და - თქვენთვისაც...ჩვენი სისხლი ჩქებს ამ მიწაში და ცრემლი მდუღარებს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ხვდებით? ეს შეუძლებელია...აი, ამიტომ...არის პროექტი, შეგიძლიათ გაეცნოთ...თუ თანახმა იქნებით, სამეურნეო სამუშაოებს გაყურებინებთ ჩვენს მიწაზე...ეს შეგვიძლია მხოლოდ...და აქვე მინდა გაცნობოთ, ტყუილად რომ არ მიხვიდეთ, სამეწარმეო „ფართებზეც“ ამგვარი მდგომარეობაა, ანუ, როცა ყველა ასეთ სივრცეს აითვისებს ჩვენი მოსახლეობა, შემდეგ შეგეძლებათ მობრძანდეთ და შეხედოთ, როგორ საქმიანობენ...და, აქვე გეტყვით ასევე, რომ სულ ცოტა ხანში, აღარ შემოვა არცერთი სამეურნეო საქონელი, ანუ მიწის პროდუქტი, აი, არცერთი და, რაც აქამდე საოცრება იყო - არც წყალი...ესეც რომ იცოდეთ წინასწარ. ა, მიბრძანდებით? კეთილი...ა-ბა ჰე...კარგად...
,
11.02.2019 წ.

__________________________________________________________ 
ვანო ბაბუ

- ოო, რა კარგია, მოგისწარით, ვანო ბაბუ...
- მოდი, გივი, მოდი...
- გაგიმარჯოთ. როგორ გიკითხოთ?
- მადლობა ღმერთს, კარგად. შენ როგორ ხარ, გივიკო?
- მეც ღმერთით, კარგად...აი, ნახეთ...
- ვახ, როგორ გაცვეთილა...
- ხო, ვანო ბაბუ, დიდად გავაწვალე...ეშველება რამე..?
- კი, კი, როგორ არა...ჩამოჯექი...
- ახლავე აპირებთ?
- კი, კი...
- უჰ, მადლობა. ამ საღამოს, ესე იგი, ვითამაშებ...
- კი...კი...
- და, სახლში არ გეჩქარებათ, ვანო ბაბუ?
- არა გივიკო, თან, შენც თუ არ გეჩქარება, იყავი, დავილაპარაკოთ...
- არა, არც მე...კი, კი, გისმენთ, ვანო ბაბუ...
- მომიყვეი, რა ხდება ჩვენს თავს, შენი აზრით..?
- უჰ...ეს, ისეთი შეკითხვაა...თქვენ მითხარით, ვანო ბაბუ, უკეთ გეცოდინებათ...
- არა, არა, მე მაინტერესებს, როგორც ვფიქრობ, ისეა, თუ არა...
- კარგი. რა გითხრათ, აბა...
- გისმენ...გისმენ...
- ასეთი ოჯახო ცხოვრობს ჩვენთან...ბაბუა-ბებია, მამა-დედა და შვილები...ხანდახან მიწევს ამ ოჯახში მისვლა, ჩემი სამუშაოს გამო...შევდივარ მათთან და, საოცარი სიმშვიდე ისადგურებს ჩემში...აი, როგორ ვთქვა, ხომ ბევრი ბავშვია, ხელად მხვდება ყურში ჟრიამულის ხმები, თვალში კი აქა-იქ დადებული სათამაშოები, ნივთები და, მაინც მოწესრიგებულია ყველაფერი...ნათელი ოთახები, შეიძლება ითქვას - ძველებურიც კი, რომ იტყვიან - დაწკრიალებულია, სიცოცხლის ჟანგბადით გაჟღენთილი, ჰაეროვანი ისეთი, რომ სიმსუბუქეს ვგრძნობ და, მერე ოჯახის წევრები..? მჰ! როგორ სუფთად და კოპწიად გამოწყობილები; აი, მაგალითად ბაბუას აცვია საშინაო, შეიძლება მოგეჩვენოს - გაცვეთილი და გახუნებული, მაგრამ არა - თავისებურად მთელი და მშვენიერი, აი, ყოველგვარ ზედმეტს მოკლებული ტანისამოსი...ასევე ბებოს, ისე კარგად, ისე ლამაზად...მამაც და დედაც ასეთნაირად...ბავშვები ხომ საერთოდ, გაგიკვირდება კაცს...შეიძლება იფიქრო, ესენი უსაქმურები არიან, არაფერს აკეთებენ სახლის, თავიანთი თავისა და ბავშვების მოწესრიგების გარდაო, და, ჯერ, ესეც, რამხელა საქმეა და მერე კიდევ - ბაბუა და მამა სამსახურიდან არიან მოსულები, ბებიასა და დედას სამმნაირი კერძი აქვთ გაკეთებული, ჩვეულებრივი, უბრალო; ბავშვები კი, ვინ დაითვლიდა, რამდენჯერ არიან იატაკზე გაგორავებულ-გამოგორავებული და მარტო - იატაკზე..?
- რა კარგია...გააგრძელე, გააგრძელე...ეს ფერი მოგწონს..?
- კი, კი...ხოდა, ვდგავარ და ამ ყველაფრით ვივსები, ვმდიდრდები, სასაცილოა იქნებ, მინდება გავქრე და იქ დავრჩე სიმშვიდის ჰარმონიაში გარდასახული...მართალია, მთხოვენ ვახშამზე დავრჩე, მანამდე ჩამოვჯდე იქვე, დავისვენო, მაგრამ, ხომ იცი, ვანო ბაბუ, ჩემი სამსახურის ამბავი...
- კი, კი, გივი...
- უარის თქმა მიწევს...სუფთად ჩამიწყობენ დიასახლისები თეთრ, ნაქარგებიან სახვევში თბილ-თბილ კართოფილიან ღვეზელებს და ჯემიან ფუნთუშებს, მანამდე კი მამაკაცები, ოჯახში დაწურულ ღვინოს დამალევინებენ, დამლოცავენ, ოჯახს დამალოცვინებენ...აი, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ენერგიებით სავსე გამოვდივარ...
- გაახარებთ ღმერთი...
- ამინ. ამინ. ეს კიდევ, რაა, ვანო ბაბუ, თქვენ უნდა ნახოთ, ჩემი სარკმლიდან რასაც ვხედავ ყოველ შაბათ-კვირას, ანდა, რომელიმე მართლმადიდებლურ დღესასწაულზე, როგორ გამოაქვს ამ ოჯახს თავისი ჰარმონია, ჯერ ჩვენს ეზოში და შემდეგ მიმდებარე ქუჩებზე...ისევ ისეთივე მოწესრიგებულები, უბრალოდ, სუფთები და კოპწიები მიდიან ტაძრისკენ; წინ - მამაკაცები, ბაბუა და მამა, გვერდებშუა ამოყენებული მზეჭაბუკებით და გვერდით კი ქალბატონები, ბებიდა და დედა, გულში ჩაკრულ მზეთუნახავებით...აი, ერთი სიცოცხლეა მათი ყურება, ვანო ბაბუ...იმ წამსვე პირს ვიბან და მეც ტაძარში გავრბივარ...
- უჰ, როგორ მახარებ, გივიკო...
- ტაძარში ხომ, ეს ჰარმონიები ერთმანეთს ერწყმის, ვანო ბაბუ...როგორც წეღან აღგიწერეთ, იმ თანმიმდევრობით მიეახლებიან ზიარების საიდუმლოს; ჯერ მამაკაცები და მზეჭაბუკები, შემდეგ ქალბატონები და მზეთუნახავები...სიხარულის ცრემლი მადგება, ვანო ბაბუ...მაშინვე მივდივარ მამაოსთან აღსარების ჩასაბარებლად...
- უჰ, შენ გაგახარა ღმერთმა, გივიკო...
- თქვენთან ერთად, ვანო ბაბუ, თქვენთან ერთად...
- უჰ, რა კარგი რამე მომიყევი...
- ხოო, ვანო ბაბუ, ხოო...ესაა სინამდვილე...ამას არ გვაჩვენებენ  და გვიმალავენ ისინი, რომელთაც ჰსურთ დაგვაჯერონ, რომ ისეთები ვართ, როგორებადაც თვითონ წარმოგვაჩენენ...რასაც თვითონ გადმოგვცემენ, თითქოს ის ხდება და მეტი არაფერი...
- კარგი ხდება, თუ არა სადმე, ვეღარ იფიქრებ კაცი...
- ხოო, ვანო ბაბუ, ხო, ეს უნდათ მაგათ...ახლა, ჩემნაირი, ანდაც სხვა სამსახურში მყოფი, რამდენია, ასეთ ოჯახს რომ ხედავს და, რასაც ვერ ვხედავთ კიდევ?
- ხო, კი, გივიკო...
- ხოდა, ნუ იდარდებთ თქვენ, ვანო ბაბუ, ყველაფერი კარგადაა და, ღმერთით, უკეთესადაც იქნება; ერთ დღეს, ეს ყველა სიკარგე ერთდროულად რომ გამოჩნდება და ცუდიც რაცაა, სირცხვილისაგან ამ კარგს მობაძავს...თვით ის იდეოლოგიაა ცუდი და, ვინც მას შეგნებულად თესავს და ავრცელებს, ისინი არიან ძალიან საბრალოები, თორემ კარგს, რა დაკარგავს, ვანო ბაბუ, ან, როდის ყოფილა, ნათელი უძლევია ბნელს?
- ვიიცი, გივიკო, ბაბუა...არ ვდარდობ...მეც ასე ვიცი და მჯერა...მაინტერესებდა, როგორც მე...
- ხოდა, მეც მასე მწამს, კი ხედავთ, ვანო ბაბუა...
- კი, კი, ნამდვილად...ესეც მოთავდა. ნახე აბა?
- უჰ, კარგია! ოქროს ხელები გაქვთ, ვანო ბაბუ, ოქროს...
- ოქროები თქვენ ხართ, ბაბუკო, გივი, ჩვენ ეს გვიხარია მხოლოდ...
- თქვენ რომ არ ყოფილიყავით ასეთები, არც ჩვენ ვიქნებოდით, ვანო ბაბუ...
- მჰ...კარგი, მიდი, არ დაგაგვიანდეს მომზადება თამაშისათვის...
- აარა, არა, გაგაცილებთ, ერთად წავიდეთ, კიდევ მინდა მოგიყვეთ კარგი ამბები...
- უჰ...ახლავე, ახლავე...
,
26.02.2019 წ.
__________________________________________________________ 
შემობრუნება

- რა ხდება, გივი, ბა, რა ხმაურია?
- რა და, თქვენ რომ არად ჩაგაგდოთ ბაბუ, იმათი ერთ-ერთი წარმომადგენელია...
- რა მინდაო, მერე, ბა, რას გაჰყვირის..?
- ტი-ტუუ, სადაა ჩავარდ-ნი-ლიი...
- საად, შოთა, ბა..?
- აი, ბაბუ, იქით გაიხედე...
- დეე-დაა...მერე, რას მიდგახართ აქა, ახალგაზრდები ხართ...
- როგორ უნდა მივეშველო მას, ვინც...ვინც...ვინც...
მცირე ხნის შემდეგ...
- ვის ელაპარაკები, გივი?
- ბაბუას, შოთა...აქ, არ დგას?
- აა-რა, ის ამოიყვანა, ამდენი ხანია რომ წაიღო ყურები...
- რა-ა?
- კიი, კი, აი, აქეთ მოჰყავს...
- გივი, გივი...
- გისმენ, ბა..?
- წაიყვანე აბაზანაში, მოვალ ახლავე...
- თქვენი ხელით დამბანეთ რა, გთხოვთ, გთხოვთ...
- უჰ, რა სუნი ყოფილა იმ კვალში...
- სუ, შოთა, მიდი შენ, პური და ღვინო მოამზადე, სანამ გივი და მე დავბანთ...
- იჩქარეთ რა, გთხოვთ, გთხოვთ...
,
- როგორ გრძნობ თავს, ძალიან სიცხე ხომ არ არის?
- კი, ოდნავ მცხელა...
- შეშა გადაატრიალე, შოთა, ბა...
- ასე კარგია..?
- კი, კი...
- დამშვიდდი ცოტა?
- ცოტა რომელია, ხელახლა დავიბადე...
- მზად ხარ..?
- კი, კი...
- დაუძახე, გივი, ბა, მეზობლებს, შემოვიდნენ...
- აი, ისინი...
- არ ინერვიულო...
- კი...მთელი ჩემი პროგრამის სახელით, ჯერ მადლობას გეუბნებით, რომ არ დამტოვეთ იმ საშინელებაში და შემდეგ კი, აი, ბ ო დ ი შ ი - ყველაფრისათვის...
- ცოტა სული მოითქვი და, გააგრძელე მერე...
- ...ჩვენ მიზანმიმართულად ვეწეოდით ამ კამპანიას, თუმცა ეს ყველაფერი თქვენ, ისედაც იცით...მე, უბრალოდ, გეტყვით, რომ, უფრო სწორად კი, პირობას გაძლევთ - შევცვლით ყველაფერს ჩვენი სოფლის საკეთილდღეოდ...
- გაგახარებს ღმერთი...
- ...ჩვენ დიდი უარყოფითი მუხტი დავნერგეთ...
- სუ, გთხოვ, ნუღარ იხსენებ, მხოლოდ დადებითზე ვისაუბროთ...
- ხო, ხო, კი, ნამდვილად...ეს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება - ჩვენი ახალი პროგრამის...
- ბარაქალა თქვენს წამოწყებას...
- კი, მაგრამ, იმდენ ვალს, როგორ გადაიხდით..?
- ხო, ხელადვე მოგადგებიან და მოგთხოვენ ყველაფრის დაბრუნებას...
- ...იცით, მთავარია, ეს მიმართულება მიეცეს, რაც დაგპირდით და, მერე რა, თუმც კი...
- სუ...სუ...ნუ იტყვი...
- ხო, ხო...
- ხო, არ თქვა...
- ...ჩვენ ერთი სოფლის შვილები ვართ და ყველაფერს ერთად დავძლევთ, არ იდარდო...
- ...მადლობა...მადლობა დიდი...
- მადლობა უფალს...
- ჰა, შოთა, ბა, გაწყობილია სუფრა, ხო?
- კი...კი...
- ...უკაცრავად, მე უნდა წავიდე...
- საად, კი-მაგრამ..?
- როგორც მე ვიყავი ჩავარდნილი, ისე არიან ჩემნაირები და უნდა ამოვიყვანო...
- მჰ...
- ჰეჰ...
- არ უთქვამს ბაბუას, ეტყობა ჯერ...
- ხო, ხო...
- რა...რა?
- ყველანი აქ არიან...შენსავით გარდაქმნილნი...
- აი...
- ...ვინ...რა? ა? როგორ? ვინ ამოიყვანა ესენი?
- შენმა შემობრუნებამ...
- ო...
- აი, ახლა კი, ერთად დავსხდეთ და შევსვათ ჩვენი სოფლის გაბრწყინებისა და გამთლიანების სადღეგრძელო...
- შევსვათ...
- შევსვათ...
- შევსვათ...
- ამინ...

08.03.2019 წ.
__________________________________________________________ 
მსვლელობა

- რა მსვლელობაა, გოგია, რა ხდება, თუ იცი?
- ტი-ტუუ, არ მკითხო, ჩემო გურამ....
- მშვიდობაა, კი-მაინც?
- მშვიდობაა და, რომელი...
- ე-კაცო, აღარ მეტყვიი..?
- აბა, რას ვიზამ, მაგრამ მოემზადე...
- რისთვის?
- მიხვდები, მიხვდები...
- აბა, გისმენ...
- საყოველთაო შეკრებაა, ჩემო გურამ...
- საყოველთაო, რას ნიშნავს, გოგია?
- რას და, ეგრეთწოდებული - არასამთავროები, ხომ აქ არიან...
- ყველა..?
- კიი, კი, ჩემო გურამ, საყოველთაოდ - ყველა...
- კი, კაი ბატონო...
- ესე იგი, შენ ხარ ჩემი ბატონი, მთელი იურისპოდენციის წარმომადგენლობა, ხომ არის...
- რას მელაპარაკები, კაცო...
- მთელი საგანმანათლებლო წარმოამადგენლობა ხომ არის...
- მერე..?
- მთელი ეკონომიკისაც - დაწყებული ბანკიდან, აგერ, ჩვენი შალიკიას ოფისით დამთავრებული...
- ტი-ტუჰ. მერე?
- მთელი შოუ-ბიზნესი...
- ტე-ტა, რა ამბავი ყოფილა, კაცო...
- და, როგორც ხანდახან ვიტყვით, რომ არავინ გამომრჩეს, აღარ ჩამოვთვლი ყველას...
- მეტი, ვინღა დარჩებოდა, შე-კაცო..?
- არა, რავა არა...
- მერე, მერე, რა გვინდაო, რას ამბობენ?
- ოოო, ესაა მთელი ამბავი, ჩემო გურამ...
- ე-ფიჩო, გისმენ...
- არასამთავროებმა დაიწყეს და თქვეს, რასაც ვაკეთებდით, იმ საქმიანობას გავაგრძელებთ, ოღონდ ჩვენი სამშლობლოს - საქართველოს - საკეთილდღეოდო...
- რაას მელაპარაკები, კაცო...
- კიი, კი...თავიდანვე რომ დაგამშვიდო, ყველას მთავარი დევიზი ესაა, უბრალოდ, იმას გაგიმეორებ, რაც თქვეს...
- მე მგონი, უკვე მეწყება გულის ფრთხიალი და, ნელ-ნელა შემაპარე, გოგია, თუ-არა, ვინ დაგიჯერებს მერე, რომ იტყვი, ისე გავახარე, გული გაუსკდაო..?
- ჰეჰ, ნუ გეშინია, ჩემო გურამ, მაგ გულმა იმდენ მწუხარებას გაუძლო, სიხარულს არ დანებდება ახლა...
- ვნახოთ, ვნახოთ...გააგრძელე აბა, არასამთავ...
- ხო, არასამთავროებმა თქვეს, პატარ-პატარა ერთეულებს შევქმნით და მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში დემოგრაფიულ პრობლემასთან მებრძოლ ორგანიზაციებსო...
- ანუ, ანუ..?
- ხელს შევუწყობთ მყარი ოჯახების შექმნაშიო; ყველა ახალშექმნილ ოჯახს აღვრიცხავთ და პერსონალურად დავუყენებთ ჩვენს ერთ წარმომადგენელსო...
- რატომო, კაცო..?
- ცნობები რომ მოგვაწოდოს ორსულობასთან დაკავშირებითო...
- ანუ?
- როგორც კი გაიგებს დაფეხმძიების ამბავს, გვახარებსო; ჩვენ - ეკონომიკის სამინისტროს ვახარებთ და ისინი ამ ოჯახს ფულად დახმარებას გამოუყოფენო...
- რაას ამბობ, კაცო, რამდენსო..?
- მაგას, მერე გეტყვი...რა თქვეს იცი, კიდევ?
- რა?
- ვისაც დავნიშნავთ პერსონალურად, ის ზედმიწევნით გააკონტროლებს, დედამ აბორტი არ გაიკეთოს და, არც მას გაუკეთონო. ა-ბა..?
- ააშენებთ ღმერთი...
- კიდევ, ცალკე ერთეული გვექნება, რომელიც აბორტს არ მისცემს გასაქანს მთელი საქართველოს მასშტაბითო...
- ანუ..?
- ხომ არის შემთხვევა - დაოჯახებამდე დაორსულების?
- კი, არის...
- სტატისტიკურად გვეყოლება ყველა დაუოჯახებელი გოგო აღრიცხული და მათი ყოველი მისვლა ექიმთან - კონტროლზე აყვანილიო...
- აუუჰ, რა კარგია...კანონით აკრძალონ...
- ამაზეც მერე გეტყვი...მოკლედ, ბევრი თქვეს ამათმა, ძირითადი ეს იყო და, აქაც რომ არ გამოგვრჩეს რაიმე, სხვებზე რასაც მოვყვები, გამოტოვებულის შევსებათ ჩათვალე, იმიტომ, რომ ყველამ ერთმანეთი შეავსო ამ შეკრებაზე და წინააღმდეგობაში არაფერში მოსულან...
- კი, კი, კარგი, გააგრძელე, რა...
- მერე, ჩემო ბატონო, იურისპოდენციის წარმომადგენლებმაც ხომ ასე დაიწყეს...
- ხო, რასაც ვაკეთებთ...
- ...ხო, იგივეს...
- ...ჩვენი სამშობლოს...
- ...საქართველოს...
- ...საკეთილდღეოდ გავაკეთებთო...
- ყოჩაღ, გურამ, ყოჩაღ, ეს აღარ გავიმეოროთ მაშინ...
- ხო, ხო, კი, გასაგებია უკვე...
- ესე იგი, მთელ რიგ ისეთ კანონს შევიმუშავებთ, საქართველოში მიწა უცხოელზე აღარ გაიყიდოს კი არაო, მხოლოდ...
- ხჰაჰხ...
- აღარც გაქირავდესო...
- ანუ, არც კომერციული ფართობებიო, ხო?
- ხო, არაო. რას ამბობ, საქრთველოში, სადაც ქართველი უნდა იყოს, იქ უცხოელი არავითარ შემთხვევაში აღარ იქნებაო...
- აუუ, აუ, შიგანი მიხურს უკვე სიხარულისგან...
- ა-ბაა...იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით, ცალკე სატელევიზიო არხს გავაკეთებთ, სადაც 24/7-ზე იქნება პირდაპირი ჩვენება, საქართველოს რომელ რეგიონში, რამდენი უცხოელი იმყოფება, სად ცხოვრობენ, როგორ და, რას აკეთებენო...უფრო მეტიცო, ესენი ხომ ბოლოები იქნებიან და ყველა ახალი უცხოელის ახალი მოთხოვნა, დამკვიდრდნენ საქართველოში ასევე საჯარო იქნება და გამჭირვალედ გვეცოდინება ყოველი მათი განზრახვაო...
- უუუჰ, თქვენ გენაცვალეთ...
- ზემოთ რაც გითხარი, აბორტთან დაკავშირებით, ისეთ კანონს გამოვუშვებთო, აბორტისკენ ვინც მოუწოდებს და ვინც გააკეთებს, უფრო მეტად გასამართლდება, ვიდრე ის, ვისაც გაუკეთებენო...
- როგორო..?
- საყოველთაოდ წარმოჩინებულნი იქნებიანო - დიდზე დიდ ბილბორდებზე გამოკრულნი, როგორც, ყველაზე უმწეო, ჩასახვიდანვე სრულყოფილი ადამიანის მკვლელობის ორგანიზატორები, შემსრულებლები და თანამონაწილეებიო...
- უჰ, დამაჟრიალა...
- მერე კიდევ, ისეთ კანონს მივიღებთ, აზარტული თამაშების რეკლამა ქართველ კაცს, არც კი დაესიზმრებაო...
- ხეხ...
- რის რეკლამა და, რა რეკლამაო, ან, რის დაწესებულება და, სადაო...ისე გაქრება, თითქოს არც ყოფილაო...თვითონ ამ ბიზნესის წარმომადგენლები უკრავდნენ თავს და ტაშს თანხმობის ნიშნად, წარმოგიდგენია..?
- რას ამბობ?
- კი, კი, ამას, ეკონომიკაზე რომ გადავალთ, მერე გეტყვი, ჯერ, სად ხარ...
- ჰეჰ...
- მერე კიდეო, ისეთ კანონს მივიღებთ, სპეციალური აღრიცხვის გარეშე, საქართველოში არსებული ვერცერთი კომპიუტერი შევა ინტერნეტშიო...
- ანუო?
- ანუ, გეტყვი...ოფიციალურად, ოჯახიდან ოცდაათ წელს გადაცილებული პირი მივა სპეციალურ ოფისში, დარეგისტრირდება და ამის შემდეგ მისცემენ საიდუმლო ინფორმაციას, როგორ შევიდეს ინტერნეტში, თან იქვე ხელს მოაწერინებენ ამ ინფორმაციის გაუთქმელობაზეო, რა თქმა უნდა ოჯახის წევრების გარდა...
- მაინც რომ გასცეს სხვა პირზე?
- ჯერ რატომ? მერე კიდევ, ისეთ კითხვარს ავსებინებენ, ყველაფერი უნდა დაიზეპიროს და ასე გადასცეს იმ საიდუმლოსთან ერთად სხვა პირს, ვინც იქნება...დამიჯერე, შეუძლებელია...
- და თვითონ მას შეეძლება შევიდეს სხვა და სხვა მავნე ვებ-გვერდზეო?
- არა, არაო...მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით, სპეციალურ ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე, ბმულებზეო და, ასევე შესაძლებლობა ექნება დაუკავშირდეს საზღვარგარეთ მყოფ ოჯახის წევრს, ანდა ნათესავს და ვიდეოთვალით დაელაპაროკოსო...
- უჰ, უჰ...კიდევო?
- ახალი კანონით, სადაც კანაფი უნდა დარგულიყო, იქ ლამაზ-ლამაზი ყვავილები ხომ დაირგვებაო და, მერე კიდევ უამრავი სკვერი გამოიყოფა, ახალგაზერდებმა ხეები რომ დარგონო და, ამ ნერგებს, სად აიღებენ, არ იცი?
- მითხარი ჩქარა...
- სადაც სიგარეტს ღერებით ყიდულობდნენ, იქ...
- აუ, ვენაცვალე-ე...
- ღერებით ხომ აღარ გაიყიდება სიგარეტიო და, ვისაც კოლოფით ენდომება, სპეციალური ცნობა უნდა წარადგინოს, რომ რვა შვილი ჰყავს და ამ ერთადერთ შემთხვევაში, თვეში ერთ ღერს მისცემენო...
- აბა კოლოფიო..?
- ახლავე...კოლოფით კი იყიდის, მაგრამ ეს კოლოფი აღმრიცხველთან დარჩება და ეს მყიდველი თვეში ერთხელ მიაკითხავს, გამოართმევს ამ ერთ ღერს და იქვე, სპეციალურ, ნიკოტინის ამტან ხეებით სავსე ოთახში მოწევსო...თანაც, ეს ერთი თვე სულ მალე ერთ წელად გადაიქვება და მერე კიდევ, სულ მთლად - უსასრუობადო...
- ხჰა-ახ...
- როგორც აზარტულ თამაშებზე სიზმზარი, ისე კანაფის მოწევაზე ფიქრიც კი არ იქნება ქართველის გონებაშიო...
- ერთი, მიბრწკინე გეხვეწები, მე ხომ არ ვარ სიზმარში...
- მჰჰ, არა ხარ, არა...ამათაც სხვა კიდევ ბევრი თქვეს...
- ხო, ხო, ახლა განათლებაზე გადადი...
- განათლების წარმომადგენლებმა, ესე იგიო, რაც კი ეროვნულია დანერგილი საგანმანათლებლო სისტემაში, დაწყებული - „წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ - მოღვაწეობიდან დღემდეო, მხოლოდ საუკეთესო ნაკრებს შევადგენთ ყველასგან და იმას დავამტკიცებთო...
- ე-უუჰ...
- „დედა ენა“-ს სკოლებიდან ამოვიღებთ  კი არაო, ყველა სასწავლო საფეხურის დამასრულებელ გამოცდებში შევიტანთ - საზეპიროდო...
- გაახარებთ ღმერთი...
- ყველა მასაწვლებელს გმირობის სიგელით დავაჯილდოვებთ და საშვილთაშვილო ანაზღაურებას დავუნიშნავთ, იმდენს, რომ საკუთარ თავზე კი არა, რაც ყოველთვის ჰსურთ - თავიანთ მოსწავლეებზეც იზრუნონ ამ მხრივაც, უფრო მეტად, ვიდრე ამ მცირედიდანაც ახერხებედნენო...
- დეე-დაა, კიდევო..?
- კიდევ, გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ კი არ გვექნება მხოლოდო, ჯერ, სანამ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულის სკოლასთან არ მიიღებს ამ პროგრამაში მონაწილეობას, გინდ მოსწავლე, საზღვარგარეთ სწავლის მიღების მსურველი და, გინდ მასწავლებელი, მანამდე ეს სურვილიც ზედმეტიაო...
- უუჰ...
- კიდევ, ამათაც ბევრი თქვეს, მაგრამ ყველაზე მეტად, რა გამოყვეს იცი?
- ნუ მომკლავ, გოგია, მითხარი...
- „კლავიატურის“ ჭაჭანება აღარ იქნება არცერთ სასწავლებელშიო; ყველა მოსწავლემ კალმით უნდა წეროს ფურცელზე და, სანამ ქარგვასავით არ ისწავლიან ქართული ასოებით წერას და ბულბულივით კითხვას და მეტყველებას, იქამდე უცხო ენას, არც კი გავაკარებთო...თანაც, რას ვაპირებთო, ნახე...ტენდენციაა, ელექტრონული ბიბლიოთეკები იქმნება, რაც, რა თქმა უნდა კარგიაო, თუმცა მთელ ამ მასალას, ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს ვარჯიშ-ვარჯიშში ფურცელზე გადმოავატანინებთ  და ამგვარადაც შევინახავთო ისევო...
- რაღატომო, კი მაგრამ...
- უცებ, რომ წაიშალოს მთელი ელექტრონული მასალა, ან ვერ შევიდეთ პროგრამაშიო?
- ხააჰხ...
- ძველი კი გვაქვს დედანის სახით, მაგრამ განახლებულიც ხომ არ გვაწყენსო, ანუ არაელექტრონულადო...
- თანაც პატარა მერცხლების ხელით გადაწერილი...
- გადაქარგული...
- ხო, ხო...ამას მიმალავდი, მერე, კაცო?
- არ გიმალავდი, ჩემო გურამ, ბოლოს ყველაზე გემრიელი ლუკმა მოვიტოვე, თუმცა, რაღა ბოლო, ჯერ კიდევ, სად ხარ, არ იცი...
- მჰხეჰხ, მიდი, გააგრძელე რა, გეხვეწები...
- ეკონომიკის წარმომადგენლებმა...ნუ, ბანკირებმა აიღეს სიტყვა თავიდან...ყველანაირ პირობას შევქმნით, პირველ რიგში, დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლადო...
- ანუ, არასამთავროებზე მოყოლისას რაც მითხარი...
- ხო, ხო...თითოეულ შექმნილ ოჯახს საშუალოზე მაღალი ხელფასი დაენიშნება, ჩვენი საბანკო გაერთიანებიდან და, თითოეულ შვილზე ეს დანიშნული თანხა - გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდებაო...
- რას ამბობ, კაცო, ამდენი ფული, სად გვაქვსო..?
- კითხეს ეს და, დაგვერწმუნეთ - გვაქვსო, თქვენ ოღონდ არაფრის შეგეშინდეთ, გამრავლდითო...ასევე, მანამდე, ჩვენ ყველა მოვალეს ვალს დავუხურავთო...
- ხჰე-ხ...
- რომ აღარ გვექნება ფულიო, ჩვენი ეკონომიკის სამინისტრო ისეთ პლიტიკას შეიმუშავებს, აი, როგორც სულხან-საბა-ორბელიანის იგავ-არაკშია, ძმები ერთმანეთის უჩუმრად, ერთურთს რომ ამდიდრებენო...
- ღმერთი მიცემთ...მერეო?
- მერე თვითონ ეკონომიკის სამინისტრომ განაგრძო, ჩვენთან ითანამშრომლებენ, უკვე ყოფილი - აზარტული თამაშების ორგანიზაციებიო და, რაც ჩვენივე ხალხის ფული დაუგროვდათ, იმავე ოჯახებს ოთხმაგად დაუბრუნებენო...
- ვახ, ვახ, ვაახ...ზოგადად, ბევრი პროგრამა გვაქვსო..?
- უჰ, კი...ყველაზე მეტად გამოყვეს - რეგიონების აყვავილების პროგრამა: \\\\\\\"სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის ძვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.)\\\\\\\"
- ანუ?
- პირდაპირი გაგებით...ჯერ ხელს შევუწყობთ, ქართველი კაცი დაუბრუნდეს თავის მიწას - სოფელსო, ანუ მაქსიმალურად წავახალისებთო - სხვადასხვა უფასო ტექნიკით და უპროცენტო სესხებითო...ყველა სოფლის თითოეულ მოსახლეს აღვწერთ და შევუმუშავებთ გრძელვადიან გეგმებს შესასრულებლადო...ამით გაიზრდება შიდა წარმოება, მანამდე კი ფაბრიკა-ქარხნებს გავმართავთ და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით უამრავ კადრს მივაღებინებთ პროფესიულ განათლებას, ამ ფაბრიკა-ქარხნებში და ყველა ახალ საწარმოში სამუშაოთო...
- რამდენი შვილი დაუბრუნდება ასევე - სამშობლოს?
- ხო, ამაზეც გეტყვი, რა თქვეს...დიდი ყურადღება მიექცევა თითოეულ რეგიონში, საკუთრივ პერსპექტიული კულტურის განვითარებასო...
- უუჰ, უუჰ...
- საქართველოში არცერთი სხვისი სამეურნეო-სამრეწველო პროდუქტი შემოვა გასაყიდად, პირიქით გავიტანთო...ასევე წყალიო, სადაც კი დასალევი წყაროა, ყველა ჩამოისხმება ექსპორტზე გასატანადო...იმდენი საკუთარი ფული დაგვიგროვდება, ვალს ავიღებთ ისევ კი არა, ნელ-ნელა გადავფარავთ კიდეცო...
- ეს რამდენს ნიშნავს...
- ისეთი პირობა შეიქმნება საქართველოში, დედას სხვა მისია არ ექნება, გარდა შვილების აღზრდისაო და მამას კი, დასაძინებელი დრო არ დარჩეს შეიძლება, იმდენი სამუშაო ექნება, რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურებითო...
- ზოგადად, ახალგაზრდებიც ხომ დასაქმებული იქნებიანო...
- ხო, ხო, კი, კი, რა თქმა უნდა...აბა? მათაც კიდევ ბევრი თქვეს, მაგრამ, მოდი, ახლა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებზე მოგიყვები, თორემ ვუახლოვდებით ნელ-ნელა...
- ისე, სად მივდივართ, ასე - ყველანი?
- მჰ, დაინახავ, მანამდე მოგიყვები მე...
- ხო, ხო, რაო „შოუ-ბიზნესის“ წარმომადგენლებმაო?
- რაო და, ჩვენი მთავარი მიზანი, ეროვნული შემოქმედების პოპულარიზაცია იქნებაო...ყველანი, ჯერ გადავერთვებით ქართული ფოლკლორის, ცეკვის, ოპერის, ბალეტის, თეატრის, კინემატოგრაფიის, სიმღერების გადამეორებაზე და შემდეგ ამ ყველაფრის მიხედვით შევქმნით ახალსო...
- ღმერთმა ხელი მოუმართოთ...
- ამინ...სხვათაშორის, კიდევ ვინები გამოვიდნენ იცი?
- ვინები?
- ამასწინად რომ შეიკრიბნენ, ცეკვავდნენ და იყვნენ ერთ ამბავში...
- ესენიც?
- „ც“ - კი არა, ისეთი სიტყვები თქვეს, სიამაყის ჟრუანტელმა გაგვყინა კინაღამ...
- რაო ასეთი..?
- საკუთარ საქციელზე თქვეს...ამას, იქაც მოისმენ, სადაც ახლა მივდივართ...
- კარგი...კიდევ?
- იქვე ასევე იყვნენ ახალგაზრდა მწერლები, მსახიობები, ხელოვანები  და ჩვენი შემოქმედებისა და მოქმედების უმთავრესი შთაგონებაც - ეროვნული ღირებულებები იქნებაო...
- ღმერთმა გაუმარჯვოთ...
- კიდევ ერთმა გარემოებამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება...
- რამ?
- ჟურნალისტებმა უცებ გადაღება ერთ ვიდეო-კამერას დაუთმეს, დაჯგუფდნენ და თითქოს რეპორტაჟის ტექსტს კითხულობდნენ ერთხმადო, ისეთი სიტყვა წარმოთქვეს, მე მაგალითად ვიტირე სიხარულისგან...
- ვახ, რა კარგია...
- აი, ისე თბილად ისაუბრეს...აი, მოვედით თითქმის...
- მოიცა, ეს ტაძრის კარიბჭეა?
- მჰჰ, კი, კი...სიტყვით გამომსვლელებმა, ყველამ ერთსულოვნად, საზეიმოდ გადაწყვიტა, ჩვენს დედა ეკლესიაში მოსვლა და ჩვენი მზრუნველი, უწმინდესისა და უნეტარესი მამისგან ლოცვა-კურთხევის აღება...ასევე მადლობის თქმა ყველაფრისთვის და...
- დღეს შენდობის კვირაა, ხო..?
- ...შენდობის თხოვნა...კი, ხო...
- აუჰ, შემინდე და მაპატიე, რაც შეგცოდე...
- ღმერთმა შეგინდოს, მეც შემინდე...
- ღმერთმა შეგონდოს...დაამთავრე ყველაფრის მოყოლა?
- ყველაფერს რას გეტყოდი, მთავარი შევეცადე მეთქვა, ჩემო გურამ, ბევრი გამომრჩა ამ მთავარშიც, მაგრამ...
- კაი კიდე გამოგრჩა გოგია, თუ არა, სირცხვილი არ იქნებოდა, სიხარულისგან წამსვლოდა გულზე?
- შენს აფრთხიალებულ გულს, ეს სიყვარული და შემობრუნება გადაევლება ტკბილსურნელოვან ნელსაცხებლად და დაამშვიდებს, ნუ დარდობ, ჩემო გურამ...
- მჰ, ეს კურნავს გულს, სხვა არაფერი...
- ხო, აი, შემოვედით...
- დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის...
- ამინ.

18.03.2019 წ.
__________________________________________________________ 
პროექტი

- რამ დაგაღონა, ლუკა, რა ხდება?
- ეეეჰ, იმდენი რამ, ჩემო გივი...
- შენი პროექტის ირგვლივ, ხო..?
- კი, ხო...იცი კარგად, რა დრო და ენერგია შევალიე, ამიტომ მიმიხვდი...
- კი, მართალია...არ გამიჭირდა...რაა ასეთი?
- თითქოს აირდაირია შეიგნით ყველაფერი...
- ისევ კამათია..?
- ხო...
- მერე, ფიქრობ რაიმე ცლილებაზე?
- კი, მაგრამ...
- აი, რომ გადააწყო მთელი პროექტი..?
- მჰ, ახლა ეს იგივეა, ათ სართულიანი სახლი დაშალო საძირკვლამდე, ეს საძირკველი გადააკეთო და ამის მიხედვით დაიწყო შემდეგ ახლის შენება...
- გიფიქრია ბევრი, გეტყობა...მეც მასე ვფიქრობ ზუსტად...
- ეეჰ...მერე და, როგორ?
- ჩვეულებრივ, ჩემო ლუკა...მთავარია შესაბამისი საპროექტო გეგმა მოძებნო, მაგრამ, უფრო მთავარი, რა არის, იცი?
- რა, გივი?
- იცი უკვე, რა იყო შეცდომა...
- კი, მაგრამ ასეთი გეგმა, სად ვიშოვო..?
- თვითონ შეადგინე, ლუკა, აი, მაგალითად: ხომ იცი, ჩვენთვის ცნობილი საყვარელი და საამაყო მამულიშვილები, რომლებმაც საკუთარი სამშობლოს - საქართველოს სიყვარულს შესწირეს მთელი თავიანთი სიცოცხლე...
- როგორ არ ვიცი, ჩემო გი...
- ვიცი, ვიცი, რომ კარგად იცი, უბრალოდ...
- შენ, როგორ წარმოგიდგენია მაინც..?
- აი, როგორც ეს ჩვენი დიდებული წინაპრები ქმნიდნენ, ისე...
- ბარემ, ჩავიწერ მოკლე მონახაზივით...
- უჰ, დდი სიამოვნებით, აბა, მოემზადე...
- კი, აი მიდი, გისმენ...
- მწე-რა-ლი...როგორი პი-როვ-ნე-ბა-ა...
- მ-ჰ-მ...
- და გეძლევა საშუალება, ასეთი პიროვნებები ერთმანეთს შეახვედრო და უფრო მეტიც - ერთიმეორეს დაუკავშირო, თუ, რა თქმა უნდა, თავად ინებებენ ამ კავშირს, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია - ნებსით და უნებლიეთ - ყველა მათგანი საკუთარ სახეს წარმოაჩენს თავისივე შემოქმედებით და მკითხველს ეძლევა საშუალება, ამგვარად გაიცნოს ისინი და შესაბამისად, ერთურთის მსგავსნი ერთმანეთს დაუკავშიროს...
- ანუ..?
- მსგავსი მსგავს ეძებსო, ხომ გაგიგონია..?
- კი, როგორ არა...
- და მკითხველი, არა მხოლოდ მსგავსი ხაზის მიმდევარ მწერლებს აკავშირებს ერთმანეთს, არამედ, პირველ რიგში, თვითონ უკავშირდება მათ...
- ანუ, სხვადასხვაგვარ კავშირებს ვღებულობთ: მწერლებისა; მწერლებისა და მკითხველებისა და, თვით მკითხველებისაც, ხო, გივი?
- კი, ნამდვილად მასეა, ჩემო ლუკა...
- მიგიხვდი, საითკენაც მიგყავს საუბარი...ანუ, თუ ერთ ოთახში ვამყოფებთ ყველას და, თუნდაც, რომელიმე ერთ-ერთი მწერლის შემოქმედებას წარმოავაჩენთ წასაკითხად და თანაც - განსახილველად, იმდენი აზრი და შეხედულება შეიძლება გამოითქვას, რამდენი კავშირიცაა ამ ოთახში, ხო, გივი..?
- ზუსტად, ჩემო ლუკა...
- ასე არაა, ის ჩემი პროექტიც?
- ხოდა, მეც მაგას არ გეუბნები?
- ჰეჰ...მივხვდი...ანუ, ის ოთახი უნდა გადავტრიხო, თანაც იმდენი ტიხარი უნდა იყოს, რამდენი ასეთი კავშირიცაა, ხო, გივი?
- ხო...ჩემო ლუკა...
- ყველა თავის ტიხარ-ოთახში იქნება და ახალი ნაწარმოების წარდგინება-განხილვისას არ მოხდება დაპირისპირებები...
- ხო, ლუკა, ერთი აზრის იქნებიან და...
- უბრალოდ, იმსჯელებენ...მაგრამ, გივი, როგორ უნდა დადგინდეს, რამდენი ტიხარი იქნება საჭირო? ანუ, ხომ ხვდები, დროებით იმ საერთო ოთახმა ფუნქციონირება უნდა შეაჩეროს...
- გასაგებია, ლუკა, გასაგები...ვფიქრობ, თვითონ ხარ პროექტის შემდგენელი და საკუთარი, ერთგვარი ნორმა უნდა დააწესო...
- ანუ, გივი?
- თვითონ გადაწყვიტე, რამდენი ტიხარ ოთახი გექნება: ამას კი, რა თქმა უნდა, ციფრებით ვერ დაყოფ; როგორ მიხვდება მწერალი, ანდა მკითხველი - „1“-ით დანომრილ ტიხარ-ოთახში უნდა შევიდეს - „2“-ით, თუ ასე შემდეგ..?
- ხო, ვერც რიგობრივად დავყოფ მაშინ...
- კი, ლუკა, მაგრამ, ნახე, რიგობითობას - ხარისხობრივ-მნიშვნელობითად გამოყენებ...
- როგორ, გივი?
- აი, ზუსტად აქ გამოგადგება ყველაზე მეტად, თავში რაც აღვნიშნეთ - ჩვენი სამშობლოს - საქართველოს საყვარელი და მოსიყვარულე მამულისშვილების მოღვაწეობა: რა იყო მათთვის პირველ ადგილზე და უმთავრესად მნიშვნელოვანი...
- „მამული, ენა, სარწმუნიება“.
- ზუსტად, ლუკა...აი, ნახე უკვე პირველი ტიხარ-ოთახის რიგითობა და დასახელება წარმოაჩინე...
- ანუ, როგორ?
- „მამული, ენა, სარმწმუნოება“ - ანუ - „ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის“ - სიყვარული - ხარისხობრივად პირველი და მნიშვნელობითად - უმთავრესია...
- ანუ, გივი, პირველ ტიხარ-ოთახს დავაწერ: „I. „მამული, ენა, სარწმუნოება“ – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი““-ს?
- ვფიქრობ, ჩემო ლუკა, ასეც შეიძლება გააერთიანო: „I. ეროვნული სულიკვეთების ნაწარმოებები“ - ასეთი წარწერა ზემოთთქმულ ორივე ურთიერთმსგავს სულისკვეთებას მოიცავს და ამგვარადვე, როგორც მწერლისთვის, ისე მკითხველისთვის ნათელი იქნება...
- და, ანუ ამ სულისკვეთების მქონე კავშირი ამავე ტიხარ-ოთახში დამკვიდრდება, ხო, გივი?
- კი, ნამდვილად...
- და, სხვა სულისკვეთების მწერალი, ან მკითხველი რომ შევიდეს ამ ტიხარ-ოთახში..?
- კი, მაგრამ, რატომ..? თუ მათი მსგავსი გახდება, რა ჯობია, ხოლო, თუ შფოთის ასატეხად და ვინმესთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად შევა, გამოართმევ იმ ტიხარ-ოთახის გასაღებს და - მორჩა...
- ხო, ისე...და, ეს გასაღებები ჩემთან იქნება თავიდან, თუ..?
- რა თქმა უნდა, ლუკა...იმ, საერთო, დიდი ოთახის გასაღები ყველას დარჩება და ამ ცვლილებების შემდეგ, ვისაც ენდომება ახალ ტიხარ-ოთახში დამკვიდრება, გთხოვს შესაბამის გასაღებს და მისცემ...
- ხო, ესეც ადვილია, გივი...და, დანარჩენ ტიხარ-ოთახებს, რა დაერქმევა..?
- მანამდე, მოდი, ამ პირველის ერთი საკითხი განვიხილოთ. კარგი, ლუკა?
- კი, კი, გისმენ...
- აი, ვთქვათ, ამ პირველი ტიხარ-ოთახის: „I. ეროვნული სულიკვეთების ნაწარმოებები“-ს წევრი, საკუთარ თავს შესაბამისი სულისკვეთების მემკვიდრედ მიიჩნევს, მაგრამ, თუ მწერალია, ნაწარმოებებით, ან არ, ან ვერ აჩვენებს ამას და თუ მკითხველ-შემფასებელია, ისეთ აზრს გამოთქვამს, რაც ასევე ამ ტიხარ-ოთახის სულისკვეთებას არ შეესაბამება, მერე?
- ეს ხომ ვთქვით, უკვე, გივი, გასაღები ჩამოერთმევა...
- აარა, ლუკა, არა, სხვა რამეს გეკითხები...
- აბა..?
- ხომ შევადგინეთ ერთგვარი „წესდება“, რომ ამ, პირველ ტიხარ-ოთახში წარმოჩინდება და განიხილება ეროვნული სულისკვეთების ნაწარმოებები, ანუ, რაც მამულის, ენის და სარწმუნოების სიყვარულით - ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულზეა დაწერილი...
- კი, კი, გივი...
- ხოდა, აი, მაგალითად, თუ ერთ-ერთი  წევრი ჩათვლის, რომ, რახან ტიხარ-ოთახის „წესდებაში“ ღმერთია ნახსენები, შეუძლია თვითონ დაწეროს, რომ ღმერთი არ არსებობს, ან, როგორც თვითონ თვლის, ისე არსებობს...
- ღმერთმა დაიფაროს, გივი...
- ან, რახან სამშობლოა ნახსენები, შეუძლია დაწეროს, რომ - აღარაფერი ეშველება ჩვენს სამშობლოს - საქართველოს - ქართველ ხალხს...
- რას მეუბნები, გივი..?
- ან კიდევ, რახანაც ადამიანია ნახსენები, შეუძლია დაწეროს, რომ ზოგადად ადამიანში და მითუმეტეს ქართველში, სინათლის ნაპერწკალიც აღარაა დარჩენილი...
- კარგი რა, ახლა გივი, აქ მწერალზე და მკითხველ-შემფასებელზეა ლაპარაკი...
- სწორად შენიშნე, ჩემო ლუკა, იგივე ეხება მკითხველ-შემფასებელსაც...
- გასაგებია, გივი, გასაგები, ანუ უარყოფილი იქნება ყოველგვარი ნიჰილისტური მიდგომა...
- კი, ნამდვილად ლუკა...
- ასევე, ამ ტიხარ-ოთახის წევრ, რომელიმე მწერალს, თუ ნაწარმოებში შეეტყობა, რომ ეგოცენტრული და მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს შემოქმედებისადმი, ანუ მხოლოდ საკუთარი ნარციზიზმის მკვებავია...
- გასაგებია ესეც, გივი...
- და, ამავე ჭრილში განიხილება ყოველი მიკერძოებითი ქმედება ამ ტიხარ-ოთახში...
- მივხვდი, გივი, მივხვდი, ანუ ყველანაირად მიუღებელია ტიხარ-ოთახის სულისკვეთებასთან შეუსაბამო ნებისმიერი დამოკიდებულება, ნებსითაც და უნებლიეთაც...
- კი, კი, ზუსტად მასეა, ჩემო ლუკა...
- და, ასეთ შეკთხვევებში, როგორ უნდა მოვიქცე..?
- ვფიქრობ, ერთხელ უნდა აეხსსნას...
- აჰა, გასაგებია და შეუსაბამო ნაწარმოებიცა და შეფასებაც აღებულ იქნას, ხო, გივი?
- კი, კი, რა თქმა უნდა...ხოლო, თუ იგივეს გაიმეორებს...
- უკვე გასაღებიც ჩამოერთმევა...ესეც გასაგებია გივი და...შემდეგ ტიხარ-ოთახებს, რა შეიძლება დაერქვას?
- შენ, როგორ ფიქრობ, ლუკა?
- მე გივი, კი მივხვდი რაღაცას, მაგრამ...
- რა, მაგრამ, ლუკა..? მითხარი რა...
- სულაც რომ აღარ გადავტიხრო ის საერთო ოთახი და ამ გეგმაში მოყვანილ ტიხარ-ოთახის მსგავსად გარდავქმნა?
- უხ, შენ გენაცვალე-ე...
- უბრალოდ დავაწერ: „I. ეროვნული სულიკვეთების ნაწარმოებები“-ს და იქვე ამ „წესდებას“, რაც ახლა შევიმუშავეთ...
- ხო, ხოო, კიი, კი, ლუკა...
- და, ვისაც ექნება სურვილი, გინდ მწერალს, ან მკითხველს და შემფასებელს...
- მოვა, გთხოვს ახალ გასაღებს და მისცემ...
- კი. რა საინტერესოა, ვინ არ მოვა, ა, გივი?
- მთელი ის საერთო ოთახი მოვა, ღმერთით, ჩემო ლუკა, მთელი ის ოთახი, ახლა თუ არა, ან ვერა, მერე მაინც...
- კი, ღმერთით, მეც მასე მჯერა, გივი...

19.03.2019 წ.
__________________________________________________________  
„ერთი, საერთო მამა-ნათლიის შვილები“

- ბაბუ, ბაბუ, ჩვენო ტკბილო, წყალი მოგიტანე...
- ოო, ო, ჩვენო სხივო, შენ გენაცვალე...
- მოდი, ბაბუ, აქეთ ჩრდილია, ცოტა დაისვენე...
- კიი, კი, ახლავე, აი...
- უუჰ, როგორ გრილა აქ...აი, ბაბუ, გამომართვი...
- აარა, არა, ჯერ შენ, ბა...
- კარგი ბაბუ, ცოტას მოვსვამ, დავლიე წამოსვლამდე...აი, გამომართვი, გულს დაგიამებს...
- გული შენმა ყურადღებამ დამიამა, უფრო, ბა...რატომ არ გძინავს, ახლა ხომ შუადღეა?
- ეჰ, ბაბუ, ვერ დავიძინე...
- რატო, ბა?
- ფიქრები მიტრიალებს თავში...
- რა ფიქრები, ბა?..
- ვინ ვიყავით, ვინ ვართ და, ვინ უნდა ვიყოთ, ბაბუ...
- კარგი ფიქრებია, ბა, მაგრამ შემთხვევით, წყლის ნაცვლად ღვინო ხომ არ მოგიწრუპია, წამოსვლამდე?
- მჰჰ, არა ბაბუ, არა...
- ქართველები ვიყავით ბა, ქართველები ვართ და ქართველები უნდა ვიყოთ, მაგრამ...
- რა, რა მაგრამ, ბაბუ..?
- მარტო სახელად ქართველობა არ შეიძლება, ბა...
- აბა, ბაბუ?
- როგორებიც ჩვენი დიდებული წინაპრები იყვნენ...
- როგორები, როგორები იყვნენ, ბაბუ..?
- როგორები და...დამისხი ერთი ჭიქა კიდევ, ბა, შენს გახარებას, გადავაყოლო ეს ყელში მომდგარი სიხარულის გორგალი, თუ არა...
- ა, ბაბუ, დალიე, დალიე...
- უუჰ, გაგახარა ღმერთა...
- ღმერთმა შეგარგოს, ბაბუ...
- მტერი რომ შემოესეოდა ჩვენს საყვარელ სამშობლოს - საქართველოს, ჩვენი გმირი წინაპრები სიხარულითა და ცეკვა-თამაშით მიდიოდნენ საბრძოლველად...დააკვირდი, ბაბუკო, თუ გინდა,  ქართულ ცეკვას და წარმოიდგინე, მასე რომ დატრიალდებოდა მტრის გულში ათასი, ასი, ათი, ანდაც ერთ ქართველი ვაჟკაცი, რა სანახავი იქნებოდა...
- უუჰ, წარმომიდგენია, ბაბუა...
- ჯერ ხმლით და მშვილდ-ისრით გვებრძოდნენ, ვერ დაგვამარცხეს, მერე თოფზე და ზარბაზანზე გადავიდნენ, მაინც ვერ გვძლიეს, მერე იფიქრეს წიგნი, ფურცელი და კალამი დავუმალოთო, ვერც ამით მიაღწიეს საწადელს და მთლად გადაირივნენ, ქვემეხზე, ტანკზე და თვითფრინავზე გადავიდნენ და ა, კი ვართ მაინც დღემდე...
- მჰ...
- და, ამ ყველაფერს, რატომ ცდილობდნენ, იცი, ბა?
- ა-რა, ბაბუ...
- ღმერთი დაევიწყებინათ...
- ჰეჰ...
- რას გახდებოდნენ...
- ახლა, რაზე არიან, ბაბუა, გადასული?
- მჰჰ...კარგი შეკითხვაა, ბა...ახლა, თქვენზე არიან გადმოსული, ახალგაზრდებზე...
- ასეც მიგრძნობდა გული, ბაბუა...
- ოღონდ განახლებული ხერხებით გებრძვიან, ბა, ისეთით, აქამდე რომ არ მოუგონიათ...
- რითი, ბაბუა..?
- რადგან ქართველი კაცი გენეტიკურად მართლმორწმუნე და ღვთისმოყვარეა, მიხვდნენ, ღმერთს ვერ დაგვავიწყებდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს ისინი დაევიწყებინათ, ვისაც სწამდა და უყვარდა ღმერთი...
- ჩვენი დიდი წინაპრები, ხო, ბაბუ?
- კი, კი, ბა, თუნდაც თანამედროვე მოღვაწენი, რომლებსაც ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარული ამოძრავებთ...
- ხოო...
- თითქოს არც არსებობდნენ და არც არსებობენ ისეთ გარემოს ქმნიან, ბა...
- კიი...
- ამიტომ, ამ მოჩვენებითი რეალობის მსხვერპლნი არ უნდა გახდეთ, ბა, ის არ არის ჩვენი სინამდვილე, რასაც გვაჩვენებენ და გვასმენინებენ, უარყოფითი მუხტის მქონე ტელ...
- მეც მასე მჯერა, ბაბუა...
- თითქოს თქვენზე ზრუნავენ, ამ უმზაკვარესი გეგმის მოთავენი, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენს დედის მუცელში ჩასახვამდეც და ჩასახვიდანვეც პირზე სისხლმომდგარნი ლამობენ გაგანადგურ...უჰ, ეს რას გესაუბრები, ბა, იქნებ, შენთვის ადრეა ჯერ..?
- არა, არა, ბაბუ, პირიქით, კარგია, დროულია...
- ხო, ხო, არ ვიცი...
- ჩვენ ახალი გაერთიანება ჩამოვაყალიბეთ და გამოგვადგება...
- რა გაერთიანება, ბა?
- ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა ბაგა-ბაღებში, სკოლის მოსწავლეებმა სკოლებში, კოლეჯისა - კოლეჯებში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა - უნივერსიტეტებში, სემინარია-აკადემიებისა - სემინარია-აკადემიებში...
- რა, რა, ბა..?
- „ერთი, საერთო მამა-ნათლიის შვილები“...
- ასე ქვია თქვენს გაერთიანებას, ბა?
- კი, კი, ბაბუ, ყველას ჩვენი ერთი, საერთო მზრუნველი მამა-ნათლია გვაერთიანებს…რა თქმა უნდა, მარტო ნათლულები არა ვართ - მთელი ახალგაზრდობაა...
- როგორ გამახარე, ბა...
- სიტყვას ვამბობთ ყველა ღვთის წინაშე, რომ მთელი სიცოცლის მანძილზე არ გავეკარებით ნარკოტიკულ ნივთიერებებს, აზარტულ თამაშებს, გოგონები - აბორტს; არ ვიბილწმეტყველებთ, არ გავანაწყენებთ ღმერთს, ჩვენს ერთ, საერთო მამა-ნათლიას, მშობლებს, ოჯახის წევრებს, სულიერ მოძღვრებს, მასწავლებლებს, თანატოლებს, ირგვლივმყოფებს, ანუ გვეყვარება ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, უფრო მეტად ვიდრე გვმართებს და ყოველთვის ერთად ვიდგებით - ჩვენი საყვარელი სამშობლოს - საქართველოს - გამთლიანებისა და გაბრწყინების სადარაჯოზე.
- დეე-დაა, ეს, რა მესმის, ბა...წყალი დამისხი, თუ არა, ახლა ნამდვილად დამახრ...
- აი, აი...
- ...ეს..სიხარ...
- ...დალიე...
- ...გორგ...
- ...ბაბუ...
- ჰეე-ჰუუჰ...ისე, ბა, აწი თუ გინდა დღესვე მოვკვდე...
- რას ამბობ, ბაბუა, თქვენ ყველა სიკეთეს იმსახურებთ, ჩვენს მშობლებთან ერთად, იმდენი ტანჯვა გამოიარეთ, აუცილებლად უნდა იხილოთ გამთლიანებული და გაბრწყინებული საქართველო...
- მაგას იმ ქვეყნიდანაც კი ვიხილავ, ბა, მჯერა, მაგრამ, ისე, აქაც მინდოდა მომესწრო...
- ხო-და, ნახავთ ბაბუა, აქაც - ღმერთით, ცოტა გვაცალე, თანაც, ჩვენი გაერთიანების წევრები დღითი-დღე ვიზრდებით და თვითონ ეს გაერთიანებაც ფართოვდება, ჩვენი უსაყვარლესი, თბილი და მზრუნველი მამ-ნათლიის  მოღვაწეობით, რა თქმა უნდა, თავის მხრებში მდგომებთან ერთად...
- ღმერთმა ძალა მისცეს, ბა და არ მოგაკლოს მათი ყურადღება...
- ამინ, ბაბუა...ისე, შეკითხვა მაქვს ერთიც...
- უჰ, მზე გადასულა თითქმის...კი, კი, ბა, გისმენ...
- მეც მოგეხმარები, ბაბუ...
- ოჰ, არა, ბა, შენ დაიძინე, წადი, მალე მოვრჩები ღმერთით...რა გინდოდა გეკითხა?..
- მჰჰ...ხო, ხო, ვინ გვებრძვის, ბაბუ, ასე გამეტებით, ოდითგან მოყოლებული, დღემდე?
- ვინც ღმერთს ებრძვის და ყველა ღვთის ქმნილებას, მითუმეტეს, ყველაზე ძვირფასს, ადამიანს, ის, ბა...
- მეც მასე ვფიქრობდი, ბაბუ...
- მ-ჰ...
- ეს მხარე დარჩა, ხო..?
- რას შვები, ბა, დადევი მაგი თოხი...
- მჰჰ, არა, არა, ბაბუ, დაისვენე, გთხოვ, მე მინდა, რომ დავამთავრო, თან მამამ და დედამაც გვთხოვეს, მოეხმარეთ ჩვენს ჩამოსვლამდეო...
- რას მელაპარაკები, ბა, ბებიამ გინდა უვახშმოთ დამტოვოს ამ საღამოს..?
- ხჰააჰხ, მასე რომ თქვი, შეიძლება მაგის გამო მართლა დაგტოვოს, ბაბუ, ხო იცი, როგორ უყვარხარ?..
- კიი, ბა, თქვენს ჩამოსვლამდე კი ვუყვარვარ, მაგრამ მერე, სანამ ქალაქში დაბრუნდებით...
- ვუი, აქეთ მოდის ჩვენი ბებუკო, ეტყობა...
- ხოო, ინერვიულა, რომ არ გაგიშვი...
- მჰჰ...
24.03.2019 წ.
__________________________________________________________ 
გასაუბრება უცნაურ საინფორმაციო-სამაუწყებლოში ასაყვანად

- ვა, ვანო, შენც აქა ხარ?
- შენც, გივი?
- ხო იცი, სულ მაინტერესებს ასეთი გასაუბრებები...
- კიი, მეც...
- ჰეჰ, ერთი სული მაქვს, როდის შევალ...
- შენც შენიშნე, არა?
- ხოო, კაცო, რა აცინებს ამ ხალხს გამოსვლისას, ვერ გამიგია...
- მეეც...არა-და, საინფორმაციო-სამაუწყებლოსთვის ეძებენ კადრებს...
- ა-ბაა...
- ვნახოთ, ვნახთო...
- დაველოდოთ...
,
- მოგესალმებით.
- გამარჯობა..?
- რა აქ იმყოფებით, ესე იგი, გაქვთ სურვილი იყოთ საინფორმაციო მაუწყებლის წამყვანი.
- დიახ..?
- კარგით. ჩაიწერეთ მონაცემები და ხუთი წუთი გექნებათ საპასუხოდ, ან თანხმობა, ან უარი...
- კარგი..?
- მაშ ასე, ჩვენს საინფორმაციო-სამაუწყებლოში დასამკვიდრებლად, მოგეთხოვებათ შემდეგი:
I. არ გვაინტერესებს, გწამთ, თუ არა ღმერთის, მთავარია, არ წარმოჩინდეთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი.
II. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგეტყოთ, რომ გიყვართ თქვენი სამშობლო - საქართველო, ანუ გული შეგტკივათ თითოეულ თანამოქალაქაზე, გინდ საზღვრებს შიგნით, გინდაც - გარეთ.
III. ლაპარაკისას უნდა გამოიყენოთ, რაც შეიძლება ბევრი ბარბარიზმი, თითოეულ მათგანზე ბონუსი დაგერიცხებათ და უბრო მეტიც, თუ ახალს მოიფიქრებთ ექსპრომტად, ეს ბონუსი გაოთხმაგდება.
IV. გვაქვს ასევე, ახალი, განსაკუთრებული აქცია, თუ იბილწმეტყველებთ, თანაც ისე, თავისთვის კი არა, არამედ სხვებს თუ მიაყენებთ შეურაცხყოფას, თან ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არა მხოლოდ, არამედ ამ მოქალაქეების წარმომადგენლებსაც, ასევე თუ დასცინებთ და ცინიკურად მოიხსენიებთ იმ უმთავრეს ღირებულებებს, რამაც დღემდე მოგიყვანათ, ან სულაც რაიმე ახალს მოიფიქრებთ უფრო საშინელს (რაც საეჭვოა შეძლოთ), თვიური ხელფასიც გაგიოთხმაგდებათ და წინდაწინვე გამშვიდებთ, კანონი ვერ შეგეხებათ, რადგან ეს კანონი მაშინ კი არ მოქმედებს, როცა უმცირესობა ასე ვექცევით უმრავლესობას, როგორც ზემოთ გასწავლეთ და ქვემოთ მოგახსენებთ კიდევ, არამედ მაშინ, როცა უმრავლესობა ცდილობს გაიგოს უმცირესობისაგან, ჩვენგან, როგორ გვჯერა ისევ და ისევ, განსაკუთრებულად ბოლო ორი ათეული საუკუნე - ჩვენი მზაკვრული გეგმების ასრულების?
V. მხოლოდ და მხოლოდ მოიძიებთ და გადასცემთ ცრუ, უარყოფით, განმხრწნელ და დამთრგუნველ ინფორმაციას, თნაც უბრალოდ ასეთს კი არა მხოლოდ, არამედ, როცა დაასრულებთ, ხალხს უნდა ეგონოს, რომ კუპრივით შავი ღრუბელია ჩამოწოლილი ცაზე და საშინელი გრიგალი უახლოვდება, თან ალბათ ხვდებით, რომ ამინდის პროგნოზს არ ვგულისხმობთ.
VI. მთავარია, გეტყობოდეთ მაღალფარდოვნება, დამაჯერებლობა და სერიოზულობა, თორემ განათლება სულაც არ მოგეთხოვებათ, ნაკითხობა სრულებით გვაკმაყოფილებს, ნუ, სწრაფსწრაფად რომ იკითხოთ ჩვენი შედგენილი ტექსტები, ამას ვგულისხმობთ, ამ ყველაფერშიც შესაბამისი, მძაფრი მუსიკა დაგეხმარებათ.
სულ ეს არის, ნუ, ჯერ-ჯერობით. იფიქრეთ და პასუხი დააფიქსირეთ დროულად, გამოსაკითხები გველოდებიან, გეგმაა ჩასაბარებელი.
,
- ეუჰ, როგორც იქნა. რას შვები, გივი, ამდენი ხანი?
- აი, გელაპარაკები, ვანო, სპეციალურად გავჩერდი ბოლომდე, ნამდვილად არ მეგონა, თუ გავუძლებდი, სიცილს კი არა, გადაფიჩინებას ძლივს ვიკავებდი...
- რა ხდება, ასეთი, გამაგებინე, სანამ ჩემი რიგი მოვ...ა, შეხედე, ესეც ხარახრით გამოდის...
- რა ხდება და, შედიხარ ოთახში, არავინაა და უცებ გესმის ხმა...
- რას ამბობ, კაცო..?
- თანაც, როგორი ხმა, იცი? აი, ქართული ასო-ბგერები კია, მაგრამ, აშკარად რომ ეტყობა, ქართველის ჩაწერილი არაა...
- აა, ა, ვიცი, ეს ახალი პროგრამაა, სხვა ენით ეტყვი და ლაპარაკობს მითითებულ ანბანზე...
- ხო, ხო, თან ისეთები მელაპარაკა, მაგას ქართველი მთელი თავისი დღე და მოსწრება, არც გაიფიქრებს...
- რააო, ასეთი, კი-მაგრ...ა, შეხედე, ესენიც ხითხითებენ...ნწ, როდის შევალ, რა...
- რათ გინდა, ვანო, გეტყვი, რაც ჩავიწერე, მარტო მე გავჩერდი ბოლომდე და...
- კარგი, კარგი, მითხარი, აბა..?
,
- ჰა-ჰა...
- ხჰაჰხ-ხჰაჰხ-ხჰაჰხ...
- ჰახ-ჰახ-ჰახ...
- არა, ასეთი, ნამდვილად ვერ წარმომედგინაჰხ-ხჰაჰხ-ხჰაჰხ...
- უუუჰ...ა-ბაა, ესე იგი, ჩვენ - ქართველები, გენეტიკურად რომ მართლმორწმუნე და ღვთისმოყვარე ერი ვართ და...
- ...თანაც ეს ყველაფერი - ქართველობასთან რომ ასოცირდება...
- ...კი არა და, იგივეა, უნდათ ახლა წარმოგვაჩინონ, თითქოს, როგორ...
- ...გადასხვაფერებულები ვართ და...
- ...ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულისთვის თავდადებული უამრავი წმინდანი გმირი...
- ...ტყუილად გვყავდა, გვყავს და...
- ...გვეყოლება...
- საოცარია, რა, როგორ მოუვიდათ აზრათ, რომ ამ მახეზე წამოგვაგებდნენ...
- ა, შეხედე, შეხედე, გამომსვლელები ცუდად არიან ხარხარისგან...
- თან, ნახე, ნახე, რაღაცა მკრთალი კვამლი გამოიდს იმ ოთხაიდან...
- ვკითხოთ, ვკითხოთ, ბოლოს გამოვიდა...
- რა ხდება, მეგობარო, ის კვამლი, რატოა?
- ააჰხ-ხჰახ-ხჰახ, ამდენ ხარხარს ვეღარ გაუძლო იმ პროგრამამ და გადაიწვაააჰხ-ხჰაჰხ-ხჰა...
- ეეჰ, ჩემი წილი ხათხათი დააკლმდა მაინც და მაინც, რა...
- კარგი, ვანო, ახლა, ნუ დაგწყდება გული, ხომ მოგიყევი ყველაფერი, მაინც...
- უუჰ, ერთი მაგი თქვი...ყოჩაღ ისე, მე ერთ წამსაც ვერ გავჩერდებოდი, იმის ჩამოთვლას რომ დაიწყებდაააჰხ-ხჰააჰხ-ხჰაჰხ...
- მჰჰ, ა-ბაა, მეც მიკვირს, როგორ გავჩერდი...

15.04.2019 წ.
__________________________________________________________ 
დედა ენავ, ჩვენო დედიკო, მუდამ დაგიცავთ.

- შოთა, შოთა...
- ხო, შალვა..?
- გაქვს დრო?
- კი. რა ხდება, ხო მშვიდობაა..?
- კიი, კი. შენი ნაწერი წავიკითხე ამასწინად და გასაუბრება მინდოდა...
- რომელი, შალვა?
- რომელი და, აი - საბეჭდ კლავიშებზე...
- კარგად წაგიკითხავს, გეტყობა, საბეჭდიო რომ თქვი და არა - საწერი...
- ხოო, მაგრამ, შოთა, ეს ხომ ჩვენი რეალობაა, განვითარებამ მოიტანა; ამას, როგორ შეაჩერებ, ან, წინ ხომ ვერ გადაუდგები..?
- მართალი ხარ, შალვა, მაგრამ, ასეთი რომ არაფერო დამიწერია? თანაც, კიდევ ახალი იდეა მომაფიქრდა...
- რა იდეა, შოთა?
- იმ, წინაში წერია, რომ ეს - საბეჭდი კლავიშები ძლიერ აქვეითებს კალმით წერის კულტურას...
- კი-კი-კი, შოთა. მერე?
- ...და მოყვანილი მაგალითებიც აჩვენებენ, ერთი ბავშვი, ან მოზარდი, დღის განმავლობაში, პროცენტულად, რა რაოდნების ტექსტს ბეჭდავს ამ - საბეჭდ კლავიშებით და რამდენს წერს - კალმით...
- აუჰ, კი, რამხელა სხვაობაა. ამდენი მბეჭდავი და საბეჭდი საშუალება რომ ყოფილიყო ადრე, ახლა უამრავი გამოცემა გვექნებოდა, ჩვენი დიდი წინაპრების შედევრებისა...
- აი, აი, შალვა, ყოჩაღ, თვითონ მიაგენი ჩემს სათქმელს...
- რას, შოთა..?
- ზუსტად ამაზეა ეს ახალი იდეა...
- ანუ..?
- ვიცით, როგორი უმდიდრესი და უძვირფასესი ბიბლიოთეკები გვაქვს, რა მათში დაცულია ყველაზე ძვირადღირებული, უფრო სწორად კი - შეუფასებელი განძი ჩვენი ერისა...აი, რომ წარმოვიდგინოთ დიიდი სკივრი, რომელშიც იმდენი სხვა და სხვა ზომის ძვირფასი თვალია, რამდენ ასო-ბგერას, წერტილ-მძიმესა და თუნდაც უბრალოდ გავლებულ ხაზსაც შეიცავს, ეს, ჩვენი დიდი წინაპრების ხელით შედგენილი და გულით ჩვენთვის გადმოცემული, მრავალი საუკუნის შემოქმედება...
- წარმოვიდგინე...
- და, მართალია, ზოგი მათგანი უკვე, თანამედროვე შესაძლებლობების გამოყენებით - ელექტროფიცირებულია, რაც, რა თქმა უნდა კარგია, რადგან ადვილად ხელმისაწვდომს ხდის კონკრეტულ მასალას და თავად დედანსაც იცავს ზედმეტი დაზიანებისაგან, მაგრამ, ამით, ხომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ, შალვა, ა?
- არა, შოთა...
- ვთქვათ, გვაქვს ყველა დედანის ელექტრონული ფორმა, მაგრამ, რა, განა აწყენს ამოდენა განძს, მიემატოს კიდევ ერთი, ან რამდენიმე, ჯერ გადაწერილი და შემდეგ კი - გადაბეჭდილი ასლი?
- აარა, მაგ...
- რა, ადგილი არ მოიძებნება მათ შესანახად, თუ..? თუ, გგვგონია, რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდება ყველა მათგანის ჯერ გადაწერას და შემდეგ კი გადაბეჭდვას?
- აბა, როგორ, შოთა..?
- აი, როგორ და, ნახე, შალვა: ყველა ნაშრომის ჯამი, გაიყოფა ჩვენს სამშობლო - საქართველოში არსებულ სასწავლო დაწესებულებების რაოდენობაზე და შემდეგ, თვითონ ეს განაყოფიც გაიყოფა კიდევ მოსწავლეთა რიცხვზე...წარმოიდგინე, შალვა..?
- კი...კი, შოთა. მერე..?
- მერე, თან ასე უბრალოდ კი არა, არამედ თითოეული მოსწავლის ასაკის, ანუ სასწავლო კლასის გათვალისწინებით...
- წარმოვიდგინე ესეც...
- შემდეგ, კვირაში გამოყოიფა რამდენიმე საათი - „გადაწერის გაკვეთილისთვის“ - რომელზეც მოსწავლეები გადაწერენ თავიანთ წილ მასალას...
- დეე-დააა...
- მერე, რა გამოვა ამისგან, შალვა?
- რა და, პირველ რიგში, დაწყებითის მოსწავლეები დედა ენასა და წერას ისწავლიან  და არა უცხო ენასა და ბეჭდვას...
- ხოო, თანაც იმ ნაშრომებთან შეხებით, როგორი ეროვნული ღირებულებები ჩამოუყალიბდებათ...
- მართალი ხარ, შოთა, თან ქართულად წერა-კითხვას ისწავლიან კარგად, თან ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს...
- ხო, თავიდანვე, შალვა...უფროს კლასელებსაც თავიანთი ასაკის შესაბამისი მასალა ექნებათ გადასაწერად და უფრო მეტად გაიღრმავებენ ამ სიყვარულს...
- რამხელა ცოდნას შეიძენენ...
- მჯერა, შალვა, ასეთ შემთხვევაში ძალიან ცოტა დრო დასჭირდება ყველა ნაშრომის გადაწერას...
- კი, მეც მასე ვფიქრობ, შოთა...
- ახლა, გადაბეჭდვაზე ვთქვათ...
- კი-კი, გისმენ...
- ყველა - საბეჭდკლავიშებიანი მოწყბილობა დაურიგდება ჩვენს ბიბლიოთეკებს, სადაც ცალ-ცალკე შეიქმნება - „სასტამბო ოთახები“;  აი, უპირველესად, საგანმანათლებლო მნიშვნელობით, თითოეულ ოთახისთვის შეირჩევა კონკრეტული მიმართულება, ანუ შემუშავდება გეგმა, თუ, რა მასალების შეჯგუფება, დამუშავება და გადაბეჭდვა მოუწევთ იქ მისულ მოხალისეებს...
- ხოო, შოთა, მარტო ძველ ჟურნალ-გაზეთებში - თერგდალეულებიდან მოყოლებული - წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით გაგრძელებული, როგორი დიდებული, აღმზრდელობითი და სწავლა-განმანათლებლობითი მასალებია თავმოყრილი, თუნდაც მხოლოდ მაგათი დამუშავება და ერთ დიდ კრებულად გადაბეჭდვა, რამხელა საქმეა და ეს კრებული, როგორ ძლიერ დაეხმარება ჩვენს თაობებს ჩამოყალიბდნენ ნამდვილ მამულიშვილებათ...
- თუნდაც განათლების სისტემას, რა ძლიერ შეეხიდება...
- არა მარტო, შოთა...იქ და ზოგადადად, მთელს დანატოვარში ხომ - ყველა მნიშვნელოვან საკითხზეა პასუხი გაცემული...
- ხო-და, აი ზუსტად, ამაზე გეუბნებოდი შალვა, როცა დაწყებით კლასს გადაცილებული მოსწავლეები ჩათვლიან, რომ უკვე გაწაფული აქვთ ხელი ქართულად წერაში და დროა უკვე მათთვის, გაეცნონ თანამედროვე ბეჭდვის საშუალებებს - საბეჭდკლავიშებიან - მოწყობილობებს, მივლენ მოხალისეებად იმ - „სტამბა ოთახებში“ - და, როგორც გადაწერით ემსახურებოდნენ თავიანთი სამშობლოს კეთილდღეობას, იგივე საქმიანობას გააგრძელებენ - ოღონდ უკვე - გადაბეჭდვითაც...
- ხოო, შოთა...
- თან, ხომ იცი, შალვა, რა უცებ აითვისებენ...
- მჰჰ...კი, კიი და, თანაც თანამედროვე მოწყობილობების დახმარებით, რა სწრაფი ტემპით იმუშავებენ...მაგრამ...
- რა, შალვა?
- თუ ყველა - საბეჭდკლავიშებიანი მოწყობილობა ბიბლიოთეკებს გადაეცემა...აი, მაგალითად, ვგულისხმობ თანამედროვე მობილურ ტელეფონებს, რომლებზეც საერთოდაც უკვე, ეგრეთ წოდებული - სენსორული კლავიშებია...
- მიივხვდი, მივხვდი, შალვა, ანუ, მაშინ კომუნიკაცია, როგორი მობილური საშუალებებით უნდა დამყარდეს, ხო?
- აი, კი, ეს მაინტერესებს...
- მარტივია პასუხი. ისეთით, რომლის კლავიშებზე, გინადც ჩვეულებრივზე და, თუნდაც სენსორულზე, მხოლოდ ციფრები იქნება გამოსახული და არა ასო-ბგერები...
- ანუ მხოლოდ ნომრის აკრება შეეძლება ხომ, მომხმარებელს..?
- კი, ნამდვილად...
- და, მაშინ, წერილის გაგზავნა თუ მოუნდა, ნუ - ელექტრონულად..?
- ესეც კარგი შეკითხვაა, მაგრამ, აი, ნახე, ჩვენ, მართალია, შალვა, მობილურ ტელოფონს ასო-ბგერები ჩამოვაშორეთ, მაგრამ ფოტო-სურათის გადაღების ფუნქცია ხომ არ წაგვირთმევვია?
- არა..? ანუ..?
- ანუ, წერილის გაგზავნის მსურველი, როგორც წესი, აიღებს ფურცელს, მოიმარჯვებს კალამს, დაწერს წერილს...
- და, ბოდიში ხუმრობისთვის და, როგორც შუა საუკუნეებში, მტრედს შემოახვევს გულ-მკერდზე და ისე გააგზავნის, თუ ერთი საუკუნით უკან გადავარდება და ფაიტონს გაატანს?
- მჰჰ, რის ბოდიში...არა, არა შალვა...
- აბა?
- ამ წერილს, მობილური ტელეფონის ფოტო აპარატის საშუალებით გადაუღებს სურათს და ამგვარი ფორმით გაუგზავნის ადრესატს, ისევ ელექტრონულად...
- დეეე-დაააა....
- მჰჰ...
- ხო არ ხუმრობ, შოთა?
- არა, არა, შალვა, რას ამბობ...
- ხოო...არა, ვიცი...თან, როგორ განიტვირთება წერილობითი ურთიერთობა ყოველგვარი ზედმეტობისგან...
- ხო, ხო, მარტო ის სიმბოლოები რომ მოაკლდება, რად ღირს...
- ა-ბაა, შოთა, იეროგლიფურ სისტემაზეა თითქმის გადასული ეს სიმბოლოების გამოყენებით ბეჭდვის ტენდენცია...
- კი, კი, ხო, შალვა...
- სიმბოლოები, ბოლო-ბოლო, შეგიძლია გამოიყენო, აი, არც მაფიქრდება, რა შემთხვევაში...
- ნუუ, ალბათ, თუ ერთ ენაზე არ საუბრობთ და გენდომება ემოცია რაიმე სიმბოლოთი გადასცე, აიღებ ისევ ფურცელს, ფანქარს, ან ფუნჯს და დაუხატავ რამეს, შემდეგ ამ ნახატს გადაუღებ ფოტო-სურათს და ასე გაუგზავნი...
- ხოო, კი, თუნდაც, შოთა...დაა...
- გისმენ შალვა..?
- მხოლოდ გადაწერაზე და გადაბეჭდვაზე ვსაუბრობთ და, ახალიც ხომ უნდა შეიქმნას?
- ახალი იქმნება კიდეც, შალვა, მაგრამ, აი, ვისგან შექმნილია ნამდვილად ღირებული, ესაა საკითხავი...
- ვისგან..?
- ვისაც, ჯერ გაცნობიერებული აქვს იმ შემოქმედებით განძის უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ერისთვის, შემდეგ  გადაკითხული და გადამუშავებული იქ არსებული მასალების სრული თუ არა, დიდი ნაწილი, მაინც...
- და ვინც მთზე დაყრდნობით ქმნის ახალს, ხო, შოთა...
- ნამდვილად, შალვა...
- და...ამ იდეის ხორცშესხმა, როდის უნდა დაიწყოს?
- იცი რაა, შალვა? ეს ერთი ძაალიან პატარა იდეა, არაფერია იმ უდიადეს იდესთან შედარებით, რომლის ხორცშესხმაც დიდი ხანია უკვე დაწყებულია, რომელშიც თითოელი ქართველი იღებს მონაწილეობას და რომელსაც - ღმერთით, ამა წლის 12 მაისს სული ედგმება...
- კიი, კი, მეც ვიცი ამ სამარადისო პროექტის შესახებ, შოთა...
- ამიტომ, რა ეს პროექტია თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი, სჯობს მას მივუძღვნათ მთელი ჩვენი სული, გონება და გული და რა სურვილიც იმ პატარა იდეაში გამოვთქვით, ზუსტად იგივენაირად თუ არა, მაინც ხომ აგვისრულდება - ღმერთით...
- კი, კი, ღმერთით, ბევრად უკეთესადაც, შოთა...
- კი, ხო, ხო, შალვა...

18.04.2019 წ.
__________________________________________________________  
გიორგის უმცროსი ძმა, ახმედი

- გიორგი, გიორგი...
- დიახ..?
- მე ახმედი ვარ...
- გაგიმარჯოს, ახმედ...
- სულ გამარჯვება, გიორგი...
- გისმენ?..
- აუცილებლად უნდა გითხრა, ვერ მოვისვენებ...
- კი-კი. ხო მშვიდობაა?
- აი, ზუსტად ამაზე მსურს...
- მოდი, აქ დავსხდეთ...
- კარგი...აი, ერთმანეთს გადაგგვკიდონ გვიპირენ, გიორგი...
- რას ამბობ, ახმედ, ვინ..?
- ჩვენი საერთო მტერი - მზაკვრული იდეა...
- რა იდეა, ახმედ?..
- რა და...აი, შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ, გიორგი...მე რომ დავიბადე, აქ, ამ მიწაზე, შენ ძალიან დიდი ხნის დაბადებული იყავი...უბრალოდ, მაშინ დრო იყო ისეთი...და მას შემდეგ, ერთად მოვდივართ...შენ მუდამ უფროსი ძმა ხარ და მე უმცროსი...
- კარგი, რა, ახმედ, უფროსი, როგორ ვარ, შუბლზე რამდენი ნაოჭი გაქვს...
- შენ კი, როგორი გადატკეცილი...ეეჰ, არ იცი, როგორ ვდარდობ, ახმედად დაბადებული გიორგი რომ არ ვხდები...
- ახმედ...
- თორემ, გიორგი რომ გავხდე, მეც მასეთი შუბლი მექნება...
- შენ შემოგევლე, ახმედ, მაგ ნაოჭებში, შენ არ იდარდო, ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება...
- აი, ამის სათქმელად მოვედი, მეც, ჩემო გიორგი, ახლა რომ სახლში მიხვალ, მისაღებ ოთახიდან მოგესმება, იმ, ჩვენი საერთო მტრის გამოგზავნილი ხმები, ყოველ საათში რომ იტყუებიან, ახმედი გიორგის მტერია და, ან გიორგი ახმედს მტრად თვლისო...
- მჰ...
- არ დაიჯერო, გიორგი. ხომ არ დაიჯერებ, ა?
- მჰჰ...მაგ ხმების, ვის სჯერა, ჩემო ძმაო, ახმედ, ყოველ საათში კი არა, ყოველ წამს რომ მაძახონ, ახმედი შენი მტერია, ან-და, შენ ახმედი არ გიყვარსო, დავუჯერებ კი არა, არც კი მოვუსმსენ...
- შენ გაგახარებს ღმერთი, გიორგი...
- ღმერთით, შენთან ერთად, აუცილებლად, ჩემო ახმედ...
- და აი მათ კი, ვინც ჩემი სახელით ცუდ საქმეებს აკეთებს, მე მოვუვლი გიორგი, შენ არ ჩაერიო, ისევლე ცრუ ხმებს დაგვიყრიან, სხვებს შეაცდენენ...
- მაგათ, ისედაც ცოტა დრო დარჩათ, ხვდებიან, რომ ვერა და ვერ გადაგგვკიდებენ ერთმანეთს...
- კი-კი, კი, მაგრამ, მაინც...
- ზღვისპირა საზღვრის მიმტაცებლები რომ ჩემულობენ, ჩვენი ძმაა ახმედიო?
- ხხეეჰხ...მაგათ, კააარგი ცისფერი ცა როცა იქნება, თეთროორთქლიანი აეროპლანით, დიიიდი, ჩვენი მამა-პაპური, ქართული ასოებით დავუწერო ვაპირებ:
„მე, ახმედი ვარ, გიორგის უმცროსი ძმა და ტრაპიზონს ჩათვლით, სხვა ძმა არა მყავს.“

25.04.2019 წ.
__________________________________________________________ 
ახალგაზრდობის საერთო მიზანი

- კარგი, კარგი, წავედი ახლა, თინა, მე...
- მოიცა, ლელა რა, გაჩერდი, რა დროსაა...
- არა, არა, გივიკოც დაბრუნდება სკოლიდან, საჭმელს გავუთბობ, თან თქვენი ლაშუკაც მოვა, სადაცაა...
- უჰ, მერე რაა...
- ისე, მეკითხა მინდოდა, თინა. ამ ბოლო დროს, ლაშუკას, ხომ არ ატყობ რაიმეს?
- დე-დაა, მეც ეს მაინტერესებდა გივიკოზე, ლელა...
- რას ამბობ, თინა, შენც შეამჩნიე?
- რა მიხვერდრა მაგას უნდა...
- ა-ბაა...ამას წინათ, ისე ჩავეკითხე გივიკოს და მითხრა, ჩვენ ერთი, საერთო მიზანი გვაერთიანებსო...
- ჰეჰ...მეც, მეც...რას აკეთებ, დე, ლაშიკო-მეთქი და ასე მიპასუხა, მე მარტო არა, დე, მთელი ახალგაზრდობა ერთად ვმუშაობთო...
- რა არის ასეთი, თინა, ნეტავ, ა?
- ცუდი რომ არ არის, ამაში დარწმუნებული კი ვარ, ლელა...
- ხოო, მეც...
- ადრე ლაშიკო, ოცდაოთხი საათი კომპიუტერთან იჯდა და რაღაცეებს თამაშობდა, თვალები ამოღამებული ჰქონდა, თითქოს რეალურ სამყაროს მოწყვეტილიყო და აგრესიულობა?..
- მასე არ იყო, ჩემი გივიკოც, თინა? ვეხვეწებოდი, გადი დედიკო გარეთ, დაისვენე-მეთქი და, მოხურავდა ოთახის კარს და იყო ისე...
- მადლობა უფალს, ახლა როგორც გამოიცვალნენ...გარეთაც გადიან...სახეებიც, როგორი განათებული აქვთ..?
- ნამდვილად, მადლობა უფალს, თინა...ყოველ დღე, ერთი საათით სუფთა ჰაერზე იკრიბებიან...
- კი, ხო, ლაშუკამ მითხრა, მთელი ახალგაზრდობა იქააო, თან ვისვენებთ და თანაც ვსაუბრობთ ამ ჩვენს საერთი საქმიანობაზეო..
- რაა, მაინც, თინა, შენ, როგორ ფიქრობ, ა?
- როგორც შევნიშნე, ჩემო ლელა, ჩვენი ბიბლიოთეკების არქივში დაცულ ჟურნალ-გაზეთებს ამუშავებენ...
- რას ამბობ, თინა, რომელს..?
- აი, „თერგდალეულები“-დან დაწყებული, ოღონდ არ ვიცი, სანამდე...
- მაქაა დაცული მთელი ჩვენი სიმდიდრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი...
- კი, ნამდვილად, ლელა...
- დე-და, როგორ გამახარე, თინა...
- მეც მიხარია, ლელა, მაგრამ...
- რა, თინა?
- რაიმე არ დაუშავონ, მეშინია, ხანდახან...
- რას ჰქვია, თინა, რა უნდა დაუშავონ? დღეს ის დრო აღარ არის, თოფი და ზარბაზანი ესროლონ ამ ჩვენს ახალგაზრდობას...
- კი, მაგრამ...
- ან-და, თოფზე და ზარბაზანზე უფრო საშინლეს არ ესვრიან, ყოველ საათში და წამშიც? იცი, რასაც ვგულისხმობ...
- ხოო, კი, ლელა...
- ხოდა, ამისთანა მზაკვრულ სიცილ-ხარხარიან და არაეროვნულ ფერებით ჩაბნელებულ შეტევას, რით გაუწევს ჩვენი ახალგაზრდობა წინააღმდეგობას, თუ არა...აი, კაკუნია, ლაშუკოც მოვიდა, მგონი...
- ხო, ლელა, ალბათ გივიკოც თან ახლავს...
- კიი...უჰ, გამიგრძელდა საუბარი...
- არა, რას ამბობ, ლე...
- დეე-დაა, დეე-და, დე...
- ...დიი-კოო...
- რა ხდება, შვილებო?..
- ...ხომ მშვიოდბაა?..
- სიურპრიზი გვააქვს...
- ...მოემზადეეთ...
- მჰჰ...ეს, რა წიგნებია?
- ამ სისქეები, როგორ ზიდეთ?
- ზუსტად ესაა ჩვენი სიურპრიზიიც...უთხარი, ლაშიკო, შენ...
- არა, შენ, რა, გივიკო, გთხოვ...
- აღარ გვეტყვით, ახლა?
- მჰჰ...
- კარგი, კარგი...ეს წიგნებია, ჩვენი, მთელი ახალაგაზრდობის ერთობლივი მუშაობის პირველი შედეგი...
- რაო? მერე?
- რაზეა ეს წიგნები?
- ჩვენს უმდიდრეს ბიბლიოთეკებში მოვიძიეთ ქართული ჟურნალ-გაზეთები, „თერგდალეულები“-დან მოყოლებული, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“-ს ჩათვლით და დავამუშავეთ...
- რას ამბობობთ? ყოჩაღ...
- და, მერე-და, როგორ?
- როგორ და, ჯერ შევადგინეთ საერთო სარჩევი, ამ ჟურნალ-გაზეთების სახელწოდებების, გამოშვების წლებისა და გამოცემული ნომრების მიხედვით...
- მერე?
- მარტო ეს გამოვიდა ერთი დიდი წიგნი...
- მჰჰ-ჰ...
- მერე შევქმენით კომისიები - ჯგუფ-ჯგუფად...
- ანუ?
- აი, ერთი ჯგუფი, მთელ ამ სარჩევის გამოყენებით, შესაბამის ჟურნალ-გაზეთებიდან ამოკრებდა მხოლოდ იმ მასალებს, რაც ბავშვების აღზრდასა და განათლებას ეხება...
- დეე-დაა...
- შემდეგი ჯგუფი, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ისტორიისას...
- ზოგიც მსოფლიო ისტორიისას...
- კი. ზოგიც საბანკო სისტემისას...
- ზოგიც სამართლისას...
- ზოგიც კიდევ, იმ წლებში მომხდარ საშინაო ამბებს...
- ზოგიც საგარეოს და...
- ყველა ეს მონაცემი, ცალ-ცალკე შეიკვრეობდა წიგნებად?
- კიი, დე, აი, გამზადებულია ყველა მათგანი...
- დეე-დაა, თქვენ გენაცვალოთ ჩვენი სიცოცხლე...
- დღეიდანვე კი ვიწყებთ ახალ თემაზე მუშაობას...
- რა თემაზე?
- ეს, ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შექმნილი და დანატოვარი, ეროვნული ღირებულებებით სავსე ნამუშევრები, განათლების სისტემაში გვინდა დავნერგოთ - სრულად, არაფრის გამოკლებით...
- არა მარტო თქვენ და ჩვენ, არამედ ჩვენი მომავალი თაობაც, ამ ეროვნული ღირებულებების შესისხლხორცებით უნდა გაიზარდოს და მერე...
- მოდი, გივიკო, აქ ვჭამოთ უცებ და დავიწყოთ...
- კი, კი, ლაშუ, ახლავე, ახლავე...

04.05.2019 წ.
__________________________________________________________ 
ბებუკო, გივიკო და ელენიკო

- ბებო, ბებუკო, გცალია?
- აბა არა, ჩემო მერცხალო? შენთვის ყოველთვის მცალია...
- რა კარ-გიააა...
- გისმენ, ცემო პატარა ელენიკო...
- მჰი, ჩემო დიდო ელენე ბებუკა, გივიკოს ვუყვარვარ თურმე და არ ვიცი, როგორ მოვიქცე...
- დეეე-დაა. რომელ გივიკოს, ჩვენს მეზობელს?
- კი, ბებუკა...
- მჰ...როგორ უნდა მოიქცე და...
- აი, მაგალითად, თქვენს დროს, როგორ იქცეოდით?
- ჩვენი დრო, სხვა იყო, ახლა სხვა დროა, მაგრ...
- კი, მაგრამ გოგოცა და ბიჭიც, ხომ დღესაც იგივეა, ბე...
- აი, აი, ზუსტად ამის თქმა მინდოდა, ბებუკო, უბრალოდ დროა სხვადასხვა, თორემ ბიჭიცა და გოგოც ისე უნდა მოიქცნენ, როგორც შეეფერებათ...
- რა საინტერესოააა...მაინც, როგორ, ბებუკა?
- მჰ, მაგალითად, ამას წინად, ერთ გადაცემას ვუყურებდი, ნუ, მართალია, ჯერ შენთვის ძალიან ადრეა ასეთი გადაცემები, მაგრამ ჩემი აზრით, არაუშავს, თუ ერთ, პატარა მონაკვეთს მოგიყვები...
- მომიყევი, ბებუკო, რაა...
- ნუუ...უკვე დიდი ბიჭები და გოგონები საუბრობდნენ...
- ხო-და?..
- მჰ...ბიჭები ამტკიცებდნენ, რომ გოგოს როლი და მნიშვნელობა უპირატესია, როგორც ოჯახისთვის, ანუ ასევე სამშობლოსთვის, ვიდრე ბიჭებისა და, გოგონები კი პასუხობდნენ - არა, რას ამბობთ, ბიჭების როლი და მნიშვნელობაა უპურატესიო...
- მერე, ბებუკო?
- ორივე მხარე მართალი იყო, ბე...
- როგორ?
- როგორ და...ჩვენ, სხვანაირი ერი ვართ, ჩემო მინდვრის ყვავილო...მალე სკოლაში წახვალ და ისწავლი, თვითონაც ნახავ, ყველაფერი უძვირფასესი, რაც კი გაგვაჩნია - „დედა“-თი იწყება და „დედა“-სთან ასოცირდება ჩვენთვის...ღმერთის წყალობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ასე მოგვიყვანეს ჩვენმა დიდმა და წმინდა წინაპრებმა დღემდე, დღესაც ასე ვაგრძელებთ სვლას, ჩვენი აწმყოს დიადი მამულიშვილების თავდადებით და მარადიულად ასე გაგრძელდება...
- ამინ, ბებუკო...
- და, შემთხვევით არ არის, დედისადმი ასეთი სიყვარული ჩვენში...ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, ჩვენი სამშობლო - საქართველო და, ამიტომ...ო, რამდენი სიხარულის ჟრუანტელი გელოდება წინ, ჩემო ელენიკო, რამდენი სიხარულის ცრემლი და, რამდენი სიხარულის გორგალის ყელში გაჩხ...ერ...ა...
- ტირიხარ, ბეე..? ბებუკო...ბეე...
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უნდა მიემსგავსოთ, ბებუკო ყველა...ჩვენს დიდ, წმინდა და კეთილმსახურ დედებს უნდა მიბაძოთ...
- კარგი, ბე...გთხოვ, ნუ ტირი რაა...
- კარ-გი...ბებუკა...ჩვენი სამშობლო, დღემდე იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენი გოგონები მუდამ ასე იქცეოდნენ და ასეთი გოგონების წინაშე, მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ ჩვენი ბიჭებიც...ამიტომაც იყო იმ გადაცემაში ორივე მხარე მართალი, მაგრამ...მაგრამ...
- რა, ბე?
- იქნებ, ძალიან ადრეა შენთვის, მაინც იცოდე წინასწარ...
- კი-კი, ბე...
- არსებობოს, რაღაცა უსახელო, რასაც მუდამ სწადია ბიჭებისა და გოგონების ერთმანეთზე გადაკიდება, მაგრამ თქვენ არ უნდა უსმინოთ მის ხმას, არ უნდა გაჰყვეთ, ბე...
- ჰი, ნუ დარდობ, ბე, მაგ უსახელოსთან, რა მინდა, წინ იმხელა სიხარული დამანახე...
- შენ გენაცვალოს, შენი ბებუკო, ბე...
- ჰი...და, გივიკოს, რა ვუთხრა, ბე?..
- და, თვითონ, რას გეუბნება? როგორ იქცევა, შენს ჭინაშე?
- მორიდებულია, ბებუკო...
- ანუ?
- აი, მაგალითად, მეზობლის ბავშვები ტალახობანას ვთამაშობდით დღეს,...
- მერე?
- გავითვალეთ და, ჩემთვის უნდა ესროლა გივიკოს ტალახი...
- მჰ-ჰ...
- არაფრის დიდებით არ მესროლა, ბებუკო. ვეხვეწე, ვემუდარე, თამაშია გივიკო, მერე რა მოხდა-მეთქი და, არაო...
- ყოჩ...
- მაგრამ, რა გააკეთა, იცი, ბე?
- რა?
- თვითნ მესროლეო, მითხრა...
- მერე?
- უჰ, პირდაპირ სახეში ვტყლიშე...
- დედა, რა მითხარი, ბებია, ეს?
- ჰიჰ...
- მერე, რა მოიმოქმედა, როგორ მოიქცა...
- რაღაცნაირად თბილად გამიღიმა და იქვე, ღელეზე ჩავიდა პირის მოსაბანად...
- რა კარგი ბიჭი ყოფ...
- მაშინ მითხრეს თინიკომ და ლეილამ - მაგას უყვარხარ, ელენე, შენ და, ამიტომ მოიქცა მასეო...
- არ ყოფილხარ, ბებია, მთლად ღირსი, მაგრ...
- ოო, რატომ, ბებუკოო, ის თამაში იყოო...
- მაგრამ, გეტყვი, რაც უნდა გავაკეთოთ...
- რა, რა, ბე?
- რა და, პეჩენიები გამოვუცხოთ ახლა, ჩვენი სამეზობლოს ბავშვებს და, გივიკოს შენი ხელით მიაწოდე და მოუბოდიშე, იმ საქციელის გამო...
- დეე-დაა, რა კარ-გიიააა...
- მჰჰ...

10.05.2019 წ.
__________________________________________________________ 
17 მაისი - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე.

- ჰა! რა ხდება?
- ბოლო-ბოლო, ებმება თავი?
- კი-კი, რაა.
- ერთხელ და სამუდამოდ, დავამთავროთ უნდა...
- ხომ იცით?
- კიი. აბა, როგორ? ყველა მზადაა.
- უთხარი, დააჩქარონ.
- ერთი წამითაც გადადება, არ შეიძლება. ა-რაა.
- კიი, ხოო...
- და, „გვაიები“, იქნებიან?
- ხო. რაო, რა თქვეს?
- ჰეჰ! იქნებიან კი არა, ჩვენ უნდა განვაცხადოთ საერთო სათქმელიო...
- ვახ, რა კარგია.
- უჰ, წარმომიდგენია, როგორ იტყვიან.
- ხო, მცირე ტექსტით წარვსდგებითო...
- ეგრეთ წოდებულ, ბანერებზე, ხომ არ უთქვამთ რამე?
- ვუი, კიი, კი, მზადაა ყველა, აი, ასე წააწერეთო...
- ჰე-ჰ, როგორ მოუხდება...
- მჰ-ჰ, ნამდვილად...
- აი, ყველა მზად არის, შეგვიძლია დავიძრათ.
- აბა, ჩვენ ვიცით.
,
- მამი! დედი! შეხედეთ! შეხედეთ!
- რა ამბავია?..
- რაღაც ხდება, ყველა საინფორმაციო არხი ჩვენს საქართველოს აჩვენებს...
- კიი, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა, მაგრამ ყველა ერთად, რატომ...
- როგორ მინდოდა, ჩამეყვანეეთ...რამდენ საყვარელ ბავშვს გაიცნობდით, მე და დედიკო კი, რამდენ დედ-მამს...
- მამი, მამი, დედი, დეე, უყურეთ, უსმინეთ...
- ვა, ესენი „გვაიები“ არ არიან?
- კიი, კი, სიტყვა უნდა თქვან...
- ასე? ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე გამოსულთა წინაშე?
- ხო, ხო, აი, დაიწყო...
- „მოგესალმებით, მთელი ჩვენი თემის სახელით! არ იქნება ჩვენი სიტყვით გამოსვლა დიდ ხნიანი...უბრალოდ, ერთხმად, ერთი სულითა და ერთი გულით გვინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის აკეთებთ, ანუ, მუდამ რომ იცავთ ყოველ მოქალაქეს,  ყოველგვარი ზიანისაგან...“
- „და, მე გავაგრძელებ, თუ შეიძლება...“
- „“კიი, კი...“
- „ასევე, მთელი ჩვენი თემის სახელით, გულწრფელი ბოდიში გვინდა გამოგიცხადოთ, ყველაფრისთვის, რაც კი ზიანი მოგაყენეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ნებსითაც და უნებლიეთაც, განსაკუთრებით კი - ბავშვებს, ახალგაზრდობას, ჩვენს მომავალ თაობას...აი, ვდგავართ ღმერთისა და თქვენს წინაშე და, ერთხმად ვაცხადებთ:
- „პირობას გაძლევთ!
რასაც აქამდე ვაკეთებდით,
აღარასოდეს განვიმეორებთ,
ღმერთის წყალობით,
და, არც არასდროს განმეორდება!
კი. ჩვენ შეგვცვალა თქვენმა სითბომ და,
სხვა ამდგავარი სული დადება -
მოყვასისათვის,
მთელს დედამიწას - არ ეპოვება.“
- დეე-დააა...
- ნახეთ-ნახეთ-ნახეთ-ნახეთ-ნახეთ! რამხელა სიყვარულიაა...
- როგორ იკრავენ გულში ერთმანეთს...
- „გვაიები“ სიხარულისგან, როგორ ტირიან...
- მარ...ტო, „გვა...ი...ე..ბიი...?
- თქვე...ნც, მაა...აა? დედი...კო, შეე...ნც?
- მთე...ლი დედა...მი...წა!
- ნახეთ, თან, ბაინდერებზე, რა დაუწერიათ?
- მჰ...
- როგორ უხდება ამ განწყობას...
- ნამდვილად...

14.05.2019 წ.
__________________________________________________________ 
მებადური გმირები

- ჰა, თინა, არ მითხრა ახლა, მაინც წავი...
- კიი, კი, ლელა, წავიდნენ...
- რაა? ჰაა? როგორ გაბედეს? ხომ ვუთხ...
- გაბედვის, რა გითხრა, მაგრამ ასე სჯერათ და...
- რას ამბობ, თინა, ასეთი გულუპრყვილობა შეიძლებაა?
- ერთია, ჩემო ლელა - გულუპრყვილობა და მეორე - რა შეიძლება მოჰყვეს...
- არა. რა უნდა მოხდეს კარგი, ა? ორი ბავშვი ავა გორაზე, გაჭიმავს ბადეს და მთელს იმ მავნებლობას, რაც ინტერნეტს მოჰყვება - ასე შებორკავს?
- რას ვიზამთ...
- გზაზე რომ რაიმე შეემთხვათ, მერე? რა უნდა გავაკეთო, ა, თინა?
- კარგი რა, ლელა, ეს გორაკი ჩვენი სარკმლიდანაც კი სჩან...მჰჰ, აი, აი, ისინიც...
- მაჩვენე, მაჩვენე, სად...ერთი მობრძანდება სახლში...
- რა ქნან ბავშვებმა, ამოუვიდათ ყელში ამდენი ტყული და სიბინძურე, რაც იქ ხვდებათ; რა ქვია, ლელა მაგათ...
- უჰ, რა ვიცი ერთი, ხელის ტელევიზორები, თუ რაცაა...
- ეს, რა არის, ლელა, ა? შეხედე, შეხ...
- ხეჰხ, უყურე ამათ შენ...
- მარტო ჩვენები არ ყოფილან...
- რას აკეთებენ, თინა, გადავირიო უნდა?
- ააა, გასაგებია, ერთ დიიდ ბადეს გაჭიმავენ...
- მერე, ამდენ ბავშვს, პატრონი არა ჰყავს?
- როგორ არ ვყავართ, ლელა...
- მჰ-ჰ...არა, ეს საქმე, ასე არ დამთავრდება...
- მეც ამას ვამბობდი ლელაკოო...
,
- არა, აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები...
- ეს, რამხელა მოვლენაა, თითქმის ყველა ქვეყანაში გაშუქდა...
- არა, მაგათ შემოვევლე რაა! აი, როგორ ველოდი მსგავს შემთხვევას...
- ხოო, ხო, ადრე ამბობდი, გეგმები მაქვსო...
- კიი, ხოდა, აი, ამაზე ხელსაყრელი დრო, არასდროს იქნება, მჰეჰ...
- ა-ბაა, ბავშვებმა, პატარა გორაზე გაჭიმეს ბადე, ინტერნეტით შემომავალ ყველა მავნებლობის შესაბორკავად...
- დიდებულია! კანონის პროექტი უკვე შედგენილია, ხვალვე ჩავუშვებთ და მომავალ კვირასვე ამოქმედდება...
- უჰ, უჰ, უჰ, რას დავისვენეებ...რაც ამაზე ვდარდობდიი...ბავშვებს კი არა, მე ამომივიდა კისერში ამდენი...ხოდა, რა წერია კანონშიო? მეუბნებოდი...
- ხოო...ძალიან გავამარტივეთ რა...ყველა ინტერნეტის მომხმარებელი ოჯახი აღირიცხება და თითოეულის კომპიუტერზე ჩაიწერება...
- აა, ხო, ეს გამახსენდა, ოჯახური მდგომარეობისა და მოთხოვნის მიხედვით, რომელ ინტერნეტ-გვერდებზეც სჭირდებათ წვდომა, ისინი გაუაქტიურდებათ...
- ხო, რაა...
- და, ხელის მოწყობილობებში? დამავიწყდა...
- ჰეჰ, მთლად უკეთესი. თვითონ სიმ-ბარათში ჩაეშვება ის ინტერნეტ-გვერდები, რომლებიც ამ სიმ-ბარათის მფლობელს სჭირდება...
- ნუ, თავისთავად, თუ ისეთი მოწყობილობა აქვს, რომელსაც ინტერნეტზე აქვს წვდომა...
- კიი, კი, რა თქმა უნდა...
- თან, ინტერნეტზე მწვდომი ხელის მოწყობილობები უმეტესად ბავშვებს აქვთ...
- კიი, ხოო, მთელი ეს კანონი მათ დასაცავადაა მიმართული, თორემ ზრდასრულებმა ისედაც იციან, რა არის კარგი და რა კიდევ -ცუდი...
- კი, აბა რაა...
- განათლებასთან ვთანავმშრომლობთ და წამახალისებელი ინტერნეტ-შეთავაზებები გვექნება...
- ვახ, რა კარგია. მაინც?
- აი, მაგალითად, ბიბლიოთეკებზე და სხვადასხვა ინტელექტუალურ-სამეცნიერო ინტერნეტ-გვერდებზე უფასოდ შეეძლებათ შესვლა, თანაც განუსაზღვრელი ვადით...
- ო, ხო, ხოო...და, სოციალურ ქსელებზე?
- აი ეს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა...ზოგადად, სოციალური ქსელები პრობლემა არ არის, იმ კუთხით, რომ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ...
- ხო, რა თქმა უნდა, ვერ შეზღუდავ...
- კიი, არც...პრობლემა ისაა, რომ თვითნ ამ სოციალურ ქსელებშია ის ბადე გასაშლელი, რომელიც ჩვენმა გმირმა ბავშვებმა გორაკზე გაჭიმეს...
- აი, აი, ზუსტად, რა...
- ხოდა, რადგანაც ჯერ სახსრები არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ცნობილ სოციალურ ქსელებში ვაკონტროლოთ ინტერნეტის მავნე ინფორმაციული ნაკადები, ხელშეკრულება გავაფორმეთ ახალგაზრდა პროგრამისტთა ორგანიზაციასთან, რომლებიც მუშაობენ და საზოგადოების ყველა ფენისათვის ქმნიან სოციალურ ქსელებს, ცალ-ცალკე...
- ვააა, ეს, რას მეუბნებიი?
- და, რადგანაც ბავშვებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, გეტყვი, როგორი იქნება...
- აუ, კიი, კი რაა...
- პირველ რიგში, წერის კულტურა რომ არ დაეცეს, ეგრეთ წოდებულ „კლავიატურით“ აკრეფილ ტექსტებს ვერ მიწერენ ერთმანეთს...
- აბა?
- როგორც ადრე გეუბნებოდი, ჩვეულებრივ, კალმით დაწერენ ფურცელზე, ფოტო-სურათს გადაუღებენ და ასე გაუგზავნიან მიმღებს...
- ვახ, რა კარგია, მაგრამ, ვისაც ფოტოს-გადამღები მოწყობილობა არ აქვს?
- მჰჰ, კარგი შეკითხვაა...ამაში, ამგვარმოწყობილობების გამყიდველი ფირმები დაგვეხმარებიან...
- როგორ?
- ვისაც არ აქვს ფოტოსგადამღებიანი მოწყობილობა, სურს შეიძინოს და ვერ ახერხებს ფინანსური პრობლემების გამო, მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც თავის მხრივ განიხილავს განცხადებას და ძალიან დიდი ალბათობით დააკმაყოფილებს...
- ანუ?
- უფასოდ აჩუქებენ განმცხადებელს ამგვარ მოწყობილობას...
- დეე-დააა...რას მეუბნები?
- ეს, რაც შეეხება წერის კულტურის დაცვასა და განვითარებას, ჯერ-ჯერობით...
- და, სხვა კიდევ, რაღა?
- რაღა და, ამ სოციალური ქსელის მომხმარებელ ახალგაზრდას ვერ შეეძლება პირად გვერდზე გამოაქვეყნოს საკუთარი ცხოვრების ამსახველი სურათები და ვიდეობი და შესაბამისად, ვერც სხვის პირად სოციალურ გვერდზე შეხვდება მსგავს ინფორმაციებს...
- აუუ, აუ, ა-უუუ...
- თან მიაქციე ყურადღება, ბავშვებს ეხება ეს, რომლებმაც ჯერ არ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია მყარად აიშენონ პირადი განძთსაცავები, გაიშენონ - მშვენიერი, ყვავილოვანი ბაღები და არ აქციონ სხვისი განხილვისა, ან განქიქვის საგნად...
- სწორედ რომ საჭიროა ამგვარი გაფრთხილება...
- ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ სრულ პიროვნებებად და შემდეგ თავისთავადაც გამოჩნდება მათი საუნჯე, არ დაიმალება...
- ო, ხო-ხო-ხო, რა კარგიაა...
- თვითშეფასების დონე სტაბილურად ჯანსაღი ექნებათ, რა არ იქნებიან დამოკიდებულნი, რაღაც ვირტუალურ მოვლენებზე, ან, ვიღაც ვირტუალურ პიროვნებებზე...
- რა თქმა უნდა...ოჯახი იქნება მთავარი მასაზრდოებელი...
- და რეალური, უახლოესი გარემო, რაც მთავარია...ხო, დამავიწყდა, მთლად ცარიელი არ ექნებათ პირადი სოციალური გვერდის ფანჯარა, სახელთან და გვართან ერთად, თავიანთი სკოლის ფოტოსურათი ექნებათ დატანებული...
- კიი, კი, სავსებით საკმარისია...
- ნუუ, ის თავისთავად გასაგებია, რომ ამ სოციალურ ქსელში ვერ მოხვდება ის მავნე ინფორმაციები, რომლებიც...
- ხო, კიი, ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი...
- არ იქნება ასევე - თამაშობები...
- რა თქმა უნდა, იმხელა დრო მიაქვს...
- აი, აზარტულ თამაშებზე და მათ შესახებ რეკლამებზე ხომ, საერთოდ ზედმეტია გაფიქრებაც კი...
- ეს ახლა თავისთავად, არც უნდოდა აღნიშვნა...ანუ, გასაგებია, ეს იქნება სოციალური ქსელი, ზედგამოჭრილი ახალგაზრდა მოსწავლეებისათვის, საგანმანათლებლო დატვირტვით...
- ნამდვილად...
- და, როდისთვის იქნებაო?
- მალეო, ძალიან მალე...და უკვე მოზრდილებისთვისაც თითქმის ნახევარი გაკეთებულია, როგორც ვთქვით, არ სჭირდებათ ცუდისა და კარგის სწავლება, მაგრამ, მთლიანად გვსურს აილაგმოს ის მავნე ინფორმაციები ჩვენი ცნობიერებიდან...
- უჰ...როგორი დაცული იქნება, პირველ რიგში, ჩვენი უძვირფასესი და უსაყვარლესი ახალგაზრდობა და შემდეგ უფროსი თაობააც...
- კიი...კიდევ უამრავი იდეაა, ჯერ ეს განხორციელდეს და...
- უჰ, აბა რა, კარგზე კარგს, რა გამოლევს...
- მჰ, ნამდვილად...ნამდვილად...
,
- კარგი, რა დედიკო, გთხოვ, მაპატიე, რაა...თინა დეიდამ ლუკას აპატია უკვე...
- იმ სიშორეზე, როგორ წახვედით, დედიკო, რამე რომ დაგმართნოდათ გზაში, მერე? რა უნდა მექნა?
- კარგი, დე, რა, გთხოვ, ნუ ტირი, მაპატიე...
- ღმერთმა გაპატიოს, მეც მაპატიე, დედიკო...
- ღმერთმა გაპატიოს, დეე...
- ...ჩვენო სიამაყეებო...ჩვენო მომავლის უკვდავნო იმედნო და დაუჭკნობელო ყვავილებო...

31.05.2019 წ.
__________________________________________________________ 

ლ ე ქ ს ე ბ ი

ფოსტა

ახლა საღამოა, ელის მისგან წერილს...
უფრო შორს გასცქერის, ვიდრე შეიძლება...
ელის გულით ნაწერს, არა გადაწერილს,
ეჭვიც კი არა აქვს, თუ რამ შეიცვლება...

ახლა საღამოა, ფიქრობს, რა მისწეროს...
იცის, სხვა კი არა, არის ერდადერთი...
უნდა გულწრფელობა, არამიწიერობს,
მაგრამ ვერ დაწერა ვერღარც ერთი გვერდი...

ახლა საღამოა...განა გვერდი არის,
ორი მოლოდინის ასე დახანება..?
სიტყვა დაუწერა, ფოსტის კიბეს აჰქრის -
უცებ გაუგზავნოს...კი, კი, დღესაც ხდება...

                                                                            2017-08-17 18:26:21
__________________________________________________________ 
ძღვენი სპეტაკი

ახლა არ ძალგიძს მასთან მიხვიდე...
მაგრამ ის მოვა შენთან უმალვე,
რადგან უმისოდ არ გსურს გიმძიმდეს -
იქაც, სად არ არს, არც დღეს არც - ხვალე...
და ჰა, კარები, კართან მშვიდობა,
შენი ხსნისათვის ძღვენი სპეტაკი,
რბილ, თეთრ ბალიშზე კეფის მიყრდნობა...
და ყველაფერი, რასაც ხედავდი...

                                                              2017-10-27 02:44:17
__________________________________________________________  
ახლა

ახლა ბაბუ ბებოს უცქერს,
თბილ სუფრასთან მოფუსფუსეს,
და ბებო კი ისევ ხვდება,
ამ მზერით რომ ჯანს უსურვებს...
,
მამა დედას შუბლზე კოცნის,
თუმც შვილი ჯერ არ ეყოლათ,
უხარიათ ეს სიცოცხლე,
ღვთის იმედი სულ ეყოფათ...
,
ძმა დას, და ძმას ლოყას უპრწკენს,
და აკვანში და-ძმას სძინავს,
მალე თვითონც ჩააწვენენ -
ტკბილ სიზმრებში - ცას რომ მიჰყავს...
,
ვანო ბაღში წავა დილას,
თეკლა ავა სკოლის კიბეს,
და სწავლის ხმას ვერსადოეს -
ვერცერთიღა დაივიწყებს...
,
ტყე კი, მიწა, მთებ-ტბებ-ზღვები -
უთვალავი წყალ-მდინარე,
გარინდებულ სიჩუმეში -
ჩიტთა მღერით მომღიმარე...
,
და ჰა, უცებ არ გამოგვრჩეს,
წერილები სიყვარულის,
უმანკო და მშვენიერი,
წლების შემდეგ მხიარული...
,და ჰა, ესეც არ დავტოვოთ,
სიტყვა, რტყმა რომ აპატია,
და ამითი მთელს ქალაქში,
სულვაჟკაცად რომ ანთია...
,
და ჰა ერთიც ამაზეც ვსთქვათ,
მავნე ჩვევებს რომ გასცილდა,
დღე და ღამე, ღამე და დღე,
მოსვენებას რომ აცლიდა...
,
და ჰა ბაბუ, აჰა ბებო...
და ჰა ზემოთ რაცა ითქვა...
და ისინი ამ ყველასთვის,
დროებით რომ მიწას მიწვა...

                                                    2017-11-17 01:20:19
__________________________________________________________ 
მზიანი თვალები

ახლა ცა ელის ბავშვების თვალებს,
მომღიმარს - მზიანს,
იცის, ეს მზეა სულ რომ ანათებს,
ღამეებს გვიანს...
იცის და სჯერა, ვერ გათენდება,
თუკი ბავშბები -
თუმც წუთში ერთხელ არ შეეხება -
მზიან თვალებით...
                                    2017-12-08 19:12:00
__________________________________________________________  
საუნჯე საუნჯეში

ახლა სვირიგნი უტევს ვანოს და ლევანს...
სხვა და სხვა კვამლი კი შავი ღრუბელია...
არის სხვა-სხვა ბევრიც, ყველა არ ითქმება...
შეხვედრის ადგილი ისევ უცვლელია:
რომელიმე სახლის ცივი „პადიეზდი“,
ან ერთ-ერთ „პარკის“ ბნელში „სიტუაცია“ –
„რაო!? რაო!? რა სთქვი!?“ – „მოდი! ჩამოჯექი!“...
„ეგი, რას აკათებეს!?“ – „იგი, რა კაცია!?“...

მაგრამ, არის ერთი - მაგრამ, როგორც - სხივი,
მათი თვალებიდან ტანჯვით გამოჭრილი,
მართალია, სრულად არა, მაგრამ - მაინც,
მართალია, ცხელი არა, მაგრამ - თბილი...
და ეს ერთი - მაგრამ - არის ყველაფერი...
და-ჰა ისინი და უზომო - წყალობა:
„პადიეზდში“: - „მობრძანდით.“ – „თუ გაწუხებთ, ბოდიში...“
„პარკში“: - „ხვალაც ვვარჯიშობთ“. – „აუ, მადლობა...“
,
და-ჰა, არ გამოგვრჩეს, ნუცა, ან ნანუკა,
ცოტა ხნით რომ ხიბლავდათ მათაც „ბირჟავი“,
მერე რაა, რომ ვსთქვათ, როგორ ეწეოდნენ,
და-ანდა, რომ უგრძვნიათ ბნელი - მყინავი...
მაინც შეინახეს „ქართლის დედის“ მადლი,
მაინც გაამრავლეს ერის სიხარული...
მაინც აგზავნიან გულის „ავთანდილებს“...
და „ტარიელს“ უწევს - ობლად სიარული...
,
და-ჰა, ამათზეც ვსთქვათ, ნათლად რომ მიდიან,
და-რომ არ კიცხავდნენ არც ვანოს, არც ლევანს,
არც ნუცას - ნანუკას და არა შიშისგან,
არამედ გულით სთხოვდნენ მათთვის შეწევნას...
და-რომ საუნჯეა ყველა ახალგაზრდა,
და-რომ საუნჯეა თვით ამ საუნჯეში...
და-რომ ეს ეხება ყველა ზემოთთაგანს,
გინდათც ჩვენს „უბნებში“, გინდათც - „ნიუ-ჯერსში“...

                                                                                        2018-02-08 16:45:34
__________________________________________________________ 
პატიება

ბრუნდება...იცის, არ აპატიებს,
თვალში სისხლი აქვს შურისძიების,
და უბეში კი დანა - ლესილი...

ჰქონდა დრო ვრცელი მინდვრის, იების...

და-ჰა, ისინიც, ელოდებიან,
კვლავ დამცინავი, შეშლილ იერით,
ო, არ იციან, რისთვის იცდიან...

როცა ხარობდა  - სიმშვენიერით...

გვერდს უვლის...თუმც სწამს, ვერ აპატიებს...
არ სურს ჩაყაროს წყალში წუთები...
\\\\\\\"ოჰ! თავო! თავო! თუკი დახოცავ,
იმ დროს წარხოცავ და შეწუხდები!\\\\\\\"..

და-ჰა, ისინიც, დგანან ისევლე,
და გაკვირვების ელფერი დასდით...
\\\\\\\"ეს, რას ვშვებოდით!? რა შორს შევტოპეთ!?
რას ვკადრულობდით!? რაებს ვბედავდით!?\\\\\\\"..

და-ჰა ბუნება...კი, აპატია...
მწვანე სიმშვიდე ყველაფერს ფარავს...
და მოისმენენ შვილთაშვილებიც,
იმ დიდსულოვან ნაბიჯის ამბავს...

და კვლავ ისინი...იქ დგანან მტკნარად,
და ენატრებათ სინდისის დანა...
ვერ ივიწყებენ, როგორ გალახეს...
და შეურაცხყვეს მეუღლეც - თანა...
,
და, გაგრძელება, როგორც ასეთი...
\\\\\\\"ვცოდეთ...შეგვინდეთ...ეს დავაშავეთ...
აღარ გვინახავს ის...ის ვაჟკაცი,
წლები გავიდა ბევრჯერ მას აქეთ...\\\\\\\"

\\\\\\\"ის, მე ვიყავი...და ის, ის, მე ვარ...
ღმერთმა შეგინდოთ...ჩვენც გაპატიეთ...
და, როგორც ხედავთ, ალესილ დანას -
ცხოველსმყოფელი ჯვარი ვარჩიე...\\\\\\\"

                                                                      2018-02-22 02:06:53
__________________________________________________________  
ნაგავსაყრელზე

იღვიძებს...ცივა...ხუთია დილის...
„ო, გევედრებით, ღმერთო, დაგვიცევ...“ –
ამბობს და მალე საშოვნად მიდის,
ნაგავსაყრელზე - ბოთლების ისევ...
შუადღეა...რა ქნას, თხუტმეტ წლისაა,
პურების ფული კი შეაგროვა...
ბრუნდება...სახლიც ისევ იქაა,
შესახვედრადაც ვერვინ გამოვა...
მამა წევს...დედაც...ბაბუც, ბებიაც,
და-ძმებს კი ნაზად, ხმადაბლა სძინავთ...
იქვე ქარების ყრუ-ყრუ ხმებია,
თითქოს ზუიან: „პირიქით, ვინ ხართ..?\\\\\\\"
იღვიძებს... თბილა... ათია დილის..
\\\\\\\"ო , ღმერთო ჩემო, სიზმარი იყო..? -
და მყისვე გულში მთრთოლვარედ ისმის:
\\\\\\\" გახსოვდეს სხვები... არ დაივიწყო...\\\\\\\"

                                                                    2018-03-02 01:08:53
__________________________________________________________ 
სინდისისფერი ლოგინი

რა ჯობია კამკამა, მოლივლივე სოცოცხლეს,
თუნდაც ზოგჯერ უეცრად, თავს გესხმოდეს ქარები...
ან-და, რა სჯობს მყუდრო სახლს ამწვანებულ მდელოზე,
წვიმისა და თქეშისას - თბილად რომ ეფარები...
რა ჯობია პირმართალ და სხივმომტან ღიმილებს,
ატარებენ როგორსაც, უზრუნველი ბავშვები...
ან-და, რა სჯობს, როდესეაც შრომით ნათელ დღის შემდეგ,
სინდისისფერ ლოგინში ბედნიერი ჩაწვები...
                                                                                2018-03-07 16:12:17
__________________________________________________________ 
ჩვენი ბიჭები

იყვნენ ბიჭები, უწმაწურობდნენ,
და იყო ძნელი მოსმენა მათი,
ირგვლივ კი ხალხი დასეირნობდა,
იდგა საღამოს პარკის სურათი...

და აი ბებო, პატარა ბავშვით,
მიუახლოვდა ზემოთთქმულ ბიჭებს,
ქრისტე აღდგაო - მიულოცა და -
მათ შორის ჩაჯდა და ახსნას იწყებს,

რომ დაეხმარონ, გაურთონ ბავშვი,
თვითონ კი ამ დროს ფაფა აჭამოს,
ჭეშმარიტადო - იყო პასუხი,
და სხვა მიეცა ფერი საღამოს...

და დავინახეთ, როგორ შეცვალა,
პატარა ბავშვმა ჩვენი ბიჭები,
და-თან დავრწმუნდი, ის დღე რომ მოვა,
მე მათზე ბევრად უკან ვიდგები...
                                                              2018-04-10 01:04:05
__________________________________________________________ 
არ ვიცი

არ ვიცი წელი, შემოსვლისა, წმინდა ანდრიას,
მაგრამ ის ვიცი, რაც მოაბრძანა...
განა, მთავარი, წელის ცოდნაა?
წელის ცოდნაა, მთავარი, განა?

არ ვიცი წელი, შემოსვლისა, ქალწული ნინოს,
მაგრამ ის ვიცი, შემდეგ, რაც მოხდა...
მეფე მირიანს მთელი სიბნელე,
სვეტიცხოველის მადლით წაჰღმოღთა...

არ ვიცი წელი, ნადირობის, მეფე ვახტანგის,
მაგრამ ის ვიცი, რა გულიც ჰქონდა...
არ იყო მტერი, თვის ვეება ხმალს -
მოქნევის შემდეგ გადარჩენოდა...

არ ვიცი წელი, შემოსვლისა, ცამეტი მამის,
მაგრამ ის ვიცი, რაც აღასრულეს...
სულის საწრთობი სავანეები,
მათი ვედრებით მუდამ დაგვყურებს...

არ ვიცი წელი, დაბადების, მეფე დავითის,
მაგრამ ის ვიცი, რით ამაყიც ვარ...
ასეთი მეფის სამშობლოს შვილი,
ჩუმი სიამით ლაღად დავდივარ...

არ ვიცი წელი, დაბადების, მეფე თამარის,
მაგრამ ის ვიცი, ჯარს რომ ლოცავდა...
და ფეხის გულნი ნარ-ეკლით სავსე,
მაცხოვრის ნაგვემ ფეხებს რომ ჰგავდა...

არ ვიცი წელი, დაბადების, ერეკლე კახის,
მაგრამ ის ვიცი, როგორც მეფობდა,
საქართველოსთვის ბრძოლებში დაჭრილს,
მრთელი ნაკვთიც კი არ შერჩენოდა...

არ ვიცი წელი, დაბადების, ილია მართლის,
მაგრამ ის ვიცი, რისთვისაც...რისთვის...
და დღესაც ყველა მის წინაღმდეგი,
ტყვიებს სამშობლოს გულისკენ ისვრის...

არ ვიცი წელი, დაბადების, ექვთიმე კაცის,
მაგრამ ის ვიცი, თხა, რატომ ჰყავდა...
და სხვის ქვეყანად სამშობლოს განძი,
ღრუბლებში ჩაფლულ მზეს რომ მოჰგავდა...

არ ვიცი, არა, წელი ბევრი ჩვენი ღირსების -
და პიროვნების, ამ ღირსთა თანა...
განა, მთავარი, წელის ცოდნაა?
წელის ცოდნაა, მთავარი, განა?

                                                        2018-04-13 01:24:11
__________________________________________________________ 
ქუჩა

ეს სიტყვა იმათ, რომლებიც ახლა -
ისევ ეძებენ დახსნას ქუჩაში,
და ცრემლიანი მათი მშობლები,
ღამებს ათევენ მათზე ურვაში...
,
აი, ვანიკო, დილა-საღამოს,
თავს ალოცვინებს მამას და დედას,
და ამის მერე, ვის გაუწყრება,
ირგვლივ მხოლოდღა სიკეთეს ხედავს...

აი ლელაკოც, იგივეს შვება,
და იდეალი აქვს ერთადერთი,
რომ დაემსგავსოს დედა ღვთისმშობელს,
და შეაყვაროს თვის შვილებს ღმერთი...
,
ქუჩაში, რაა ამასთან ახლოსც...
ან, რას ვერ წონის მშობლის ცრემლები...
\\\\\\\"მამი და დედი, სულ დაგიბრუნდით,
ნუღარ იტირებთ, ო, გეხვეწებით...\\\\\\\"

                                                                2018-04-15 03:29:04
__________________________________________________________ 
\\\\\\\"კლავ-ია(ს)-ტურის\\\\\\\" დაზგა

ბოლო რამდენი წელია,
სკოლის წესრიგი დადგა:
პატარებს წერას ასწავლის,
\\\\\\\"კლავ-ია(ს)-ტურის\\\\\\\" დაზგა...

ბოლო რამდენი წელია,
სკოლის ხმა ადასტურებს:
კუთხეში მასწავლებლები!
გზა ბავშვებს! მანდატურებს!

ბოლო რამდენი წელია,
არ ასწავლებენ - წმინდას,
და როცა კი შეურაცხყვეს,
როგორ დაიცავს წმინდანს..?

სამაგიეროდ კი ზრდიან:
უნდა დაიცვან ხალხი:
ვისგანაც უმანკოებას,
ხვდება წილი ტალახი...

ბოლო რამდენი წელია...
და ჰა ნაყოფი მისა...
შეჭამ და სულ-გულს გაყინავს...
კვლავ იმედია მზისა...

                                        2018-06-01 12:48:55
__________________________________________________________  
შეხვედრა

მე მიყვარს გოგო, და მერიდება,
შევხვდე მის თვალებს სულ ერთი წამით...
წუხელ მესიზმრა, მწვანე მდელოზე,
თეთრ პერანგებით ერთად ვიყავით,

და არ მოვწყვიტე ერთი გვირილაც,
რათა გამეგო, რას ფიქრობს ჩემზე,
და მას ეამა, რომ არ გავცვალე,
ციცქნა სიცოცხლე, დიდ ინტერესზე,

და გამეღვიძა...და გამიხარდა...
და შემდეგ შევხვდი უეცრად მალე,
მაინც შევხედე, მან გამიღიმა,
და თითქოს ცოცხლად გარდავიცვალე...

                                                                          2018-06-27 02:23:45
__________________________________________________________  
ჩვე გავბრწყინდებით

- შენ ახლა გიწევს ჯარში წახვიდე,
რათა დაიცვა ეს ჩვენი ერი,
გონნათელი ხარ და კუნთმაგარი,
პატრიოტი და პირმშვენიერი...
და მერე რა, რომ ერთი შვილი გყავს,
ეს ჩვენ კი გვაწყობს და, თუ მოკვდები?
ჩვნთვის მთლად კარგი, მაგრამ იცოდე,
კუბოს მიწამდე კვლავ გამოვყვებით...

და მანამ შენ იქ, შენნაერთებთან,
არ ვიცი, როგორ, ან, სად იქნები,
აქეთ მოსაწევს გააბოლებენ,
თქვენი ასაკის ჩვენი შვილები...
უჰ, უფრო სწორად, ჩვენი კი არა,
ჩვენი კანონის და კანონების...
და, ო, მივაღწევთ და დამთავრდება,
უძვირფასესი ეს თაობები...

კი, კი, შენ გიწევს, კი-კი, უთუოდ,
გადაგვირჩინო ეს ჩვენი ერი...

- მჰ...ჩემი სამშობლო, ჩემი ხორცია,
ხევ-მდინარენი კი სისხლძარღვები,
მთით მონაბერი სიო სუნქვაა,
და შემართება  შავ ზღვის ტალღები!
როგორც ვიდექი, ისე ვდგავარ და,
მუხლჩაუხრელად ასე ვიდგები,
და თვით სიცოცხლეს უმალ შევწირავ,
თუკი ოდესმე მას დავჭირდები...
და, თქვენ კი არა! \\\\\\\"ჩვენი ერი\\\\\\\"-ო...
მჰ...და თან გგონიათ, ეს თაოებები,
ამ კანონებით დამთავრდება, ან,
სხვა თქვენმიერი მზაკვარ ომებით!?
ო, მეცოდებით...
ჩვენ - გავბრწყინდებით...
ჩვენ - გავბრწყინდებით...
ჩვენ - გავბრწყინდებით...

თქვენ - დაემხობით.

                                    2018-08-14 02:26:51
__________________________________________________________  
სრულყოფილი ადამიანი

ახლა ჩაისახა, ღმერთმა იცის,
თავისმა მშობლებმა კი ჯერ - არა,
უკვე შვილია ცისა და მიწის,
უკვე სული აქვს, სისხლი - მჩქეფარა...
და უუცებ...\\\\\\\"გულმა რეჩხი უყო\\\\\\\",
ესმა - უმცირესნი დავიცვათო,
არაფრის დიდებით შევაწუხოთ,
თანაც მათ ხომ, ძალა არა აქვთო,
და, იმავე ხმამ, იგივე რიხით,
- მუცელში მოვწყვიტოთ ბავშვებიო!
თუ გადაგვირჩნენ, მაინც ხომ იცით,
წინ გავუმზადეთ საწევე-ბიო!..
\\\\\\\"გულმა რეჩხი უყოთ\\\\\\\"...მამამ უცებ,
დედას დაადო სველ შუბლზე ხელი,
- სუ, კოშმარია, გონს ნუ დაუგდებ...
- ვიხაროთ, მგონი, სიცოცხლეს ველით...

                                                                          2018-08-22 03:25:11
__________________________________________________________ 
ჩვენი გმიერები

იყვნენ სახლში და უყვარდათ მზე-ცა,
ცისკრის ნამებით იბანდნენ ხელ-პირს,
ამოჭრილ მიწას ეფერებოდნენ,
ასე მოჰყავდათ ნაყოფი მთელ წლის...
და დაუძახეს...დათვი მოდისო,
მიდით, დახვდითო შიშველ ხელებით,
უმალ წავიდნენ, არც მოუხედავთ...
დღეს მათ საფლავებს თავზე ვევლებით...
და მერამდენედ, ასე მზაკვრულად,
დათვს ატორინეს ჩვენი გმირები,
თვითონ ეს დათვიც მათ წააქეზეს...
მხოლოდ თავიანთ გეგმას ვჭირდებით...
მაგრამ ცდებიან, თუკი ჰგონიათ,
თითქმისც აღწევენ ამ ლაჩრულ მიზანთ,
რადგან გმირები კი არ კვდებიან,
მათ არც კი სძინავთ.

                                      2018-10-08 00:14:52
__________________________________________________________  
ბათუმი

ახლა ბათუმში ომია...არ ჩანს...

ჯერ მიწებს ყიდის, უშენებს კოშკებს,
და შემდეგ უცებ, თითქოს რა მოხდა,
სკამსაც დაუთმობს, არც შეაშფოთებს...

ახლა ბათუმში ჩაგვრაა...არ ჩანს...

მათთვის აქ კარგი პირობებია,
როცა ჩვენები იქა იმათგან,
ვინ იცის სად, ან, როგორ შვრებიან...

ახლა ბათუმში ღელვაა...არ ჩანს...

შავი  ზღვის ტალღებს სუნთქვა ეკვრებათ,
თითქოს ოხრავენ - თუკი აღმოგვხდა,
ო, არ შერჩებათ...

ახლა ბათუმში სასწაულია...

ეს კი ჩანს, თუნდაც არ დააკვირდეს...
მზე საღამოთი კი არ ეშვება,
თითქოს აქედან სურს გადაბრწყინდეს...

                                                                          2018-10-13 03:13:19
__________________________________________________________ 
ჩვენო სამშობლო

კი. მათ ჰგონიათ, რახან სთესავენ,
ჩვენს სამშობლოში ცინიკურ სიკვდილს,
როს გაიზრდება, ჩვენ შეგვაჭმევენ...
კი. ვერ გაგვიცვნეს აქამდეც. მიკვირს...

ქართული სული, მათი გაგებით,
გადაივიწყებს, რაც დღემდე არის,
და გულის გაშლით ფერხთით დაუფენს...
ო, მეღიმება, კვლავ რომ სწამთ ამის...

ჩვენო სამშობლოვ, გხედავთ რომ გიმძიმს,
უხილავ ომში როს გვხედავ ჩაბმულს...
გთხოვთ, არ იდარდო. როგორც ყოველთვის,
გიცავთ დედილო და ვიცავთ მამულს...
                                                                     
2018-10-19 21:40:17
__________________________________________________________  
დედა-ენა

დედა-ენა, ჩვენო დედავ,
ჩვენზე ზრუნავ დღემდე,
და უშენოდ, ვერც კი ვფიქრობთ,
როგორ უნდა ვწერდეთ...

სკოლებიდან ამოგიღეს...
შვილია კი, იგი..?
შენ სამშობლოს ერთგულებად -
გვზრდი, გაგვზრდი, სულ გვზრდიდი...

\\\\\\\"შენი ძუძუ გამოგვტაცეს,
პირითგან ჩვილ ბალღებს\\\\\\\",
მაგრამ ის კი არ იციან,
ეს რძე რომ კრავს ძარღვებს,

და გულიდან, ვერასოდეს,
ამოგგვლეჯენ შენს ხმებს -
\\\\\\\"აი ია\\\\\\\" - ჩვენო დედი...
სარეველა ვერ გვძლევს...

                                              2018-10-25 17:45:10
__________________________________________________________ 
საბრალონი

რამდენი სისხლი გადაღვრილა, ცრემლი რამდენი,
ნაზ, თან დაკოჟრილ შენს მთა-ველებზე...
და ო, რამდენჯერ ეგონათ რომ კბილის დაღრჭენით,
იმარჯვეს შენს შვილ, ჩვენ - ქართველებზე...

მაგრამ, ყველაზე მწარე იყო ცრემლი და სისხლი,
რომ აღვრევინეს შვილების შვილებს,
და როს გიხილეს ვერაგულად ისე დაჭრილი,
მაშინც ეგონათ გძლიეს...შეშლილებს...

და მთლად გაცოფდნენ, შეუპოვრად კვლავ რომ დადექი,
დარწმუნდნენ თანაც, ასე ვერ გძლევდნენ,
და შემოიღეს ჯურღმულებში გეგმა ნაქექი...
შენი სიცოცხლით, რა ქნან, ვერ ძლებენ.

ეს გეგმა არის - მოჩვენებით უომო - ომი,
და დაუპყრობი ჩუმი დაპყრობა,
და სამიზნე კი სულ-მუდმივად წინააღმდგომი -
დედის მუცლიდანვ - ახალგაზრდობა...

უკანონობის უკანონოდ დაკანონებით,
უუზნეობის გაზნევნოვება,
რას მოტყუებით გზააცდენილ - შვილ ნარკომნებით,
მხოლოდ კვდომა და ტანჯვა მოჰყვება...

და \\\\\\\"დედა\\\\\\\"-თი კი ოდითგანვე, რაც კი გვეწყება,
გადაგვიგვარონ, სხვას არ სცდილობენ,
ესეც ჰგონიათ, მათი აზრით დაგვავიწყდება...
როგორც უფლის კვართს - ვერ გაგვიყოფენ.
ო, ვერ მიმხვდარან საბრალონი კვლავ, ვის ებრძვიან,
არ იჯერებენ, თუ, ვინ გვფარველობს,
და ვერც ხედავენ დაბრმობილნი, ბევრზე ბევრიან,
სულ ჩვენთვის მლოცველ  ზე-საქართველოს...

                                                                                      2018-10-31 02:54:31
__________________________________________________________ 
არჩევანი

დღეს საქართველო სიახლეს ელის...
და არჩევანი ახლაც ორია,
ან ღმერთი, ან-და ისევ ერთ-ერთი...
საისტორიო დიდი ომია...

რაც კი მოხდება, ის ხომ-კი იყო,
ფაქტის შედეგი შეუცვლელია,
ანუ ჩვენს მიწას უღმერთოთ ყოფნა,
არ კი არა-და - ვერ შეუძლია...

მაინც ცდილობენ, რომ დაგვაჯერონ,
თითქოს ქართველებს - ღმერთი არ გვინდა...
სულ რომ გვწყურია ჯერავთ კი თვითონ?
არა, ან ვერა...რა დრო გავიდა...

ისევ და ისევ ერთხმად გაიგონ,
ქართული სულის უკვდავი მღერა,
- სულმთლად რომ ცოცხლად დაგვასამარონ,
ღმერთის გვწამს, გვჯერა.

                                              2018-11-18 04:45:45
__________________________________________________________ 
სოფელი

მიწა ელის შრომის ოფლს და,
ანუ სოფელს სწყურია,
ძველებური ჟრიამული,
დოლი, ტაშ-ფანდურია...

ეჰა, ნეტავ იმ დროებას,
როცა ქვაც კი ხარობდა,
ჩააგდებდა თუ მიწაში,
მთელი ახალგაზრდობა...

უხმო ექო ობოლ ტყე-ველს,
სამძიმარად ედება,
სულ ცოტაც და, თითქოს დილა,
უმამლოდ გათენდება...

რა ჯობია ღრმა ფესვება,
მამა-პაპურ მიდამოს..?
დაე მიწა, ცვრით კი არა,
ოფლით გადაინამოს.

                                        2018-11-21 02:49:24
__________________________________________________________  
წერა

მომენატრა წერა...ლექსის კი არ -
- კალმით...
მავიწყდება ნელა... ცხადად თუ არ -
- მალვით...

თუ „კლავიატურა“ აღარ გაი-
ყიდა,
მერე, როგორ დავწერ, წერა თუ მო-
მინდა?

ალბათ, ჩემივ ნაწერს, თვითონაც ვერ -
- ვიცნობ...
ანდაც, „მეგობარი“, ცხადად, როგორ, -
- მიგრძნობს...?

სისხლმდუღარე ბიჭი, ბევრს გოგოს რით -
- მისწერს..?
„ფოსტა“ გულის მეტს ხომ, ვერა და არ -
- იტევს..?

ან-კი, მერე კაცი, „ცხენით“ კაცთან -
- ჩავა..?
ბიჯის გარეშეთაც ადვილია -
- ნახვა...

ეჰ...არ ვიცი, ან - კი, რა ჯობია -
- უფრო..?
წერა უმეტესად - „უკლავია-
ტურო“...
                        12-12-2018 16:52
__________________________________________________________ 
სუფრა

რა სჯობს, ჩამოჯდომას,
თუმც ღარიბულს - სუფთას,
ჯაფა რომ ატყვია,
ნაზად მტვრიან - სუფრას..?

გლეხი კაცი ახლაც,
მდიდარია უფრო,
როგორც თავის კერა,
ჩაუმქრალი - მყუდრო...

ესაა კი, მხოლოდ,
რა იქნება, მერე,
როცა ზღრუბლს გადმოვა,
ჭაბუკი სიბერე..?

ეჰა, ნეტავ, როდის,
ვიმუშავებ იმდენს..?
ჩვენი მიწა სხვის კვალს,
არაფრით დაიჩენს.
17.01.2019 წ.
__________________________________________________________ 
სინანული

ახლა ისე უნდა,
დაანებოს თავი,
სულ თავისთვის ლამობს:
„გავხდე, ვინც ვიყავი...“

და-ჰა, აი, ისევ,
წამოიკრა ფეხი...
და გულში დაეცა,
სინანულის მეხი...

და დაეცა თვითონც,
მაგრამ წოლა არ სურს,
სჯერა გადაღებავს,
სპეტაკისფრად წარსულს...

და, აი, ხმა ესმის,
სიმშვიდის და ზეცის,
ვებერთელა ზარებს,
გალობის ხმაც ერთვის...

და დგას, როგორც სვეტი,
უძლურების განცდით;
ფიქრობს: „ნება მომცეთ,
სულ ფეხებს დაგბანდით...“
17.01.2019 წ.
__________________________________________________________  
მთავარი

ქართველნი - წეკვა-თამაშით ვიბრძვით,
და დაჭრილები წარმოვსთქვამთ ლექსებს,
თავს დაგვსტირიან შემდეგ სიმღერით,
და ასე გლოვა, უფრო გვაკვნესებს...

ცეცხლად გადგვევლო იმპერიები,
ცალ-ცალკე ჩაქვრნენ და ჩვენ განვმტკიცდით,
სულ ყველა გმირის სისხლსა და ცრემლებს,
მიწასთან ერთად მუდამ განვიცდით...

და კვლავ ჰგონიათ, მავანთ და მავანთ,
დაგვაჯერებენ, რომ შევიცვალეთ,
თითქოს, ვერა ვართ, რაც უწინ ვიყავთ,
თითქოს მათ ღვარძლებს ისევ ვერ გავცელთ...

როს ირწმუნებენ, მიზანს არ ასცდნენ,
და მიეახლნენ ათასწლის ნატვრას,
ო, იხილავენ მთელს საქართველოს,
უსაზღვროდ მბრწყინავს და იქვე - მთავარს...

ქართველნი - ცეკვა-თამაშით ვიბრძვით,
და დაჭრილები წარმოვსთქვამთ ლექსებს,
თავს დაგვსტირიან შემდეგ სიმღერით,
და ასე გლოვა, უფრო გვაკვნესებს...

          22.01.2019 წ.
__________________________________________________________  
ის არ იციან

ნეტავ, მანახა, სულ ერთი წამით,
დიდგორის ბრძოლა, ანდა ასპინძა,
ანდაც, სულ ყველა მანახა ერთად,
ქართველმა რაც კი მტერს უმასპინძლა...

ოდითგან, სულ თავს  ვიცავდით მხოლოდ,
სხვისი არ გვსურდა, ჩვენი გვყოფნიდა,
და მაინც - არა, არ გვეშვებოდნენ,
ვაჟაის არწივს, რა არ ჰკორტნიდა...

ასე დაჭრილნი, სისხლცრემლნარევნი,
დღემდე მოვედით...გაქრნენ ერები...
და, თუ დღეს ცხადად ომში არა ვართ,
ჩუმად ხრმლები გვაქვს დანაძგერები...

დაულაშქრავად გვართმევენ მიწებს,
და თვით ოჯახშიც კი იჭრებიან,
ყველაზე მეტად ესობათ ყელში,
შვილნი მოწყვეტას თუ ასცდებიან;

თუმცა, მათთვისაც აგებენ ხაფანგს,
ლამაზად მორთულ, მკვლელ საცდურებით,
სჯერათ, ამ მიზნებს, თუ მიაღწევენ,
მოისვენებენ - გავნადგურდებით...

მჰ...ის, არ იციან, მომწყდარ და-ძმების,
სისხლით რომ ფეთქავს ეს ჩვენი გული,
ვერც იჯერებენ, რომ სამუდამოდ,
უძლეველია - სული - ქართული...

ნეტავ, მანახა, სულ ერთი წამით,
დიდგორის ბრძოლა, ანდა ასპინძა,
ანდაც, სულ ყველა მანახა ერთად,
ქართველმა რაც კი მტერს უმასპინძლა...

          24.01.2019 წ.
__________________________________________________________ 
ჩვენ - ქართველები

ქართველი კაცი - საოცრებაა,
და ნუ დამწამებთ, რაღაცა ტრაბახს...
ქართველი კაცი მსგავსად მოირგებს,
ძვირფას სამოსსაც და ნაგლეს ტალახს,
ანუ, ამგვარად არ იზომება,
ანუ, სულ სხვა რამ არის მთავარი...
და, თუ-კი იტყვით: „ქალზე არა თქვა!“
ისმინეთ: „მეფეთ მეფე თამარი“...

კი, ყველამ ვიცით, ღმერთი გვიფარავს,
და, რაღაც ხერხით მათაც იციან,
(რომლებსაც დღემდე ჰსურთ დაგვაჯერონ),
თითქოს ეს რწმენა გადაგვიცია,
მათ პირსისხლიან ბრძანებლისათვის...
და, სიმართლე ვთქვა, მებრალებიან,
რადგან ყოველღამ მის ბნელ აჩრდილებს,
არ ვიცი, როგორ ემალებიან...

და-ჰა, მთავარი, აი, რა არის;
ქართველი კაცის სულის თვისება,
სულ რომ დარწმუნდნენ, მიზანს ეწიენ,
გაიგონებენ: „არ გეღირსებათ!“
და იხილავენ იმ საოცრებას,
რის გაფიქრებაც დღედაღამ ზარავთ...
ჩვენ - ქართველები - კი არ დავეცით!
ჩვენ - ქართველები - უდრეკად ვდგავართ!

21.02.2019 წ.
__________________________________________________________  
23 თებერვალი

იყვნენ ბავშვები...ერთ დღე-ღამეში,
გახდნენ დიდები...
საქართველოსთვის გადადეს თავი,
ცალეს მჭიდები...

სისასტიკესაც კი გაუკვირდა,
მათი დანახვა...
მადლობის ნიშნად, მთელი სამშობლო,
გმირებს თან გაჰყვა...

და ეს დღე იყო წითელ სიკვდილის,
მარცხის ბეჭედი...
ყოველ თებერვლის ოცდასამს ისმის:
„გძლიეთ. შეჩერდით.“

                                            24.02.2019 წ.
__________________________________________________________  
რაოდენაა სამადლობელი

ირგვლივ იმდენი სიკეთე ხდება,
რომელი ერთით ვიხარო - ვარჩევ...
თუნდაც ამაღამ, ქართველი დედა,
სამშობლოსათვის მერვე შვილს აჩენს...

ანდაც - უშვილო მასწავლებელი,
ოცდათექვსმეტი შვილისთვის გეგმავს,
რით შეაყვაროს სწავლა და შრომა,
რით გაუწოდონ ხსნის ხელი ბეჩავს...

ანდაც - გიორგის არ ძინავს ახლა,
დილით ელენეს სიყვარულს უხსნის,
ადრე ადგება, სადარბაზოსთან,
მყარ ერთგულებით მშვიდად დაუცდის...

ანდაც - ლევანი სახლში ბრუნდება,
ნანობს, რომ მშობლებს ატკინა გული,
იცის, ბევრი კი დაკარგა, მაგრამ,
ღვთის რწმენა არ აქვს მას დაკარგული...

ანდაც - რომელი ერთი ვთქვა ახლა,
ისედაც მოსჩანს ირგვლივ ყოველი...
რომ მიღამდება და მითენდება,
რაოდენაა სამადლობელი...

14.03.2019 წ.
__________________________________________________________ 
რა ტკბილი არის ღმერთი...მამაო...

1.
აი, ახლა რომ წუმპეში ვდგავარ,
და არ ვაგდივარ, უფალს მადლობა...
ვიცი, აქ დგომაც არ შეიძლება,
მიჭირს დათმობა...
თანაც, დიდადაც არ განსხვავდება,
დაგდებისაგან - ასეთი დგომა...
მწამს, თუ ვინანებ, მყისვე შევიგრძნობ,
ისევ - აღდგომას...

2.
გული ფრთხიალებს სიხარულისგან,
რა ტკბილი არის ღმერთი...მამაო...
მქონდა ბნელი და უკუნი - დღისით...
და - მზიანი მაქვს ახლა - საღამოც...

08.05.2019 წ.
__________________________________________________________ 
ჩვენი დაყოფა შავ-ბნელ აჩრდილებს - არ ეღირსება.

1.
იყო დრო, როცა ვიყავით ჩვენთვის,
მუცელში - ჩუმად...
და პირსისხლიან გეგმის აჩრდილებს,
მოვეკალთ - სურდათ...

და, თანაც ისე, ჩუმად კი არა,
კანონის ძალით...
ან ამოგვჭრიდნენ ციცქნა გულებს ან,
მოგვწყვეტდნენ წამლით...

და, ვინ გვიცავდა, ან ვინ დაგვიცავს,
კვლავ ღმერთის გარდა...
გვესარჩლებოდნენ ჩვენი და-ძმებიც,
მშობლებიც ახლდათ...

2.
თვითონ არქმევენ შეჭირვებულ ხალხს,
გეგმის სახელებს...
აი, სულ ცოტაც და ის გეგმები,
ვერ იარსებებს...

„უმრავლესობა“-ც, „უმცირესობა“-ც,
მათი ფანდია...
ერთურთი გვიყვარს, ცოდვა კი - არა.
სხვა არ გვწადია...

ასე მოვედით ქართველნი დღემდე,
ასეც იქნება...
ჩვენი გაყოფა შავ-ბნელ აჩრდილებს,
არ ეღირსება.

20.05.2019 წ.
__________________________________________________________  
საქართველოა მზისა და ზეცის

საქართველოა მზისა და ზეცის,
აქ ცა და მიწა ერთმანეთს ერთვის...
და ტყუილია, რომ გვაჯერებენ,
თითქოს სამშობლო სიტყვაა ჩვენთვის,
მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არღარა...
აქ წინაპრებმა სისხლი დაღვარა,
და ამ სიწმინდემ ღმერთის შეწევნით,
აქამდე ცოცხლად გამოგვატარა...

საქართველოა ბავშვივით სუფთა,
ირგვლისვ სიკეთეს დანახვა უნდა...
თავგზას გვიბნევენ ათასფერებით,
გუშინ კი ლუკა გულწრფელად სწუხდა,
რომ დაიჯერა სიზმრად ერთ წამით,
თითქოს აღარ ვართ რანიც ვიყავით,
და განამტკიცა ამით ის გეგმა,
სულ რომ მოქმედობს მალულ სიცხადით...

საქართველოა ხსნა და საშველი...
და თანახმაა ყველა მნახველიც,
რომ არ არსებობს ქვეყნად სიკეთის,
ისე გულწრფელად გამომხატველი,
როგორც ჩვენშია, ოდითგან-ოდით,
მხოლოდ სიყვარულს ვეტრფით, ვეტრფოდით,
და ასე გასტანს, მარად და მარად,
რა გული გვიძგერს საქართველოთი...

03.06.2019 წ.
__________________________________________________________  
და უძლევია - ქართველი ერი

ჩვენ წინაპრებმა, სული გადადეს გოჯა მიწისთვის...
ახლა ყიდიან ყოველ წამს სხვებზე, რამდენს - ვინ იცის..?
შემოგვინახეს მამული, ენა, რწმენა - სინდისით...
რასაც ახვედრეს ძმათაკვლის ცრემლი, სისხლი - შინდისის...

ჩვენი სამშობლო, ახლაც ისევ ვაჟას არწივს გავს,
ოღონდ, ყვავ-ყორნით დაგეშილი მართვით - დაგლეჯილს...
ო, რამდენ სახლზე გავლებული ჭრილობები გვაქვს,
და ახლა უნდათ, რომ ამოგვჭრან დავით გარეჯიც...

სულ ტყუილია, რომ გვაჯერებენ - არა ვართ ერთი.
კი. ჩვენ ერთი ვართ და ყველგან გვმალავს სამშობლოს მტერი,
რადგან იციან, ოდითგან, მუდამ - „ჩვენთან არს ღმერთი“,
და ჩვენც ღმერთთან ვართ  და უძლევია - ქართველი ერი.

16.07.2019 წ.
__________________________________________________________  
კონსტიტუცია

თავის დროს შემქმნეს - ხალხისთვის...
ახლა მტრადმყოფენ - ხალხის...
მოლოდინში ვარ ყოველ წამს,
რაღაც ჭრილობის - ახლის...

მანაკუწებენ ჩუმჩუმად...
მე მაბრალებენ შემდეგ,
ხალხისთვის ყველა საზარო,
და საზიანო შედეგს...

ზოგი კი სიამაყითაც,
თავს მოიქარჩლებს ჩემით...
ამ დროს მე - ხალხის ტკივილით,
ვკვდები ნელ-ნელა...გესმით?

ჩემი ხსნა - ხალხის ხელშია...
ხალხის ხსნა მხოლოდ - ღმერთში...
მე მჯერა, ბევრი მოძმე მყავს,
ილიას სულის - ერში...
07.08.2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები