ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2019


ჩემი პროფესია_ სწავლა იწყება! თავი 36_ე

                სწავლა იწყება! თავი 36_ე
    რამოდეიმე დღის შემდეგ!

      სიცოცხლე მივიწყებას მიეცა? ადამიანებს, აღარ ახსოვთ, რომ შობადობაც თავდებშია... ახლა ხალხი, დაიღალა ოჯახის წევრების უკანასკნელ გზაზე გაცილებით. იქნებ აცივდა? იქნებს ადამიანების სულშიც აღარ თბილა. იქნებ და დარდებმა დაიწყეს მეფობა. იქნებ ღიმილს წრემლმა ჩანაცვლა. გაწვიმდა და იქნებ ბუნებასაც შესციდა. აგვისტო გვიტოვებს დარდს და ახალ  რიგში სექტემბერია. ახლა ის ცდილობს შთაბეწდილება მოახდინოს ჩვენზე. ნისლში ჩამალულან ქალაქის უძარმაზარი შენობები. სახლები შეყუჟულან ბავშვები, არც მანქანებია ხშირი. ქალაქმა სიმშვიდე უკანასკნელ აგვისტოში იპოვა? იქნებ უკან მოუხედავადაც წავიდეს. არაფერი დატოვოს. ცრემლის და დარდის გარდა. აგვისტოს უკანასკნელ დღეს ქალაქშიც აცივდა. ხვალიდან სწავლა იწყება! შემცივდა... დიახ! მეც შემცივდა. ტბის პირას განსაკუთრებულად აცივდა. მიდიხარ და რას მიტოვებ? დედას, რომელიც ისევ კლინიკაშია თუ მამას, რომლის მკვლელი, ჯერ კიდევ თავისუფალია. გამაგებინე , მითხარი რისი თქმა გინდოდდა ჩემთვის? გუშინ მარიამის დედა უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ.  ჩემი მეგობარი ახლაც ძალაგამოცლილი საწოლს არის მიჯაჭვული. ეს გინდოდა გეთქვა? მხოლოდ ამის თქმა გინდოდა? შენ... შენ, მაინც მითხარი რამე? იქნებ ქარებმა, მაინც გაიგონ ჩემთვის რისი თქმა უნდოდა. ეხლა საკმარისია ფეხი გავატოკო და ეგრევე უბსრკრულში გადავეშვები. ეს გინდოდა? ამის მიღწევა გინდოდა? უკანასკნელი იმედი წამართვი. ის ღიმილი წამართვი, რომელიც მე რწმენას მაძლევდა, მამა წარმართვი. ახლა რა იქნება? ახალს რა იტყვის სექტემბერი? იტყვის, რომ ცხოვრება გრძელდება? თუ ის, რომ ხვალიდან უნივერსიტეტი იწყება. პროფესია... ჩემი პროფესია იქნება ადგილი, საიდანაც ახალ ცხოვრებას დავიწყებ. წადით! ქარებო, თქვენც დამტოვეთ მარტო. იქნებ მარტოობაში ვიპოვო ჩემი ადგილი. იქნებ შევძლო გაღიმებაც. ნუ ხმაურობ ნუ წაიღე ტვინი შრიალით... არც შენ შეგიძლია გამიგო, არც ბუნებას არ უნდა ჩემი გაგება. სულ ერთი ნაბიჯი და ყველაფერი დასრულდება. უბსკრულს  ვუახლოვდები... გადავეშვები და თან წავიღებ დარდებს. მამას და მის უკანასკნელს მომღიმარ სახეს. დედაჩემის ცივ გამოხედვას. უყურებ სიცარიელს და ვგრძნობ, რომ თავისკენ მიხმობს. წავიდე? დავტოვო ისე ყველაფერი, როგორც არის?  იქნებ ისევ მამასთან წავიდე?
***
- ნია! მანდ რას აკეთებ? ძალიან გთხოვ უკან დაიხიე.
- გიორგი აქ, რა გინდა? როგორ მიპოვე?!
- უკან გამოგყევი... ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს. სისულელე არ გააკეთო. ეგ გამოსავალი არ არის. გესმის?!  რასაც შენ აპირებ გამოსავალი არ არის!
- ყველაფერი ყალბია. შენც ყალბი ხარ! ბებეიჩემმა ჩემზე ინფორმაციის გასაგებად გამოგიშვა. წადი და შენს ხალხს უთხარი, რომ ნია გარდაიცვალა. მე თუ მოვკვდები ბებია, დედაჩემეს თავს დაანებებს.
- ნია, შენ ასე მარტივად არ ნებდებოდი. შენ ძალიან ძლიერი ხარ. ერთი ნაპიჯიც საკმარისია და ყველაფერს თავიდან დაიწყება შეძლებ ვიცი.
- კი გიორგი, ერთი ნაბიჟიც და დედაჩემი განთავისუფლდება. ამ ცხოვრებაში, სატანჯველად მოვევლინე. არც მე და არც სხვებს დავაცადე ცხოვრება.
- ღმერთო ნია! ნია ამას ნუ გააკეთებ... მე შემომხედე მე არავინ დამრჩა. შენ მამიდა გყავს ტყუპებს ამას ნუ გაუკეთბ. შენ ჩვენ გყავართ. მე მჭირდები გესმის!
- მარიამ, ილია, ლიზი თქვენ აქ, რას აკეთებთ?
- მე დავურეკე.
***
- ჩემო პატარა... მოდი ხელი მე მომეცი.
- გაბრიელ შენ...როგორ მიხვდი სად ვიქნებოდი?
- დაგავიწყდა? აქ, ერთად მოვედით.
- მიდი ხელი ჩამკიდე სწორედ ისე, როგორც მაშინ.
- მპირდები, რომ არასდროს გამიშვებ?
- გპირდები.
* * *
24 საათის წინ!
      ხალხი გამწარებული წინ და უკან დარბის. მეც გაბრიელს მოვკიდე ხელი და ვთხოვე ისევ საავადმყოფოში წავეყვანე. ძლივს მოვითქვი სული სანამ დედაჩემს არ მივუახლოვდი. ის კარგადაა და მეც შვებით ამოვისუნთქე. ვიღაც მანიაკი, მის პალატაში შეპარულა და მის გაგუდვას ცდილიბდა და მადლობა ღმერთს იმ დროს ბატონი შესულა მასთან. ის ფანჯრიდან გაპარულა. ბატონს მისი სახე არ დაუნახავს, რადგან სახე სულ დაფარული ჰქობდა. ასეთი რამ ფილმებში თუ მომისმენია ან მინახია. შიგნით ახლოს ვერ შევედი დედასთან, თუმცა დავინახე, რომ იღიმის. წამლებისგან ისეა გაბრუებული, ვერც მიხვდა რა მოხდა. ბატონს სახეზე ეფერება და ეძახის ლუკას. დედაჩემს მისი ქმარი ჯერ კიდევ მამაჩემი ჰგონია. ვერ გაუცნობიერებია, რომ გათხოვდა სხვა მამაკაცზე. განა რა არის ადამიანიც სიცოცხლე, როცა საკუთარ თავს კარგავ. როცა ვერ გაგირკვევია შენს წინ მდგომი ადამიანი ვინ არის. რთულია ეს ყველაფერი გაიაზრო მაშინ, როდესაც ის ქალი დედაშენია. ვატყობ გაბრიელი უკვე დაღლილია. ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი წასულიყო. რადგან დედა კარგად არის მე მარიამთან წავალ. საღამოს კი ისევ  ვეცდები მის პალატაში შესვლას. ბიძიან ყველა ბავშვის სახლის კართან დაცვა დააყენა. ახლა თითქოს სიმშვიდეა, ბავშვებიც მშვიდად არიან, მაგრამ მე ჯერ ვერ ვიპოვე სიმშვიდე. ხვალ სწავლა იწყება. შეფმა ხელფასები ჩაგვირიცხა და ახლა მე და მარიამი, ერთად ვაპირებთ საყიდლებზე წასვლას. მე უკვე მაღაზიებთან ვარ და მარიამს ველოდები. ქალაქში მანქანები თანდათან ხშირდება,  გაჩერებაზეც ხალხი მატულობს. 
* * *
- სად ხარ აქამდე?
- ილიას საუზმე გავუმზადე და ამიტომ დამაგვიანდა.
- რაა? შენ რატომ გაუმზადე? თვითონ რა ვერ გაამზადებდა?
- წამოდი აქედან დავიწყოთ.  ნია, დაივიწყე ჯინსები. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. ჩვენ სტუდენტები ვხდებით.
- ვერ ვხვდები ეს ყველაფერის რამეს ცვლის?
- კი ნია ცვლის. იქ, ვეღარ ივლი გაცვეთილი ჯინსებით და მაყალყელიანი კეტებით.
- ძალიან ვნერვიულობ. ნეტა რა იქნება? დრო გვექნება, რომ ვიმუშავოთ?
- ნია რა დროს სამუშაოზე ფიქრია. იმაზე იფიქრე იქ, ვინ დაგვხვდება?
- ვინ უნდა დაგვხვდეს? ლექტორები და საგნები, რომლებიც უნდა ვისწავლოთ.
- აი, რა დიპლომატი ადამიანი ხარ. ცოტა რომანტიულზე იფიქრე. იქნებ იქ, იპოვე ადამიანი, რომელიც შეგიყვარდება.
- რა სისულელაა... მე არავინ არ შემიყვარდება.
- სწორედ შენნაირებს უყვარდებათ მალე.
- აი, სად ყოფილხართ. ძლივს გიპოვეთ.
- მამიდა, მარი დეიდა აქ რას აკეთებთ?
- დილიდან შენ გეძებთ. რამდენჯერ დაგირეკე, მაგრამ რო არ მიპასუხე ჩემი გემოვნებით გიყიდე რაღაცეები.
- ეს რა არის? მამიდა რაამბავია. ამდენი რატომ იყიდე?
- ეს შენი ბარლაია, რამდენჯერ გითხარი, წამოდი ერთად წავდეთ საყიდლებზე, მაგრამ არ დამიჯერე.
- არა, ამდენ საჩუქარს ვერ მივიღებ.
- ეხლა მე ამ ყველაფერს შენს ოთახში დავაწყობ. დღეს აუცილებლად უნდა მოხვიდე სახლში, ისედაც საკმარისია ამდენი ხანი ნორმარულად არც მისაუბრია შენთან.
- მამიდა ჩვენს სახლში გადავედით?
- არა, ორი დღეში ასრულებენ რემონტს.
- კარგი მაშინ დღეს მარისთან დავრჩები.
- არავითარ შემთხვევაში.
- გოგო, სახლში რატომ არ მიდიხარ? ვინმეს გაურბიხარ?
- არა, უბრალოდ არ მინდა მათი შეწუხება.
- ქალმა ამდენი რაღაც გიყიდა სირცხვილია დღეს, რომ არ მიხვიდე.
- ხო დღეს მომიწევს.
- გოგო, რაღაცეებს მეც ხო მათხოვებ.
- რათქმაუნდა...
***
  გყავდეს საუკეთესო მეგობარი, (დაქალი),ეს უკვე სიმდიდრეა. რამდენჯერ მის კეტებში გამიტარი ზამთარი, რამდენჯერ მისი კაბა, ჩამიცვია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალი იყო და მასაც კი არ ეცვა. რამდენჯერ ჩაუკიდებია ხელი ჩემთვის და უთქვამს:_ დღეს ჩემთან წამოდი. ის იყო ჩემს გვერდით მაშინაც, როდესაც დამცინოდნენ. მაშინ, როდესაც მციოდა და უბრაოდ საუბარი მჭირდებოდა. ვტიროდი და გამოსვალი იყო. ,,წამოდი ჩემთან!“ დაღლილი დღის შემდეგ, მაინც ვპოულობდით მიზეზს, რომ ხმამაღლა გაგვეცინა. არ უყურებდით ხალხს. ვიდექით შუა ქუჩაში და ვიწყებდით ისტერიკულ სიცილს. განა რა უნდა გააკეთო, რომ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი დაიმსახურო? მე დავიმსახურე და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი ერთად გატარებული მხოლოდ ერთი ღამე. ყველაზე მნიშვნელოვანი ხდებოდა. არ ვუყურებდით დროს, როცა ჩვენ მოსაყოლი გვქონდა. ჩამოვჯდებოდით საწოლზე და საათობით დავიწყებდით იმაზე ლაპარაკს. ,,გოგო დღეს ნახე? გამიღიმა...“ გყავდეს საუკეთესო მეგობარი, (დაქალი)გვერდით ეს უკვე სიმდიდრეა. ეს გრძნობა, არც ფულით იყიდება. ეს გრძნობაა არც მოპარულია. ამას თავად ჩვენ ვქმნით ადამიანები. უბრალოდ ერთმანეთი ვპოულობთ და შემდეგ მათი გაშვება შეუძლებელი ხდება. მარიამმა დედა, უკანასკნელ გზაზე გააცილა და ახლა ჩემზე დაყდნობით ახალ ცხოვრებას აგრძელებს. ეს დღეებიც მასთან ერთად ილიას სახლში გავატარე. არც მე მივდიოდი სახლში და არც გაბრიელი მოდიოდა აქ. უკვე სამი დღე გავიდა, რაც გაბრიელი არ მინახავს. მომენატრა? რათქმაუნდა არა! უბრალოდ ვეღარავის ვუშლი ნერვებს და ესაა. ნეტა დღეს რა მოხდება? ისიც იქნება ვახშამზე? ვინტერესდები? სულაც არა... უბრალოდ ვიცი გაბრიელი, მშობლებს უარს არ ეტყვის. მარიამი სახლში წავიდა მე კი ავუყვები იმ გზას, სადაც პირველად მასთნ ერთად ხელჩაკიდებულმა ავიარე. ეს მაშინ იმ ღამეს იყო, როდესაც მამა დავკარგე. გაბრიელმა ხელი ჩამკიდა და მითხრა, რომ ცოტახნით ასე ვყოფილიყავით. სახლის კარს ვაღებ და მახსენდება, როგორ შევიპარეთ პირველად მასთან ერთად. უკვე ბინდდება... სიჩუმეა სახლიდან ჩამიჩუმიც კი არ ისმის. სახლის კარი შევაღე თუ არა ყველამ ერთდროულად იყვირა. ,,კეთილი იყოს შენი დაბრუნება!“  ეს რა უქნიათ? აქაურობა საბავშო ბაღს დაუმსგავსებიათ. ყველგან ფერადი ბუშტები ყრია. აქ, უამრავი ტკბილეული და საჭმელია. ბიძაჩემს, სერიოზულ დეტექტივ კაცს, თავზე გვირგვინი დაუდგამს და ხელში დიდი წითელი ყუთი უჭირავს. პირველი მამიდა მომიახლოვდა.  ძალიან  თბილად ჩამეხუტა და მითხრა, რომ ეს ყველაფერი, ჩემთვის იყო. ჩემთვის და გაბრიელისთვის, რადგან ხვალიდან სწავლას ვიწყებთ. ეს წვეულებაც ამისთვის მოაწყეს. თვალებით გაბრიელს ვეძებ, თუმცა ის აქ არ არის.
* * *
- მადლობა, არ იყო ეს ყველაფერი საჭირო.
- აიღე, ეს შენთვის არის.
- ბიძია ეს რა არის?
- გახსენი და ნახავ.
- ბიძია... ამას ვერ ავიღებ.
- გამომართვი ნუ ხარ ასეთი თავმდაბალი. ეგ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაგეხმარება. მე შემომხედე ამ დღისთვის სოფიამ თავზე რა დამახურა? ეხლა ეს, რომ არ აიღო გავბრაზდები.
- არც კი ვიცი რა ვთქვა ძალიან დიდი მადლობა.
- ეს კი ჩემგან.
- თომა ბიძია ეს გაბრიელმა გითხრათ არა? მან გითხრათ, რომ მეტისმეტად პატარა ტელეფონი მაქვს.
- რაღა დაგიმალო და ეგრეა.
- თვითონ სად არის?
- დარეკა და მალე მის შეყვარებულთან ერთად მოვა.
- რაა?
- გაჩუმდი და არ შეიმჩნიო.
- მამიდა ის იდიოტი...
- ვიცი, მაგრამ ნუ შეიმჩნევ. აი, ნახავ მალე მობეზდრება და გაუშვებს.
*  *  *
  ყველანაირად ვცდილობ ემორციები ვაკონტროლო, მაგრამ მამიდა ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვერაფერს ვერ გამოვაპარებ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. სახლში საზეიმოდ დამხვდნენ ხელში ახალი ტელეფონი მიჭირავს და აზრზე არ ვარ, როგორ გამოვიყენე. მელანო გვერდით მომიჯდა და მაძალებს, რომ ცოტა მაინც შევჭამო. რატი ბაღშია და ტყუპებს აწვალებს. აქ, კიდევ ბევრნი არიან, მაგრამ უმრავლესობას ვერც ვცნობ. ქრისტი ჩემი ბიძაშვილია, თუმცა ისიც ჩემგან მოშორებით ზის. არც გუგას შვილებს ვიცნობ კარგად. აქ, უცხოდ ვარ, მაგრამ მამიდა და ბიძია ამის საშუალებას არ მაძლევენ. მოდიან! ახლა ყველანაირად ვცდილობ საკუთარი თავი ხელში ავიყვანო. არ მინდა ჩემს სახეზე, რამე წაიკითხოს. თავი ახალ ტელეფონში ჩავხარე თითქოს და რაღაცის გარკვევას ვცდილობ, რაც უფრო მიახლოვდება მუცლის ტკივილე მეწყება. ეს რაღაც ახალია? კიდევ რაღაც ახალი გამოგონებაა მგონი. გაბრიელს მასზე ხელი აქვს გადახვეული და ძალიან ბედნიერი სახით ჩვენკენ მოემართება. როცორც კი ახლოს მოვიდნენ მე მაგიდის გადასაფარებეს ფეხი დავადგი და ყველაფერი რაც მაგიდაზე ეწყო ზირს გადმოიყარა. ის შეძახილი, რომლითაც გაბრიელს უნდა დახვედროდნენ დაავიწყდათ. ყველამ ყურადღება მაგიდისკენ გადმოიტანა.
* * *
- ვააა! დახვედრაც ამას ქვია.
- უკაცრავად! ძალით არ მინდოდა უბრალოდ ახალ ტელეფონს ვაკვირდებოდი და...
- ხომ გითხარი არაფერი შეიმჩნიოთქო.
- ვიცი მამიდა, მაგრამ არ გამომდის.
- არაიშავს, არაფერია მალე აქაურობას მივალაგებ.
- მე დაგეხმარებით.
- არა! ნია შენ აქ იჯექი.
- აი, მესმის სთამბეჭდავი დახვედრა იყო მადლობა.
- ეს უბრალლოდ ჩემი მოუხერხებლობის ბრალია.
- აღიარე, რომ ეჭვიანობ.
- რაა? მეე? მე რატომ უნდა ვიეჭვიანო.
- მაგასაც ვნახავთ. ხალხო, გაიცანით ეს ძალიან ლამაზი გოგო ჩემი შეყვარებულია.
- ეგ უკვე ვიცით. შვილო გვითხარი რა გქვია?
- გამარჯობათ, მე ლოლიტა მქვია. ჩემი სახელი ყველაზე მეტად ყუარადღებიანს ნიშნავს.
- მაგას მერე გავარკვევთ.
- მამიდა რას აკეთებ?
- გაჩუმდი და მასთან მიდი.
- რას აკეთებდი ამ დღეების განმავლობაში, როცა მე შენს გვერდით არ ვიყავი.
- მშვიდად ვცხოვრობდი. ზუსტად ისე სანამ შენ გამოჩნდებოდი.
- ა, ესეიგი სიმშვიდე მე დაგირღვიე?
- კი, სწორედ რომ მასეა.
- დღეს აქ რჩები?
- კი.
- მე არა.
- რატომ?
- ინტერესდები?
- ბავშვებო, აქეთ მოდით ტორტი ჩააქვრეთ.
- ყოველთვის ასე აკეთებთ?
- მხოლოდ მაშინ, როცა პირველად სწავლა დავიწყე. ეხლა ეს ყველაფერი შენთვისაა.
- ჩემთვის?
- ხო მიდი სურვილი ჩაიფიქრე და სანთები ჩააქრე.
- ფეხბედნიერი ყოფლიყოს შენი გზა უნივერსიტეტისკენ ჩემო გოგოვ.
- მადლობა მამიდა! არც კი ვიცი რა გითხრათ. ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. სახლში შემიფარეთ. აქ იმაზე მეტი მაქვს ყველაფერი რაც საჭიროა. ძალიან დიდი მადლობა ამ სარამოსთვს და იმ საჩუქრებისთვის რაც დღეს მივიღე.
- არ არის საჭირი ამდენი მადლობა.
- ნია, ყველაზე მაგარი გოგოა მთელ მსოფლიოში!
- ნია, ყველაზე გემრიელ ნაყინს ამზადებს!
- ალისა, სესილია ტყუპებო ძალიან დიდი მადლობა.
- ეს საჩუქარი შენთვის გავაკეთეთ.
- ეს რა არის თქვენ დახატეთ?
- დედა ამბობდა, რომ საკუთარი ხელით მომზადებული საჩუქარი ყველაზე ძვირფასი რამ არისო. ამიტომ ეს ნახატი ჩვენგგან საჩუქრად.
- ახლა ვიტირებ! არა, არ ვიტრებ. მოდით უნდა ჩაგეხუტოთ...
*  *  *
  საღამომ ძალიან ემორციულად ჩაიარა. ეზოში უფროსები ახლაც დარჩნენ. მე ტყუპები დასაძინებლად ამოვიყვანე და ცოტახნით მათ ოთახში დავრჩი. გაბრიელი ძალიან მალე მასთან ერთად წავიდა. ნეტა თუ უყვარს? ოდესმე ვინმე თუ ყვარებია. არა, არამგონია მაგას სიყვარულის რამე გაეგებოდეს. მხოლოდ ერთობა. ყველა გოგოსთან თავი ისე უჭირავს თითქოს და რამოდენიმე წლის ცოლ-ქმარი იყვნენო. არა, ნამდვილად სასაცილო იყო. გოგო, კისერზე ეკიდებოდა ის კი მე მიყურებდა. გაბრიელი, როგორც კი ჩემსკენ დაიწყებდა წამოსვლას ის, ეგრევე აჩერებდა. რაღაცას იმიზეზებდა და თავისკენ მიყადა ისევ. ავდივარ ჩემს ოთახში შასაძლებლობა მაქვს მის ოთახში შევიდე. არა, არ შევალ! შევიდე? შევალ განა რა უნდა დაშავდეს.  გავიგებ რა სიმღერას წერს და ეგრევე გამოვალ უკან. მეგონა კარებს ჩაკეტავდა მაგრამ ღია იყო. ოთახში შევედი თუ არა გაბრიელის სიტყვები გამახსენდა. ,,ხელი არაფერს არ ახლო“. მეც თითქოს დავიძაბე. ხელები უკან შემოვიწყე და ასე თვალებით დავიწყე დათვარიელება. სურნელი... თითქმის მთელ ოთახში მისი სურნელის სუნი ტრიალებს. ვგრძნობ, რომ ამ სურნელში ვიკარგები. ერთი პატარა შეცდომაც და შეიძლება ყველაფერი გავაფუჭო.  სამუშაო მაგიდას ვაკვირდები და შევნისნე პატარა ფურჩელზე პატარა ჩანაწრი. მაგიდას ოდნავ მივუახლოვდი და ვკითხულ. ,,ქალი ლამაზია, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“. ,,ქალს არაფერი არ ამშვენებს იმაზე მეტად, როგორც მუსიკა.“ ლამაზი სიტყვებია. აქ, კიდევ ბევრი ფურცლის ნაგლეჯია, მაგრამ კიბეებზე ნაბიჯების ხმა შემომესმა. სასწრაფოდ დავტოვე გაბრიელის ოთახში და ჩემს ოთახში ავედი. საწოლზე გულაღმა დავწექი და არ მინდა, ისევ ფიქრებმა გამიტაცოს. გვერდზე ვტრიალდები და ყურში მისი სიტყვები ჩამესმის. ,,ხელი ჩამკიდე აქ, სიბნელეა.“  ,,ნია, რაც არ უნდა მოხდეს მე დამირეკე.“ ,,იცოდე მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.“  ,,გოგონი, შეგიძლია წყალი, რაც შეიძლება ბევრი ყინულით.“  საკმარისია! მასზე ამდენს რატომ ვფიქრობ? ის, ეხლა სხვაგან არის მის გვერდით .
      ირგვლის სიჩუმეა. აგვისტო უკანასკნელ დღემდე სდუმს. სათქმელი აღარაფერი აღარ დარჩა  და გაჩუმდა. ჰაერში თითქოს შემოდგომა ნელ-ნელა იპარება. ნიავია, ქარი ოდნავ არხევს ჯერ კიდევ გამწვანებულ ხეებს. მაღლა შორიახლოს მინდვრებში სიყვითლე მოსჩანს. ნუთუ ეს შემოდგომაა? გათენდება, თითქოს ყველა დაივიწყებს აგვისტოს. დაივიწყებენ იმ დღეებს. არადა ეს ხომ გუშინ იყო, ახლახანს. არ არის ეს დრო ძალიან დიდი, თუმცა საკმარისია ადამიანი, ერთხელ, მაინც დაეცეს მივიწყებას აძლევს იმ დღეებ. ვერ დავიძინე. ვზივარ და ალიონს ვუცდი. თიქოს არ მინდა გათენდეს, არ მინდა აგვისტო დასრულდეს. ვზივარ და ვუცდი სექტემბერს. ნეტავ რას გვიმზადებს? განა რას უნდა უმზადებდეს ადამიანებს მომავალი? გარდა იმისა, რომ თავად შეძლონ ფეხზე მყარად დგომა და თუ დაეცემიან წამოდგომა. რთულია გერქვას. ,,მკვლელის ქალიშვილი“, მაგარამ ამაზე რთული, მაინც დედის ცივი გამოხედვაა. ვერ წავედი... ვერ შევძელი, რომ მისთვის მეთქვა. ,, დედა გამოფხზლდი! ეს მე ვარ შენი შვილი. მე მოვედი.“ ახლა დარდებს აგვისტოს უკანასკნელ ღამეს ვატან და დიდი ინტერესით ვხვდები სექტემბერს.
*  *  *
- ნია გაიღვიძე დღეს სწავლა იწყება.
- ჯანდაბა ჩამეძინა! ნეტა დაიწყო უკვე სწავლა? იქნებ უკვე დასრულდა ყველა ლექცია. უნდა ავდგე მოვემზადე...
- მშვიდად... ჯერ მხოლოდ 8 საათია.
- მამიდა მი კი მეგონა, რომ დავაგვიანე.
- მიდი წყალი გადაივლე.
- მამიდა სანამ გამოვა შეგიძლია პერანგი გამიუთოვო?
- მოიცადე რაღაც უნდა გითხრა.
- რა მოხდა?
- გუშინ გაბრიელი, ძალიან გვიან ნასვამი დაბრუნდა სახლში.
- მართლა? ნეტავ ცუდა ხომ არ არის? წავალ ვნახავ...
- მოიცადე! სად უნდა წავიდე. მიდი წყალი გადაივლე და მოწესრიგდი მაგას დედამისი მიხედავს.
- ხო მაგრამ...
- არავითარი მაგრამ.
* * *
  დილა დეტექტივის ოჯახში, არც ისეთი განსხვავებულია. გაბრიელი გვიან ღამით მოსულა სახლში და მის გაღვიძება სცდილობენ, მაგრამ ამაოდ. მე მოვწესრიგდი ყველანაირად ვეცადე ჩემი ხვეულის თმის დავარცხნა. მამიდამ შემნიშნა, რომ ვწვალობდი და დახმარება შემომთავაზა. ცოტა მაკიაჟიც გამიკეთა. დღეს უნივერსიტეტში პირველი დღე მაქვს და განსაკუთრებული ემორციებით ვარ სავსე. ერთდროულად ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ. ნეტა როგორია? ნეტა თუ არის რთულია ამდენ ბავშვებთან კომუნიკაცია? ნეტა შევძლებ მეგობრობას მათთან? ნეტა თუ არიან მკაცრი ლექტორები?  ამდენი სამოსსი  ერთდროულად არასდროს არ მინახავს. მამიდამ იმდენი რამ მიყიდა მგონი მთელი ცხოვრება მეყოფა. მე უკვე მზად ვარ სასაუზმოდ. ახლა ქვემოთ უნდა ჩავიდე. გაბრიელის კარი ღიაა. ვხედავ ტანსაცმლიანს, როგორ ჩასძინებია. ნეტა ამდენი რატომ დალია? ნეტა ცუდად ხომ არ გახდა? შეუმჩნევლად მის საწოლს მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე. ,, გაიღვიძე თორე უშენობა ნამეტანია“... ასე შეუმჩნევლად ისევ დავტოვე მისი ოთახი. ბიძია და და თომა ერთმანეთში, რაღაცას ჩურჩულებენ. სახლშიც, მაინც, რომ არ იშლიან სამსახურზე იწყებენ ფიქრს.  სუფრაზე საუბრის დროს გავიგე, რომ მე და გაბრიელი, ერთ უნივერსიტეტში ვისწავლით. ხომ ვამბობდით ყველა გზა მისკენ მიდის. გამეღიმა და ასე ვაგრძლებე ჩაის დალევას. წასვლამდე დარჩენილია ზუსტად 15 წუთი. სულ ცოტა და თქვენც ნახავთ რა მოხდება. ,,დილამშვიდობისა ჩემო ოჯახო!“ აი, ამას ვგულისხმობდი. ,, ეს როგორ?“ იკითა დედამისმა. ის ჩემს სიტყვებზე გამოფიზლდა. ვუყურებ და მეცინება. არა, როგორ გინდა თავი შეიკავო. ის ძალიან საყვარელია თეთრ პერანგში. აი, უკვე დროა... იწყება სწავლა და ძალიან დიდი იმედებით ვივსები. თომამ შვილს უთხრა:_ ვიცი ეს არ არის შენთვის პირველი გაფთხილება, მაგრამ იცოდე თუ ფული დაგჭირდება მე მითხარი ინტერნეტ ბანკიდან ჩუმად ნუ რიცხავ. შეტყობინება, მაინც ჩეემს ნომერზე მოდის. თომას სიტყვებზე მე ძალიან გამეცინა, მაგრამ ამათთვის პირველი არ ყოფილა. ახლა მამიდა, მე მიახლოვდება და მეკითება:_ ხომ კარგად ხარ? რამე ხო არ გჭირდება?თვალები დავხუჭე და ვანიშნე, რომ ყველაფერი კარგად არის. მე კარგად ვარ. ტყუპებსაც ადრე  გაუღვიძიათ. მეორე სართულზე ფანჯარასთან დგანან და ხელს მიქნევენ. განა რა უნდა მოხდეს დღეს ცუდი, როცა დღე ასე ლამაზად იწყება. თომამ გაბრიელს გასაღები გადაუგდო და უთხრა:_ დღეიდან მანქანით ივლი. შენი მოტოციკლის ხმამ უკვე ტვინი წაიღო. გაბრიელს გაუხარდა.:_ ვაა, დღეს დილიდან რითი დავიმსახურე ამხელა ყურადღება? მე გზისკენ მივდივარ ტაქსი უნდა გავაჩერო. თომა კი მაჩერებს და კვლავ თავის შვილს მიუბრუნდა და ეუბნება:_ როცა საჭიროა არ იბნევი ახლა რა ხდება? მოკიდე გოგოს ხელი და ერთად წადით უნივერსიტეტში.  მე გვერდით შევტრიალდი და გამეღიმა. აი, უკვე მანქანაში ჩავსედით და ყველამ თვალი გამოგვაყოლა. უნივერსიტეტამდე გზა არც ისე დიდია, თუმცა მანქანაში ჩავჯექი თუ არა მუსიკა ჩავრთე. ყურში ეგრევა სიტყვა ,,მიყვარხარ“ მომხვდა. ასე დიდი ხან აგრელებდა სიმღერა ამ სიტყვის განმეორებას და გაბრიელმა სხვა სიმღერაზე გადართა. იქაც იგივე...
• *  *  *
- მაგარია არა?
- რა არის მაგარი?
- ის, რომ ერთ უნივერსიტეტში ვისწავლით.
- ხო რა ვიცი.
- დილით შენს ოთახს, რომ ჩავუარე ძალიან გათიშულს გეძინა რა მოხდა ისეთი, რომ ასე მალე წამოდექი ფეხზე?
- მაღვიძარა მქონდა დაყენებული და მის ხმაზე გამეღვიძა.
- სერიოზულად?
- ხო, რა იყო?
- არა არაფერი.
- აი, უკვე მოვედით!
***
    რა სულელი ხარ ნია? დილიდან სულელივით იღიმები გგონია, რომ ბიჭს, შენს სიტყვებზე გაეღვიძა და თურმე მაღვიძარას ხმამ გააღვიძა. არ იქნებ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიებია. იქნებ ამ ბიჭს, ნამდვილად შეუძლია სიყვარული და ის გოგო, ნამდვილად უყვარს. იქნებ იმიტომ დალია ამდენი, რომ მათ შორის რაღაც მოდა. მამაჩემი ამბობდა არკოჰოლი ადამიანებს ცოტახნით პრობლემების დავიწყებაში ეხმარება, ხოლო როცა იღვიძებ სირთულეები ისევ თავისა ადგილზე გხვდება.  ასე ამბობდა მამაჩემი, მაგრამ ახლა რა მოხდა? გაბრიელი ასე რატომ არის? ის ძალიან მშვიდია. არც ძალიან ბევრს არ ლაპარაკობს და არც ჩემს გამოწვევას ცდილობს. მთელი გზა ასე სიმშვიდეში გაატარა. უნივერსიტეტში მოვედით თუ არა შესასვლელთან მარიამი დამხვდა. უკან მოვიხედე თუ არა გაბრილი გაქრა უსიტყვოდ წავიდა. თვალებით იქაურობის თვალიერება, დავიწყე, მაგრამ ამაოდ. სკოლის კედლები თეთრად გავატარე, რადგან ყველაზე რთული პერიოდი ჩემი ცხოვრებისა მანდ გამოვიარე. მიჭირდა და ჩემი გაგება არავის უნდოდა. არც მასწავლებლებს უნდოდათ ჩემი გაგება. როდოდესაც სწავლა დავამთავრე მეშინოდა ძალიან მეშინოდა, რომ აქაც იგივე არ განმეორებულყო, თუმცა ახლა ყველაფერი სხვა გვარად არის. ახლა აღარ მაცვია გაცვედილი სვიტერი და არც ფეხზე გადახსნილი კეტი. ახლა ისე გამოვიყურები, რომ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა. ახლა ყველაზე კარგად მიჭირავს საკუთარი თავი. როგორც კი უნივერსიტეტში ფეხი შევდგი ერთი ვიგრძენი, რომ აქ კარგად ვარ. ამხელა დერეფნები, ჯერ არსდროს მინახავს,  არც ამხელა აუდიტორია. ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდები. აუდიტორის გვერდი თეთრი წარწერებია, აქ განრიგებია. თუ რის შემდეგ რა იქნება. აქ კაფეტერიაც საკმაოდ დიდია. ახლა დროა პირველ ლექციაზე შევიდე. ფეხები მიკანკალებს სხეულში დამცდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ამ შეგრძნებებით. პირველი ლექცია 40 წუთიანი იყო ახლა ყველანი გარეთ გამოვედით. კვლავ დიდი ინტერესით ვაკვირდეები ყველაფერს. დერეფნის ბოლოდან მუსიკის ხმა ისმის. ამან ჩემი ინტერესი ძალიან გამოიწვია და მისკენ გავემართე. ახლა უკვე ავუჩქარე ნაბიჯებს. კართად ორი მამაკაცი დგას და ერთმანეთში საუბრობენ. ოთახიდან სასიამოვნო მუსიკის ხმა ისმის კარი ოდგან შევაღე და ვცდილობ კარგად გავიგო რა მელოდია.
***
- გამარჯობა! კართან რატომ დგახარ?  შიგნით შემოდი.
- უკაცრავად... უბრალოთ თქვენ, ძალიან ლამაზად უკრავთ.
- მადლობა გინდა ერთად დავუკრათ?
- არა, მე დაკვრა არ ვიცი.
- ყოველ პარასკევს გაკვეთილია შეგიძლია ჩაეწერო.
- არამგონია მე შევძლო.
- მუსიკა თუ გიყვარს შეძლებ.
- მე არც გიტარა არ მაქვს.
- არაფერია აქ რამოდენიმე გიტარაა. მაპატიეთ სულ დამავიწყდა. ჩემი სახელია დაჩი. შენ რა გქვია?
- მე ნია მქვია. გარეთ ორი მამაკაცი დგას...
- მაგათ ყურადღებას ნუ მიაქცევ.
- კარგი მე წავედი.
- კარგი მაშინ გაკვეთილშე შევხვდებით.
***
  მე და მუსიკა? არამგონია რამე გამომივიდეს. ამას რატო ვაკეთებ? ,,ქალს არაფერი არ უხდება იმაზე მეტად, როგორც მუსიკა.“ გამახსენდა მისი სიტყვები  და უცებ გავჩერდი. მინდოდა უკან გავბრუნებულიყავი და მისთვის მეთქვა, რომ გაკვეთილზე არ მივალ. ვგრძნობ, რომ უკან ვიღაც მომყვება. რაც უფრო ავუჩქარე ფეხი, ნაბიჯების ხმა ისევ მესმის. დიდი სისწრაფით გავრბივარ და დერეფნის ბოლოს ვხედავ გაბრიელს. ,, ჩემი გადამრჩენელი ხარ“ ხმა დამლა ეს სიტყვები წარმოვსთქვი. დიდი სისწრაფით გაბრიელს მოვკიდე ხელი და აუდიტორიაში შევვარდით. მადლობ ღმერთს აქ არავინ არის.
***
- ნია რას აკეთებ? აქ, რატომ შემომიყვანე?
- უკან ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი მომსდევს.
- ნია ის დაცვაა, აქაურობას უყურებს.
- არა, ის მე მომყვებოდა.
- იქნებ აინტერესებდა, რამე ხომ არ გჭირდებოდა.
- ძალიან შემეშინდა.
- ნია უკვე დიდი გოგო ხარ და დროა საკუთარი თავი შენ დაიცვა.
- და შენ?
- რა მე ნია? რა მე! მე ყოველთვის არ ვიქნები შენს გვერდით და ასე სხვადასხვა ბიჭი უნდა შეარბენინო აუდიტორიაში?
- იდიოტო!
- ხოდა კიდევ, რასაც შენ მირტყან ნებისმიერი ამას არ მოგითმენს.
- სხვა ბიჭი არ არსებობს, ვისაც ასე გამეტებით გავარტყამ. აი, რატომ არ იდიოტი. ვინ გირაკავს?
- მამაჩემია.
- მიდი უპასუხე.
- ვპასუხობ.
***
- შვილო, ნიას მოკიდე ხელი და ოროვე საავადმყოფოში მოდით.
- მამა მე არ მცალია. ტაქს გავუჩერებ და გამოვუშვებ.
- ე, ბიჭო ტელეფონი არ გამითიშო!
***
- რა უნდოდა?
- წამოდი გაგაცილებ.
- სად?
-      საავადმყოფოში.
- რატომ? დედაჩემს მოვუდა რამე?
- არა, დედაშენი კარგადაა.
- შენ არ წამოხვალ?
- არა, მე არ მცალია.
***
  ნეტავ ეხლა რა მოდა? ასეთი სასწრაფო რა უნდა იყოს, რომ საავადმყოფოში დამიბარეს? ეჭვები მკლავს და არ მინდა ცუდზე ვიფიქრო. ეხლა ერთი სული მაქვ მივიდე და დედაჩემის შევხედო. სავადმყოფოს მივუხალოვდი თუ არა თომა დამხვდა. მითხრა, რომ ყველაფერი მოგვარებულია. ბატომა იცის, რომ მისი ქალიშვილი ხარ. ეხლა კი, თავისუფლად შეგიძლია დედაშენი ნახვა. მე სიხარულისკენ დედაჩემის პალატისკენ გავიქეცი. კარებთან ბებიაჩემი დამხვდა. მკლავზე ხელი ძალიან მწარედ მომკიდა და გვერდი კუთეში გამიყვანა.
***
- ხელი გამიშვით მტკივა.
- ისევ შენი გაიტანე არა?
- ის ქალი, დედაჩემია და უფლება მაქვს ვნახო.
- იცი ახლა კომაშია?
- რაა? გამიშვით უნდა ვნახო!
- თუ გინდა, რომ დედაშენი კარგად გახდეს შენ უნდა გაქრე მისი ცხოვრებიდან.
- ვერ გავიგე?
- შენ თუ მის ცხოვრებაში აღარ იარსებებ შევწყვიტავ მისთვის წამლების მიცემას. გონს მოვა და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას.
- ამისთვის რა უნდა გავაკეთო?
- თავი უნდა მოიკლა.
- ამას რატომ აკეთებთ?
- არჩევანი შენზეა ან დარჩები და უყურებ დედაშენის ტანჯვას ან გაქრები და მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას.
- ასეთი სატანა რატომ ხართ?
- თავიდანვე ზედმეტი იყავი ამ სამყაროსთვის, როგორც მოევლინე ისე გაქრები ჩვენი ცხოვრებიდან.
- კარგით! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დედა კარგად იყოს. ოღონდ ერთი პირობით.
- წასვლამდე მინდა დედაჩემი ვნახო.
- შეგიძლია შეხვიდე იცი პალატა სადაც არის.
***
    თავი მოვიკლა? უკვე ძალიან მეცინება საკუთარ თავზე. უბედურო ჩემო თავო, ან რა იყო შენი მოსვლა ამ სამყაროში, ან აქედან წასვლა. აზრზე არ ვარ რას აკეთებენ ადამიანები, უკანსკნელ დღეს, როცა იციან, რომ უნდა მოკვდნენ. ემშვიდობებიან საყვარელ ადამიანებს? განა ეყოფათ დრო, რომ ყველას სათითქო მოუბოდიშოს, იქნებ რამე აწყენინა და გულში ჩაიმარხა და არ გაგრძნობინა. ვხედავ ქალს,  იმ სხეულს, ვხედავ გულწასულს, ვინც ამ სამყაროს მომავლინა. განა მისთვის იყო ეს სასჯელი?ქალს, მკვლელი სიგიჟენდე შეუყვარდა და მას შვილი გაუჩინა. იცოდა, რომ მკვლელი იყო, მაგრამ მის შეყვარებას დღითიდღე მაინც აგრძელებდა. ისეთი ძლიერი იყო მისი სიყვარული, რომ დღემდე გასტანა. ხელით ვეხები მის ძალა გამოცლილ მკლავს, ნაზად ვეფერები და წარმოვიდგენ დღეს, როდესაც ჩემზე იმშობიარა. ალბათ, როგორი ბედნიერი იყო, როგორ უხაროდა და ელოდებოდა მამაკაცს, ვისაც ბავშვი გაუჩინა. ელოდებოდა, მაგრამ არ მოვიდა. დარდობდა ტიროდა, მაგრამ მისი პატარა ხელები, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა დედას ჩასჭიდებოდა ამშვიდებდა. განა რა ხდება უკანასკნელ დღეს? მიდიხარ და უკან  მოუხედავად ტოვებ შენი ხელით აშენებულ შენივე პატარა სამყაროს. ვინ გავიხსენო? რომელი ერთი გავიხსენო? ქალი, რომელიც გულ წასული წევს, თუ ის ხალხი, ვინც ამდენი იზრუნა ჩემზე. ქალმა მკვლელისგან შვილი გააჩინა და ახლა თავად მისი შვილი ანაცვლებს დედის მაგივრობას. მიდის და სიცოცხლედ დედას ტოვებს. ახლა მისი სხეული გააგრძელებს ჩემს მაგივრობას. ახლა ჩემი გული  მაგივრადაც იფეთქავს მის გული. დიდი ხანი დამჭირდა საკუთარი გზა მეპოვნა და ახლა კი ისევ მამაჩემი ავირჩიე. დედაჩემის გადასარჩელად ისევ მამასთან მივდივარ და უკან მოუხედავად ვტოვებ ყველაფერს. უკანასკნელად დედას ვეამბორე ხელზე და უთხარი მადლობა იმ გაწეული ტკივილისთვის, რაც ჩემზე მშობიარობის დროს გადაიტანა. საავადმყოფოს დერეფანი უკანასკნელად თითქოს თბილი იყო, თითქოს დამავიწყდა, რომ აქ, ოდესმე ტკივილი და დარდი ვნახე. არ მინდა ბიძაჩემის თვალებს შევხედო. ვიცი გავჩუმდები და ვერაფერს ვიტყვი. ,,მადლობა გაწეული საქმისთვის ჩემო ძვიფასო მეზობელო.“    შეტყობინება გაბრიელს გავუგზავნე. ,,მარიამ სადილის შემდეგ წამლის მიღება არ დაგავიწყდეს.“ ტყუპების ნახატი შეუმჩნევლად ბიძიას მანქანაში დავუტოვე უკან წარწერით. ,,ახლა წარმატება თქვენ უფრო გჭირდებათ.“  მივდივარ და ვიცი პროფესია ასე დასრულდება. ვიცი დეტექტივიც იპოვის სიმშვიდეს. მკვლელის ქალიშვილი აღარ იქნება საქმის მთავარი მიზეზი. ყველაფერი მამამ დაიწყო და ახლა, ყველაფერს  მე დავასრულებ. მივდივარ და უკან მოუხედავად გიტოვებთ სიტყვას. ასეთი იყო ჩემი პროფესია. მე ამ სამყაროსი მოვედი როგორც ,, მკვლელის ქალშვილი“  სწორედ ეს იყო ჩემი პროფესია. ხვალიდან ახალი ფურცელი გადაიშლება ახალი გვერდიდან და თქვნენთან ისევ მოვა ვინც თქვენს აზრებს არევს.  სიცოცლის უკანასკნელ დღეს, მშვიდობის სახლი ავირჩიე. ავედი მწვერვალზე და მუხლებში მოვიკეცე. მე  მივდივარ და მაგივრობად დედაჩემის სიცოცხლეს გიტოვებთ. ვზივარ კლდის პირას და ვიწყებ უაზროდ ყვირილს...
***
ახლანდელი დრო!
- გაბრიელ შენ მამაშენს არ მოუსმინე! შენ მომატყუე, რომ დედაჩემი კარგად იყო. შენც წახვედი... შენ მე მარტო დამტოვე! მითხარი, რომ უშენოდ უნდა ვისწავლო საკუთარი თავის დაცვა.
- მეშინოდა! გესმის შენი შეყვარების მეშინოდა ძალიან!
- მერე რა მოხდა?
- ვერ შევძელი...

გაგრძელება იქმება!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები