ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტაბო888
ჟანრი: პროზა
17 სექტემბერი, 2019


ყოფილი

ზოგჯერ გარდაუვალი სიმარტოვის ჟამს, შემოგაწვება წარსული ფიქრთა კონა, ვითომდაც საბოლოოდ დაძლეული მძიმე დროის ნაფლეთები, რასაც შენს მეხსერებაში გადამალული ადგილი უკავია. შენ ის გახსენდება! ვინც ოდესღაც ბედნიერებას გიწილადებდა, მაგრამ მასთან მომავლისადმი გზას, თან სდევდა გაუკვალავი ბურუსი უიმედობისა. აწმყოში კი ფიქრი, შენში უღიტინებს დროის მიერ ჩაკლულ გრძნობებს და უსადაგებ, იმ მომხდარ მოვლენებს რაც უკეთესი იქნებოდა მასთან ერთად, გვერდით რომ გყოლოდა. შენში ჩნდება თანდათან სინანულის ჭა ერთობ, რომლის გავსებაც მას აღარ შესწევს, მხოლოდ წარსულში დაღვრილი ცრემლით, ფსკერს აატალახიანებს და შემდგომ სხარტად გაიფანტებიან მოგონებები თავიანთ კუთვნილ ადგილებზე. რაც უმეტესად დამახასიათებელია გულჩათხრობილთა ხვედრად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები