ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტაბო888
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2019


ცალმხრივი სიყვარული

ჩანდა ჩემს წინ, მიყვარდა მისი ყურება და შინაგანად ის მე მეკუთვნოდა, მაგრამ მან არ იცოდა ეს. ჩემი შიში იყო ამოსული ქვესკნელიდან და ყოველი მცდელობისაკენ მბოჭავდა, როგორც ობობა აბლაბუდაში შემოსულ უმწეო არსებას. არ უნდოდა მივცემულიყავით მე და ის ბედნიერებას, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგა და  ამის გაქარწყლებას ცდილობდა. მე ყოველდღე ვაგებდი ქვესკნელის ურჩხულთან შერკინებას, ამაოდ ქცეული მცდელობები ასუსტებდნენ საკუთარი თავის უკვე გადაწურულ იმედებს და სულიერად ისადგურებდა, გაუნელებელი ზრახვა ყველაფრის მიტოვებისა, რომელიც დღე-დღეზე მომხიბვლელად გამოიყურებოდა. მისი ერთი შეხედვაც მაბრმავება გარე სამყაროსგან და ფიქრებში კუთვნილ ადგილს ისადგურებდა. ძნელი იყო მის გარშემო სხვა ვინმე გამოჩენილიყო, სრულიადაც დაუჯერებელი. მე არ მჯეროდა, სხვა სასწაულების! მე მხოლოდ ერთის მწამდა! ოდესღაც ჩემი ფანტაზიები, ამსრულებოდა და შევხებოდი მას. მის სიახლოვეს, თითქოს ქვესკნელი იხსნებოდა და გზა გვყოფდა, რომელიც ითხოვდა ჩემს გადახტომას მასთან, მაგრამ ვერ ვიმორჩილებდი ბოროტების დიად ძალას, ნახევარი მაკლდა, მე ის მაკლდა! რომ შეევსო ჩემში გაციებული გრძნობა, რომელიც მალე უმოქმედობით მთელ სხეულს მოიცავდა და შიში იზეიმებდა, თავისი დაუცხრომლობით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები