ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 სექტემბერი, 2019


******

ჩვენ,ადამიანებს, ხადახან არარსებული ადამიანებისაც კი გვჯერა. თუმცა, მთავარი ხიბლი არა არარსებულის არსეობას, არამედ მათ რეალურ სამყაროში გარდაქმნას აქ. ხო გვჯერა, რომ სამყარო ამოუცნობია და თავად გაურკვევლობაში მაძიებელ მეზღაპრეებს უფრო ვგავართ, ვიდრე მათ ვისაც არაფერი დარჩენიათ ზღაპრების  შეთხვზვის გარდა.
რეალობა ხანდახან იმაზე მეტად მშვენიერია ვიდრე ოცნებები და, აი, მაშინ გაუთვიცნობიერებლადაც კი შეგიძლია ისეთი არარსებული რამ მოვიფიქროთ, ცხადში აზრადაც რო არ დავუშვებდით.  უფლება  რომ მოეცათ მარტო ყოფნას არასდროს ავირჩევდი, თუმცა განა ცხოვრებამ მკითხა შენ რა გინდაო. მახსოვს ერთხელ მითხრეს, სპორტული მანქანები სწრაფია მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ადგილი არის და მუდამ ასე იქნებაო.  მაშინ სისწრაფე მიყვარდა და ალბათ დაუფიქრებლადაც ავირჩედი იმ წყეულ მანქანას მაგრამ არჩევანი არც მაშინ მოუციათ. პრინციფში სხვა ვარიანტი არც ყოფილა. მერე დრო გადის. ბევრი დრო გადის, შეიძლება ვიღას მოხუცისთვის ეს მისი ცხოვრების ისტორიის რამოდენიმე საათიც არ არის, მაგრამ შენთვის მთელი საუკუნეა. მერე იწყება გაუცხოება, ჯერ სხვებთან უცნობებთან, მერე ნაცნობებთან და ბოლოს საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობ. პრინციპები, ღირებულებები გრჩება ისევ ისე, მაგრამ წყეულიც იყოს ყველა ღირებულება თუ სიცარიელე უნდა იგრძნო შიგნიდან. მერე იწყებ უაზროდ შენი გმირების შექმნას. ზოგს ასტროლოგიურად იკავშირებ, ზოგში შენს ხასიათებს აქსოვ, ზოგჯერ კი უბრალოდ გინდა კეთილი მეგობრები იყვნენ შენს გარშემო. მათ სახეებს ხატავ და ახლა ვხვდები, რომ მხოლოდ იმიტომ რომ მომავალში მათთან შეხვედრის სურვილი გახრჩობს. ამ გმირებშიც ირჩევ  ერთს ყველაზე განსაკუთრებულს, შენთვითონაც რო არ იცი ეს ხასითები რატომ შეურჩიე, ჩინური კალენდრის მაინცდამაინც ამ ნიშანში რატო მოათავსე და საერთოდაც მაინცდამაინც ეს კონკრეტული სახელი რატო შეარქვი.  ხანდახან გაუცნობიერებლად ვწერთ უცნობების ისტორიას და სამყაროში ვუშვებთ, ამაში თითქოს არც არაფერია განსაკუთრებული,მაგრამ ,აი,ის, რომ ბუმერანგივით გიბრუნებს ყველაფერს გაგაგიჟებს კაცს. სიგიჟე კი რას არ გამოგაკიდებს თურმე  ადამიანს?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები