ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2019


@@

გადაუფრინა შავმა ყორანმა,
ჟამს, წუთისოფლის მძიმე ეპოქის.
უბედურების მწვერვალზე ასულს,
საბედნიეროდ მცირეც მეყოფა,

შენი თვალების, მღვრიე მორევის,
გაფერმკრთალებულ სხვითა დანახვა.
დაიბადება რიგითი ღმერთი,
ჩემში და უღვთო აზრებს დამარხავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები