ნაწარმოებები



ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2019


ხელოვნური ბრილიანტი

როცა მოვკვდები, ციცქნა
ხელოვნურ ბრილიანტად
ჟენევაში ჩატანილი ჩემი 
ფერფლი დაწნეხოთ მინდა.
გავარკვიე და არ ჯდება ძვირი.
ეყოფა თურმე ერთი პატარა,
თბილისური საფლავის ფასი
ადამიანის ულამაზეს ყალბ ქვად
გარდაქმნის ამ პროცედურას.
გავიციმციმებ თითზე და იტყვით:
"ის ხელოვნურიც  არის  ძვირფასი...
სიცოცხლეში - სულ ნამდვილი იყო".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები