ნაწარმოებები



ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2019


შენი ხალებით შექმილ პორტალებს

შენი ხალებით შექმილ პორტალებს,
მე გადავყავარ სულ სხვა მხარეში,
შენი თითები ჩემს თმას მორთავენ,
მომკლავს მე შენი სუნთქვის თარეში,

შენი ხალები შვენის ლავიწებს,
და მათ ვუყურებ როგორც ვარსკვლავებს,
როდესაც, სული ასე გაიწევს,
მას ვერაფერი ვერ დააკავებს,

სულში გისხედან სამურაები,
და მათკენ გზები დახერგილია,
ჩემი ლექსების მრავალ ტაეპით,
შენი თვალები მოჰგავს ბრილიანტს,

შენი ლავიწი სივრცეს მავიწყებს,
და ხშირი სუნთქვა კისერს ედება,
ვულკანი ცეცხლს ხომ ვეღარ დაიცხრობს,
როცა ენთება, როცა ფეთქდება..

შენი ბეჭები - წმინდა წიგნებად,
სადაც ყოველი სიტყვა ენთება, გადაშლილია როგორც მიგნება,
და ზედ ტუჩები დაეღვენთება

თმები-ყორნები კისერს ფარავენ,
ჩანს აპარსული კეფის სინაზე,
მე ღამით მოვალ როგორც მპარავი
და ბევრს გაკოცებ ყელას ჯინაზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები