ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
8 სექტემბერი, 2019


ჩემი პროფესია_ იბრძოლე გადარჩენისთვის! თავი 37_ე

                                                              იბრძოლე გადარჩენისთვის!
- რა მოხდა? ნიას რა დაემართა?
- ნია გესმის ჩემი?!
- გაიწიეთ! ეხლა ამას ჰაერი უფრო სჭირდება სჭირდება.
- ნია, გონს მოდი! შენი წასვლა შეუძლებელია.
- მარიამ დამშვიდდი. ნიამ, უბრალოდ გონება დაკარგა.
- რაღას ვუცდით წავიდეთ საავადმყოფოში.
- მოიცადეთ! მგონი გონს მოდის.
- გაბრიელ...
- ნია, აქ ვარ შენს გვერდით.
- რა მოხდა კიდევ ცოცხალი ვარ?
- რა სისულეებს ამბობ. გული ლამის გამისკდა.
- კარგი მარიამ, დამშვიდდი მე კარგად ვარ.
- აქედან, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ.
- გაბრიელ შენც ინერვიულე ჩემზე?
- მოდი წამოყენებაში დაგეხმარები.
- გიორგი ვერ ხედავ გოგო, მე მკიდებს ხელს?
- ბიჭებო, ეხლა ამის დროა?
- თქვენ წადით მე ჩემი მანქანით წამოვალ.
- მე გაბრიელს გამოვყვები.
- მაშინ მეც თქვენთან ერთად წამოვალ.
- კარგი მარიამ, წამოდი ჩვენთან ერთად.
* * *
    ბებერმა ჭადრებმაც იციან, რომ უკვე შემოდგომაა. ახლა ისიც დაიწყებს უაზროდ ფოთოლცვენას. არ დაელოდება ატირებულ ქალს, აღარც იმ კაცს, რომელსაც არკოჰოლის სმაში შემოაღამდა.  აცივდა და  აღარც ბაბუებს დააცდის სკვერში, ნარდის თამაშს. ახლა სექტემბერია... აცივდა და სექტემბერი, აღარ უცდის  ქალს, სახლში დაბრუნებას. გაწვიმდა... ქალი სულ გაილუმპა. გაჩერებაზე დგას და სხეული, სისველისგან  სულ უკანკალებს. ეს სექტემბერია და შემოდგომა თანდათან ცდილობს თავი მოგვაწონოს. ოქროსფერი ფოთლები უკვე აქა-იქ ყრია. ქარი ისევ გლეჯს ფოთლებს და იქამდე ატარებს ჰაერში, სანამ თავისას არ გაიტანს. ახლა ქალაქი უფრო გაივსო, მანქანებით. არ მომწონს ჩემი ქალაქი, არ მაქვს უფლება ასეთი მომწონდეს. ის უწესრიგოა, ის მოუვლელია. თითქოს და ჩემი ქალაქი, დიდი ხნის მიტოვებულ მუზეუმსს დამსგავსებულა, რომლის მისამართიც დიდი ხნის წინ მიივიწყეს. არ მომწონს სახლები, სადაც ბუმბერაზი მწერლები ცხოვრობდნენ. არ მომწონს ქუჩები, სადაც უბრალოდ უწესრიგოს აყენებენ მანქანებს. ბავშვებს წაართვეს ეზო. ახლა მშობლებმა მისი შვილები, საცხოვრებლიდან 100 მეტრის იქით უნდა წაიყვანოს,  რადგან საცხოვრებელ კორპუსთან არ არის სკვერი. არ მომწონს ხალხთა მიდგომა ერთმანეთისადმი. თითქოს ერთმანეთის მიმართ დაუკარგავთ პატივისცემა, მეობა გაგება. არ მომწონს გვიანობამდე ახალგაზრდების შეფარება სადარბაზოებთან. ისინი ასე, ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან წლებს უბრალოდ... ისინი ასე, დროს კარგავენ. დროს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განა რა იცის დრომ? ახლა სექტემბერია და კვლავ ისევ ისეე გააგრძელებს ხალხი. ისევ გააგძელებენ ბაბუები, გვანობამდე სკვერში თამაშს? მშობლები ისევ ეცდებიან თავისი შვილებისთვის, მოძებნონ ადგილი, სადაც თავს მშვიდად იგრძნობენ. წლები მიდის და რაც დრო გადის მით უფრო არ მომწონს ჩემი ქალაქი.
      ახლა გაბრიელი შეშინებულმა თვალებმა უფრო დამამწუხრა. ის ისეთი მზერით მიყურებდა მე შემეშინდა. მას ჩემზე დანახვისას სხეული ისე უკანკალებდა. ის, ისე ნაზად ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას. განა რა გავაკეთე? თავის მოკვლა მინდოდა ახლა კი ისევ გაბრიელის მფარველობის ქვეშ აღმოვჩნდი. ახლა ისევ სიმშვდე ვიპოვე. სანამ გონებას დავკარგავდი მახსოვს მისი სიტყვები ,,ვერ შევძელი.“ ამას ვერავინ გაიგებს. ამ სიტყვებს, ჩემს გარდა ვერავინ მიხვდება. მე მარიამთან ერთად უკანა სავარძელზე ვზივარ. მარიამი ძალიან მჭიდროს მკიდებს ხელს. თითქოს ეშინია, რომ ისევ რამეს დავაპირებ. ისევ გავიქცევი და თავის მოკვლას შევეცდები. რამოდენიმე წუთში გაბრიელთან სახლში მივედით. დილით, როცა აქედან მივდიოდი ძალიან ბედნიერი ვიყავი. დღე ისე ლამაზად დაიწყო მჯეროდა, რომ ცუდი არაფერი აღარ მოხდებოდა. ახლა, როცა ძალა გამოცლილი ჩემი მეგობრის ხელში ვარ კიდევ უფრო დავრწმუნდი უბედურებასთან ძალიან ახლოს ვარ. ეს შეიძლება დღეს არა, მაგრამ დედაჩემის გადასარჩენად ამას, მაინც გავაკეთებ. დედაჩემი ერთხელ და სამუდამოდ იმსახურებს იყოს ბედნიერი. გაბრიელმა მანქანა, სახლის უკანა ეზოში გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა მეკითხება:_ სიარულს შეძლებ? მეც ხმადაბალი ხმის ვუპარუხე, რომ კი შევძლებ. სახლში ისე შევედით არავის არაფერი გაუგია. ჩემს ოთახში ავედი თუ არა დავწექი, რადგან ძალა საერთოდ აღარ შემრჩა. დავწექი თუ არა თავი კედლისკენ გადავაბრუნე. თითქოს მცხვენოდა მათთვის თვალებში ჩამეხედა. რამოდენიმე წუთში თვალები, მჭიდროდ დავხუჭე. ვცდილობ დავიძინო, მაგრამ გონებაში ისევ ბებიაჩემის სიტყვები მახსენდება. ვგრძნობ, რომ მარიამი თავზე ძალიან ნაზად მეფერება და ამბობს. ,,არ გაბედო... სიკვდილი არავითარ შემთხვევაში არ გავედო...“ ახლა ისე გამაბრუა ფიქრებმა, აღარავის მესმის. მხოლოს სიჩუმეს და სითბოს ვგრძნობ. ვგრძნობ, ვიღაც თბილ პლედს მაფარებს და ახლა ოთახის კარის ხმაც გავიგე. ახლა ყურში მხოლოდ წვიმის სასიამოვნო ხმა ჩამესმისს. ის ისეთი მშვიდია თითქოს და არაფერი აწუხებს. მან ხომ არ იცის აქ, ადამიანები, რამხელა ტკივილს, დარდს და მწუარებას იტანენ. არა! არც წვიმამ არ იცის. ან იცის და უბრადოს სდუმს.
***
რესტორანი!
- შეფ, შეგიძლიათ ცოტახნით გამომყვეთ?
- დიახ, ბიჭებო გისმენთ მოხდა რამე?
- თქვენს ცოლს შევხვდით და ვესაუბრეთ.
- აზრი არ აქვს ის სიმართლეს, მაინც არ იტყვის.
- ამტკიცებს, რომ ავარიის დღეს ქალაქში არ იმყოფებოდა.
- მერე, რას ფიქრობთ ამაზე?
- რათქმაუნდა იტყუება. ქორწილის დღეს, თქვენი პირველი ცოლი, ნამდვილად  ქალაქში იყო. საქორწინო საჩუქარიც ამაზე მეტყველებს. ყვავილები მან მაღაზიიდან თავისივე ხელით გამოაგზავნა და ხელიც მოაწერაც ამას ადასტურებს, როდესაც მან კურიერს გამოატანა.
- კი ყვავილები, მისგან ნამდვილად მივიღე ქორწილის დღეს. იქ, ბარათიც იდო, მაგრამ ისე გადავაგდე არც წამიკითხავს შიგნით რა ეწერა.
- კარგი ახლა მაგას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა მთავარია დაჩისთან საუბარი შევძლოთ.
- ეგ შეუძლებელია. მაგას დაცვა ჰყავს 24 საათი.
- მერე რა... ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ მასთან შეხვედრა.
- შეიძლება მეც წამოვიდე?
- არამგონია ეგ კარგი აზრი იყოს. თავისუფალი ვერ იქნება.
- გაბრიელ!
- გისმენ
- გადაეცით, რომ მამამისი ცოცხალია.
- კარგი შეფ. ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ.
- მეც გამაგებინეთ რა იქნება.
- ხვალ დღის ბოლოს შეგეხმიანებით.
***
  უკვე გვიანია... თვალები ოდნავ გავაილე თუ არა საათს შევხედე და უკვე ღამის 12 საათია. მე კი სასწრაფოდ საწოლიდან წამოვხტი. ამდენ ხანი ბოლოს, როდის მეძინა აღარც მახსოვს. სახლში ჩამიჩუმი არ ისმის. გარეთ ისევ თავსხმა წვიმაა. ასეთ დროს, როგორც წესი ტყუპებს სძინავთ. მე ვცდილობ ფეხზე წამოვდგე მაგრამ თავბრუ მეხვევა. გვერდით, მაღვიძარასთან წერილი დამხვდა. ,,იცოდე, როგორც კი გაიღვიძებ მომწერე. მარიამი“ ახლა ისეთი შეშინებულია ვიცი, რო მივწერო მთელი ღამით არ მომასვენებს. ამიტომ ცოტახნით კიდევ ჯობია ეგონოს, რომ მძინავს. ოთახში ძალიან უჰაერობაა და ცოტახანს ფანჯრის გამოღება.  ფანჯარა გამოვაღე თუ არა, წვიმის წვეთები სახეზე ვიგრძენი. თითქოს მესიამოვნა...ვიგრძენი, რომ ისევ ცოცხალი ვარ და შემიძლია ამ სიამოვნებით დავტკბე. ვგრძნობ, რომ ვსველდები და მაინც არ ვყოფ თავს შიგნით. ნეტა ყველამ დაიძინა? ნეტა გაბრიელი თუ არის სახლში? ჩავიდე? არა, ნიაა არავითარ შემთხვევაში არ ჩავალ ქვემოთ. ჩემს თავს ვუთხარი ეს სიტყვები და ისევ ჩემს ოთახში დარჩენა გადავწყვიტე. ახლა ჩანთიდან მინდა ჩემი ნივთები ამოვიღო. ხელში ბატონის წიგნი მომყვა. გამახსენდა, რომ დასაბრუნებელი მაქვს. ახლა თითქოს ფურცლებს ვათვარიელებ და ვხედავ წიგნიდა, როგორ გადმოვარდა წერილი. წერილზე თაროღი წერია. ამ თარიღის მიედვით წერილი რამოდენიმე დღის  წინ არის დაწერილი. მინდა გავხსნა, მაგრამ თავს ვიკავებ იქნებ ბატონის წერილია. თუ ბატონისაა აქამდე რატომ არ შემხვდა. წერილი გადმოვატრიალე თუ არა დედაჩემის ხელწერა ვიცანი ეს წერილიც მისი დაწერილი მგონია. იქნებ მამაჩემს წერდა? იქნებ დაწერა და ვერ გაუგძავნა? დიდი ხნის ტრიალის შემდეგ წერილი გავხსენი. წერილი გავხსენი თუ არა სულში ძალიან დიდი სიმძიმე ვიგრძენი. თითქოს გულში ტყვია მომხვდა. პირველივე სიტყვიდან ვიგრძენი, რომ ეს დედაჩემის კი არა ბებიაჩემის დაწერილი წერილია. ის წერილი მან ამ წიგნში განგებ ჩადო. ,, თუ ამ წერილს კითხულობ ესიგი ისევ ცოცხალი ხარ. რამდენჯერ ვცადე შენი თავიდან მოშორება, მაგრამ მაინც იქ, ხარ სადაც არ უნდა იყო. შენ ამ საყაროში არ უნდა ყოფილიყავი. თავიდანვე შეცდომა იყო შენი დაბადება. შენ, რომ დაიბადე, პირველი რაც იყო ის, რომ შენი ტირილი არ მესიამოვნა. თავიდანვე ბებიაქალს ვუთხარი, რომ  ახალშობილი, სადმე შორს წაეყვანა. იცი მამაშენი ვინ იყო? მამაშენი მკვლელი იყო. შენი დაბადებისთანავე თვალებში სწორედ ეს ამოვიკითე. ,, მკვლელის ქალიშვილი“ შენ დაიბადე, როგორც ,,მკვლელის ქალიშვილი\\\\\\\\\\\\\\\" და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ასეც მოკვდე. იცი მაშინაც მე ვიყავი მიზეზი, როცა მამაშენი შენს სანახავად არ მოდიოდა. მე მასთან გარიგება დავდე. როცა მივხვდი, რომ მამას ხშირად კითხულობდი ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მასთან გაქცეულიყავი. რატომ? რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ მე ჩემი ქალიშვილი ძალიან ტანჯვით გავზარდე და ის, ასეთ მომავალს არ იმსახურებდა. ახლა თუ გინდა დედაშენი გაანთავისუფლო გაქრი. ერთელ და სამუდამოდ  გაქრი მისი ცხოვრებიდან!“  ამ საშინელ ფურცლებს, ხელით მჭიდროდ ვუჭერ და ვგრძნობ, რომ ცრემლად ვიღვრები. ნუთუ შეიძლება ქალმა, ამხელა სიბოროტე გადმოამსხვრიოს? ქალმა საკუთარ შვილიშვილზე, როგორ შეიძლება თქვას, რომ მისი დაბადება არ უნდოდა, როგორ შეიძლება ახალშობილი, შენი სისხლი და ხორცი, სრულიად უცხოს მისცე და ვითომც არაფერი უთხრა. ,, წაიყვანეთ! არ ვიცი სად, მაგრამ აქედან წაიყვანეთ.“ ნუთუ ასეთი რამ ამ სამყაროში ხდება? და თუ მართლა არსებობ ასეთ სიცოცხლეს რა ფასი აქვს.ძალაგამოცლილი იატაქს ვემხვიე. ხელები გვერდებზე გადავაგგდე და კიდევ ერთხელ გამიჩნდა თავის მოკვლის სურვილი. იცით ახლა  რას ვიზამ? არა! ზუსტად ვიცი რასაც ვიზამ. წავალ და დედაჩემს ვეტყვი ამ ყველაფერს. არ ვუყურებ რა მაცვია, არც იმას, რომ ღამის პირველი საათია. სახლიდან გავრბივარ. ისევ გავრბივარ აქედან. საავადმყოფო არც ისე შორსაა აქედან. ტრასპორტიც არ არის ამიტომ ფეხით წავალ. წვიმს... თავსხმა წვიმაა. ვტირი, ცრემლად ვიღვრები და ვერ ვგრძნობ, რომ ვსველდები. მთელი ძალით გავრბივარ დედაცემისკენ და ცარიელ ქუჩებში ვყვირი. დავამტკიებ, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის შესაძლებელია. მერე რა თუ შენი გადაგდება დაბადებისთანავე უნდოდათ. მერე რა, თუ ახლა ვსველდები. მე მაინც მივალ და ვიტყვი ჩემსას. ახლა უკვე საავადმყოფოს დერეფნს გავდივარ სველი ნაბიჯებით. მის პალატას მივუახლოვდი თუ არა ვხედავ, რომ დედაჩემი გონს მოვიდა. ის ფეხზეა და ფანჯარაში იყურება.
***
- დედა თუ ღმერთი გწამს გონს მოდი! ეს მე ვარ შენი ქალიშვილი. შენ როცა მასე უხმოდ იდექი იცი მე თავის მოკვლას ვცდილობდი. ამასაც შენს გამო ვაკეთებდი. შენი გადარჩენას ვცდილობდი. ახლა შენ გააკეთე რამე, ჩემთვის გააკეთე რამე. ყველაფერი დავივიწყე, ის ხალხი დავივიწყე, ვინც ჩემზე ზრუნავდა. შენს გამო მე მათზე უარი ვთქვი.
- ექიმო კიდევ წამალი მიწევს?
- ახლა გავგიჯდები! კიდევ წამლებზე საუბრობ? გამოფხიზლდი! თვალებში შემომხედე გეხვეწები. აი, ეგრე. მისმინე ეხლა ამის დრო არ არის გესმის? ახლა ჩუმად ყოფნის დრო არ არის. მოდი ჩამეხუტე და მითხარი, რომ  ხელს, არასდროს გამიშვებ. ჩვენ ერთად შევძლებთ გადავრჩეთ. მამა წავიდა, მაგრამ მე აქ ვარ და გპირდები ვიზრუნებ შენზე.
- ლუკა სად არის? მალე დაბრუნდება?
- როგორც ვხედავ აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს. ბებიაჩემმა ალბაათ კიდევ შხამი დაგალევინა. ასე, როგორ შეგიძლია საკუთარ შვილს ხელი კრა. ყველაფერი დედაშენმა გააკეთა. ეს ყველაფერი ბებიას დამსახურებაა გესმის?! მან მე წერილი მომწერა. იმ წერილში ყველაფერი ეწერა.
- ექიმო ისევ ტირით?
- კი ვტირი... ისევ ვტირი, რადგან დღეს კიდევ დავრწმუნდი, რომ არ უნდა დავბადებულიყავი.
- ადამიანის თავშეკავება იმდენად ძლიერია ყველაფერს გააკეთებს და მტრებთან ცრემლს არასდროს დაღვრის.
- ხო, მაგრამ უიმედოდ დარჩენილ ადამიანს ჭკუა არ მოეკითხება. ის, ყველაფერს გააგეთებს, რომ იტიროს. რატომ ვსაუბრობთ ამ ყველაფერს არ მესმის? მე ხომ არავინ მყავს. მამაჩემი ცოცხალი აღარ არის. შენს წინ ვდგევარ და არაფერს ამბობ.
- კარგია, რომ დაბრუნდი... ,, მოპარული თოჯინა“ დიდანს ელოდებოდა შენს დაბრუნებას.
- მე უნდა წავიდე... მოიცადე რაა? შენ ,,მოპარული თოჯინა“ ახსენე? დედა შენ?
- შვილო, როგორ შეიძლება საკუთარი ქალიშვილი დამავიწყდეს.
- დედა! შენ...
- მოდი ჩემთან...
- ეს, როგორ?
- მე დიდი ხანია წამლებს აღარ ვსვავ.
- რატომ არაფერს არ ამბობდი? რატომ იყავი ჩუმად?
- გაბრიელი და თომა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დედაჩემს დანაშაული დაუმტკიცონ ამის შემდეგ განვთავისუფლდებით.
- დედა იცი როგორ მჭირდებოდი? იცი, როგორ მაკლდი?
- ვიცი ჩემო პარატარა და ყველაფერს გავაკეთებ ეს დაკარგული დღეები აგინაზღაურო.
- შეიძლება რაღაც გთხოვო?
- კი მიდი გისმენ.
- მართალია უკვე ამისთვის ძალიან დიდი ვარ, მაგრამ... შეიძლება ამაღამ შენთან ერთად დავიძინო?
- მოდი ასე მოვიქცეთ. ასე ძლიერ ჩაგეხუტები და დილამდე არ გაგიშვებ ხელს.
***
    ვტირი და არ მინდა შევწყვიტო ცრემლთა ღვრა. ბედნიერი ვარ! ახლა მინდა ეს სიტყვები ყველამ გაიგოს. გესმით?! აქ, არავინ ხართ? ხო შენ! ახლა ვინც ამ სიტყვებს კითხულობ. შენ გეტყვი, რომ  დედამ გულში ჩამიკვრა. ეს გრძნობა, რაღაც სასწაულს გავს, რაღაც უჩვეულოს. მის გულისცემას გრძნობ და უფრო ვრწმუნდები, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის შესაძლებელია. ახლა ჩემი გული მშვიდადაა, ახლა აღარ ვგრძნობ თავს მარტოსულად. ახლა ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი დედის ასეთი თბილი ჩახუტება. დედა მართალია. არსებობს მეორე შანსი და კარგი იქნებოდა ნებისმიერს შეეძლოს, რომ საყვარელ ადამიანებს, კიდევ მივცეთ მეორე შანსი. ჩვენ მართალია ბევრი რამ ერთად არ გაგვივლია. მართალია დედა, არ მელოდებოდა სახლში სკოლიდან დაბრუნებულს და არც გაკვეთილებს არ ვამზადებდი მასთან ერთად, თუმცა ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღეები ავანაზღაუროთ. ისე გათენდა არ გამიგია. უკვე დილის 6 საათია და დედა, ჩემს გამოღვიძებას ცდილობს. ნაზად მეფერება და ყურში ხმადაბლა ჩამრჩულებს. ,,დედა გენავალოს... გაიღვიძე უკვე შენი წასვლის დროა“ აქედან იქამდე უნდა წავიდე სანამ ბებია რამეს გაიგებს. სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ბავშვების ფსიქიკა გააფუჭონ. სწორედ მათ შეუძიათ გააკეთებინონ ისეთი რამ, რაც შეიძლება ნებისმიერმა არ გააკეთებს. ახლა დანებების დრო არ არის ახლა მოქმედების დროა. დედამ შუბლზე მაკოცა და მითხრა, რომ თავს გაუფთხილდე. ახლა ძალიან ბედნიერი სახით ვტოვე დედას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგადაა. პალატიდან გამოვედი თუ არა გაბრიელს ვხედავ.  მას პალატასთან სკამზე ჩასძინებია. ნუთუ მთელი ღამე აქ გაატარა?
***
- გაიღვიძე! აქ ჩაგეძინა?
- უკვე მივდიოდი.
- ხო არა? აქ, რას აკეთებ?
- დავინახე სახლიდან, როგორი გამოიქეცი და უკან გამოგყევი.
- საჭირო არ იყო, თანაც ჩემს გამო, აქ, მოგიწია დაძინება.
- დავინახე ერთად რა თბილად ჩაგეძინად და თქვენი შეწუხებ აღარ მინდოდა.
- ანუ ყველაფერი გაიგე?
- კი გავიგე.
- გაბრიელ...
- ნუ ნერვიულობ არავის არაფერს არ ვეტყვი. წამოდი სახლში ავიდეთ მოწესრიგდი და უნივერსიტეტში წაგიყვან.
- დღეიდან სულ ასე უნდა მსდიო?
- სხვა გამოსავალი არ დამიტოვე.
- დღეს რა დღეა?
- პარასკები, რატომ მეკითხები? პაემანზე მიდიარ?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- რაა? მოიცადე დამელოდე!
- გაბრიელ, ტყუილად ეცდები, მაინც ვერაფერს მათქმევინებ.
***
    გაბრიელი მოვატყუე. უკვე ბუზღუნით მომყვება უკან და ცდილობ, რამე გაარკვის, თუმცა ამაოდ. ძალიან მალე სახლში მივედით. მე გადავივლე და ძალიან მალე წავედით უნივერსიტეტში, როგორც ყოველთვის მარიამი შესასვლელში დამხვდა გამომკითხა, როგორ ვიყავი და ერთად შევედით უნივერსიტეტში. პირველმა ლექციამ ძალიან მალე ჩაიარა. დილით არ მისაუზმია და კაფეტერიაში გადავწყვიტე ჩასვლა. პატარა ქათმის სენვიში და ფორთოხლის წვენი ავიღე. ახლა თავისუფალ ადგილს ვეძებ, რომ დავჯდე. დიდი ხნის თვარიელების შემდეგ გაბრიელი მის შეყვარებულთან ერთად დავინახე. ბოლო მაგიდიდან, ჩემი სახელი მესმის. ის, დაჩია და მე მანიშნებს, რომ მის გვერდით ადგილი თავისუფალია. ვიცი გაბრიელთან ერთად, რომ დავჯდე თავს ვერ შევიკავე და ისევ სისულელეს გავაკეთებ. ამიტომ დაჩის გვერდით ვარჩიე დაჯდომა. გაბრიელის მაგიდას გვერდი ავუარე. ხმადაბალი ხმით ცდილობს გამომკითხოს ,,რა ჯანდაბას აკეთებ“. მე მაინც გზა გავაგრძელე და დაჩის მაგიდასთან მივედი. იქ, დაჩის გარდა სხვებიც იყვნენ. დაჩიმ ყველა გამაცნო. მითხრა, რომ ისინიც იქნებიან დღეს გაკვეთილზე და შენც გელოდები. ახლა ტელეფონზე გაბრიელის შეტყობინებაა. ,, ესიგი ეგ არის არა? ის ბიჭია, ვისთან ერთადაც დღეს პაემანზე მიდიარ?“ ძალიან დამცინავად გაუღიმე და შეტყობინება უპასუხოდ დავუტოვე. რამოდენიმე წამში ისევ მწერს. ,,ეგ რანაირი ბიჭია, სიცილი მაგას არ უვარგა და თითები. ნამეტანი გრძელი თითები აქვს.“ ღმერთო დამიფარე! ეხლა ამან, ამ სიშორედან, ამის თითები საიდან დაინახა? დაჩის ხელებზე შევხედე და გამეცინა. ახლა ტელეფონი მაღლა ავწიე და გაბრიელს ვანიშნებ, რომ ტელეფონს ვთიშავ. ამის გაკეთება იყო და გაბრიელი ფეხზე წამოდგა. ვხედავ ჩვენსკენ მოდის. მე ხელების მოძრაობით ვანიშნებ. არა! წადი აქ, არ მოხვიდე, მაგრამ ვინ გისმენს.
***
- ძვირფასო ნია, როგორც ჩანს მეგორები მალე გიპოვია.
- თქვენ ვინ ხართ?
- ინტერესდებით?
- გაბრიელ...
- წამოდი ნია, მივდივართ.
- მოიცადე ჯერ ჭამა არ დამისრულებია.
- წამოდი გზაში დაასრულებ.
- კარგი შეგიძლია ახლა წახვიდეთ, მაგრამ ნია საღამოს გელოდები. ხო მოხვალ?
- კი მოვალ.
- მაგას მერე გავარკვევთ.
- გააფრინე? რას გააკეთე, კაფეტერიიდან რატომ გამომიყვანე?
- გოგო დებილი ხარ? არ იცი, რომ ერთი დღის გაცნობილ ბიჭს, მასე არ უნდა ენდობოდე.
- მერე ვინ გითხრა, რომ ვენდობი. და საერთოდ შენ ვინ ხარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ერევი?
- ახლა მე ვინ ვარ არა? ნია, რა გინდა რისი მიღწევა გინდა? ატირდები თუ არა ჩემს მხარზე ათენებ ღამეებს. მარტო, როგორც კი რჩები, მე მეძახი საშველად. ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან? დაბრუნდი და კიდევ ვერ გაგირკვევია სად გინდა.
- უნდა წავიდე ლექცია მეწყება.
- მოიცადე მიპასუხე საღამოს სად მიდიხარ?
- არ გეტყვი.
- იცოდე ჩემით მაინც გავარკვევ.
- რაც გინდა ის ქენი.
***
რესტორანი!
- შეფ, იცოდით, რომ თქვენი შვილი, მუსიკის მასწავლებელი იყო?
- კი მუსიკის მიმარტთ დიდი სიყვარული მას ბავშვობიდან ჰქონდა. რა ქენით, ესაუბრეთ?
- კი ვერაუბრეთ?
- რა გითხრათ?
***
თომას და დაჩის საუბარი, რამოდენიმე წუთის წინ.
***
- ალბათ იცით მე ვინ ვარ და აქ, რატომ ვარ მოსული.
- კი ვიცი. შენზე და შენს მეგობარზე, ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ მთელ ქალაქში, საუკეთესო დეტექთივები არიან. თქვენი დიდი საქმის შესახებ დეტალები ბავშვებმაც კი იციან.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შენზე არაფერს მეტყვი?
- რა უნდა გითხრათ ერთი ნაბორალა ბიჭი ვარ. თქვენც ხედავთ 24 საათი მოსვენება არ მაქვს. ჩემს მშობლებს, დღემდე არ გაურკვევიათ რა უნდათ. თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, რომ ასეთ დროს შვილები უფრო იჩაგრებიან.
- ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და რითი ხარ დაკავებული?
- მუსიკით... მუსიკაში სიმშვიდე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე. ახლა მოსწავლეები მყავს და მათ ვამზადებ.
- ვიცი არ გინდა ახლა ამ თემის გახსენება, მაგრამ საუბარი მაინც მოგვიწევს.
- მამაჩემის მეორე ცოლის სიკვდილს გულისხმობთ? თქვენც გგონიათ, რომ ეს მკვლელობა დედაჩემმა, ეჭვიანობის ნიადაგზე შეუკვეთა?
- ეს ჯერ დადგენილი არ არის.
- ამაზე მე პოლიციასთან ხშირად მომიწია საუბარი. მაშინ, როცა ეს ამბავი ახალი მომხდარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი მარიგებდა ეს ესე არ თქვაო მე, მაინც სიმართლეს ვამბობდი. მეც ვიყავი მამაჩემის ქორწილში. მე ვარ მოწმე იმისა, რომ სანამ გაემგზავრებოდნენ ვიღაც კაცმა, მანქანას მუხრუჭები გაუფუჭა. ქორწილის დასრულების შემდეგ მამაჩემი, ბევრჯერ გავაფთხილე, რომ იმ მანქანით არ წასულიყვნენ, მაგრამ არ დამიჯერა.
- ეს სასამართლოზე რატომ არ თქვი?
- ვაპირებდი, მაგრამ დედაჩემმა, ყველაფერი გააკეთა, რომ სასამართლოზე არ გამოვცხადებულიყავი. მამაჩემიც სწორედ სასამართლოს შემდეგ არ მინახავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საქმე გაირკვევა და მშვიდად შევძლებ ცხოვრებას. გამიგეთ ნებისმიერისთვის ძნელია გამუდმებით ვიღაც გაკონტროლებდეს.
- ყველაფერი კარგად იქნება თუ ჩვენთან თანამშრომლობას გააგრძელებთ.
- მზად ვარ ყველაფერში დაგეხმაროთ.
***
ახლანდელი დრო!
- უარს არ ამბობს ჩვენთან თანამშრომლობაზე.
- ეგრეც ვიცოდი. ახლა რას ვაპირებთ?
- უნდა შეხვედრა და შეხვდით შენს პირველ ცოლს. ჩვენ ყველაფერს შორიდან დავაკვირდებით.
- რა გარანტია მაქვს, რომ იარაღს არ ამოიღებს. ის ქალი, ნამდვილი შეშლილია.
- არა, ხალხში ამდენს ვერ გაბედავს.
- აი, მეც მოვედი! აბა მზად ვართ? როგორც იქნა დღეს ბარში ვიმღერებთ.
- შვილო, დედაშენის ზარებს რატომ არ პასუხობ? მარი მთელი დღეა მე მირეკავს.
- მამაჩემო მე ვიყავი სახლში ასული. შენ ჭკვიანი კაცი ხარ და მიხვდები მაგ დროს შენი ცოლი სალონშია.
- მოიცადე! ნია სად არის? აქ, ერთად არ უნდა მოსულიყავით?
- მე რა ვიცი სად არის ნია? მე რა, მაგის ძიძა კი არ ვარ.
- ბიჭო შენ რა, სიცხე ხო არ გაქვს?
- არა მამა, არა მაქვს არა...
მუსიკის გაკვეთილი!
***
- სულ საათს რატომ უყურებ? სადმე გეჩქარება?
- კი სამსახურში.
- მგონი დღეისათვის საკმარისია. შემდეგი გაკვეთილი სამშაბათს იქნება. ცუდად არ გამიგო ცალკე იმიტომ გამზადებ, რომ დამწყები ხარ. მოგვიანებით ჯგუფშიც ჩაგსვავ.
- არა, არ არის პრობლემა.
- მოიცადე! სად მიდიხარ? მე მიგიყვან.
- ბატონო, ეს შეუძლებელია.
- ბიჭებო, ასე არ გამოვა. გოგონას ასეთ დროს მარტო ხომ არ გავუშვებთ?
- ნამდვილად არ არის პრობლება.
- არა, ახლა ყველანი ერთად წავალთ.
- ესენი ვინები არიან?
- ჩათვალე, რომ ჩემი უფროსი მეგობრები არიან. არ შეგეშინდეს კარგი?
- მე უკვე აღარაფერი მიკვირს.
- რატომ შენი ასავალ დასალავალის გაურკვეველია?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- სად მუშაობ?
- აი, აქ, ხელმანჯვრივ გამიჩერეთ!
- ახლა ყველაფერი გასაგებია.
- რა არის გასაგები?
- შენ ლუკას ქალიშვილი ხარ?
- კი, შენ საიდან იცი?
- ამას რა გარკვევა უნდა. ამ რესტორანზე და მის უბედურებებზე მთელი ქალაქი საუბრობს.
- ბატონო! უკვე დროა. აქედან, რაც შეიძლება მალე  წავიდეთ.
- ცოტახნით კიდევ მოიცადეთ.
- მე უნდა წავიდე მაგვიანდება.
***
რესტორანი!
- გაბრიელ რა გჭირს? უკვე დროა დავიწყოთ სიმღერა?
- მოიცადეთ, ჯერ კიდევ გვაქვს დრო?
- ვინმეს ელოდები?
- მე ცოტახნით სუფრთა ჰაერზე გავალ.
- მოიცადე! ეს ბიჭი ამ ბოლო დროს სულ გაგიჟდა.
- ის ბიჭი, შენი შეყვარებულია?
- ვინ?
- აი, ის შენსკენ, რომ მოდის.
- არა, ღმერთა დამიფაროს.
- მოიცადეთ! დამშვიდობება  ასე არ შეიძლება. შიგნით შომოდით და იქ, გააგრძელეთ  თქვენი რომანტიული საუბრები.
- გაბრიელს, რას ბოდავ?
- რა იყო რამე ტყუილი ვთქვი?
- მადლობა, მაგრამ ახლა ძალიან მეჩქარება. ნია, ჩემო კარგო სამშაბათს ისევ შევხვდებით.
- რაო? რა თქვა?
- მოკეტე!
- გამიშვი პირზე ნუ მაფარებ ხელს.
- აჰა! უკვე წავიდა. მიდი ახლა ილაპარაკე სისულელეები.
- რას ქვია ჩემო კარგო? შენ არავისი არ ხარ გესმის?!
- გაჩუმდი რა გაყვირებს?
- ჯანდაბა! ნია, შენ მალე ჭკუიდან შემშლი. ვინ არის ეს ბიჭი?
- რა შენი საქმეა.
- გაბრიელ! ძმაო უკვე დროა დაკვრა დავიწყოთ. ყველა შენ გელოდება.
- იცოდე ამჯერად იოლად გადამირჩი.
- ნუ მემუქრები.
- ,,ჩემო კარგო“ გრძელთითება იდიოტი.
- ვაიმე გაბრიელ... ძალიან სასაცილო ხარ.
***
  ასეთი გაბრიელი არასდროს მახსოვს. ის ძალიან დაბნეულია და პირიდან ძალიან ბევრ სისულელელეს ისვრის. ეზოში გამოვიდა თუ არა და დაჩისთან ერთად დამინახა, ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ჩვენ მოგვიახლოვდა. გააღიზიანა სიტყვებმა ,,ჩემო კარგო“. უბრალოდ გაბრიელის მოქმედებაზე ძალიან გამეცინა. ახლაც თავს ძლივს ვიკავებ. აქაურობა ისევ ძველებურად არის. მე ბარში ჩემი ადგილი დავიკავე ბენდიც მზად არის დაკვრა დაიწყოს. მოულოდნელად გაბრიელი მიკროფონს ხელში იმარჯვებს და სიტყვით ცდილობს გამოსვლას. მეგობრები გაკვირვებულები უყურებენ გაბრიელს. ეტყობოდათ, რომ ეს გეგმაში არ შედიოდა. ,, მინდა ეს საღამო, ყველაზე განსაკუთრებული იყოს, რადგან დღევანდეს საღამოს, მინდა  ძალიან ლამაზი სიმღერა შეგისრულოთ. შეუძლებელია უემორციოდ ჩაიაროს ამ ნამღემა. ახლა ახალგაზრდებო! ხო თქვენ, ყველამ მოიმარჯვეთ ტელეფონები და დაურეკეთ ,,დედას“. ეს სიმღერას სწორედ მათთვის არის.“ გაბრიელის სიტყვების შემდექ აქ, სასწაული დატრიალდა. ყველან ტელეფონები მოიმარჯვა. აი, იქ, ის ახალგაზრდა ურეკავს დედას და ეუბნება მალე დაბრუნდიო, ძალიან მომენატრეო. აქ, ხანში შესული მამაკაცი, ფეხზე წამოდგა, ზეცას შეხედა და თქვა. ,,დედა შენ ჩემთვის ისევ ცოცხალი ხარ.“ სიმღერის რამოდენიმე ფრაზის შემდეგ ყველას თვაზე სინანულის ცრემლი მოადგათ. გაბრიელმა გუშინ ღამით, რაც საავადმყოფოში ნახა. სწორედ იმ სურათმა, გადააწყვეტინა და ამ სიმღერით გახსნა საღამო. მე მართალია დედას ვერ დავურეკავ, მაგრამ ამ ვიდეოს აუცილებლად გადავიღებ და როცა დრო მოვა მოვასმენინებ. გაბრიელმა უკვე არაერთხელ დამიმტკიცა, რომ ჩემს გვერდით არის. ის ისეთი კარგია, უკვე შეუძლებელი ხდება მასზე გაბრაზებაც. განა რა სასჯერს უნდა ემსახურებოდე, რომ შვილისგან მოშორებით გაატარო ცხოვრება. ან შვილი, რაშია დამნაშავე თუ უდედოდ იზრდება. დედის მიმართ სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ცეცხლის ალში გახვეულ ხიდსაც კი თვალებ დახუჭულს გახვალ. ო, ჩემო ლამაზო დედიკო, როგორ მინდა ახლა ისევ ჩაგიკრა გულში. ყველაფერს დავთმობდი, რომ შენს თვალებში აღარ ვნახო დარდი. აღარ მინდა შენი ცრემლი ვნახო ისევ. ძალიან ემორციული შესრულების შემდეგ საღამომაც მალე ჩაიარა. უკვე ღამის 11 საათია და მე მამიდაჩემის სახლში ვბრუნდები. ალბათ მამიდაჩემმა უკვე წაიღო ყველა ჩემი ნივთი გაბრიელის სახლიდან. მახსოვს, როგორ არ მინდოდა გაბრიელთან ერთად ცხოვრება. ახლა კი მასთან განშორება მიჭირს. ახლა რა იქნება? მის ნახვას კიდევ სად შევძლებ? თვალებით გაბრიელს ვეძებ. ახლა გასახდელში უნდა შევიდე გამოსაცვლელად და გვერდით მამაკაცების გასახდელის კარი ოდნავ ღიაა. მესმის ლოლიტას და გაბრიელის დიალოგი.
***
- გადი! აქ, შენი ყოფნა არ შეიძლება.
- არ გავალ! შენ ხომ მითარი, რომ ჩემი დაბრუნება გაგიხარდა და ჩემზე  სერიოზულად ხარ შეყვარებული?
- მე მაშინ ძალიან ნასვამი ვიყავი.
- რადგან ნასვამი იყავი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგ სიტყვებს ძალა არ აქვს.
- ძალიან გთხოვ გადი უნდა გამოვიცვალო.
- გაბრიელ რა მოხდა?  სხვა შეგიყვარდა?
- ხო შემიყვარდა! სხვა მიყვარს... ახლა გასაგებია?
- არა, არ არის გასაგები!
- რაა? იმან ახლა რა თქვა?
- შენ რა კართან იდექი და გვისმენდი? ახლა ორივემ მე შემომედეთ და კარგად დაიმახსოვრეთ. ყველაფერს გავაკეთებ და თქვენ ერთად არ იქნებით.
- თქვენ რა დაშორდით?
- ნია, შეგიძლია ჩემთვის ერთი რამ გააკეთო?
- გააჩნია რას მთხოვ...
- ჩამეხუტე გთხოვ.
- კარგი ხო, ისეთი არაფერი არ მომხდარა.
- ნია რატომ დაბრუნდი? დაბრუნდი და ჩემი ფიქრები ისევ  არიე.
- მაპატიე...
- შენ ჩემი უთქმელად გესმოდა. შენს მსგავსაც ჩემი გაგება ძალიან უჭირდათ სხვებს.
- მამასთან ისევ ვერ დაალაგე ურთიერთობა?
- გახსოვს...შენ ყველაფერი გახსოვს.
- ყველაფერი მახსოვს, რაც შენ გიკავშირდებოდა.
- თომა ძალიან კარგი მამაა, უბრალოდ დრო არასდროს რჩებოდა ჩემთვის.
- ეგრეა ყოველთვის შვილები უფრო მეტ ყურადღებას ვითხოვთ მშობლებისგან.
- ნია, ახლა რას ვაკეთებთ?
- არ ვიცი, მაგრამ შენთან ერთად თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ.
- ხო იცი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია.
- ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღარ მინდა შენი გაშვება.
- ანუ ომობანას ვასრულებთ?
- კი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შენს გამოხტომებზე თვალებს დავხუჭავ.
- რომ გაკოცო მაინც?
- ეს რატომ გააკეთე?
- ვატყობდი, რომ ეს შენც ძალიან გინდოდა.
- იდიოტო!
- მოიცა მგონი დროა ეგ სიტყვაც ამოიღო ლექსიკონიდან.
- ბავშვებო მანდ რას აკეთებთ. უკვე გვიანია მალე რესტორანი დაიხურება.
- არაფერია დეიდა ნიამ უკვე იცის ხერხი დახურული რესტორნიდან, როგორ გავიდეს.
- შვილო რა თქვი?
- არა, არაფერია დეიდა ჩვენ უკვე წასვლას ვაპირებთ.
- ბარემ ისიც გეთქვა, რომ შეფის კაბინეტში შევიპარეთ.
- ნია!
- შეფ?!
- ჯანდაბა, ნეტა რამე ხო არ გაიგო?
- გავიგე, რომ დედა მოგინაულებია, როგორ არის?
- მადლობა შეფ, უკეთესადაა.
- კარგი ახლა სახლში წადით უკვე ძალიან გვიანია.
- მადლობა ღმერთსა არაფერი არ გაუგია. ახლა რას ვაპირებთ?
- აბა  ჩემო შეშლილო გოგოვ, მიპასუხე: სიგიჟე, რომლის გაკეთებაც ყოველთვის გინდოდა.
- წვიმის გუბეში ჩახტომა.
- სერიოზულად?
- ხო თანაც რამოდენიმეჯერ.
- შეხედე, ცამაც შეისმინა შენი და ისევ გაწვიმდა.
- წამოხვალ ჩემთან ერთად?
- საკმარისია ჩემს გარეშე სირბილი. მეც მოვდივარ შენთან ერთად.
- რა სიგიჟია! აეეე...
- მოიცადე გაბრიელ ასე გავცივდებით.
- წამდი წავიდეთ!
- სად?
-      ისევ მშვიდობის სახლში.
- მამიდა მირეკავს.
- მე დედაჩემი. მოდი იცი რა ვქნათ? ორივემ ერთდროულად გავთიშოთ ტელეფონები.
- კარგი აზრია.
- ძალიან მცივა.
- სულ ცოტაც და მალე მივალთ. შენ მანამდე შეგიძლია იყვირო.
- ,,ეს ბიჭი ყველაზე შეშლილია!“ ის, ყველაზე ლამაზად უკრავს.
- უკვე მოვედით.
- მოიცადე! სად მიდიხარ?
- რა მოხდა?
- ხელი ჩამკიდე თორე მაგ თითებს დაგატეხავ.
- ვაიმე ეს რა სიუხეშეა.
- ისე მართლა ვინ იყო ის ბიჭი.
- ტყუილად ცდილობ.
- კარგი ხო, ჩუმად ვარ.
- მცივა
-      მოდი სანამ ცეცხლი კარგად გაღვივდება ერთ სიმღერას შეგისრულებ.
-        სიმღერას რა ქვია?
- ,,Love me”
***
ოპერაცია:_ შეფის და მისი პირველი ცოლის შეხვედრა.
***
- თომა რა ხდება? აქაურობა კრიმინალებით არის სავსე?
- არ ვიცი ძმაო, ეს ყველაფერი დაგეგმილი არ იყო.
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და შეფი შეხვედრაზე არ მოვიდეს.
- არა მოიცადე... ისინი ასე ჩვენს გამოწვევას ცდილობენ. იმ კაცს შეხედე, მან იარაღიდან ტყვიები ამოიღო.
- მართალია ხარ. ესენი ყველაფერს  გააკეთებენ იმისთვის, რომ ყურადღება მივიქციოთ.
- ხოდა ჩვენს ასე მშვიდად დაველოდოთ მოვლენები, როგორ განვითარდება.
- ისე მიკვირს ამ შეფმაც, ეს გადარეული ქალი სად იპოვა.
- არ ვიცი ძმაო. ამ ქალებისას ვერაფერს ვერ გაიგებ.
***
- აბა გისმენ. აქ, რისთვის დამიბარე?
- მინდოდა მეთქვა, რომ შენი შვილი კარგად არის.
- ჩემი შვილი, საკმაოდ დიდია და თავის თავს თვითონ მიხედავს.
- რადგან გაიზარდა აღარ დარდობ არა მასზე?
- რა გინდა? კიდევ რითი ეცდები ჩემს გასანტაჟებას?
- მე არაფრის გაკეთებას არა ვაპირებ, მაგრამ აი, მაგათ გადაეცი ყურებით, რომ გისმენენ. აქ, ჩემი ხალხი შეიარაღებულია. ერთი ნაბიჯიც საკმარისია და აქ, ვინცაა ყველა მოკვდება.
- ბავშვებს მშობლები შენ დაუხოცე. მკვლელი შენ ხარ.
- ამას ვერ დამიმტკიცებთ.
- რა ხდება რა კვამლია?
- ყველანი კარგად ხართ? ვინმე დაშავდა?
- აქეთ ბიჭებო, დაჭრილი ვარ!
- შეფ მშვიდად... სასწრაფო მალე აქ იქნება.

გაგრძელება იქნება!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები