ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2019


* * * (ჩანაწერებიდან)

რა სევდისფერი დღეა... გეგონება შემოდგომის უკანასკნელი დღეები იყოს. არადა ახლა დაიწყო შემოდგომა. ასე უცბად თუ შეიცვლებოდა ცეცხლისფერი დღეები სევდისფერ და მშვიდისფრად არ მეგონა... მიყვარს შემოდგომა. მძულს შემოდგომა. თანაფარდობა დარღვეული არა მაქვს. თანაბრად მძულს და თანაბრად მიყვარს. დაღლილან ხეები და ელოდებიან ნახევარწლიან სამოღვაწეო შესვენებას, ვიტყოდი შვებულებას... მწვანე მთები ფერს იცვლიან, ყვითლდებიან  და ხეები ღებულობენ ხვლიკისფერს, კლდეებს ექამელეონებიან... შემოდგომისფერი კაშნები ყელს მიმშვენებენ, თუმცა ჩემს სხეულს რა დაამშვენებს... შემოდგომის სუნი, შემოდგომაზე ყველა სუნამოზე უფრო სურნელოვანია... საშემოდგომო გამოცდებისათვის ემზადებიან, როგორც თოთო ხეები, ასევე ჭანმანკი მუხებიც... ყველა გამოსაცდელი ღირსეულად აბარებს გამოცდებს თუ ზევსმა არ შეუშალა ხელი და თავისი რისხვა არ დაატეხა თავზე, ანუ მეხი. თუმცა ახლა ზევსი მხოლოდ ჭანმანმა ადამიანებმა თუ იციან რას ნიშნავს და ვინ არის... ეს ზღვის ქაფიც როგორ უხდება შემოდგომას, მეაფროდიტვენერება...  ფუღუროები გამოუჩნდათ დაუმარცხებელ და ძლევამოსილ ხეებს...  წელიწადის დროებზე ვიტყოდი, რომ ის თეატრია... გაზაფხული პიესის პირველი მოქმედებაა, სადაც ყველაფერი დამაყრუებლად ლამაზია. ზაფხული მეორე მოქმედებაა, სადაც ყველაფერი ცხელი ქვასავითაა, იხარშება, იწვის, მაგრამ ოფლი მაინც არ გამოსდის თავად, აი მაყურებელს კი წურწური გასდის... შემოდგომა პიესის უკანასკნელი, მესამე მოქმედებაა, რაც გვირგვინია დამაყრუებლად ლამაზი, ქვასავით ცხელი სანახაობისა... ის ყველა თეატრალურ  მოქმედებაზე მეტად მომწონს, რატომაც მომწონს ამას თავადაც მიხვდებით... ზამთარი? ― ეს თეატრალური  მოქმედება არაა... ის ანტრაქტია. ოღონდ ყველა ანტრაქტზე განსხვავებული. მის მერე თეატრალური დადგმა კი არ გრძელდება, არამედ თავიდან იწყება. ის სცენას, დარბაზს, ლოჟას მტვერს ადებს, თეთრ მტვერს და იცავს ათასნაირი უბედურებისაგან. პირველი მოქმედებაც, მეორეც და მესამეც და ანტრაქტიც უჩვეულოდ მიყვარს...

8.09.2019
(ჩხოროწყუდან სენაკში მიმავალი მარშუტკა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები