ნაწარმოებები



ავტორი: გოგლიკო
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2019


უსათაურო

მოგესალმები, გიძღვნი სალამს უცხო მხარიდან,
შენ კი ძველებურ ფირფიტების აგრძელებ ცვეთას.
აგრძელებ ძარცვას ჩემი სულის, თუმცა ავიტან...
მივდივარ სულის საპოვნელად მედინას, მექას !
ჭექავს ზეცა და ფეხს მისველებს შენი ცრემლები.
ურწმუნოდ შუბლი, მუცლის არე, მხრები, შენდობა.
ვგრძნობ, ცოცხალი ხარ, თუმცა თვალწინ დნები, მეცლები -
ხელიდან, წარმოსახული სირთულე ხარ, მთა ხარ ფერდობად -
წარმოდგენილი პეიზაჟის მთვარე ხარ, ფუნჯი,
მე კი ტილოვარ, მეფინები, სხეულს მიმოსავ.
და ღმერთი როცა გახსნის ხალხით შეგროვილ ხურჯინს,
გადმოიღვრები, ეზიარები, შესვამ
ღვინოს და ...
არარეალურ საზღვრებისას გაარღვევ მავთულს -
ხლართებს, თან გმართებს ღმერთის ვალი სიხოცხლის სახით.
მე კი დაგეძებ ტაძრებში მწარე ლოცვებით გართულს,
მოცარტით, ვივალდ, საშოპენო ოპერით ბახით.
გიძღვნი სალამს და ალეიქუმს ვაყოლებ, იმედს -
ვიტოვებ თუმცა ვხვდები გეძებ სულ სხვა ადგილას.
მედინა, მექა მოვიარე, ჰირა\' ას მთა იქვე...
და უშენობა ვერც ერთმა ვერ გამიადვილა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები