ნაწარმოებები



ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2019


იყიდება სახლი

იყიდება სახლი ! დედაჩემის სახლი. ლამაზი მისაღებითა და ორი საძინებლით.იყიდება სახლი დედაჩემის საყვარელი სავარძლით, ლამაზი სარკით და რუსული წარმოების ავეჯით.იყიდება დედაჩემის საყვარელი ჩეხური და იტალიური ჭურჭელი.იყიდება მისი საყვარელი ოთახი, ბავშვობის დროინდელი სანათით, ღია ფერის ფარდებითა და ორი დიდი ხალიჩით.იყიდება სახლი ლამაზი ხედით მეცხრე სართულზე დედაჩემის გვარით ამოკაწრული რკინის კარით.

ვყიდი მე, მისი ერთადერთი შვილი.

იყიდება ჩემი ბავშვობის დროინდელი სახლი, ბევრი მოგონებებითა და სიხარულით სავსე.იყიდება ჩემი სიცილებით, ტკივილებითა და ცრემლებით გაჟღენთილი კედლები, ოთახები.იყიდება ყველაფერი რაც სახლშია: ავეჯი, ძველი სამსუნგის ტელევიზორი, ბაბუაჩემის საწოლი, მამაჩემის თოფი, დედას დანატოვარი ნივთები და ჩემი ყველაზე საყვარელი ნივთი, აკარდეონი.

იყიდება სახლი ! გზის პირას, ჩემს სკოლასთან ახლოს, ჩემი პირველი შეყვარებულის გვერდზე კორპუსში. ლამაზი შემოდგომის ხედითა და ფანჯრის რაფაზე მჯდომი მტრედებით.

ლიფტი უფასოა.

იყიდება სახლი ძალიან იაფად და სასწრაფოდ.

ვყიდი მე, ერთადერთი შვილი.

იყიდება სახლი ! დედაჩემის სახლი.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები