ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გლეხიკაცი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2019


დედას


შენს სულს მტევნებივით ასხია დარდები და
დაფნარში ბეღურები საღამოს აცილებენ,
გულის აკორდივით იწყები მაჯებიდან,
ყველა გაზაფხულზე მეტი ხარ გაცილებით...

კალთებხილიანო, უხდები შემოდგომას,
შენი პირჯვრისწერა ნაპრალებს ამაცილებს,
ნაზარეველივით მომყვები, გვერდში დგომა
გჩვევია უჩვეულოდ, ოდასაც არ აცივებ...

ცისკარს მზე ამოყავს შენი თვალებიდან,
ირგვლივ სოფელია ბევრი გვირილები,
ამბობ: \"ცხოვრებაში ამდენ წვალებიდან
როგორ გამიზრდიხარ\"... , მერე იღიმები...

შენი ხელებიდან ვიწყებ ამოსუნთქვას,
კეთილფიქრიანო ისევ თავს მევლები,
ჩვენ გვყავს ერთმანეთი, ხოდა სახლიც სუნთქავს,
სოფლის საღამოებს რთავენ ალუბლები...

ახარებს ანგელოზებს მაგ თვალთა სათნოება
და შენი ღიმილია - სიცოცხლის მელოდია,
დროს მინდა სიბერის უფლება ჩამოერთვას,
თმებში ჭაღარები ჩუმად რომ შემოდიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები