ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2019


მე ის...

მე ის სახლი ვარ შენ რომ შიგნით მუდამ იცხოვრებ,
ის ოთახი ვარ,სადაც შენთვის მზის სხივები აისს ცეკვავენ,
ის კარადა ვარ,შენი კანის სუნს რომ ატარებს,
ის საწოლი ვარ,მომავლის სიზმრებს რომ გიზიარებს...
  მე ის წვიმა ვარ,გაზაფხულის... ხშირად რომ გეტრფის,
ის ჭაღარაც ვარ,შენ რომ არ გაქვს არცერთი თმაში,
ის წამალი ვარ,შენთვის რომ არის ექსკლუზიურად დამზადებული,
ის ადგილი ვარ,სადაც შენ მუდამ იქნები მშვიდად...
მე ის ბიჭი ვარ,რომელსაც უნდა შენით ვერ გაძღეს,
მე ის ბიჭი ვარ,შენ რომ ყოველდღე სიხარულს სჩუქნი,
ხო! მე ისა ვარ,შენი ფერებით რომ ვხდები გამძლე,
იცი?! რთულია გიყურებდე და მაგ ტუჩების ალი არ მწვავდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები