ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2019


მონოლოგი ნერონისა

მე, დედის მკვლელი ძე ვარ, სასტიკი.
მე, ორი ცოლის მკვლელი ვარ, ღმერთებო.
თქვენ ფრიად იცით ამბავნი ჩემნი,
ზოგიც მართალნი, ზოგიცა ჭორნი.
ჩემში სახლობდნენ დაბადებიდან ქორნი,
არა ერთი და არა ორნი, არამედ ასნი,
უთვალავნი, დიდო ღმერთებო.
არარა ხდება, ღმერთების ჩარევის გარეშე,
მე ხომ დედის მუცლიდან ვიშვი,
მე ხომ კეთილი ვიყავი უწინ,
მაგრამ ჩემში მაინცა იყო ცეცხლოვანი ქორი,
მე ხომ მიყვარდა ყველა, ყოველი,
ასეთი რა მეტამორფოზა განვიცადე,
საძაგელო ღმერთებო,
ლექსებსაც ვწერდი,
სიმღერებსაც ვქმნიდი დიად,
მაშინ რა მოხდა მერე, გამეც პასუხი.
მე რად დავლიე დედის სისხლი,
შარბათზე ტკბილი,
მე რად ვათრიე, რად ვაწამე,
ო, ღმერთო ჩემო, იგი.
მე რად გადავწვი დიადი რომი,
მერე ვაწამე ქრისტიანები,
მათ დავაბრალე დედა რომის აგიზგიზება.
ვერვინ დათვლიდა ქრისტიანებს
ძელზე გაკრულებს, ჩემსა მიერ.
რამდენი ვაშიმშილე, რამდენი ვამწყურვალე,
დაფნის გვირგვინიც თავად დავიდგი,
მუზებიც მოვისყიდე და ღმერთებიც.
ამიტომაც მძულხართ დღეიდან, ღმერთებო,
ფულზე გაყიდულნო, უპრინციპოებო,
მშიშრებო და სისხლის მოყვარულნო!..
ზანზარებს ჩემი სული,
კანკალებს გული,
ვწუხვარ ყოველზე, მაგრამ მიხარია.
მიხარია რომ ვნახე ერთ დროს დაუმარცხებელი
ფერფლადქცეული რომი!...
დედა მოვკალი,
მისი სისხლით ვარ გამძღარი,
თმებით ვათრიე
და მუსიკოსთა ჰანგის ნაცვლად
მისი განწირული კივილი მატკბობდა,
ახლა კი მტკივა!..
მტივა ყოველი, მომკალით ვინმემ,
დანა შემარჭვეთ, ან დამწვით!..
წარმართო ღმერთებო, ფერფლად იქცევით,
ნაცარტუტად გარდაიქმნებით!..
უფალო იესო,
მისიანებო,  ჩემგან დევნილნო,
გთხოვთ მაპატიოთ!..
სიკვდილი მინდა!
სიკვდილი მწყურია ძლიერ!
სხვა ვერა მომკლავს, მე თვითონ წავალ!..
მე თავად მივდივარ,
მივდივარ მე,
ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი.
გემშვიდობები, ჩემი დალოცვილი ხელით
გადამწვარო დედაო რომო!..
ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ისმოდა სიკვდილის სიცილი
ნერონის ბაგიდან!..
ნარცისები ვერ ცოცხლობენ დიდ ხანს,
ამიტომაც ვიყავი ცოფიანი ცეცხლი!..
ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ისმოდა სიკვდილის სიცილი
ნერონის ბაგიდან.
ამ ოქროსყელიან თოკში გავყოფ თავს
და გადავალ მარად სიცოცხლეში!..
ისე „როგორი დიდი მსახიობი
ტოვებს ამ ქვეყანას“,
დ ე დ ა, მაპატიე,მოვდივარ შენთან,
ცეცხლო, გამომყევი უკან!
ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ისმოდა სიკვდილის სიცილი
ნერონის ბაგიდან…
მოკვდა, მიცეცხლდა დედის მკვლელი ძე!..

15.09.2019

იაგო ქებურია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს