ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჰენრი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2009


ლექსის მატარებელი

განთიადის ფერად ჟურნალს მზე უმშვენებს გარეკანს,
ქარმა ღრუბლის ორთქლმავლები სხვა სადგურში გარეკა....
მომანათა დილამ მზერა მაკვარანცხულ - ხვადგური,
მატარებელს ელოდება ჩემი ლექსის სადგური..
ელმავლების ოთხი სტროფი - პოეზიის დეპოში
შევარდნილა... აუტეხავს გნიასი და დებოში...
აგერ უკვე ერთმა ლექსმა ჩაიქროლა ქაქანით,
მოაკივლა - გააღვიძა დაბოლილი ბაქანი...
გეძებ მაგრამ ამდენ ხალხში მიჭირს შენი მიგნება,
სულ - სხვა პოეტ-მემანქანეს აედევნე, იქნება,
იქნებ, სულაც, ვერ მოაგენ შენთვის ღია საგულეს,
იქნებ გადაიფიქრე და სხვაგან დაისადგურე?!..
მივდივარ და დამწუხრებულს უკან მრჩება ფეხები,
შენ კი ამ დროს მოვარდი და ზურგზე ხელით მეხები...
დილის ნისლში ჩაიკარგა ორთქლმავალი - მელოტი,...
ღმერთო ჩემო, ამ სადგურზე ოცი წელი გელოდი!
ასე არის - თუ უფალი  ლექსის შხეფებს გაპკურებს -
ვერ ასცდები მოლოდინებს,
                                        თანამგზავრებს,
                                                            სადგურებს...
მომავლიდან წარსულისკენ წლები ერთურთს ცვლიან და
შოოოოოოოოოოორს მივყავარ, შენთან ერთად, პოეზიის ლიანდაგს!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები