ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გლეხიკაცი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2019


სიმთვრალეში დაწერილები

***
ცივი საფერფლე მაგიდაზე,
გარდაცვლილი ღერების პანთეონი...



შემთხვევა

გაზაფხულს მარტი გაუვარდა,
და მძიმედ დაიჭრა თებერვალი...



ნიუტონის მე-4 კანონი

\\\\\\\"ჩემი სამივე კანონი მცდარია\\\\\\\"...



გაფრენის თეორემა

მე გადავლახავ დალეწილი მთების მუქარას,
დავგმე მითები,
მაისის ქარში აყვავდება მარიხუანა
და გავფრინდები...


ნ-ს

შენ რომ არ გაგეღიმა,
ატომში არ იარსებებდნენ ელექტრონები...



ცა

წერაკითხვაუცოდინარი
ბავშვის რვეული...



დილა

ოპერა საქათმეში,
აღმოსავლეთით განათებული სცენა,
ჩემი სიზმრების პრემიერა ჩავარდა...



ნ-ს

მომენატრე,
დრომ უშენობა იმშობიარა...



შუქნიშანი

მე გავჩერდები,
როცა წითელს აანთებს მთვარე...



ჯორდანო ბრუნო

არავინ მიჯერებს, რომ დედამიწა ბრუნავს,
მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც სარკეში ჩავიხედე,
ვიპოვე ადამიანი, ვისაც სჯეროდა ჩემი...



***
მზის ქორწილი ჩაიშალა,
ღრუბლებმა აყალმაყალი ატეხეს...


ზამთარი

ეს ის დროა, როცა ნაძვები,
ჭადრები, მუხები და ძმანი მისნი,
დღესასწაულს აწყობენ ერთი განსაზღვრული წესით;
ყველას თეთრი ქურთუკები უნდა ეცვას...



თხოვნა

ღმერთო გაუთბე ზამთრის ასფალტი,
ამ ფეხშიშველა \"ციგნის\" პატარებს...



დედას

დე... შენს თმებში ჭაღარა ანარქიაა,
მე შევიძულე დრო,
შენი პირველი მტერი...



რწმენა

მშვილდი დაუმიზნეს და ესროლეს,
სანამ ისარი მისკენ მოქროდა ირწმუნა, რომ
უხილავი ძალა შეაჩერებდა მას...
წელი ასტკივდა ისარს და შუა გზაზე კუნძთან ჩამოჯდა...



შიში

ისე ძლერ შევუბერე საპნის ბუშტს,
შიშისაგან გული გაუსკდა...


***

მლაშეა ცრემლი,
მაგრამ უფრო მლაშეა სიტყვა ცრემლებს, რომ იწვევს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები