ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 სექტემბერი, 2019


როგორ უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში?

როგორ უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში?



ბრძენო ხალხო, გეკითხები:

”როგორ უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში, ზვიად გამსახურდიას 1989 წლის ”ზავეტებით” განდევნონ აფსუები აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში?”

ეს კითხვაა.

კანტი-კუნტად ტაში მესმის, ძირითადად ზვიადისტებისგან, მაგრამ სად არის ბრძენი ხალხის ხანგძლივი აპლოდისმენტები, ოვაციებში გარდამავალი?

სად არის ხანგძლივი აპლოდისმენტები?

არ არის?

რატომ არ არის ხანგძლივი აპლოდისმენტები? ოვაციებში გარდამავალი?

კი მაგრამ, 1989 წელს რომ ზვიად გამსახურდიამ მიტინგზე საჯაროდ მოითხოვა აფსუების გაგდება აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, მაშინ რაღას უკრავდი ტაშს, ბრძენო ხალხო?

”ვერ ხვდებოდი ელემენტარულს, რომ აფსუებს მოკავშირეები ყავდათ, ჩრდილოეთ კავკასიელები, და ისინი ერთად, რუსეთის გარეშეც, შენ თვითონ გაგაგდებდნენ, ბრძენო ხალხო?”

ეს კითხვაა.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
16.09.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები