ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2019


გზა

გზა, ისე თავისთან მიხმობს და მეძახის,
ხიდან რომ ქარები, ფოთლებს მიდევნიან.
თითქოს და სიღრმეში, ეს გზა სულ მეძახის,
ან იქნებ,  ამ გზაზე ექო სულ ჩემია?

ფიქრები გადასცდნენ საზღვრებს და სადავე,
ქარავანს მიჰყვება რაც ბევრზე ბევრია...
ავღვკვეცე წარსული, აწმყო და ვირწმუნე,
რაც იყო, ეს იყო... წინ აწმყო ჩვენია!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები