ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2019


* * * (მან თქვა)


მან თქვა, ყველაფერი რიგზე იქნებაო და გაქრა.
გაქრა, როგორც გუშინდელი ჭვარტლისფერი ნისლი,
გაქრა, როგორც ბავშვური სიყვარული,
რომელიც მხოლოდ მაშინ ამოყიჟინდება,
როცა ანეგდოტი მოგელევა.

თურმე
ყველაფერი რიგზე
ვერ და არ იქნა.

მე არ მინდა მხოლოდ თეთრი იყოს,
შავიც საჭიროა, როგორც ლექსში პოეზია.
თუ შავი არაა მაშ რა იცი ის რომ თეთრია?..

მან თქვა,
მას უთქვამს
ყველაფერი რიგზე იქნებაო
და გამქრალა, როგორც ბავშვობისდროინდელი
ფილტვების ანთება, ანდაც ყვავილა,
მაგრამ ერთხელაც იქნება და
თავს შეგახსენებს ეს ტკივილი!
და ჰოი, კიდევ კეტყვის,
ალბათ მეცხრე ყვავილობისას,
ნუ გენაღვლება,
ყველაფერი კარგად იქნება!..

მოდის ბიჭუნა შარა-გზაზე,
რომელსაც თავი ასფალტს მოუგავს,
რომლიდანაც მცხუნვარების ჟამს,
ყურებიდან ან თუნდაც ცხვირიდან
წამოიზლაზნება გუდრონი...

და თურმე
ყველაფერი  რიგზე
ვერ და არ იქნება!..

17.09.2019


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს