ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2019


სარდაფის ცოლები \"ბატონები\"

ცა ზეწარივით გადმოფენს დილას ღამიდან დამბალს,
სახამებელი გაფშიკვს ხეებს, ფოთლებს გაფშიკავს
მე ჩავალ დაბლა,
მოვუწმინდავ სარდაფებს დილას,
საკურთხებელი მარილივით
მოყრილს მოვწმინდავ.

და მერე წინდებს ბეღურების ფეხის
ძაფებით, ჩამოძენძილი წვივებიდან გადავიკეცავ,
და ხალათების საღილედან გამომძვრალ თვალებს
ათასი ჩიტი გადმოსცვივდება

...  სარდაფებიდან ბავშვების ხმა არის
დამბალი  გულიდან ნეკნებში შედიან
ბებერი შელოცვებს  დანაზე  იფხეკავს
გიშრების ჯერია
ბუტბუტის ჯერია.


( მრევლი ჭალას დაბინავდა სერზე მიდის სამზე
მეტი ალათასა ათას ალსა თმიანს ცეცხლის
ალიანად  დაამწყვდევენ, შეაბამენ
თვალებს ცხენის ნალიანად.
ათას ალსა ალათასა
თმიანს მინდვრის
თვალიანსა. …ავი თვალის
კამათლებზე ტომის კაცი უსვამს წერტილს,
ჭალა-ჭალა სერზე  მგელი, სამზე მეტი, მგელზე მეტი.)


შიში სანთელზე ხელებს ითბობს აქ სულ ასეა,
აქ სულ ითბობენ ასე გადის ღამე და ღამე. ყველა
სარდაფში ქვრივ-ობობა თვალებს  იფშვნეტავს, თვალებს,
რომელიც არ ჰქონია - ჰგონია თვალებს, იპოვნის და ის მაინც
ნახავს სახლის რაფების ნაქარგალზე დადგმულ ყვავილებს...
ბატონებს აქაც უმზადებენ ტაბლას და აღთქმას  აქაც გალობენ
საყვირებზე მაგრამ ბატონებს, ურჩევნიათ არ ჩამოვიდნენ
და წითელ ხვრელებს გასაძღობად პირში შეუგდონ
ცალკე ხელები, ცალკე სახე და ნათითურებს
ამოვსებული მიწის პირი შემოუსწორონ
წმინდად და სწორად როგორც წესი,
როგორც ადათი, როგორც წყევლაში
ყველა ბგერის ზიზღის მიზეზი...

„ჩვენც“ დამბალ დილას სარდაფებში გამოვათავდით
როგორც წესია, როგორც სწორი როგორც ნათქვამი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები