ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 ოქტომბერი, 2019


წიგნიერებასა და განათლებაზე

„სახელმწიფოს საძირკველი არის განათლება. წიგნიერებისა და განათლების გარეშე არაფერი გამოგვივა. წიგნს, ადამიანის გონების განვითარებისთვის, ალტერნატივა არ გააჩნია!“

დათო ტურაშვილი

...................................................................................................................................................

„ვისურვებდი, რომ საქართველოში სწავლა-განათლება და მკურნალობა უფასო იყოს, არ უნდა იყოს საუნები, სადაც საროსკიპოებია გახსნილი, არ უნდა იყოს კაზინოები. უნდა აღდგეს მწერალთა კავშირი და ბავშვთა სასახლე. ადამიანმა თავისი კულტურა თუ არ დააფასა, გარედან მოსული სხვა არ დაგიფასებს. სამშობლოს ინტერესები ყველაზე წინ უნდა იდგეს“.

დოდო ჭიჭინაძე

............................................................................................................................................................

რომ ვაკვირდები, ჩვენი ახალგაზრდები მეტროში უფრო კითხულობენ წიგნებს, ვიდრე შინ. ამის მიზეზი ალბათ დასაჯდომი ადგილების მდებარეობაა, მაგრამ ზოგიერთი მართლა გულწრფელად კითხულობს, უნდა და კითხულობს, ხოში აქვს და კითხულობს, რაც ძალიან სასიამოვნოა რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ჩვენი ტელევიზიები ისეთებს არჩევენ ინტერვიუსთვის, რომლებსაც შოთა რუსთაველი მეფე ჰგონიათ და დავით აღმაშენებელი მითიური პიროვნება. არც თამარ მეფის გვარი გაუგონია ზოგიერთს.

ზოგს არც პეტრე მელიქიშვილის სახელი და გვარი აქვს გაგონილი, უფრო იმას, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. შე დალოცვილო! თსუ - ში სწავლობ და სავალდებულოც არის იცოდე, რომ პეტრე მელიქიშვილი უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო. ნუთუ ყურმოკვრით მაინც არ გაგიგონია პეტრე მელიქიშვილის შესახებ?!

https://www.youtube.com/watch?v=yh-hDsuz5_4

პატრიარქმა წიგნის კითხვის დღედ შაბათი დააწესა, მაგრამ წიგნებს ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ ცოდნის გასაღრმავებლად და არამხოლოდ მეტროში.

წიგნი ჩემთვის მარტოოდენ ცოდნის მიღების საშუალება არ არის, მეგობარიცაა... როგორც ადამიანს სჭირდება მეგობარი, ისე მჭირდება მე წიგნი... წიგნს კომპიუტერი ვერასოდეს შემიცვლის.

მე შეიძლება ყველაფერი დავკარგო, მაგრამ განათლებას ვერავინ წამართმევს! ჩემი ტვინიდან ვერ ამოშლიან ცოდნას, ვერა! ყოველთვის გავიკვლევ გზას, ჩემითაც და სხვისი დახმარებითაც, თუ რა თქმა უნდა ის „სხვა“ ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდება.

გაუნათლებლობის ბრალია ყველაფერი, - რაც გვჭირს. გაუნათლებლობის ბრალია ადამიანების უზრდელური გამოხტომები. ოჯახი არის ყველაფერი, ოჯახი არის ყველაზე დიდი სასწავლებელი. ჯერ კიდევ ბაღში შესვლამდე ასწავლიან ბავშვებს უფროს-უმცროსის პატივისცემას. ბებიაჩემი მეუბნებოდა: ჩვენს ოჯახში ყველანი ბავშვებსაც კი ვუდგებოდითო ფეხზე.

,,ფეხზე ადგომა წესია, წესს ვერ დავარღვევ ღვთისასა“. - ჯერ კიდევ როდის თქვა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ. ადამიანის დამოკიდებულება კარგად ჩანს მის ქცევებში. ადამიანი ზრდილობიანი თუ არ არის, პატიოსანი თუ არ არის, ფუჭია მისი ცხოვრება.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები