ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2019


შემოგდომის ორგაზმის სიმღერა (არაჩემებური) (ოღონდ მართლა სიმღერა)

ბოლო ფოთოლი მოსძვრება ხეს და გაზაფხულზე ფიქრს გაუღებს კარებს
წამები წუთებს, დღეები თვეებს მისდევს და გავა ზამთარი მალე.

მთის წვერი გულში ესობა ღრუბელს, მას კი სისხლი სდის ნაკადულებად
მე დავიყენებ ღაწვებთან გუბეს და გადავაქცევ თვალებს ყურებად.

ცა დაეშვება მიწაზე ჩვენ კი, კვლავ ჰორიზონტად აღვიქვამთ კავშირს
ღრუბლების შერწყმა, ელვა და მეხი, წვიმა წამოვა ფრთებს ვეღარ გავშლი.

მე არსებობას შევიგრძნობ ხარბად,  ქარსა და წვიმას შევუშვებ ჩემში
შემოეხვევა სულს სევდა ალბათ და ცხოვრებაში რაღაცას შევცლი
ვებრძვი და მაინც არა აქვს აზრი ვერ გავუკოჭავ მე ხელებს ღამეს
წამოვა წვიმა ფრთებს ვეღარ გავშლი, დანარცხებამდე დავითვლი წამებს.

ვრცელ უდაბნოში ერთი ხე იდგა, უღრუბლო ცაზე უცქერდა მნათობს
მაგრამ საქმე რომ საქმეზე მიდგა, ხე იყო იქ და ის იყო მარტო

ის ტანზე შემოიტმასნის ეკალს, აღარც მზე უნდა და აღარც ღმერთი
გაბრაზებული ახედავს ზეცას და დაეცამა მას შუბლზე წვეთი

და არსებობას შეიგრძნობს ახლად, ნესტსა და წვიმას შეუშვებს ქერქში
თვალს გაახელს და დარჩება სახტად, გაეღვიძება უკვე მას ტყეში.
დაუმსხვილდება ღეროდა ფესვებს უფრო ღრმად ჩაყოფს ეხვევა მიწას,
ის მიხვდება რომ უმზეოდ ვერ ძლებს, მაგრამ მზე უკვე საერთოდ იქცა
და ცაში თავისუფლებას ეძებს, მიწა კი ფესვებს არ უშვებს კვლავაც,
ტოტების ფრთებად გარდაქმნას შეძლებს,მაგრამ ის უკვე ვეღარსად წავა,
დახუჭავს თვალებს დაუცდის ქარებს, ამოგლეჯვას და სიკვდილსა ნატრობს
თუმცა მის ბედად გამოიდარებს, ვერ დაიბრუნებს ის თავის მნათობს,
                                ვეღარ იქნება ვერასდროს მარტო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები