ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2019


* * * (ზამთარს ელით ვინმე?“


ზამთარს ელით ვინმე? ―
თქვეს ცოტათი დაიგვიანებსო,
ბორბალი გაუფუჭდა თურმე
და შემოდგომა ეხმარება.
ამიტომაა შემოდგომამაც
ცოტათი მოსვლა რო შეაყოვნა.
ეს  უსაქმური გახაფხული და ზაფხული,
რაებს აკეთებენ ნეტავ.
მგონი გეგმავენ
ნამიანი ზაფხული იყოს,
მშრალი თუ წვიმიანი,
გააბაღნაროს ყველაფერი
თუ გაახრიოკოს, ამას ფიქრობენ, მგონი!
აი, ყვითელ კაბაში, ნეკერჩხლისფერი კოლგოტით
მოვიდა შემოდგომა,
ფოთოლთ თქეშში რომ მოგვახვედრა,
მგონი მოსვლა მისი
ნიშანია ზამთრის მოსვლისა.
ზამთარმა თურმე გამართა საჭე
და გამოცვალა ყველა ბორბალი.
რაღაც უცხოდ ქრის ქარი,
მზის სითბო მხოლოდ მოგონებებში სახლობს.
შემოდგომა მოვიდა,
ზამთარი მოვა,
ქრის ქარი,
გაზაფხულიც მოვა
და მოჰყვება ხელისმომკიდედ ზაფხული,
შენ რა მოგივიდა ქალო,
შენ რა მოგივიდა სატრფოვ,
რომელ გამოუღწევ საცობში მოხვდი,
რომ ვერ მოხვედი
ამდენ ხანს ჩემთან...

2019.09.19

იაგო ქებურია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები