ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
16 აპრილი, 2020


დათვი და ღორი

  ზამთარი ახლოვდებოდა, გარეულმა ღორმა ტყეში ერთი დიდ მუხა იპოვა, რომელიც რკოთი იყო დახუნძული.
კარგი იქნება თუ ვინმე დამიბერტყავს, ჩემს გოჭებს მოვაგროვებინებ, ბუნაგში წავიღებთ და მთელი ზამთრის სარჩო გვექნება.
  ბევრი ფიქრის შემდეგ დათვს მიადგა. დათვო მუხა დამირხიე და რკოს გიწილადებთ. დასთანხმდა დათვი. ავიდა დათვი  მუხაზე და რაც ძალი და ღონე ქონდა არხევდა. მალე მუხის ძირი რკოთი მოიფინა, გოჭები მარდად აგროვებდნენ და კალათებში ყრიდნენ. დედა ღორს კალათები ბუნაგში მიქონდა.დათვმა თავის წილზე უარი თქვა, მე მაინც მთელი ზამთარი მძინავს, ჩემს წილს მე აქ დავტოვებ, ვინმე მშიერი გამოივლის და დამლოცავსო.
    იდგა მუხის ძირში  რკოთი სავსე კალათა, ხან ციყვი წაიღებდა როცა მოშივდებოდა , ხან კვერნა, ხან ვინ , ხან ვინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები