| ავტორი: გულიანა ჟანრი: პროზა 26 სექტემბერი, 2019 |
თავდაპირველად შემომქმედის გარდა, არავინ იცის ჩაფიქრებული ადამიანის მიმართულებას კონკრეტულად სად ან ვისთან მივყავართ. ზოგი რამ საკუთარ თავშივე შეუმეცნებელი და განზოგადოებულია. ისიც ასე მიუყვებოდა მიმართულებას რომ უცებ ფიქრწაღებული ტყეში აღმოჩნდა. ქარიანი ამინდიც იმ სახლთან ერთად შეამჩნია მის წინ რომ მდგარიყო. დაღლაც შეიგრძნო და სტუმრობა გადაწყვიტა. არის აქ ვინმე?? :) საშინელი ქარია გარეთ, ეს კარები რატომაა ღია? ა,უ, უუუუ, :) არის აქ ვინმე? როგორი უავეჯო სივრცეა... არც დივანია და არც სავარძელი. პატრონიც არა.. :)) გადმოდიან თუ გადადიან ნეტავ?? კარები ღია რატომაა?? ვაიმე, ბუხარი!.. როგორ მიყვარს... :) განსაკუთრებით ასეთ სახლებში, სადაც დიდი სივრცე და ფართო კედლებია. საშვალება რომ იყოს ცეცხლს დავანთებდი და კნუტივით მივეფიცხებოდი სითბოს. :)) არა, იმიტომ კი არა რომ მცივა; უბრალოდ, მოგონებების ზარდახშას გავხსნიდი. ან სულაც ახლის ათვლას დავიწყებდი :) რა უცნაურია... აქ ალბათ რომანტიკოსი ცხოვრობდა. :) ბუხარი, ფართო კედლები და ორი წაქცეული ჭიქა. ალბათ შავი ღვინოს მოყვარულნი, მაღალფეხიან ჭიქებს შავი ღვინო უხდება. თუმცა ეს ჩემი ვარიანტია. :) ვინ იცის ამ სახლის პატრონი რა ხურმა ხილია... :)) მეცინება... ერთხელ ერთ ოჯახში შევედი მარტო კაცი ცხოვრობდა. ასე ვთქვათ, მისთვის დაკვეთილი ყავა უნდა გადამეცა. მახსოვს,მასთანაც ღია იყო კარები . დავაკაკუნე მაინც და შემოდი, შემოდიო კარგი შინაურივით გამომძახა და თანვე დასძინა, ერთი წუთით დამელოდეო, შევედი თუ არა, კარებს უკან ნოუთბუქზე კლავიატურას გამალებით აჩხაკუნებდა,არ მინდა აზრი დამებნეს, ერთი წუთი მოვრჩები რასაც ვწერ და ყავის ფულსაც გადავიხდიო.მოკლედ რომ ვთქვა, გაკვირვებული გაცინებით დავეთანხმე და მეც მოვერიდე. სანამ მორჩებოდა სახლს მოვავლე თვალი. თბილი გარემო იყო. სახლში ბუხარიც ქონდა. კარებიდან ფეხმოუცვლელად ჩანდა გამწვანებული აივანი, მაგიდა,სკამები. ალბათ \\\"დ\\\" ვიტამინის მისაღებად გაშლილი შეზლონგი და გამწვანებაში ჩაფლული ლამპიონები. მიუხედავად იმისა რომ თავის საქმეს არ მოწყდა, არც ის მომენტი გამორჩენია სახლი რომ შევათვალიერე თუ შემეთვალიერა. წამოდგა, და ჩემდაგასაკვირად მკითხა; - როგორ ფიქრობთ, ამ სახლს რა აკლიაო? დავიბენი... ერთი ორი ნაბიჯი უფრო შიგნით შევიწიე, სახლი კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავის პატრონთან ერთად და ; ჩემი აზრით, ამ სახლს, მხოლოდ აუზი აკლია მეთქი. ისეთი სიხარულით წასკდა უცებ წამიერი სიცილი, გაკვირვებული დავრჩი, ასეთი სასაცილო რა ვთქვი მეთქი. მერე ჩეკი გამომართვა, სამი დოლარი და ორმოცდაათი ცენტი ეწერა. ჩემდა საუბედუროდ ორმოცდაათი დოლარი მომაწოდა რომლის ხურდაც სრულყოფილად ჯიბეზე არ აღმომაჩნდა. მე სულ ორმოცდაექვსი დოლარი მქონდა თავის ხურდებიანად. :) ყველა თანხა მაგიდაზე დავულაგე სულ ესაა რაცა მაქვს, იქნებ უფრო ნაშალი ფული გქონდეთ მეთქი. არა, ასეთი მაქვს ისევ რამოდენიმეო. კარგი,რა გაეწყობა. წავალ და მოვალ ისევ თქვენი ორმოცდაათი ცენტით მეთქი და ცოტა წყენაც დამეტყო... მას კი ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. გარეთ გამოვედი, სანამ ლიფტი მოვიდოდა, ღია კარებში იდგა, ყავას წრუპავდა და უცნაურად , გაბრწყინებული ღიმილით მიცქერდა. ლიფტის კარებს რომ ვხურავდი, უცებ წაეტანა დახურვამდე და მოუცილებელი ღიმილით გამოთქვა, მე ბიურგერის ცხოვრებით ვცხოვრობ. ყავისთვის მადლობა და ხურდა თქვენი იყოსო. ნაძალადევად გამეღიმა .გაიხარეთ მეთქი გამოვუცერი ღიმილში და წამოვედი. კარები დაკეტა თუ არა, ეგრევე აღმომხდა; ძუნწი,ბიურგერი! მერე გამეცინა და სიხარული ვიგრძენი უკან მოსაბრუნებელი რომ აღარ ვიყავი.
საიდან სად არ წაგიღებს ფიქრები და მოგონებანი. პარალელები და მათი მაკავშირებლები... აქ კიდევ არავინ მოსულა ...ასეთ ქარში იქნებ არ ღირდეს გარეთ გასვლა. მით უფრო რომ სახლში არავინაა. ამ ტყეში მაინც ერთადერთი გზაა დროის მოკლლისათვის თან მის მარტოობასაც შევავსებ. სანამ მთლად დაღამებულა, გავალ და ცეცხლის დასანთებად რაიმეს მოვიძევ.
2
საოცარი გარემოა მაგრამ წარმოდგენა არა მაქვს რა გეოგრაფიული მდებარეობა აქვს.ისიც არ ვიცი აქ როგორ მოვხვდი. თითქოს რაღაც ხმამ გამომაფხიზლა... გონზე რომ მოვედი გზაზე ვიდექი. შუა ტყეში . ქარგაფანტული ფოთლებივით მქონდა ფიქრები და ვერ ვიღებდი წყობის სათავეს. სახლი რომ დავინახე, შიშნარევსიხარულით ავფრთხიალდი და გავეშურე. უცნაურია მაგრამ იმ სახლს \\\"მარტოობის სასახლე\\\" დავარქვი. :) შიგნით რომ ვიყავი, ვგრძნობდი რომ იქ მხოლოდ გზა იყო ჩემი. არა და მის კედლებს, აურას და სუნს, ეტყობოდა დიდოჯახიანობა. ზოგჯერ ყრუ კედლებსაც იმაზე მეტი შეუძლია თქვან ვიდრე ქმედითობენ. როცა ცხოვრების მატარებელი შენი სამართავია,მისი მართვის წესჩვეულებას კარგად უნდა ფლობდე. იქნებ ვინმეს გონია რომ საითაც მიჰქრის ცხენების რემა,თვითონაც იქეთ უნდა გაქანდეს.ამას იმ იშვიათ შემთხვევებში ვეთანხმები, როცა ერთობა იმ ფეივერკმოგვრილ სიხარულივითაა, სახიდან ბედნიერების შადრევანს რომ აფრქვევს. დაე იყოს ბედნიერება საყოველთაო. ამინ!!! რა უცნაური ტყეა... ხეები ისე არიან ერთმანეთში გადალაბირინთებული,ზემოთ რომ აიხედავ ცაა დამალული მაგრამ მზის სხივები მაინც აღწევენ. კაციშვილი არ ჩანს თუ ამ ხეებს არ გარდავქმნით სულსხეულებათ. ცოტახნის წინ ხმა მომესმა, ისევ ის ხმა... ისე მეძახდა და მიხმობდა, თითქოს მისკენ არ მივდიოდე. რამდენი მივუახლოვდები სავარაუდო სამყოფელს, იმდენი უჩინარდება და ვეღარ გავიგე,თუ ჩემთან სინათლე არ უნდა კონკრეტულად რისთვისღა მიხმობს?! ნუთუ ასეთი ბოროტია?... იქნებ მორცხვია ან გაუბედავი...? გამორიცხულია ასეთი იყოს!!! მაგნიტივით მიზიდავს. აი, ხომ არის, მაგნიტს რომ დადებ მაგიდაზე და მაგიდის მეორე მხარედან ათამაშებ ერთით მეორეს, აი, რაღაც ამგვარი. ცოტა დამღლელია ასეთი სვლა მაგრამ კავშირია უხილავ ტალღოვანი საკუთარი სულივით და ვერ ამიხსნია მისი შეუცნობელი. სხვისი ხელებისა და კედლების გარეშეც ხომ შეიძლება არსებობდე და ხილული იყო?! ასეთ დროს ხმაც კი გიუჩინარდება და მხოლოდ ჩემში დარჩენილი უტყვი კავშირი ხარ... თან ისეთ სიღრმეში მოთავსებული რომ ყველას განაგდებ ასე უხილავად და ვერ ვხსნი შენს განსაკუთრებულობას ჩემში. როგორ შემოაღწიე? არც კი ვიცი ამას რა დავარქვა? ეს, ეს სიგიჟეა თითქოს! ... მეცინება, შტეფან ცვაიგის \\\"უცნობი ქალი გამახსენდა\\\" დიდი განსხვავების საერთო ჯაჭვით და ვერ გამიგია კონკრეტულად რა სახით ვედრებით ერთმანეთს? მაგრამ ერთი ვიცი, როგორც ღამისა და დღისთვის, სასურველი მაგრამ ნაკლებად საყურადღებოა მზისა და მთვარის თანამგზავრობა, ასევე გარდაუვალი იქნება ყოფა არსებობისა. მახსოვს, როცა \\\"უცნობი ქალის წერილი\\\" წავიკითხე , რამოდენიმე მეგობარმა ერთად განვიხილეთ. მიუხედავად ალღო აღებული განცდებისა, ყველასაგან განსხვავებით სხვა იყო ჩემი შეხედულება და გამოკვეთით განვასხვავე სიყვარული ვნება აღზნებულ დაუცხრომელ ეგოიზმისაგან. 3
რას აღარა ვიქმით ადამიანები ჩვენი ნება და ვნებასურვილიანობით. არასოდეს ვისურვებდი ჩემი სიმარტოვის შესავსებად მომეტყუებინა საკუთარი კალამიც კი... შეუთანხმებლად გამომეღო სიცოცხლის ნაყოფი საყვარელი მამაკაცისაგან და შვილისთვის მომემზადებინა სამყარო მხოლოდ ჩემი საჭიროებებიდან გამომდინარე . მისთვის მთელი ჩემი რომანტიკის მწუხარე აურა ამეკიდებინა. არ მიყვარს ეგოცენტრის პორტრეტი.ეს ჩემი მხატვრობა არაა და ვისაც გსურთ ,შეგიძლიათ შეაქოთ ფლოიდერი.სტეფანიც თუ რაოდენ სათავისო საფანატოდ შექმნა იგი და ჯვარს აცვა მისივე უყურადღებობით. ბოლოს შვილიც კი მოკლა ისე ,რომ ნაწარმოებშიც არ ნახა. მაინც მგონია რომ ყველაფერს სიყვარული არ უნდა დავარქვათ. რაოდენ დიდია სიყვარული ესე სადაც ტკივილი კვებავს იმედებს??... შვილისადმი მარტოუღელ პასუხისმგებლობას მხოლოდ ქვრივთა ხვედრი ამართლებს. არაფერია მყარ მოაჯირებზე მეტი სასურველი, როცა სივრცე გაშლილ ცხოვრების ბოგირზე გადიხარ. ცხოვრების ათას სირთულეებს ისედაც უამრავი თავსატკივარი აქვს და მომავალი ჩანასახშივე არ უნდა შეურაწჰყო. მით უფრო რომ მოცემულ ვითარებაში ფლოიდერს საერთოდაც არ უფიქრია ამაზე. და არც მის შემქმნელ სტეფანს. რატომღაც გახდა ჩემთვის მტკივნეული მათი ყოფაქცევაც და ხასიათიც. ამიტომ ის უსარგებლო ნაწარმოებად შემომრჩა მეხსიერებაში და სულ მეფიქრება, რომ ვინ იცის ოცდამეერთე საუკუნეს რამდენი ეგოცენტრული სტეფანე და ფლოიდერი ჰყავს. ვინ იცის რამდენი ვირუსული ფიქრის მსხვერპლიც გახდა და ვერ გამართა ფიქრთხლართულები. ასეთი შობადობა, ცხოვრების თუ მწერლობის ზნეჩვეულებანი ვერ შეიმეცნებს სიცოცხლის სასურველ ზნეობრიობას. ამიტომაც,ხშირად მეფიქრება ხოლმე, რომ საზოგადოების ნაწილი, ვერ იტევს დედამიწას მაშინაც კი, როცა დედამიწის ზურგზე დგანან. იქნებ ზედმეტად მკაცრია ჩემი \\\"ზვავმოკიდებული\\\" საფიქრალი და ეკალისმაგვარ გულმჩხვლეტი შეხედულებანი მაგრამ არამგონია აქ ჩემს სიმარტოვეს ქონდეს ადგილი... \\\"გველს ხვრელიდან ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი\\\"-ო ხშირად მსმენია მოძღვრებისას. სადაც შეფარულად სატყუარა ღიმილი კლანჭს გავლებს გამჭრიახი სიმხდალით და ლოზუნგებად ჩაგძახის; - გაიკეთეთ პირფერობის საცავები და თქვენ შეძლებთ მარტოობისაგან თავდაღწევას! :) ჰოი შენ საოცრებავ და გზანო უფლისანო, შეუცნობელო კარიბჭევ ინდივიდთა სულიერებისა, \\\" მე არასოდეს არა ვარ მარტო, ჩემთან ყოველთვის სიმარტოვეა. \\\" ამოვიჩემე ეს ფრაზები და მივღიღინებ ისე, რომ თითქოს ხეებთან ვალსიც გავაბი. ხან ერთს შემოვეხვევი, ხან მეორეს და ისე ტკბილად ვბულბულებ, სადაცაა გველები ხვრელიდან ამოძვრებიან. :)) (მეცინება...) რა კარგიაა! მთავარი გზაც გამოჩნდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|