ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აირუბექ ოგაი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2019


* * * (მძიიმეა როცა)


მძიმეა როცა შენი ნაჯაფი სახლი იწვის,
მძიმეა როცა შენი ოფლი და ცრემლი აალდება!
მძიმეა როცა, ოდესღაც ტკბილი ხმა
ხორხში ჩაგიწყდება,
მძიმეა როცა სიკვდილი გინდა
შენი ფილტვები კი ჯიუტად იკუმშებიან და სუნთქავ!
მძიმეა როცა შენი თმები ჯაჭვის სიმძიმეს მოიბამს,
მძიმეა როცა შენი ზღვისფერი თვალები აიმღვრევა,
მძიმეა როცა შენი ნაჯაფი სახლი იწვის
და შენ კი ამას ხედავ და შენი ცრემლები
ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია!
მძიმე როცა შენს ქერა თმებით დაფარულ შუბლს
სატინა დაიპყრობს და ოდესღაც ლარივით ფეხებს
გადაუტეხავი კაბა დაფარავს!..
მძიმეა როცა ვარდის გული გაქვს და ღორისად მიიჩნევენ,
მძიმეა როცა სუნთქავ, შენ კი სიცოცხლე მოგეყირჭა
ვითაარცა ფენიქსს, მაგრამ გახსოვდეს,
შენ ფერფლიდან ვერ აღდგები
და ლარნაკლში ჩადებულ შენს ფერფლს
შვილები თუ არა შვილთაშვილები,
არა მდინარეში, ნაგავსაყრელზე მოისვრიან!
მძიმეა ხვედრი  ადამიანისა!..
მძიმეა გზა, რომელიც უნდა გავლო!
მძიმეა მზე, რომელიც გათბობს
და,საერთოდ, ყველაფერი მძიმეა, მძიმე!..

იაგო ქებურია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები