ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2019


მარტივი ლექსი (ლექსების გამოფენა 2019)

აქ, არასოდეს უთოვია ასე სევდისფრად,
ჩემი ხის სახლი იყო უფრო მყუდრო და მარტო,
მერე აალდა შიგნით ცეცხლი, როგორც სადაფი
და შენი თმები, სხივის ფერი, ფერი ამარტის,
მოედო კედლებს, ცივ იატაკს, ბილიკებს,ზამთარს,
სანამ ცეკვავდა მთვარე ჭაში როგორც  გეიშა,
უთოვლო დღეებს აედევნა თანდათან დაღლა,
ჩამოდგა  მარტი, გადაწყვიტე, უნდა გამეშვი...
აქ, არასოდეს უთოვია ასე მარტივად,
აქ, ამ ბაღებში, თებერვალი მზემ რომ დასერა,
თხელი კიმონო ფიფქებივით შლიდა ნაკვალევს
და ბამბუკის ტყეს მიტოვებდა გზის ასარევად...

ბჟუტავდა ბაღში მარტოდმარტო ძველი ფარანი,
უშენობას მიასმაგებდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები